Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გიყვართ კერძების მომზადება? არიანე რეზნიკმა თავისი ჰობი ბიზნესად აქცია

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in Forbes Woman
0
გიყვართ კერძების მომზადება? არიანე რეზნიკმა თავისი ჰობი ბიზნესად აქცია
0
SHARES
0
VIEWS

არიანე რეზნიკი 18 წლის იყო, როდესაც პირველად მიხვდა, რომ სამზარეულოში ტრიალი უყვარდა. იგი ცალკე გადავიდა საცხოვრებლად და გამუდმებით ურეკავდა თავის დედას, რათა სხვადასხვა რეცეპტი ჩაეწერა.”ძალიან მალე სახლში უამრავი კერძი და ნამცხვარი მქონდა, რომლითაც ხალხს უნდა გავმასპინძლებოდი”, – იხსენებს არიანე. ამის გაგრძელება იყო ვეგეტარიანულ კაფეში შეფ-მზარეულის თანამდებობა და მოგვიანებით საკუთარი კულინარიული იმპერია.

გზად წარმატებისაკენ, არიანეს რამდენიმე გადახვევა ჰქონდა – ხარისხი შემოქმედებით წერაში, სამოდელო კარიერა და რამდენიმე რესტორნის მენეჯერის თანამდებობა. მაგრამ საბოლოოდ რეზნიკმა, რომელიც ახლა უკვე 38 წლის გახლავთ და დასავლეთ ჰოლივუდში ცხოვრობს, სახელი გაითქვა იმ ცნობილი ადამიანების წრეში, რომელთაც სპეციალური, დიეტური კვება სჭირდებათ. 2009 წლიდან 2011-ის ჩათვლით მას ჰქონდა საკუთარი უმი წასახემსებელი საკვების ხაზი სახელად Rawk-n-Roll Cuisine-ი. არიანეს ხუჭუჭა კომბოსტოს ჩიფსები წყნარი ოკეანის სამხრეთ სანაპირო რეგიონში ჯანსაღი საკვების ქსელებში ყველაზე გაყიდვადი და მოთხოვნადი პროდუქტი გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ მას მზარეულის ფორმალური სერტიფიკატი არ გააჩნია (თუმცა მან აიღო დიეტოლოგის სერტიფიკატი), არიანეს ერთდროულად რამდენიმე შემოსავლის წყარო აქვს და იგი ყოველთვიურად $15,000- დან $26,000-მდე გამოიმუშავებს.

როგორ იპოვა მან თავისი ნიში

არიანეს რამდენიმეჯერ მოუხდა თავისი კარიერის გვერდზე გადადება. ჯერ ლაიმის დაავადებას ებრძოდა, ხოლო მოგვიანებით გაუმართავი ქურისა და ცუდი ვენტილაციის გამო მძიმედ მოიწამლა. “როდესაც 2011-12 წლებში საბოლოოდ გამოვჯანმრთელდი, როგორც იქნა ვიგრძენი, რომ ამ ცხოვრებაში რაღაც დანიშნულება მქონდა. საკვები მეხმარებოდა საკუთარი თავის განკურნებაში და იმასაც მივხვდი, რომ ამ პლანეტაზე ალბათ იმ მიზნით გავჩნდი, რომ სხვებმაც უკეთ იგრძნონ თავი; ამის მიღწევის ერთ-ერთი საშუალება კი საკვებია”, – ამბობს რეზნიკი.

არიანე რეზნიკმა ხელშეკრულება დადო ვებსაიტთან, რომელიც სხვადასვა ღონისძიებისათვის მზარეულის მომსახურებას სთავაზობს კლიენტებს. მან მალევე გაითქვა სახელი იმით, რომ ძალზე მრავალფეროვან საკვებს ამზადებდა მათთვისაც, ვინც მკაცრ დიეტაზეა. არც ისე რთულია იპოვო მზარეული, რომელიც ვეგეტარიანულ ან გლუტენისაგან თავისუფალ კერძებს ამზადებს, “მაგრამ ძალზე რთულია ისეთი მზარეულის პოვნა, რომელიც გლუტენის, სოიას, რძის პროდუქტების, ხორცის, შაქრის, ფქვილისა და სახამებლის შემცველი პროდუქტების გარეშე ამზადებს რესტორნის ტოლფას კერძებს მხოლოდ ნატურალური, ფერმერული პროდუქტით”, – ამბობს არიანე.

