Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გზა ამერიკის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალის ტიტულამდე – გაიცანით ლინდა ალვარადო

by Davit Tsiramua
October 5, 2021
in ანტრეპრენიორები, ბიზნესი, ბიზნესი, მილიარდერები, მსოფლიო, ფინანსები, ყველა სიახლე
0
გზა ამერიკის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალის ტიტულამდე – გაიცანით ლინდა ალვარადო
0
SHARES
0
VIEWS

1991 წელს კოლორადოს იმდროინდელმა გუბერნატორმა როი რომერმა ლინდა ალვარადოს ბეისბოლის მთავარი ლიგის (MLB) თავდაპირველ ინვესტორთა გუნდში გაწევრიანება შესთავაზა.  მიუხედავად იმისა, რომ ალვარადოს სააქციო წილი სულ რაღაც 1%-ს უტოლდებოდა, ლინდა ერთდროულად გახდა MLB-ის პირველი ლათინური ამერიკის წარმომადგენელი და  ამავდროულად ლიგის პირველი „სელფ-მეიდ“ მფლობელი ქალი. „ეს არ იყო ჩემი ქმარი. ეს ვიყავი მე“ – ამბობს ლინდა ალვარადო, ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალბატონი.

ამის შემდგომ კი ალვარადოს ქონება და გავლენა დენვერსა და მის ფარგლებს გარეთ მხოლოდ და მხოლოდ იზრდება. მის სამშენებლო კომპანია Alvarado Construction-ს უკავშირდება დენვერში Mile High Stadium-ისა და საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა. მან ასევე ააშენა სარესტორნო ქსელ Yum-ის 258 ფილიალის დიდი ნაწილი. აღსანიშნავია, რომ ფრანშიზული კომპანია Palo Alto-ში, რომელიც ისეთ ცნობილ ბრენდებს მართავს, როგორიცაა Taco Bells-ი, Pizza Huts-ი და KFCs-ი, ალვარადოს სააქციო წილი 51%-ს უდრის, მისი ქმარი კი იმავე კომპანიის 49%-ის მფლობელია. $250-მილიონიანი ქონებით ლინდა ალვარადო ქვეყნის იმ  უმდიდრეს ქალთა ასეულში შედის, რომლებმაც წარმატებას თავად მიაღწიეს.

ამერიკის ას ყველაზე მდიდარ ქალთა რეიტინგში მყოფი ლინდა ალვარადოს წარსული სხვა ისტორიებისგან დიდად არ გამოირჩევა. ბიოგრაფიის მოკლე მიმოხილვისთვის გეტყვით, რომ ლინდა მარტინესი 1951 წელს ნიუ-მექსიკოში დაიბადა, მშობლები მოწოდებით მშენებლები ჰყავდა, რომლებსაც შვილის მომავალთან დაკავშირებით სხვა ემიგრანტებისგან განსხვავებული გეგმები ჰქონდათ. მარტინესები მაქსიმალურად ცდილობდნენ, ქალიშვილი საოჯახო საქმეებისგან ჩამოეცილებინათ, რათა აკადემიური საქმიანობისთვის მეტი დრო ჰქონოდა. როგორც ჩანს, ლინდას დედის მოძღვრებაც: “Empieza pequeño, pero piensa muy grande”  (დაიწყე მცირედით, თუმცა იფიქრე უფრო დიდზე) ცხოვრების მთავარ თეზისად ექცა და თავისი ინოვაციური და არასტანდარტული ხედვით დიდ წარმატებასაც მიაღწია.

