Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ღრუბლების ექსპორტიორი

by Forbes.ge
February 28, 2021
in ანტრეპრენიორები
0
ღრუბლების ექსპორტიორი
0
SHARES
0
VIEWS

მას შემდეგ, რაც ადგილობრივ ბაზარზე იმპორტის 80% ჩაანაცვლა, ქართული ღრუბლები ევროპულ ბაზრებს იპყრობს. აზერბაიჯანის შემდეგ “დენოლას” ნაწარმი გერმანიაში შევიდა.

ალბათ ბევრმა ჯერ არ იცის, ბევრისთვის კი რთული წარმოსადგენია, რომ ისეთ ინდუსტრიულ ქვეყანაში, როგორიც გერმანიაა, რბილი ავეჯის, მატრასებისა და ზამბარების დასამზადებელ ნედლეულად ქართული წარმოების პარალონსა და პოლიურეთანს, ეგრეთ წოდებულ ღრუბელს, იყენებენ. მზა პროდუქტს კი ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად ალბათ საქართველოშიც გზავნიან, მაგრამ უკვე გერმანული სამარკო ნიშნით.

როგორ აიჭრა ქართული ღრუბელი ევროპის ცაში? იდეა სამი წლის წინ გაჩნდა. მიზანი ქართული ბაზრის შესწავლის საფუძველზე ჩაისახა და დაიწყო იმის ძიება, რის წარმოებაც საქართველოში არ არსებობდა. ძველმა ანდაზამ აქაც გაამართლა – მძებნელმა ამჯერადაც იპოვა. არჩევანი პარალონსა და პოლიურეთანზე, ეგრეთ წოდებულ ღრუბელზე გაკეთდა.

დასაწყისში ორი პარნიორის იდეა – მესამემ ტექნოლოგიურად გამართა, სამარკო ნიშნად ქალის ძველი ქართული სახელი “დენოლა” შეირჩა და საწარმოს მშენებლობაც დაიწყო.

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, ავჭალაში, ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე დაწყებული მშენებლობა მალე წარმოებად იქცა. სამშენებლო ტექნიკის ხმა დაზგების გუგუნმა ჩაანაცვლა, მშენებლები – მუშახელმა და პრაქტიკაში პირველი ცდაც მალევე შედგა: “დენოლამ” მიწაზე ღრუბლების შექმნა დაიწყო.

პირველი რბილი ავეჯი იყო, ბოლო – ჭურჭლის სარეცხი ღრუბელია, რომლის წარმოება ჯერ მხოლოდ ორ თვეს ითვლის, თუმცა ქართული ბაზრის 30 პროცენტი უკვე მისია.

“ჩვენი მთავარი მიზანი იმპორტის ჩანაცვლება იყო და პირველი ნაბიჯები სწორედ ამ მიმართულებით გადავდგით”, – ამბობს ლევან ჭიორელი, კომპანიის 41 წლის თანადამფუძნებელი – ბიზნესმენი, რომელიც “დენოლამდე” 20-წლიანი ბიზნესგამოცდილებით მოვიდა. განათლებით ჰიდრომშენებელს საკუთარი პროფესიით არასდროს უმუშავია, ბიზნესში კი ბედი ბევრი მიმართულებით სცადა და ცოტაში არ გაუმართლა. ლევან ჭიორელის გამართლებების ჩამონათვალში მთავარ ადგილს ახლა “დენოლა” იკავებს.

“დენოლას” კი თურმე ჯერ კიდევ ათი წლის წინ, მაშინ გამართლებია, როცა მისი დამფუძნებლებისა და “საქართველოს ბანკის” გზები გადაკვეთილა.

“ნებისმიერ ახალ პროექტს პირველ რიგში “საქართველოს ბანკთან” განვიხილავთ და ქმედებებს მათი რეკომენდაციების შემდეგ ვიწყებთ”, – ამბობს ლევან ჭიორელი და გვიყვება, რომ “დენოლას” შემთხვევაშიც ასე მოხდა და ათწლიანმა გამოცდილებამ აქაც გაამართლა.

მცირე მასშტაბებით საცდელად დაწყებულ საქმეს გაფართოებაში სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში” და მის ფარგლებში “საქართველოს ბანკის” მიერ გაცემული სესხი დაეხმარა.

“საქართველოს ბანკი” ინოვაციური პროექტების ხელშეწყობაში რომ ერთ-ერთი ლიდერი და სახელმწიფო პროგრამების აქტიური მონაწილეა, ეს არახალია. ბანკს “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში არაერთი საინტერესო პროექტი აქვს დაფინანსებული და ცხადია, უარი არც დიდი ხნის პარტნიორებს უთხრა.

“დენოლას” პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 4,800,800 ლარს შეადგენს, დაფინანსების უდიდესი ნაწილი – $2,000,000 – ბანკმა თავის თავზე აიღო და თანამშრომლობა კიდევ ერთხელ შედგა.

“საქართველოს ბანკისთვის” მნიშვნელოვანია, ხელი შეუწყოს ისეთი ტიპის წარმოებებს, რაც ინოვაციურია საქართველოსთვის, რაც უზრუნველყოფს იმპორტის ჩანაცვლებას, შესაბამისად, ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას და ქვეყნის სავაჭრო ბალანსის გაჯანსაღებას”, – ამბობს Forbes Georgia-სთან საუბრისას “საქართველოს ბანკის” კორპორაციული საბანკო მომსახურების ხელმძღვანელი ვასილ ხოდელი.

