Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Gymფლუენსერი

by Giorgi Pirtskhalava
February 13, 2022
in ანტრეპრენიორები
0
Gymფლუენსერი
0
SHARES
0
VIEWS

დაე, Nike-მა მილიარდები უხადოს სუპერვარსკვლავებს თავისი ბრენდის პოპულარიზების სანაცვლოდ. მასთან შედარებით, GYMSHARK-ი იმავე მიზნით გროშებს უხდის სოციალური მედიის ფიტნეს-ფანატიკოსებს და სპორტული აღჭურვილობის მილიარდდოლარიან კომპანიადაც არის ქცეული.


ინტერნეტ-ინფლუენსერების ერთგვარად შეშლილ სამყაროში დევონ ლევესკი ერთ- ერთი ყველაზე ინტენსიური ფიგურაა.. თანაც, ყოვლად ძალდაუტანებლად. ამას წინათ, ამ 28 წლის ფიტნესის პროფესიონალმა ნიუ- იორკის გარშემო 26.2 მილი ე.წ. დათვის ცოცვით შემოიარა, რათა ვეტერანთა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებაში შეეტანა წვლილი. 30 ოქტომბერს ლევესკმა, რომელსაც საათში 12 მილის დაფარვა ოთხით შეუძლია, ბრუკლინ-ბრიჯი გაიარა ცოცვით, მერე – ისტ-ვილიჯი, მერე – ჰარლემი, დაბოლოს, წარმატებული ფინიში სენტრალ-პარკის ოვერლუკ-როკთან ჰქონდა. და Instagram-ში თითქმის 500,000 ფანის აღტაცებაც გამოიწვია. მთელი ეს ოდისეა კი ფიტნესის ბრიტანული სტარტაპის, Gymshark-ის ნაწარმით აღჭურვილმა განახორციელა. არასდროს გსმენიათ Gymshark-ის შესახებ? ალბათ მეტი დრო უნდა გაატაროთ TikTok-ზე.

სპორტული აღჭურვილობის გაძეძგილ და კარგად კაპიტალიზებულ ბაზარში, Gymshark-ი, სულ მცირე, $1.4-მილიარდიან (ღირებულება) ბრენდად იქცა, რომელიც ათლეტური აღნაგობის 80 ფიტნეს-ინფლუენსერს, როგორიც, მაგალითად, ლევესკია, ფულს უხდის, – წელიწადში $6,000-ით დაწყებული, $100,000-ით დამთავრებული და ზემოთ, – Gymshark-ის ცხოვრების წესი სოციალურ მედიაში პოპულარული – და გაყიდვადი – რომ გახადოს. 28 წლის დამფუძნებელს, ბენ ფრენსისს ერთი წესი აქვს თავისი სპორტსმენებისთვის: აკეთეთ, რაც გინდათ, მაგრამ აკეთეთ Gymshark-ში. „ახალგაზრდებს მხოლოდ კომუნასთან ასოცირებული ბრენდების ყიდვა უნდათ, რომლებიც მათ ღირებულებებს შეესაბამება, – ამბობს ფრენსისი. – ჩვენ კომუნა ვართ, რომელიც – ისე დაემთხვა, რომ – რაღაცებს ყიდის კიდეც“.

ინფლუენსერული მარკეტინგისა და მაღალი ხარისხის $25-იანი სპორტული შორტების გაწყვილებით, ფრენსისმა ე.წ. თაობა Z-ის Nike-ი შექმნა.. და ისე, რომ არ უწევს მილიარდების ხარჯვა ჯორდანის ყაიდის რეკლამებსა თუ ბრჭყვიალა ვიტრინებში. ბოლო წელიწადში Gymshark-ის შემოსავალი მთელი 40%-ით გაიზარდა – $330 მილიონამდე. აგვისტოში კერძო სააქციო კაპიტალის ფირმა General Atlantic-მა ბრენდის 21% თითქმის $300 მილიონად იყიდა. ამ გარიგებამ კი ფრენსისის ჯიბე საგრძნობლად გაასქელა. Forbes-ის შეფასებით, ინგლისის ამ პატარა ქალაქში დაბადებული ყოფილი პიცის მიმტანი ბიჭის დარჩენილი წილი Gymshark-ში $900 მილიონს აჭარბებს.

“სპორტდარბაზში ყოველთვის ნახავთ ერთ ადამიანს, რომელიც ისე გამოიყურება, რომ იცის, რასაც აკეთებს, – ამბობს General Atlantic-ის თანაპრეზიდენტი გაბრიელ ქაილო. – შესაძლოა, ეს ადამიანი ვარსკვლავი არ იყოს, მაგრამ ისაა, ვინც ატმოსფეროს ქმნის… სწორედ ამგვარ ინფლუენსერებთან უნდა იმუშაოს Gymshark-მა“.

