Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ღვინის ბარმა Wine Not?-მა გუდიაშვილის მოედანზე ახალი ფილიალი – რესტორანი და ინტერაქციული სივრცე გახსნა

by იზა გვარამაძე
მარტი 22, 2024
in პარტნიორის კონტენტი
0
ღვინის ბარმა Wine Not?-მა გუდიაშვილის მოედანზე ახალი ფილიალი – რესტორანი და ინტერაქციული სივრცე გახსნა
0
SHARES
0
VIEWS

„ღვინო“ ის სიტყვაა, რომელიც დღეს, უცხოელის წარმოსახვაში, ყველაზე ხშირად და ძალდაუტანებლად საქართველოსთან ასოცირდება. ღვინოსთან დაკავშირებული ბიზნესის ასეთ ქვეყანაში წამოწყება, წესით, გაჯერებულ ბაზარზე, მორიგი მოთამაშის გაჩენას და კარგად გაკვალული გზის არჩევას უნდა გულისხმობდეს, მაგრამ ღვინის ბარ Wine Not?-ის დამფუძნებლები, ნინო აბულაძე და ნინო ჭყოიძე, საქმეს სხვაგვარად მიუდგნენ.

ღვინის ბარის გახსნის იდეა ბუდაპეშტიდან დაბრუნებისას გაჩნდა, სადაც ორივე ბიზნესის ადმინისტრირებას სწავლობდა. ნინო აბულაძის თქმით, ბევრი აღარ უყოყმანიათ და შესაფერისი ადგილის ძებნას მაშინვე შეუდგნენ.

„2019 წელს ღვინის ბარები თბილისში პოპულარული არ იყო. უფრო მეტიც, ასეთი ბარი საერთოდ არ არსებობდა. გვინდოდა, ტრადიციისგან განსხვავებული, ახლებური მიდგომა დაგვემკვიდრებინა – რომ სამსახურის შემდეგაც შეგიძლია საყვარელ ბარში შეიარო და ჭიქა ღვინო მიირთვა. ეს აქაურობისთვის სიახლე იყო“.

Wine Not?-ის კონცეფცია, სიმარტივის მიუხედავად, საქართველოსთვის სრულიად ახალია. ის გულისხმობს ღვინის მოყვარული ადამიანების ერთ სივრცეში თავმოყრას და ადგილობრივი მცირე და საშუალო მარნების ღვინოების შეთავაზებას, რომელთა დაგემოვნებისთვის სტუმარს მთელი ბოთლის შეძენა არ უხდება – მხოლოდ ჭიქა ღვინის შეკვეთაც შეუძლია. არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია. ბარი, დაახლოებით, 300 მარნის ღვინოებს აერთიანებს, რომლებიც სომელიეების მიერაა შერჩეული.

Wine Not?-ი 2019 წელს თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე გაიხსნა და მალევე ბევრი ერთგული სტუმარიც და შესაბამისად, გაფართოების საჭიროებაც გაუჩნდა. ღვინოსა და წასახემსებელ დაფებს უკვე სრული სამზარეულო უნდა დამატებოდა. ამის განხორციელება ახალ ადგილას, გუდიაშვილის მოედანზე არსებულ სივრცეში მოხერხდა, რომელიც პეტრიაშვილზე მდებარე ბარზე უფრო დიდია. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისას, შენობაში 300 წლის წინანდელი მარანი აღმოაჩინეს და დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, ეს აღმოჩენაც კონცეფციის ნაწილად ექციათ.

„ღვინის ბარის კონცეფცია აქაც, გუდიაშვილზეც გადმოვიტანეთ, დავამატეთ სრული სამზარეულო და, გარდა ამისა, გვაქვს ეს უძველესი მარანი. უცხოელ სტუმრებს ვაჩვენებთ, როგორია ქვევრი, რა არის მარანი, როგორია, ზოგადად, ქართული ღვინის ტრადიცია.“

Wine Not?-ის ღვინის ბარებს კიდევ ერთი რამ გამოარჩევს – ორივე ძალზე ინტერაქციული სივრცეა. აქ მუდმივად ტარდება ღვინის დეგუსტაციები, ცოცხალი მუსიკის საღამოები, კომედიური სთენდაფები თუ სხვა ტიპის ღონისძიებები. სცენა ხშირად ეთმობა ახალგაზრდა მუსიკოსებს, რომლებსაც დიდ აუდიტორიასთან შეხება ჯერ არ ჰქონიათ. დამფუძნებლებისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანია. სწორედ ეს ინტერაქცია განაპირობებს, რომ ბარად ან რესტორნად Wine Not?-ის მოხსენიება ბოლომდე ზუსტი არაა. ის უფრო მეტია – სივრცე, სადაც ღვინის სიყვარულით გაერთიანებული ადამიანები სხვადასხვა გასართობ თუ საგანმანათლებლო აქტივობებში ერთვებიან.

