Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გიორგი ცუცქირიძის სტარტაპი  27 ქვეყანაში ოპერირებს

by Davit Tsiramua
July 28, 2022
in ანტრეპრენიორები, ბიზნესი, ბიზნესი, ინდუსტრია, ინტერვიუ, საქართველო, ყველა სიახლე
0
გიორგი ცუცქირიძის სტარტაპი  27 ქვეყანაში ოპერირებს
0
SHARES
0
VIEWS

საერთაშორისო ბაზარზე დაახლოებით ორი წლის წინ გამოჩნდა ტექნოლოგიური სტარტაპი – HawX-ი , რომელიც ბიზნესებს CRM (Customer Relationship Management) გადაწყვეტილებებს სთავაზობს. კომპანია უკვე ხუთ კონტინენტზეა წარმოდგენილი და 27 ქვეყანაში მოქმედ, ელექტრონული კომერციით დაკავებულ  ბიზნესებს მომხმარებელთან სწორ კომუნიკაციაში ეხმარება. მისი თანადამფუძნებელი 27 წლის გიორგი ცუცქირიძეა, რომელმაც ორ პარტნიორთან ერთად 0 ლარის ინვესტიციით შექმნილი კომპანია გლობალურ ბაზარზე მალევე გაიყვანა. დღეს HawX-ს ორი ოფისი აქვს – თბილისსა და ერევანში. Forbes Georgia-მ ინტერვიუ კომპანიის CEO-სთან, ახალგაზრდა ანტრეპრენიორ გიორგი ცუცქირიძესთან თბილისის ოფისში ჩაწერა.

გიორგი, თქვენ 2020 წელს დააფუძნეთ კომპანია, რომელიც უკვე საერთაშორისო ბაზარზეა გასული, რამ განაპირობა თქვენი ასეთი სწრაფი წინსვლა?

დავიწყოთ იმით, რომ კომპანია შევქმენით პროფესიონალებმა, რომლებმაც კარგად ვიცოდით, სად და რაზე იყო მოთხოვნა და რა სჭირდებოდა ბიზნესს, რათა მათი შედეგები გაგვეზარდა. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ პირველივე ჩვენს პარტნიორთან თანამშრომლობა ძალიან წარმატებული გამოდგა. ეს იყო შვედურ კომპანიათა ჯგუფი, რომელიც რამდენიმე ბიზნესშია, მათ შორის უძრავი ქონებისა, ელექტრონული კომერციის  და iGaming მიმართულებით. ჩვენ, მცირე გუნდით, მათ მომხმარებელთა რაოდენობა მოკლე დროში გავუზარდეთ. მას მოჰყვა კიდევ რამდენიმე წარმატებული პროექტი,  რამაც უკვე ხელშესახები  შედეგების ჩვენების და   ჩვენი პარტნიორების წრის კიდევ უფრო გაფართოების შესაძლებლობა მოგვცა.

ვფიქრობ, სწრაფი ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი იყო ისიც, რომ მე თავად მაქვს კონტაქტების საკმაოდ დიდი ქსელი მთელ მსოფლიოში, რომელიც ჩემი კარიერისა და განათლების ეტაპებზე დავაგროვე. ბევრ საერთაშორისო კომპანიაში ვმუშაობდი და ეს ძალიან უწყობდა ხელს კარგი “ნეთვორქის” შექმნას, ასევე ბევრი მნიშვნელოვანი კონტაქტი  ჰარვარდის ბიზნესის სკოლაში სწავლისას დავაგროვე. ზოგადად, ვფიქრობ, რომ კარგი კონტაქტების ქსელი უმნიშვნელოვანესია, როდესაც ხარ ანტრეპრენიორი და ბიზნესს ნულიდან იწყებ, ამიტომ „ნეთვორქის“ გაფართოებაზე ახლაც მუდმივად ვზრუნავ, დავდივარ საერთაშორისო კონფერენციებზე, ხშირად წარდგენილი ვარ სპიკერად, ვატარებ ვებინარებს, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიის განვითარებისთვის.