ექვს დედმამიშვილში ყველაზე პატარამ და ერთადერთმა გოგომ თავი ჯერ სპორტში გამოსცადა, საკმაოდ წარმატებულადაც და წლის ათლეტი გოგონას“ ჯილდოც კი მოიპოვა. ალვარადოს სპორტული მონაცემები თავის მხრივ მომავალი კარიერისაკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადადგმის მიზეზი გახდა. კალიფორნიაში ეკონომიკის შესწავლისას, ალვარადომ უარყო ადმინისტრატორის შეთავაზება  კაფეტერიასა და ბიბლიოთეკაში მუშაობის თაობაზე და სანაცვლოდ, მებაღეთა გუნდში გაწევრიანება მოითხოვა. ამ გამოცდილებამ 1973 წელს, უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ, ალვარადოს ლოს-ანჯელესის სამშენებლო კომპანიის კარი გაუღო. კომპანიაში მისაღებად ლინდამ ერთ ხერხს მიმართა, აპლიკაციის შევსებისას მხოლოდ ინიციალები გამოიყენა, რათა დამსაქმებლის მხრიდან გენდერული დისკრიმინაციის მსხვერპლი არ გამხდარიყო. ხოლო მომავალი კარიერული გზა საბოლოოდ მაშინ განსაზღვრა, როდესაც ნახაზების შენობებად გარდაქმნის მაგიამ შეიპყრო.

სამშენებლო საქმიანობასთან ერთად ლინდამ კომპიუტერული უნარებიც შეითვისა და მიუხედავად სქესობრივ და ნაციონალურ ნიადაგზე დისკრიმინაციისა, 1976 წელს, 24 წლის ასაკში, საკუთარი კომპანია შექმნა. სესხზე ექვსი ბანკისგან უარის მიღების შემდგომ მშობლებისგან მიღებული $2,500 დაიხმარა, საბოლოოდ კი Small Business Administration-ის კრედიტიც მიიღო. ალვარადოს ცხოვრების კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი 1983 წელია, როდესაც „კოლორადოს ქალთა ბანკის“ დამფუძნებელმა ლინდა დენვერში 17-სართულიანი სასტუმროს განახლებისთვის დაიქირავა.

დღეს ალვარადოს სამშენებლო კომპანიის, Alvarado Construction-ის ოფისები არიზონაში, კალიფორნიაში, კოლორადოსა და ნიუ-მექსიკოშია. კომპანია აშენებს შემდეგ პროექტებს: Kaiser Permanente-ს, Xcel Energy-სა და PG&E-ს. მშენებლობის გარდა კი მისი წილი კვების ინდუსტრიაშიც მნიშვნელოვანია. ალვარადოსა და მისი მეუღლის საკუთრებაში არსებული კომპანია Palo Alto ქვეყანაში რიგით 28-ე ფრანშიზული ორგანიზაციაა, რომლის ყოველწლიური შემოსავალი $325 მილიონს უდრის, ძირითადად კოლორადოში, ნიუ-მექსიკოსა და კალიფორნიაში ოპერირებადი ერთეულებიდან.

ახალი რესტორნების მშენებლობისთვის დროის შემცირების გარდა, ალვარადოს კომპანიამ გამოსცადა ყველაფერი –  ციფრული მიწოდების კიოსკებითა და ჭურჭლის სარეცხი მანქანებით დაწყებული, რესტორნების სრულიად ახალი ფორმატით დასრულებული. კომპანიამ Taco Bell Cantina-ს კონცეფციის პროტოტიპი ააშენა, რომელიც ლუდისა და პრემიუმ-მენიუს შეთავაზების გარდა, საოჯახო-მეგობრულ გარემოს ქმნის ტელევიზორებითა და სხვადასხვა სპორტული აქტივობით გასართობად. ჯერჯერობით კომპანიებს ლინდა და მისი მეუღლე უძღვებიან, თუმცა სარესტორნო ბიზნესის მართვას თანდათანობით მათი უფროსი შვილი გადაიბარებს.

Previous Post

No Time To Die-ის შემოსავალმა პირველ დღეს $7 მილიონი შეადგინა

Next Post

გაიცანით ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრები ნომინაციაში „საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის“

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
გაიცანით ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრები ნომინაციაში „საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის“

გაიცანით ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრები ნომინაციაში „საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის“

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

Recent News

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result