სპორტული ტანსაცმელ-ფეხსაცმელი დიდი ბიზნესია. 2019-ში სავარჯიშო ორეულების, ლიკრის ტანსაცმლისა და სპორტული ფეხსაცმლის გაყიდვებმა $176 მილიარდს აარტყა გლობალურად, მოწინავე გამყიდველები კი Nike-ი ($39 მილიარდის გაყიდვებით) და Adidas-ი ($23 მილიარდის შემოსავლით) იყვნენ. მაგრამ სპორტული ტანსაცმელი, დიდწილად, ფართო მოხმარების საქონელს განეკუთვნება. ამდენად, მარკეტინგს განუზომელი როლი აქვს ამ თამაშში. Nike-ი სუპერვარსკვლავურ მიდგომას ირჩევს და $1 მილიარდს უხდის (მთელი ცხოვრების მანძილზე) ლებრონ ჯეიმსსა და წელიწადში $10 მილიონზე მეტს – ჩოგბურთის ვარსკვლავ ნაომი ოსაკას, რათა მათ Nike-ის პროდუქცია ფუფუნებით აღვსილ სატელევიზიო რეკლამებში ჩაიცვან.

ამის ფონზე, Gymshark-ის ბიუჯეტი ზღვაში წვეთია, მაგრამ ფრენსისმა პარტიზანულ მიდგომას მიჰყო ხელი (და ეს ყველაფერი ისე გამოიყვანა, თითქოს მცირე ბიუჯეტი არც ყოფილიყო ამის მიზეზი) და ინფლუენსერებისთვის თვეში, სულ რაღაც, $500-ის გადახდა დაიწყო, ამ უკანასკნელებს ტელეფონის ეკრანებზე მისი ნაწარმი რომ წარმოეჩინათ. Nike-სა და Adidas-ს, ცხადია, მეტი მიმდევარი ჰყავს Instagram-ზე. მაგრამ Gymshark-ი უფრო ახალგაზრდა მყიდველებზე ნადირობას, ხოლო ბერკეტად ადამიანური მასშტაბების გმირებს იყენებს, რის შედეგადაც TikTok-ზე მისი მიმდევრების რიცხვი 2 მილიონს გადასცდა, მაშინ როცა Nike-ი 1.3 მილიონ მიმდევარს ითვლის, Adidas-ი კი – ნულს.

პანდემიამ კარგი ბიზნესი კიდევ უფრო კარგ ბიზნესად აქცია. ახლა, როცა ჭკვიან ტელეფონებზე უფრო მეტი თვალია მიწებებული და კარანტინის მოდა უფრო ფიტნეს- შიკს გულისხმობს, ვიდრე ფორმალურ ტანსაცმელს, Gymshark-ის გაყიდვები ბოლო კვარტალში გაორმაგებულია. ამ მიღწევებს არც უძრავ ქონებასთან დაკავშირებული თავის ტკივილები ახლავს. ლონდონის ქოვენთ- გარდენში მხოლოდ ერთი მაღაზიით აღჭურვილმა Gymshark-მა გვერდი აუარა კოვიდ- 19- ით გამოწვეულ სავაჭრო აპოკალიფსს, რამაც Niketown-ი, მაგალითად, მოჩვენებათა ქალაქად აქცია.

“ახლა, როცა ხალხი შინიდან მუშაობს და ჯანმრთელობასა და ფიტნესში დროსა და ფულს აბანდებს, სპორტული ტანსაცმელი კიდევ უფრო პოპულარული ხდება, – ამბობს ლონდონში დაფუძნებული ანალიტიკური ფირმა GlobalData-ს სავაჭრო ანალიტიკოსი ემილი სოლტერი. – Gymshark-მა უშველებელი სარგებელი ნახა ამ ტრენდში, ხოლო მათმა ძალიან ძლიერმა და ერთგულმა კომუნამ, აშკარაა, რომ მნიშვნელოვნად შეაგულინა მათი წარმატება“.

ინგლისური ფესვების მიუხედავად, ფრენსისის სტილი უფრო Muscle Beach-ს მოგაგონებთ, ვიდრე ალექსანდერ მაკქუინს. ბავშვობაში, ბრომსგროუვში (ვუსტერშირი) რომ ცხოვრობდა, YouTube-ზე გამალებით უყურებდა ძალოსანთა ვიდეოებს ისეთი საკულტო ფიგურების მონაწილეობით, როგორიც არნოლდ შვარცნეგერია. 18 წლისა, ახლომდებარე Aston University-ში ჩაირიცხა, ღამღამობით Pizza Hut-ის პიცა დაჰქონდა გამოძახებით, თავისუფალ დროს კი სპორტულ დარბაზში ატარებდა. კუნთები რომ დაიყენა, აღმოაჩინა, რომ ვერსად პოულობდა მაისურს, საკუთარი სხეული სათანადოდ რომ წარმოეჩინა. უნივერსიტეტის მეგობართან, ლუიზ მორგანთან ერთად, მაისურების დახევა დაიწყო შვარცნეგერის სტილში და მერე ამ მაისურებს ლოგოთიც აფორმებდა – ჰანტელმომარჯვებული დიდი თეთრი ზვიგენით. ჰოდა, ამ მაისურების გაყიდვასაც შეუდგნენ – ონლაინ, gymshark.co.uk- ის მეშვეობით.

