Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გურამ ბაღდოშვილმა ნარიყალაზე განახლებული „ციტადელი“ გახსნა

by იზა გვარამაძე
აპრილი 6, 2022
in Forbes Life, Lifestyle, ბიზნესი, ბიზნესი, ინდუსტრია, საქართველო, ყველა სიახლე
0
გურამ ბაღდოშვილმა ნარიყალაზე განახლებული „ციტადელი“ გახსნა
0
SHARES
0
VIEWS

გურამ ბაღდოშვილმა ნარიყალაზე, ჯემალ აჯიაშვილის ქუჩის N20-ში  განახლებული რესტორანი „ციტადელი“ გახსნა. ქართველმა შეფ-მზარეულმა Forbes Georgia-სთან საუბრისას კიდევ ერთი კვების ობიექტის, „მალ-მალეს“ გახსნა დააანონსა, რომელიც სტუმრებს ორბელიანის მოედანზე უმასპინძლებს.

რესტორანი „ციტადელი“, რომელიც IV საუკუნის ჩანაწერებიდან ცნობილ ნარიყალას ციხესიმაგრის კედელთან არის განლაგებული, ნაციონალური სიძველისა და თანამედროვეობის ჰარმონიულ სინთეზს წარმოადგენს.

„სრული კონცეპტი თამარ მეფესა და მისი მმართველობის პერიოდზეა აგებული. რესტორანში ქართული ტრადიციული სამზარეულოა წარმოდგენილი. ჭურჭელი, რომელზეც კერძები თავსდება, IX-XI საუკუნის მოზაიკების ორიგინალი ნიმუშების შთაგონებით არის მომინანქრებული“, – განაცხადა ბაღდოშვილმა.

გურამ ბაღდოშვილის ინფორმაციით, „ციტადელს“ ერთდროულად 150 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია. ქართველი შეფ-მზარეული იმედოვნებს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ქვეყანაში დიდი რაოდენობით ტურისტი შემოვა და რესტორანი  როგორც ადგილობრივი მომხმარებლებისთვის, ისე უცხოელებისთვის სრული დატვირთვით იმუშავებს.

რაც შეეხება რესტორან „მალ-მალეს“, ბაღდოშვილს ახალი სივრცის გახსნის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა, როგორც შეფ-მზარეულმა აღნიშნა, დიდი ალბათობით, ის ნოემბრიდან ამუშავდება. კვების ობიექტი სტუმრებს ორბელიანის მოედანზე, კერძოდ კი ვეკუას ქუჩის N3-ში  უმასპინძლებს. როგორც ცნობილია, რესტორანში წარმოდგენილი კერძები ქართული სამზარეულოთი იქნება შთაგონებული.

„რესტორან „მალ-მალეში“ ქართული კერძებით ინსპირირებული ე.წ. „ფინგერ ფუდ“ საკვები იქნება წარმოდგენილი, რომელსაც „ჩხაკაჩხუკები“ შევარქვი. ეს იქნება კროკეტის სტილის მშრალი ბურთულები, რომლებიც ძალიან მალე მომზადდება და სტუმრები მათ  სწრაფად მირთმევას შეძლებენ. გარდა ამისა, რესტორანი წვნიანების ნაირსახეობასაც შემოგთავაზებთ“, – აღნიშნა ქართველმა შეფ-მზარეულმა.

ბაღდოშვილის განცხადებით, „მალ-მალეში“ მისი მხრიდან ჩადებული ინვესტიცია, რომელიც რესტორნის ტექნიკით უზრუნველყოფაზეა გათვლილი, საერთო ჯამში 50 ათას აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ამავე სივრცეში „მალ-მალესთან“ ერთად დაახლოებით 35 კვების ობიექტი განლაგდება.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გურამ ბაღდოშვილის თქმით, შექმნილი პანდემიური ფონიდან გამომდინარე, აქცენტი ჯერჯერობით „ციტადელისა“ და „მალ-მალეს“ სრული დატვირთვით ამუშავებაზე გაკეთდება. მისი განცხადებით, კვების ახალი ობიექტების დამატებაზე ფიქრს ვითარების დასტაბილურებისა და COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების მოხსნის შემდეგ დაიწყებს.

Previous Post

Tesla-ს ღირებულებამ ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა

Next Post

NASA-ს ელექტროძრავით აღჭურვილი თვითმფრინავი სადებიუტო ფრენას მომავალ წელს შეასრულებს

იზა გვარამაძე

Next Post
NASA-ს ელექტროძრავით აღჭურვილი თვითმფრინავი სადებიუტო ფრენას მომავალ წელს შეასრულებს

NASA-ს ელექტროძრავით აღჭურვილი თვითმფრინავი სადებიუტო ფრენას მომავალ წელს შეასრულებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

JackTop Casino: Snel‑Gokspel voor de Sensatiezoeker

ივლისი 23, 2026

Boomerang Casino: Vincite Veloci Ovunque – La Tua Avventura con le Slot Mobile

ივლისი 23, 2026

Pistolo Casino Review : Gaming rapide pour le joueur moderne

ივლისი 23, 2026

BetPanda Casino – Schnelles Spiel für schnelle Gewinne

ივლისი 22, 2026

Recent News

JackTop Casino: Snel‑Gokspel voor de Sensatiezoeker

ივლისი 23, 2026

Boomerang Casino: Vincite Veloci Ovunque – La Tua Avventura con le Slot Mobile

ივლისი 23, 2026

Pistolo Casino Review : Gaming rapide pour le joueur moderne

ივლისი 23, 2026

BetPanda Casino – Schnelles Spiel für schnelle Gewinne

ივლისი 22, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result