Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გლობალური მუსიკალური ფინანსების სათავეში

by Salo Papalashvili
November 5, 2024
in ინტერვიუ, ყველა სიახლე
0
გლობალური მუსიკალური ფინანსების სათავეში
0
SHARES
0
VIEWS

გორდა გოდოლაძე Amazon Music-ში ფინანსებისა და ანალიტიკური რეპორტინგის გლობალური ლიდის პოზიციას იკავებს. თუმცა ის ჯერ კიდევ 2022 წელს, Amazon store-ის გუნდს ფინანსურ ანალიტიკოსად შეუერთდა.

„Tell me about the time when you failed… ერთ-ერთი პირველი, რაც Amazon-ში, ჯერ კიდევ გასაუბრების პროცესშივე დავინახე ისაა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს კომპანიას მარცხის მიმართ. ერთგვარი სტიმულია, როცა შენი გუნდის წევრებს ესმით, რომ მარცხი შეიძლება ყველას მოუვიდეს და აფასებენ პრობლემის მარტივად დაძლევის უნარს. სწორედ ამგვარი მიდგომისა და ჩემი პროფესიისადმი დიდი ინტერესის დამსახურებაა, რომ მე დღეს აქ ყოფნის შესაძლებლობა მომეცა“.

როგორც გორდა Forbes-თან ამბობს, Amazon-ისგან შეთავაზების მიღებამდე იყო წარუმატებლობაც, მაგრამ ამ ფაქტს მის განზრახვაზე, ემუშავა ერთ-ერთი წამყვანი გლობალური კომპანიის სათავო ოფისში, გავლენა არ მოუხდენია.

წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებისა და Amazon Music-ში დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე, გორდა გოდოლაძე Forbes-ის პროექტ „30 UNDER 30“-ის ფინანსების კატეგორიის გამარჯვებულთა შორის დასახელდა. ფინანსების კატეგორია თავს გამორჩეულ ახალგაზრდა ტალანტებსა და ლიდერებს უყრის, რომლებიც საკუთარი მიღწევებით თავიანთ სფეროზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ.

გორდა უკვე რამდენიმე წელია, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. სწავლისა და კარიერული ცხოვრების დიდი ნაწილიც, სწორედ შტატებში გატარებულ პერიოდს უკავშირდება. პირველი პროფესიული გამოცდილებაც აქ, კერძოდ კი ქალაქ ბირმინგემში University of Alabama-ის ბიზნესადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში მიიღო:

„University of Alabama-ის ბიზნესადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პარალელურად, ვიყავი უნივერსიტეტშივე დაარსებული ფონდის თანამშრომელი და სტიპენდიატი. თავდაპირველად ვიყავი პორტფოლიო მენეჯერი ფონდის ენერგოსექტორში, სადაც ვადგენდი ფინანსურ მოდელირებას კომპანიებისთვის: Exxon Mobil-ი, Chevron-ი, Valero Energy და სხვა. კურსის ბოლოს კი მთავარი ეკონომისტი გავხდი. ამ პოზიციაზე ყოფნისას, ვუსმენდი პორტფოლიო მენეჯერების პრეზენტაციებს, შეფასებას ვუკეთებდი მათ ნამუშევრებს და ვმონაწილეობდი ფონდის სტრატეგიულ მართვასა და სავაჭრო გადაწყვეტილებების მიღებაში“.

ამის შემდეგ იყო პირველი სრულგანაკვეთიანი სამსახური ამერიკის შეერთებულ შტატებში, Jack’s Family Restaurant-ში, ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე. Jack’s-ი სწრაფი კვების ობიექტია, რომლის სათავო ოფისიც ბირმინგემში მდებარეობს და იმ დროისთვის, აშშ-ის ხუთ შტატში, 220-ზე მეტ ლოკაციას მართავდა. ამავე პერიოდში, 2021 წელს, გორდამ Harvard Business School-ის სასერტიფიკაციო კურსიც გაიარა ბიზნესანალიტიკაში, რომელიც როგორც თავად ამბობს, ბიზნესის, ფინანსებისა და სტატისტიკის მართვის უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარა:

„Jack’s-ის ოფისში მუშაობის პერიოდში, Amazon-ის ვებგვერდზე საინტერესო აპლიკაცია შემხვდა და გადავწყვიტე, განაცხადი გამეკეთებინა. გამოხმაურებას არ ველოდი, თუმცა 2-3 თვეში დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ კომპანიის ერთ-ერთი მენეჯერი ჩემი რეზიუმეთი დაინტერესდა. 2022 წელს Amazon Style/Amazon Go-ს განყოფილებაში დავიწყე მუშაობა, სადაც ჩემ მიერ შემუშავებული ფინანსური მოდელირება და ინდუსტრიის ანალიზი მოიცავდა კომპანიებს: Nordstrom-ი, Zara, H&M, Macy’s-ი და ა.შ“.