თავდაპირველად, 2013 წელს, როდესაც არიანემ კერძო მზარეულად დაიწყო მუშაობა, მისი გასამრჯელო დღეში $500 შეადგენდა. მომსახურებაში შედიოდა ერთი დღის საკვების მომზადება – საუზმით დაწყებული და ვახშმით დამთავრებული. მისი ტარიფი მინიმალური იყო, თუმცა არიანე ფიქრობდა, რომ მას კიდევ ცოტა გამოცდილება სჭირდებოდა. მოგვიანებით მან მთელი ზაფხული ჰემპტონში გაატარა, სადაც ისეთ ცნობილ ადამიანებს ემსახურებოდა, როგორებიც არიან გვინეტ პელტროუ და მისი სტუმრები (მაგალითად, პოლ მაკარტნი და Jay Z). საკვებთან დაკავშირებული შეზღუდვები თანდათანობით უფრო რთულდებოდა და მას დღეში მინიმუმ 20 ადამიანისთვის უწევდა კერძების მომზადება, შესაბამისად, არიანემ თავისი მომსახურების ტარიფი გაზარდა.

წლევანდელი წელი მისთვის გარდატეხის ხანა იყო. “წელს მე თეფშზე მირთმეული კერძების სანაცვლოდ ჩემს კლიენტებს ვთავაზობ მომსახურებას “გაავსე მაცივარი”. მე ვამზადებ ათ სხვადასხვა კერძს, რომლებიც პატარა ოჯახს საშუალოდ 3-4 დღეს ჰყოფნის. ჩემ მიერ შეთავაზებული კერძების მენიუ იცვლება ყოველ მისვლაზე და ითვალისწინებს იმ დიეტურ შეზღუდვებს, რომლებიც ოჯახის წევრებს აქვთ დაწესებული. რაც მთავარია, ყველა კერძი მომზადებულია ორგანული, ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებით. ჩემ მიერ მომზადებულ კერძებს ვერც კი გამოარჩევთ ჩვეულებრივი, არადიეტური კერძებისაგან”, – ამბობს არიანე. ამისათვის, არიანე $750 იღებს და კერძების მომზადებას 3-დან 4 საათამდე ანდომებს.

თქვით “დიახ” და ილაპარაკეთ მხოლოდ სიმართლე: რატომ არის იგი წარმატებული?

შეძენილი ცოდნის, თანდაყოლილი ნიჭის, ორგანიზების უზადო უნარისა და მარკეტინგული ალღოს წყალობით არიანე რეზნიკმა თავის მიზანს მიაღწია. მან შეძლო ე.წ. “თვითმარქვიას სინდრომის” დაძლევა და უარს არ ამბობდა ისეთ შესაძლებლობებზე, სადაც იგი თავს უხერხულად ან სათანადო კვალიფიკაციის არმქონედ გრძნობდა. მას ასევე გაუჩნდა იმის მოთხოვნილება, რომ თავისი გამოცდილება ხალხისათვის გაეზიარებინა. მაგალითად, არიანეს სურდა, საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ესაუბრა ადამიანებთან, რათა მათ უკეთ აღექვათ მის მიერ განვლილი გზა.

არიანე ამბობს, რომ არსებობს უამრავი შეხედულება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს “ნამდვილი სამსახური”. არიანე ამ კლიშეებისწინააღმდეგ წავიდა და ისე მოიქცა, როგორც გული კარნახობდა. ეს “ძალიან კეთილი და ფაქიზი სულის მქონე ადამიანი” ყოველთვის სიფრთხილით იცავდა თავის საზღვრებს და დიდ ყურადღებას აქცევდა იმას, თუ როგორ ეპყრობოდნენ მას.

რჩევა მათთვის, ვისაც საკუთარი კულინარიული კარიერის დაწყება სურს

თქვენი კარიერის დაწყებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენ გარშემო მყოფი ადამიანები არიან. “დაიწყეთ ხალხის გამოკვება. მოამზადეთ თქვენი საყვარელი კერძები და გაუმასპინძლდით იმ ადამიანებს, ვის სახეზეც ღიმილის დანახვა გსურთ”, – ამბობს რეზნიკი.