„სხვადასხვა სპეციალისტის დახმარებით ძალიან ბევრი ტრენინგი ჩავატარეთ და ამან ჩვენც გაგვზარდა და ჩვენი თანამშრომლებიც. ვცდილობთ აქ მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტები დავასაქმოთ. მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, გაეცნონ ბაზარზე არსებულ ღვინოებს. დეგუსტაციები ჩვენთან რეგულარულად ტარდება და სტუდენტებს ეს გამოცდილება ძალიან ეხმარება. იგივე გვინდა გავაკეთოთ გასტრონომიული მიმართულებით. გვსურს, კულინარიის კურსდამთავრებულებმაც დაიწყონ აქ მუშაობა, რადგან ჩვენთვის ახალი, ნიჭიერი ხალხის აღმოჩენა მნიშვნელოვანია – როგორც ღვინის, ასევე სამზარეულოს და მუსიკის მიმართულებით.“

Wine Not?-ში ახალი ღვინოების შერჩევას დიდი ყურადღება ექცევა. ორ კვირაში ერთხელ დამფუძნებლები, თანამშრომლები და სტუდენტები იკრიბებიან და, სომელიეს ხელმძღვანელობით, ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა მარნიდან შემოსული ახალი ღვინოების დეგუსტაცია ხდება. ღვინო სხვადასხვა კრიტერიუმით ფასდება – უპირველეს ყოვლისა, გემოვნური თვისებებით, მაგრამ ეტიკეტს თუ საფასო კატეგორიასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მხოლოდ ასეთი საფუძვლიანი შეფასების შემდეგ წყდება არსებული ღვინის ბარისთვის ამა თუ იმ ღვინის დამატება.

რაც შეეხება სამზარეულოს, აქ ღვინოსთან შეხამებული გათანამედროვებული ქართული კერძების პრინციპი მოქმედებს. წიწილა გოზინაყში, ბადრიჯანი ბაჟეში თუ ხარჩო მობრაწული ღომით, იმ ორიგინალური კერძებიდან რამდენიმეა, რომლებიც Wine Not?-ის სტუმრებს შორის პოპულარობით სარგებლობს.

პირველი ფილიალი დამფუძნებლებმა თავიანთი რესურსით გახსნეს, მაგრამ 2023-ში, მეორე ფილიალის გახსნისთვის, უკვე თიბისის მიმართეს. „მეტი რესურსი დაგვჭირდა და მივმართეთ ბანკს, რომელმაც საკმაოდ კარგი პირობებით მოგვცა ბიზნესსესხი. ასევე ვსარგებლობთ „აწარმოე საქართველოს“ სუბსიდირების პროგრამით“. Wine Not? -ში სამომავლოდ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება იგეგმება, მათ შორის, საქართველოს სხვა ტურისტული რეგიონების ათვისებაც. S

Previous Post

რას კურნავს ყველაზე ძვირი წამალი, რომელიც $4.25 მილიონი ღირს?

Next Post

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Startup Grind-ის წლის პირველი ღონისძიება ბათუმში გაიმართება

იზა გვარამაძე

Next Post
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Startup Grind-ის წლის პირველი ღონისძიება ბათუმში გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Startup Grind-ის წლის პირველი ღონისძიება ბათუმში გაიმართება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Casino Lab Casino: Quick‑Hit Slots, Live Thrills, and Instant Wins for the Modern Player

ივლისი 23, 2026

BetLabel Casino: Vincite Veloci e Azione Intensa per gli Appassionati di Rapid-Play

ივლისი 23, 2026

Sevenplay Casino: Quick Wins, Big Fun – Your Guide to Fast-Paced Slots & Live Action

ივლისი 23, 2026

JackTop Casino: Snel‑Gokspel voor de Sensatiezoeker

ივლისი 23, 2026

Recent News

Casino Lab Casino: Quick‑Hit Slots, Live Thrills, and Instant Wins for the Modern Player

ივლისი 23, 2026

BetLabel Casino: Vincite Veloci e Azione Intensa per gli Appassionati di Rapid-Play

ივლისი 23, 2026

Sevenplay Casino: Quick Wins, Big Fun – Your Guide to Fast-Paced Slots & Live Action

ივლისი 23, 2026

JackTop Casino: Snel‑Gokspel voor de Sensatiezoeker

ივლისი 23, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result