ჩემი და ჩემი პარტნიორების დაუღალავი შრომისა და კომპანიის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვის შედეგად, დღეს ვართ კომპანია, რომელიც ორი წელია, მსოფლიოს უძლიერეს კომპანიებს ემსახურება და უდავოდ წარმატებულ შედეგს დებს. ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას და გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წლის ბოლოს დაახლოებით 120%-იან ზრდას ველოდებით. თავდაჯერებულობისა და სწორი პროგნოზების გაკეთებას ხელს უწყობს ის საამაყო ფაქტიც, რომ ე.წ. ბაუნსრეითი გვაქვს ნული. ანუ ჩვენი მომხმარებელი ჩვენგან არასდროს წასულა. ყოფილი კლიენტი არ გვყავს. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ მათ მოსწონთ ჩვენი ბიზნესგადაწყვეტილებები, რის შედეგადაც თავიანთ ბიზნესებში მზარდ რიცხვებს ჩვენი უძლიერესი გუნდის წყალობით მუდმივად ხედავენ.

ძირითადად რა არის თქვენი შეთავაზება ბიზნესისთვის?

ონლაინბიზნესს CRM-გადაწყვეტილებების სრულ პაკეტს ვთავაზობთ. ჩვენი სერვისები მოიცავს ყველაფერს, რასაც მომხმარებელთან სწორად კომუნიკაცია, მათი შენარჩუნება და კმაყოფილება მოითხოვს. ეს მოიცავს როგორც მომხმარებლის ქცევის კვლევებსა და ანალიტიკას, ასევე ამ კვლევებზე დაყრდნობილ სეგმენტაციას, პერსონალიზებულ შეთავაზებებს, ლოიალობის პროგრამებსა და კიდევ უამრავ დეტალს. ეს სწორედ ის სერვისი და მომსახურებაა, რაც ყველა ბიზნესს სჭირდება განვითარებისა და გაყიდვების ზრდისთვის  და, რაც მთავარია, მომხმარებლის შენარჩუნებისთვის.

HawX-ი  უკვე მსოფლიოს 25-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ძირითადად საიდან არის მოთხოვნა?

პარტნიორი ფაქტობრივად ყველა კონტინენტზე გვყავს. შეიძლება ითქვას, რომ თანაბრად არის მოთხოვნა რეგიონებიდან, როგორც ევროპის, ასევე აზიის, აფრიკის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან.

რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, რატომ არ გყავთ ადგილობრივი მომხმარებლები?

ჩვენ ფოკუსირებული ვართ საერთაშორისო ბაზარზე, ვინაიდან გლობალურად მუშაობას თან ახლავს განვითარებისა და ზრდის სწრაფი ტემპი. ამასთან, მსოფლიო ბაზარზე მუშაობა უფრო საინტერესოა. თანამედროვე სამყაროში, როდესაც ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, სხვადასხვა კონტინენტზე ერთდროულად ერთი წერტილიდან ვიმუშაოთ, რატომ უნდა შევიზღუდოთ თავი და არ გავცდეთ ერთი ქვეყნის ფარგლებს. ამიტომაც თავიდანვე ორიენტირი სწორედ უცხოურ ბაზრებზე ავიღეთ. ქართული ბაზრისთვის შეთავაზებებიც არ გაგვიკეთებია, ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რესურსი სხვა მიმართულებით გამოგვეყენებინა.

ამასთან, საქართველოში ელექტრონული კომერციის მიმართულების განვითარება ბოლო ათი წელია, რაც დაიწყო. ეს ჩვენთვის სხვა ბაზრებთან შედარებით სიახლეა. ამიტომ  ჩვენს სერვისზე მოთხოვნა საქართველოში არც ისე მაღალია. საერთაშორისო ბაზარზე კი ელ-კომერცია, განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში, მაღალ დონეზეა, შესაბამისად, იქ გაცილებით წინ არიან ამ პროცესების ეფექტიანი მართვის კუთხით. იქ ხედავენ, რომ ბიზნესის განვითარებისთვის CRM უმნიშვნელოვანესია, ზუსტად აფასებენ ჩვენი ბიზნესგადაწყვეტილებების მნიშვნელობასა და საჭიროებას. თუმცა როგორც კი საქართველოში დავინახავთ მოთხოვნას, ჩვენც იქ გავჩნდებით, საერთაშორისო ბაზარზე მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით, დარწმუნებული ვარ, ქართული კომპანიებისთვისაც დიდი წარმატების მომტანი ვიქნებით.