სტარტაპ-პროექტებისთვის დაფინანსების გაცემა რომ გარკვეულ რისკებს შეიცავს, ეს ბანკისთვის ცნობილია, თუმცა ამ რისკების სწორად შეფასებამ და “დენოლას” დამფუძნებლების მრავალწლიანმა გამოცდილებამ ნეგატიური მოლოდინები მინიმუმამდე დაიყვანა. “საქართველოს ბანკი” ღრუბლების საწარმოო პროცესში “დენოლას” პარტნიორი კიდევ ერთხელ გახდა.

“გარდა იმისა, რომ თითოეულ დაფინანსებულ პროექტს თავისი ფინანსური უკუგება აქვს, კიდევ რამდენიმე მახასიათებლის გათვალისწინებაა საჭირო: მათ შორის მთავარი და უფრო მასშტაბური ეფექტის, რაც საზოგადოებისა და ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური კეთილდღეობის გაზრდას გულისხმობს”, – ამბობს ვასილ ხოდელი.

“საქართველოს ბანკის” დაფინანსებამდე, ნულიდან დაწყებულ საქმეს ნულები ახლა ბოლოში აქვს, თან არცთუ ისე ცოტა. “დენოლას” საბაზრო ღირებულება სამი წლის თავზე 20%-ით გაიზარდა, საწარმოს წლიური ბრუნვა კი უკვე 10 მილიონს აღწევს.

“დენოლას” საწარმოში ქართული ღრუბლების შექმნაზე ახლა 100 ადამიანი ზრუნავს. მათ თვეში 3000 კუბამდე პარალონისა და პოლიურეთანის დამზადება და ღრუბლების შეკვეთების მიხედვით დაჭრა, დახარისხება და სადისტრიბუციოდ გამზადება უწევთ და “ღრუბელი უკვე შენს ხელშია” – ჩემი რესპონდენტი მიმხელს, რომ თვიური ნავაჭრი ნახევარ მილიონ ლარს აღემატება, თუმცა წლის ბოლომდე მილიონამდე ავა.

ციფრები იმაზე მეტყველებს, რომ ქართული ნაწარმი ქართულმა ბაზარმა მიიღო და მოიწონა. “დენოლას” გამოჩენამდე ქვეყანაში 10 მილიონის იმპორტირებული პარალონი შემოდიოდა, “დენოლამ” კი ადგილობრივი ბაზრის 80% უკვე სრულად აითვისა და საუკეთესო ხარისხითა და მომხიბლავი ფასით იმპორტირებული ღრუბელი წარმატებით ჩაანაცვლა.

“ქვეყანაში ქართული ნაწარმის უნდობლობის ეტაპი ჩავლილია, წარსულში დარჩა შეფასებაც, რომ ქართული უხარისხოდ კეთდებოდა. შედეგად კი ის ფეხს იკიდებს როგორც ადგილობრივ, ისე დაშვებულ საექსპორტო ბაზრებზე”, – ამბობს “დენოლას” დამფუძნებელი, რომელსაც, მართალია, ადგილობრივ მწარმოებლებში კონკურენტი არ ჰყავს, მაგრამ უკონკურენტო მაინც არაა. “დენოლა” რუსული, თურქული და ყაზახური პროდუქციის სრულად ჩანაცვლებას სწორი საფასო პოლიტიკით, მაღალი ხარისხით, შეკვეთა-მიწოდების ვადების შემცირებითა და მობილურობის გაზრდით აპირებს.

“დენოლას” ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი მალე ყველა დახლზე გაჩნდება, პოტენციურ კლიენტს არჩევანისას უნდა ახსოვდეს, რომ აირჩიოს ქართული”, – ასეთია ქართული ღრუბლების პირველი მწარმოებლისა და ექსპორტიორის სურვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ სხვა “მოძმეების” მსგავსად მალე ბოლო ნაწარმსაც შეფუთავენ და საექსპორტო გზას გაუყენებენ.

Previous Post

Forbes–მა მსოფლიოს უსხვილესი საჯარო კომპანიების რეიტინგი გამოაქვეყნა

Next Post

ყველაზე მსხვილი სადაზღვევო კომპანიები საქართველოში

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ყველაზე მსხვილი სადაზღვევო კომპანიები საქართველოში

ყველაზე მსხვილი სადაზღვევო კომპანიები საქართველოში

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Casinia Casino: Nopeat Play Slots & Korkean Intensiteetin Pelaaminen

June 13, 2026

Hugo Casino: Quick‑Hit Slots & Fast‑Track Wins for Short‑Session Players

June 13, 2026

Bet On Red Casino: Quick Wins and High‑Intensity Slots for Rapid Play

June 12, 2026

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Recent News

Casinia Casino: Nopeat Play Slots & Korkean Intensiteetin Pelaaminen

June 13, 2026

Hugo Casino: Quick‑Hit Slots & Fast‑Track Wins for Short‑Session Players

June 13, 2026

Bet On Red Casino: Quick Wins and High‑Intensity Slots for Rapid Play

June 12, 2026

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result