Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ღია ბანკინგი ახლახან იშვა, თუმცა მისი ეფექტები უკვე ხელშესახებია – TESOBE-ს აღმასრულებელი დირექტორი

by თინათინ ინაური
აპრილი 15, 2021
in ქართულად, ყველა სიახლე
0
„ფინკა ბანკმა“ ღია ბანკინგი დანერგა | ინტერვიუ ირაკლი ელაშვილსა და საიმონ რედფერნთან
0
SHARES
0
VIEWS

„ღია ბანკინგი, შეიძლება ითქვას, სულ ახლახან იშვა, თუმცა მისი ეფექტები უკვე ხელშესახებია“, – აღნიშნა Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ღია ბანკინგის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, გერმანული კომპანია TESOBE-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, საიმონ რედფერნმა.

მისი თქმით, მაგალითად, გაერთიანებული სამეფოს 2.5 მილიონზე მეტი მოქალაქე და ბიზნესი ღია ბანკინგის აქტიური მომხმარებელია.

„ბრიტანეთში გაიზარდა კონკურენციაც და არჩევანიც – ფინანსურ სექტორში 300-ზე მეტი საბანკო თუ ფინტექ-კომპანიაა ჩართული, რომელთა მეშვეობითაც იქმნება მიმზიდველი ფინანსური ეკოსისტემები. მომხმარებლები ევროპის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში იყენებენ მრავალფეროვან ფინტექ-აპლიკაციებს, რომ სწორად მართონ საკუთარი ფინანსები. მაგალითად: ანგარიშების ე.წ. აგრეგირებული სახით ნახვის შესაძლებლობა; პირადი ფინანსების მართვის აპლიკაციები, დანაზოგების მართვის აპლიკაციები და ა.შ. ევროპის ზოგიერთი წამყვანი ბანკი მარეგულირებლის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებსაც კი სცდება და იწყებს უფრო დახვეწილი API-პროდუქტების შეთავაზებას. ეს ინოვაციები ცვლიან ფინანსურ სერვისებს ევროპაში და ისეთივე გავლენას მოახდენენ საქართველოშიც“, – აღნიშნავს რედფერნი.

ცნობისთვის, ღია ბანკინგის დანერგვა საქართველომაც დაიწყო. ეროვნული ბანკის ინიციატივით, პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. კანონმდებლობაში უკვე განხორციელდა ცვლილებები, რომლებითაც კომერციულ ბანკებს ევალებათ, გარკვეული ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადონ მესამე მხარის პროვაიდერებისათვის, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ღია ბანკინგის დანერგვის პროცესში.

საიმონ რედფერნი ამბობს, რომ ღია ბანკინგის დანერგვისას გამოწვევებს არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ კულტურული ხასიათიც აქვს.

„ტექნიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით, თუ მარეგულირებლის მოთხოვნებთან შესაბამისობაზეა საუბარი, გარკვეული დრო სჭირდება ყველა მოთხოვნის გათვალისწინებას და ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ OpenAPI-ის იმპორტით. გათვალისწინებული უნდა იყოს OAuth2-ი, OIDC-ი და FAPI/PKCE flows-ი და მათთან ასოცირებული eIDAS-სერტიფიკატები, თანხმობის გვერდები, ე.წ. მულტიფაქტორული  ავთენტიფიკაცია და ა.შ. ეს ყველაფერი ერთად საკმაოდ კომპლექსური სამუშაოა.

გამოწვევაა უფრო ღია, შიდა ინოვაციური კულტურის დანერგვაც. ბანკებისა და მათი შიდა გუნდებისათვის შეიძლება რთული აღმოჩნდეს თავიანთი დახურული სივრცის გახსნა და მესამე მხარეებთან ურთიერთობაში ჩართვა. „ფინკა ბანკში“, ამ მხრივ, მაღალია მზაობა. მათ კარგად ესმით, რომ ბანკებისათვის ეს სიახლე მნიშვნელოვანია და რომ ფინტექ-გარემოში ძალიან ბევრი ტექნიკური და ბიზნესშესაძლებლობებია. რაც უფრო იზრდება ჩართული მესამე მხარეების რაოდენობა, მით უფრო ძლიერდება ბანკი და მომხმარებელს მეტი არჩევანის საშუალება ეძლევა.

დაბოლოს, კიდევ ერთი გამოწვევა ღია ბანკინგის ბიზნესმხარეა. ღია ბანკინგის ბიზნესსარგებელი ხშირ შემთხვევაში ბუნდოვანია, გასაკუთრებით – ტექნიკური გუნდებისათვის, რომლებიც ჩვეულებრივ API-ს გამართვა-მუშაობაზე არიან პასუხისმგებელი. თუ IT და ბიზნესგუნდები შეთანხმებულად არ იმუშავებენ ახალი API პროდუქტების ბიზნესქეისების შექმნაზე, რთული იქნება ღია ბანკინგით სარგებლის მიღება“, – განაცხადა მან.

Previous Post

არც ისე ბევრ ადამიანს სჯეროდა, რომ საქართველო მიმზიდველი იქნებოდა სერვისების აუტსორსინგისთვის – მიხეილ ხიდურელი

Next Post

მარტში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 50%-ით გაიზარდა

თინათინ ინაური

Next Post
მარტში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 50%-ით გაიზარდა

მარტში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 50%-ით გაიზარდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BC GAME – Tu Centro de Casino de Golpe Rápido para Victorias Rápidas

ივლისი 27, 2026

MegaSlot Casino: High‑Intensity Slots and Quick Wins for the Modern Player

ივლისი 27, 2026

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Recent News

BC GAME – Tu Centro de Casino de Golpe Rápido para Victorias Rápidas

ივლისი 27, 2026

MegaSlot Casino: High‑Intensity Slots and Quick Wins for the Modern Player

ივლისი 27, 2026

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result