ვინ არიან თქვენი კომპანიის გუნდის წევრები? რამდენ ადამიანს აერთიანებთ?

ამჟამად 80 ადამიანს ვასაქმებთ. საკვანძო პოზიციებზე სერიოზული გამოცდილების მქონე ექსპერტები გვყავს. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენს გუნდში ახალგაზრდა და დამწყები კადრებიც არიან, რომლებიც სწრაფად ვითარდებიან. HawX-ის გუნდი საერთაშორისოა, რომელიც სხვადასხვა ეროვნებისა და წარმომავლობის ადამიანებს აერთიანებს,  ჩვენი მრჩეველები კი აშშ-დან, ბრიტანეთიდან, შვედეთიდან, ისრაელიდან და ნიდერლანდებიდან არიან.

საქართველოში გაგიჭირდათ კვალიფიციური კადრების პოვნა?

დიახ. საქართველოში, ჩვენი მიმართულებით და ზოგადად ტექნოლოგიების კუთხით კადრების დეფიციტი ძალიან დიდია. CRM-მიმართულება საქართველოსთვის საერთოდ „ახალი ხილია“, ამიტომ ეს არც ისწავლება საქართველოში და უფრო მეტიც, კომპანიების მხოლოდ უმცირესი ნაწილი იყენებს ამ სერვისს. არადა, მაგალითად, გიგანტი კომპანიები, Amazon-ი, Netflix-ი, Nike-ი და სხვები, დიდ ყურადღებას უთმობენ CRM-ს, ვინაიდან ბიზნესის წარმატების გასაღები რეალურად ეს არის. დღეს იმხელა კონკურენციაა ნებისმიერ ინდუსტრიაში, რომ თუ კარგი პერსონალიზებული მიდგომა არ გაქვს მომხმარებელთან, ზრდა ძალიან რთული იქნება.

ჩვენ ჩვენი თანამშრომლებისთვის მუდმივად უზრუნველვყოფთ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს, ვუფინანსებთ მათ პროფესიული განვითარებისთვის შესაბამის ტრენინგებს და ვზრდით მათ შესაძლებლობებს. დამწყები თანამშრომლები ასევე უდიდეს გამოცდილებას იღებენ დეპარტამენტების ხელმძღვანელებისგან, რომელთა უმთავრესი მისია ცოდნისა და გამოცდილების მაქსიმალურად გაზიარებაა. ასევე, ამ კუთხით ჩვენი კომპანია მუშაობს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელთან თანამშრომლობაზე, რათა მათმა სტუდენტებმა შეძლონ ჩვენთან პრაქტიკის მიღება. მათ შორის არის როგორც კერძო უნივერსიტეტები, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც. შედეგად, ჩვენ ვართ ერთ-ერთი კერძო საერთაშორისო კომპანია, სადაც სტუდენტები შეძლებენ პრაქტიკის მიღებას, მსოფლიოში ძალიან მოთხოვნად პროფესიებს დაეუფლებიან და საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის დიდ გამოცდილებას მიიღებენ.

თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, რთულია, საქართველოში გახდე წარმატებული ანტრეპრენიორი?  

ხელშეწყობა არის. ძალიან კარგი პირობაა საქართველოში, რომ სტარტაპი წამოიწყო, ბევრი ინვესტორი, ქოუჩი, პროექტია, რომელთა ფარგლებშიც ინვესტიციების ან სტრატეგიული პარტნიორების მოძიება შესაძლებელია. ჩემი რჩევა იქნება დამწყებებისთვის, რომ იყვნენ უფრო აქტიურები, არ გაუშვან შანსი ხელიდან. გამოიყენონ და გაიფართოონ სანაცნობო წრე, რადგან საჭირო ადამიანთან ყოველი კომუნიკაცია ახალი იდეის დაბადების შესაძლებლობას იძლევა. ასევე მნიშვნელოვანია, იყვნენ რისკიანები, თუმცა გარისკონ იქ, სადაც სჯერათ საკუთარი თავის და შესაძლებლობების.

კომპანიის სამოქმედო გეგმებზეც რომ ვისაუბროთ, რა სამიზნე წერტილი აქვს HawX-ს აღებული უახლოეს ორ წელიწადში?

