Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გლობალური დემოკრატიის მაჩვენებელთან ერთად, საქართველოს დემოკრატიის ქულაც ვარდნას განაგრძობს

by იზა გვარამაძე
თებერვალი 14, 2022
in მსოფლიო, პოლიტიკა, რეიტინგი, საქართველო, ყველა სიახლე
0
გლობალური დემოკრატიის მაჩვენებელთან ერთად, საქართველოს დემოკრატიის ქულაც ვარდნას განაგრძობს
0
SHARES
0
VIEWS

The Economist Group-ის კვლევისა და ანალიზის განყოფილების, EIU-ის Democracy Index-ის უახლესი გამოცემის თანახმად, 2021 წელს, გლობალური დემოკრატიის ხარისხი მკვეთრ ვარდნას განაგრძობს. ყოველწლიური კვლევით, რომელიც დემოკრატიის ხარისხს 167 ქვეყანაში, ხუთი ფაქტორის: საარჩევნო პროცესისა და პლურალიზმის, მთავრობის ფუნქციონირების, პოლიტიკური მონაწილეობის, დემოკრატიული პოლიტიკური კულტურისა და სამოქალაქო უფლებების მიხედვით აფასებს, დადგინდა, რომ მოსახლეობის თითქმის მესამედი ავტორიტარული რეჟიმის პირობებში  ცხოვრობს, სრული დემოკრატია კი  მხოლოდ 6.4%-ს ერგო წილად.

დემოკრატიის გლობალური ქულა 5.37-დან (მაქსიმალური ქულა 10) ახალ მინიმუმამდე, 5.28-მდე დაეცა. 2006 წლის შემდგომ მსგავსი ვარდნის ერთადერთი ეკვივალენტი  2010 წელს, გლობალური კრიზისის შემდგომ დაფიქსირდა. თუმცა უკანასკნელი ორი წელია, დემოკრატიული თავისუფლების მტრად კოვიდპანდემია იქცა. ლოკდაუნების სერია და მოგზაურობაზე დაწესებული რეგულაციები, როგორც დემოკრატიულ, ასევე ავტორიტარულ სახელმწიფოებში, სამოქალაქო უფლებების შეზღუდვაში გამოიხატა. 2021 წლის დასაწყისში კოვიდთან დაკავშირებული დემონსტრაციები, სულ მცირე, 86 ქვეყანაში ჩატარდა.

დემოკრატიის ინდექსით რეიტინგში კვლავ სკანდინავიის ქვეყნები დომინირებენ, პირველ ადგილზე ნორვეგიაა 9.75 ქულით, ხოლო ბოლო სამ ადგილს აზიური ქვეყნები ინაწილებენ. ჩრდილოეთმა კორეამ, პირველად, რეიტინგის ბოლო ადგილი, მიანმარის გადატრიალებისა და თალიბანის ავღანეთში დაბრუნების გამო დათმო. გადატრიალებები მოხდა აფრიკაშიც, თუმცა ყველაზე მკვეთრი ვარდნა 2021 წელს ლათინურმა ამერიკამ დააფიქსირა. პედრო კასტილიოს გამარჯვება პერუში კვირების განმავლობაში განხილვის თემად იქცა, ჩილე არჩევნებში დაბალი აქტივობის გამო ნაწილობრივ დაქვეითდა, ხოლო ჰაიტი, პრეზიდენტ ჟოვენელ მოიზის მკვლელობის შემდგომ, კვლავ პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება.

შედარებითი სტაბილურობით ჩრდილოეთი ამერიკა გამოირჩევა. მიუხედავად კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობისა და დონალდ ტრამპის მოთხოვნის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ, ამერიკის დემოკრატიის მაჩვენებელი მხოლოდ 0.07 ქულით დაეცა. გაცილებით დიდი ვარდნა კი, 0.37 ქულით, კანადამ განიცადა, სადაც პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები უკმაყოფილების მთავარ მიზეზად დასახელდა. 2021 წლის დემოკრატიის ინდექსით კანადამ მე-12, ხოლო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 26-ე პოზიცია დაიკავა.

რაც შეეხება საქართველოს, ის დემოკრატიის ინდექსით 2021 წლის რეიტინგში 91-ე ადგილს იკავებს და ჰიბრიდული რეჟიმის სახელმწიფოებში ხვდება. დემოკრატიის ინდექსში განსაკუთრებით მკვეთრი ცვლილება 2018 წელს დაფიქსირდა, როდესაც საქართველოს დემოკრატიის ქულა 5.93-დან 5.50-მდე დაეცა. 2018 წლის შემდგომ ქვეყნის დემოკრატიის ინდექსი დაღმავალი ტენდენციით ხასიათდება. რაც შეეხება გასული წლის მაჩვენებელს, 2020 წელთან შედარებით, საქართველოს დემოკრატიის ქულა 5.31-დან 5.12-მდე ჩამოქვეითდა.

EIU-ის ანგარიშში, 2022 წელსა და შემდგომ პერიოდში, დემოკრატიისთვის არსებული რიგი საფრთხეებიც გამოვლინდა. კანადის ინდექსის ქულის დაცემა სტატუს-კვოს მიმართ სახალხო უკმაყოფილებასა და არადემოკრატიული ალტერნატივებისკენ დაბრუნებაზე მიუთითებს. სატვირთო მანქანების აქციები ოტავაში კი შესაძლოა პოლიტიკური აჯანყების წინაპირობაც გახდეს. ამის მიუხედავად, EIU ყველაზე დიდ გამოწვევას დემოკრატიის დასავლური მოდელისთვის ჩინეთიდან პროგნოზირებს, რომელიც ოთხი ათწლეულის სწრაფი ზრდის შედეგად, მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკად იქცა. EIU ჩინეთის ეკონომიკის ამერიკისთვის გადასწრებასაც არ გამორიცხავს.

Previous Post

ბაიდენმა ელექტრომობილების დასამუხტი პუნქტების დაფინანსების $5-მილიარდიანი გეგმა წარადგინა

Next Post

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორი ლიბერთი ბანკი გახდა

იზა გვარამაძე

Next Post
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორი ლიბერთი ბანკი გახდა

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორი ლიბერთი ბანკი გახდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Hugo Casino: Rask Spill, Store Gevinster – Et Øyeblikksbilde for den Raskeste Gamblere

ივლისი 24, 2026

Casino Lab Casino: Quick‑Hit Slots, Live Thrills, and Instant Wins for the Modern Player

ივლისი 23, 2026

BetLabel Casino: Vincite Veloci e Azione Intensa per gli Appassionati di Rapid-Play

ივლისი 23, 2026

Sevenplay Casino: Quick Wins, Big Fun – Your Guide to Fast-Paced Slots & Live Action

ივლისი 23, 2026

Recent News

Hugo Casino: Rask Spill, Store Gevinster – Et Øyeblikksbilde for den Raskeste Gamblere

ივლისი 24, 2026

Casino Lab Casino: Quick‑Hit Slots, Live Thrills, and Instant Wins for the Modern Player

ივლისი 23, 2026

BetLabel Casino: Vincite Veloci e Azione Intensa per gli Appassionati di Rapid-Play

ივლისი 23, 2026

Sevenplay Casino: Quick Wins, Big Fun – Your Guide to Fast-Paced Slots & Live Action

ივლისი 23, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result