Amazon Style/Amazon Go-ს განყოფილებაში გატარებული 11 თვის შემდეგ, გორდა Amazon Music-ს, ფინანსებისა და ანალიტიკური რეპორტინგის გლობალური ლიდის პოზიციაზე შეუერთდა. Amazon Music-ი გლობალურ ბაზარზე ისეთ მსხვილ კომპანიებს უწევს კონკურენციას, როგორებიცაა Spotify, Apple-ი (Apple Music), Google-ი (YouTube Music), Sirius XM-ი (Pandora) და სხვა.

Amazon Music-ში ფინანსური ლიდის პოზიცია მოიცავს Prime- და Free-სექტორის მომხმარებლების ბიზნესანალიზსა და პროგნოზს, ყოველკვირეულ ბიზნესმიმოხილვებს, სადაც ბიზნესის მიმდინარე ტრენდების გაანალიზება და მცირე და გრძელვადიან პერსპექტივაში სტრატეგიების მართვა ხდება.

Forbes-თან საუბრისას, გორდამ Amazon Music-ში მუშაობის გამოცდილება და გლობალური მუსიკალური ინდუსტრიის ტენდენციები და გამოწვევებიც მიმოიხილა: „Amazon-მა თითოეულ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში საკმაოდ დიდი გამოცდილება მომცა. ეს კომპანია ძალიან სწრაფად ვითარდება, რაც მის თანამშრომლებს უყალიბებს დროული და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი გუნდის მუშაობის სტრატეგიაა. მუდმივი კონტაქტი მაქვს სინიორ-მენეჯერებთან – სტრატეგიებს განვიხილავ გუნდის ლიდერებთან, რაც ამ ბიზნესის ნაწილად მაქცევს.

Amazon Music-ი გამოირჩევა იმით, რომ უნიკალურად არის ინტეგრირებული Amazon-ის ეკოსისტემაში, რაც Prime-წევრობასთან ერთად დამატებითი სერვისებით სარგებლობის საშუალებას იძლევა. მსგავსი ტიპის პაკეტირება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მომხმარებელთა მოზიდვას და შენარჩუნებას, და ჩემი აზრით, მსგავსი ინტეგრაცია იქნება ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი, რაც მომავალში ინდუსტრიას გააყალიბებს.

ყოველი პლატფორმა მუდმივად ნერგავს ინოვაციებს ბაზრის წილის გასაზრდელად, მაგრამ ვფიქრობ, რომ საბოლოოდ მომხმარებელთა ხარისხიანი გამოცდილება, მონაცემებზე დაფუძნებული პერსონალიზაცია და ექსკლუზიური კონტენტი იქნება ის ფაქტორები, რომლებიც ბაზარზე წარმატებას განსაზღვრავს.

მომავალი ტექნოლოგიები, AI და მანქანური დასწავლა, კიდევ უფრო გარდაქმნის მუსიკის აღმოჩენის შესაძლებლობებს, და პლატფორმები, რომლებიც ამ ტექნოლოგიებში დიდ ინვესტიციებს განახორციელებენ, სავარაუდოდ, ლიდერობას შეინარჩუნებენ”.

სწორედ Amazon Music-ში ფინანსური ლიდის პოზიციის დაკავების შემდეგ, გორდა Forbes-ის პროექტ 30 Under 30-ის გამარჯვებულთა შორის მოხვდა. როგორც თავად ამბობს, რჩეულთა შორის მოხვედრა მისთვის დიდი წარმატება და აღიარებაა:

„30 Under 30-ის გამარჯვებულთა შორის დასახელება, ჩემთვის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო. ის ფაქტი, რომ პროექტის გამარჯვებულებს ინდუსტრიის წამყვანი ექსპერტები ასახელებენ, ჩემთვის ერთგვარი პასუხისმგებლობაცაა. რჩეულთა შორის მოხვედრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სწორი მიმართულებით მივდივარ და დამატებითი სტიმული მომცა შემდგომი განვითარებისთვის“.

Previous Post

გამოფენა თიბისი კონცეპტში „An Atlas of Commoning: კოლექტიური წარმოების ადგილები“

Next Post

At the Forefront of Global Music Finance

Salo Papalashvili

Next Post
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით

გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result