ჩვენს გეგმებშია კიდევ უფრო მეტად გაფართოება და, როგორც უკვე აღვნიშნე, უნივერსიტეტებთან პარტნიორობის ჩამოყალიბება და ახალი პროფესიონალების გაზრდა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ბიზნესგადაწყვეტილებებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, წელს პარიზში ვაპირებთ მესამე ოფისის გახსნას. იქ არის აქსელერატორ-ჰაბი. საფრანგეთის მთავრობას აქვს სტარტაპ-აქსელერაციის სერიოზული პროგრამა, მათთან მეორე თვეა, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ამ პროცესს შემოდგომაზე დავასრულებთ.

ასევე წლის ბოლომდე ჩვენი კალენდარი სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციასა და გამოფენაზე მონაწილეობის გეგმებით საკმაოდ გაჯერებულია. ღონისძიებებზე HawX-ი სტენდებით იქნება წარმოდგენილი, რაც დამატებით შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ჩვენი კომპანია საერთაშორისო არენაზე უფრო მეტ პოტენციურ კლიენტს გავაცნოთ.

დაბოლოს, ვგეგმავთ რამდენიმე ტექნოლოგიური გადაწყვეტის, ხელსაწყოს შექმნას. რომელიც დაგვეხმარება ჩვენც და სხვა კომპანიებსაც CRM-პროცესების კიდევ უფრო მეტად ავტომატიზებაში. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პროცესები უფრო ეფექტიანი, სწრაფი და მოქნილი გავხადოთ. ჩვენი ოპერაციების უმეტესობა ახლაც მაქსიმალურად ავტომატიზებულია და სწორედ ამის დამსახურებაა ისიც, რომ ჩვენ დღეს დაახლოებით 80-კაციანი გუნდით ვახერხებთ ათობით კლიენტს ერთდროულად მოვემსახუროთ.

HawX-ი უკვე წარმატებული კომპანიაა, დრო ხომ არ მოვიდა, რომ ახალი იდეების განხორცილებაზე დაიწყოთ ფიქრი?

ჩვენ მუდამ ვფიქრობთ ახალ იდეებზე, რადგან ეს უკვე ჩვენი ცხოვრების სტილია. რა თქმა უნდა, გვაქვს ახალი პროექტებიც. ამჟამად პარტნიორებთან ერთად სამ სხვადასხვა იდეაზე ვმუშაობ. დეტალების გასაჯაროებისგან ჯერ თავს შევიკავებ. თუმცა ერთის შესახებ ახლა მოკლედ შემიძლია გითხრათ. ეს არის ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა. პანდემიამ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რომ იყოს ონლაინ სწავლების შესაძლებლობა. დავიწყებთ საქართველოთი, და შემდეგ გავალთ ამიერკავკასიაში. მსურველებს სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსს შევთავაზებთ. პროგრამები საკმაოდ დივერსიფიცირებული იქნება. ჩვენი მიზანია, რომ ეს პლატფორმა შედარებით ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის. მოკლედ, გეგმები დიდი გვაქვს, მოტივაციაც არანაკლები.

Previous Post

აშშ-ში კრიპტობირჟა Coinbase-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

Next Post

Giorgi Tsutskiridze’s Startup Operates in 27 Countries

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
საქართველოს სწრაფი კვების ბაზარი

საქართველოს სწრაფი კვების ბაზარი

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

NV Casino – Quick‑Hit Slots and Rapid Play for the Modern Gamer

June 14, 2026

21Bit Online Casino: Schnell‑Feuer Gaming für den modernen Spieler

June 13, 2026

EUcasino: Schnelle Gewinne und Rapid Play für den modernen Gamer

June 13, 2026

Bet On Red Casino: Quick‑Hit Slots and Live Games for Speedy Wins

June 13, 2026

Recent News

NV Casino – Quick‑Hit Slots and Rapid Play for the Modern Gamer

June 14, 2026

21Bit Online Casino: Schnell‑Feuer Gaming für den modernen Spieler

June 13, 2026

EUcasino: Schnelle Gewinne und Rapid Play für den modernen Gamer

June 13, 2026

Bet On Red Casino: Quick‑Hit Slots and Live Games for Speedy Wins

June 13, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result