“ბოდიბილდინგის ტანსაცმელი აქ უბრალოდ არ იშოვებოდა. ყველა ჩემი გმირი YouTuber-ი იყო, ჰოდა, მათ ვუგზავნიდი პროდუქტებს“, – ამბობს ფრენსისი. YouTuber-ებს რომ შენი მაისურები აცვიათ, მაგარია, მაგრამ როცა 2013-ში, ევროპაში უმსხვილეს ბოდიბილდინგის საგამოფენო სირცეში, BodyPower-ში, ჯიხური იქირავა, გააცნობიერა, რომ ამ სტრატეგიას ბრენდის დაბადება შეეძლო: „ლამის წაგვლეკა ხალხმა, ვისაც სპორტსმენების გაცნობა და ჩვენი პროდუქტის ნახვა უნდოდა… ჰოდა, ღონისძიებაზე ყველაფერი გაგვეყიდა“.

თუ მანამდე ფრენსისს დღეში $450-ის ტოლფასი საქონელი ეყიდებოდა, მალევე ამ მაჩვენებელმა $45,000 შეადგინა, ეს კი მას მერე მოხდა, რაც სოციალური მედიის ძალოსანი ვარსკვლავებისთვის უსასყიდლოდ დაიწყო Gymshark-ის პროდუქტების გაგზავნა. მან და მორგანმა კოლეჯი მიატოვეს და ბრენდზე კონცენტრირდნენ. Gymshark-ი კვლავაც ყიდის „კუნთების წარმოსაჩენ“ მაისურებს, თუმცა კომპანია დღეს უკვე 18 წლის ადამიანების Lululemon-ად შეგვიძლია, განვიხილოთ, რომელიც კაცების ყოველდღიურ ტანსაცმელს, ქალების ლიკრის ნაკრებებს, სარბენ ტანსაცმელსა და აქსესუარებს (მაგალითად, ე.წ. ქაფის როლერებს, გასაჭიმ ღვედებსა და სანაპიროს პირსახოცებს) ყიდის.

General Atlantic-ის მილიონებითა და ამერიკაში სწრაფი გაფართოების იმედებით შეიარაღებულს, ფრენსისს თავისი 500-თანამშრომლიანი კომპანიის სათავო ოფისის გადატანა განეზრახა – სოლიჰალიდან (ინგლისი) დენვერში, რომელიც ფიტნეს- მექას წარმოადგენს. მაგრამ ეს გეგმა კოვიდ- 19- მა შეაფერხა. ის ახლა გადაზიდვებისა და ლოგისტიკის გაძლიერებაზეა ფოკუსირებული. იმის გათვალისწინებით, რომ აშშ- ის მყიდველები Amazon-ის ადგილზე მიტანის სწრაფ სერვისს არიან დაჩვეულები, ფრენსისი ორ საწყობს ხსნის – კალიფორნიასა და ოჰაიოში. 2021-ის ზაფხულისთვის, წესით, ორივე მზად იქნება. ამასთან, ის აშშ- შიც აყალიბებს გუნდს – წელს 35 ადამიანი დაიქირავა და კიდევ 15-ის დამატებას აპირებს. ოთხი თანამშრომელი ექსკლუზიურად სკაუტის რანგში იმუშავებს, რათა ამერიკის ამომავალი ვარსკვლავი ინფლუენსერები მოიძიოს თანამშრომლობის მიზნით.

“Apple-ი რომ ჩაეშვა, მისი მომხმარებლები არქიტექტორები, შემოქმედებითი ხალხი და ათასი ჯურის მაგარი ტიპები გახდნენ, – ამბობს ფრენსისი. – ჩვენი ფანები მაკროელემენტებს ითვლიან და იციან, როგორ ასწიონ სათანადოდ შტანგა თუ ჰანტელი“.

Previous Post

გურამ გვასალია: თუკი საქართველოში დავრჩებოდი, დიდი ალბათობით, საპრეზიდენტო კანდიდატად ვიყრიდი კენჭს

Next Post

Microsoft accuses China over email cyber-attacks

Giorgi Pirtskhalava

Next Post
Microsoft accuses China over email cyber-attacks

Microsoft accuses China over email cyber-attacks

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Casinova: Quick‑Hit Slots per Vincite Rapide

June 14, 2026

Raz ed Casino: Quick Spin Wonderland for Crypto Enthusiasts

June 14, 2026

NV Casino – Quick‑Hit Slots and Rapid Play for the Modern Gamer

June 14, 2026

21Bit Online Casino: Schnell‑Feuer Gaming für den modernen Spieler

June 13, 2026

Recent News

Casinova: Quick‑Hit Slots per Vincite Rapide

June 14, 2026

Raz ed Casino: Quick Spin Wonderland for Crypto Enthusiasts

June 14, 2026

NV Casino – Quick‑Hit Slots and Rapid Play for the Modern Gamer

June 14, 2026

21Bit Online Casino: Schnell‑Feuer Gaming für den modernen Spieler

June 13, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result