Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

Global Finance: მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ბანკები

by Salo Papalashvili
December 1, 2023
in მსოფლიო, რეგიონი, რეიტინგი, ფინანსები, ყველა სიახლე
0
Global Finance: მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ბანკები
0
SHARES
0
VIEWS

მიმდინარე წელს ევროზონის ბანკების საერთო მაჩვენებელი საკმაოდ სოლიდური აღმოჩნდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2023 წელს რეგიონის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა – 0.9%, ხოლო მომდევნო წლისთვის 1.5% იქნება. აქედან გამომდინარე, ბანკების დიდი ნაწილი სესხების დანაკარგების რეზერვებს (LLR) აგრესიულად ზრდის.

რეგიონის ლიდერობა შესამჩნევია Global Finance-ის ყველაზე უსაფრთხო ბანკების მიმდინარე წლის რეიტინგშიც, სადაც წამყვანი ათი პოზიციიდან ცხრას სწორედ ევროპის ბანკები იკავებენ, ასეულში მათ 42 ადგილი ერგო. თავად რეგიონის ლიდერი კი საფრანგეთია, ჯამში ცხრა ბანკით.

რეიტინგში თვალში საცემია ცვლილებებიც, მათ შორის Credit Suisse-ის შესყიდვის შემდეგ, შვეიცარიული UBS-ის დაქვეითება 11 ადგილით, 48-ე პოზიციამდე. Fitch-ის რეიტინგის შემცირების გამო ერთი პოზიცია დაკარგა Caisse des Depots et Consignations-მა, ხოლო Moody-ის რეიტინგების გაუქმების გამო, Deutsche Apotheker-und Aerztebank-ი 17 პოზიციით დაქვეითდა და 52-ე ადგილზე გადაინაცვლა. სხვა მხრივ შედეგები პოზიტიურია.

მსოფლიოს 100 ყველაზე უსაფრთხო ბანკს შორის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი 26 ინსტიტუტითაა წარმოდგენილი. რეგიონში ლიდერობს სინგაპური, სამი ბანკით: DBS-ი, Oversea-Chinese Banking Corp-ი და United Overseas Bank-ი. რაც შეეხება ჩრდილოეთ ამერიკას, აქ ლიდერი კანადაა – საერთო რეიტინგში RBC მე-10 პოზიციას იკავებს, ჯამში კი ქვეყანა შვიდი ინსტიტუტითაა წარმოდგენილი. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, Fitch-ის მიერ აშშ-ის სუვერენული რეიტინგის შემცირების მიუხედავად, ქვეყანას უსაფრთხო ბანკების რეიტინგში ყველაზე მეტი – 10 წარმომადგენელი ჰყავს, მათ შორის ლიდერი AgriBank-ია (საერთო რეიტინგის 42-ე პოზიცია).

მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ბანკების რეიტინგის ასეულში გარკვეული რეგიონების წარმომადგენლობითი ზრდაც შეიმჩნევა. მაგალითისთვის, აზიის რეგიონიდან მიმდინარე წლის რეიტინგში 18 ახალწვეულია, ძირითადად ჩინეთისა და სამხრეთ კორეის ხარჯზე, ხოლო ჯამში რეგიონს ტოპ-100-ში 26 წარმომადგენელი ჰყავს.

რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით გამარჯვებულებს, ამ შემთხვევაში საქართველოში ყველაზე უსაფრთხო ბანკის ტიტული „საქართველოს ბანკს“ ხვდა წილად. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, თანაბარი ქულების შემთხვევაში ერთ-ერთი ძირითადი მეთოდოლოგიური ელემენტი ბანკების საბალანსო ანგარიშის ზომაა. სწორედ ეს უკანასკნელი აძლევს საშუალებას „საქართველოს ბანკსაც“, გადაუსწროს „თიბისის“ – გასული წლის კავკასიის გამარჯვებულს.

რეგიონის მიხედვით კი აზერბაიჯანში ყველაზე უსაფრთხო ბანკის წოდება Kapital Bank-მა მიიღო, სომხეთში – Ardshinbank-მა, ხოლო თურქეთში – Turkiye Kalkinma ve Yatirim Bankasi-მა. ცნობისთვის, რეგიონიდან ვერცერთი ბანკი ვერ მოხვდა 2023 წლის ყველაზე უსაფრთხო ბანკების წამყვან ასეულში.

Global Finance-ი მსოფლიოს აქტივების მიხედვით მსოფლიოს 500 უმსხვილეს ბანკს Fitch Ratings-ის, Standard & Poor’s-ისა და Moody-ის Investors Service-ის მიერ გაცემული გრძელვადიანი უცხოური ვალუტის რეიტინგების საფუძველზე აფასებს.

Global Finance-ის მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ბანკების ათეული:

ბანკი ქვეყანა Fitch Fitch ქულა Moody Moody ქულა S&P S&P ქულა მთლიანი ქულა აქტივები
KfW გერმანია AAA 10 Aaa 10 AAA 10 30 $591.6 მლრდ
Zuercher Kantonalbank შვეიცარია AAA 10 Aaa 10 AAA 10 30 $214.8 მლრდ
BNG Bank ნიდერლანდები AAA 10 Aaa 10 AAA 10 30 $135.5 მლრდ
Landwirtschaftliche Rentenbank გერმანია AAA 10 Aaa 10 AAA 10 30 $103.7 მლრდ
L-Bank გერმანია AAA 10 Aaa 10 AA+ 9 29 $99.4 მლრდ
Nederlandse Waterschapsbank ნიდერლანდები NR 9 Aaa 10 AAA 10 29 $89 მლრდ
Kommunalbanken ნორვეგია NR 9 Aaa 10 AAA 10 29 $46 მლრდ
NRW.BANK გერმანია AAA 10 Aa1 9 AA 8 27 $168.4 მლრდ
Swedish Export Credit Corporation შვედეთი NR 8 Aa1 9 AA+ 9 26 $34.4 მლრდ
Royal Bank of Canada კანადა AA- 7 Aa1 9 AA- 7 23 $1.4 ტრლნ

ბანკი ქვეყანა Fitch Fitch ქულა Moody Moody ქულა S&P S&P ქულა საერთო ქულა აქტივები
საქართველოს ბანკი საქართველო BB -2 Ba2 -2 NR -3 -7 $10.5 მლრდ
Kapital Bank აზერბაიჯანი NR -3.5 Ba2 -2 BB- -3 -8.5 $4.6 მლრდ
Ardshinbank სომხეთი BB- -3 Ba3 -3 B+ -4 -10 $3.9 მლრდ
Turkiye Kalkinma ve Yatirim Bankasi თურქეთი B -5 NR -6 NR -7 -18 $4.9 მლრდ

Previous Post

რამდენი მოსწავლე და მასწავლებელია საქართველოში?

Next Post

გასულ წელს ახალი მილიარდერებიდან მემკვიდრეებმა თვითშემდგარებზე მეტი ქონება მიიღეს

Salo Papalashvili

Next Post
გასულ წელს ახალი მილიარდერებიდან მემკვიდრეებმა თვითშემდგარებზე მეტი ქონება მიიღეს

გასულ წელს ახალი მილიარდერებიდან მემკვიდრეებმა თვითშემდგარებზე მეტი ქონება მიიღეს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result