რეზნიკი ასევე გვთავაზობს შემდეგ ნაბიჯებს წარმატებული კარიერისაკენ:

ყური უგდეთ თქვენს სფეროში მოღვაწე ადამიანებს. “რას ამბობენ ისინი თქვენს კულინარიულ შესაძლებლობებზე? რა მოსწონთ მათ ყველაზე მეტად? რომელი კერძი იწვევს მათში ყველაზე მეტ აღფრთოვანებას? თუ თქვენ ჯერ ვერ გაერკვიეთ, თუ რომელია თქვენი ძლიერი მხარე, ეს ყველაზე იოლი გზაა ამის გასაგებად!”

ეცადეთ, ფულად აქციოთ თქვენი სამზარეულოს ერთი ასპექტი. “არა აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რას გაყიდით: იქნება ეს თქვენ მიერ მომზადებული სანელებლების ნაზავი Etsy-ზე თუ მეზობლის დღესასწაულისათვის მინიმალურ ფასად ნამცხვრების გამოცხობა, მთავარია, თქვენ შეეჩვიოთ კერძების მომზადებისათვის გასამრჯელოს მიღებას და ამას აუცილებლად მოჰყვება მეტი მსგავსი შემოთავაზება”.

ნუ ღელავთ იმაზე, რომ ფორმალური განათლება არ გაქვთ. “გახსოვდეთ, რომ დღეს იმისათვის, რომ თქვენს მოწოდებას ემსახუროთ, არ არის აუცილებელი ფორმალური განათლების მიღება. ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი ნიჭი”.

იყავით უფრო კომუნიკაბელური: “გადაუღეთ სურათები თქვენს კულინარიულ შემოქმედებას და დაპოსტეთ ეს სურათები სხვადასხვა საიტზე, მაგალითად, Instagram-ზე და არ დაგავიწყდეთ სათანადო ჰეშტეგის გაკეთება”.

იპოვეთ თქვენი საკუთარი ნიში. “აირჩიეთ ერთი მიმართულება და თქვენი ძალისხმევა მისკენ მიმართეთ. ნუ შეეცდებით ყველას გულის მოგებას”.

მოითხოვეთ სათანადო გასამრჯელო: “დააწესეთ თქვენი მომსახურების საფასური და დამატებითი მომსახურებისათვის იქონიეთ ცალკე ტარიფი. ამგვარმა მიდგომამ ძალიან გამიადვილა მუშაობა და მე ყოველთვის ვიცი, რამდენი უნდა იყოს ჩემი გასამრჯელო”.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი სათქმელად ადვილია, წარმატებული კარიერისკენ მიმავალ გზაზე არიანემ უამრავი შეცდომა დაუშვა. მაგალითისათვის, არიანეს საკვების წარმოების ბიზნესი თავისი პოპულარობის მიუხედავად “დიდი ფინანსური კრახი გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქცია მუდმივად იყიდებოდა, ვერ მოვახერხე ამ ბიზნესის მოგებიანად გადაქცევა. მოთხოვნა არ ნიშნავს მოგებას”.

რეზნიკი მოუწოდებს ყველას, ვისაც აქვს ამის სურვილი და ნიჭი, რომ თავისი კულინარიული ჰობი ბიზნესად აქციოს. “ამ ბიზნესში ყველასათვის მოიძებნება ადგილი. მაშინ, როდესაც მე წარმატებას მივაღწიე დიეტური კერძების მომზადებით, არიან ისეთი კულინარები, რომლებიც არანაკლებ წარმატებას აღწევენ თეთრი ფქვილის, გენმოდიფიცირებული შაქრისა და საკვები საღებავებისაგან დამზადებული ნამცხვრებით. ამ ბიზნესში ყველას ჰყავს თავისი აუდიტორია. მიჰყევით თქვენს გულისცემას და თქვენი აუდიტორია თავად გიპოვით”.

Previous Post

იანვარში საქართველოს სახელმწიფო ვალმა 13.5 მილიარდ ლარს მიაღწია

Next Post

2016 წლის ყველაზე თამამი ფსონი

მაგდა დოლიძე

Next Post
2016 წლის ყველაზე თამამი ფსონი

2016 წლის ყველაზე თამამი ფსონი

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Recent News

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result