Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

GGRC-ის სხვა მასშტაბი | ინტერვიუ ნინო მუსერიძესთან

by Davit Tsiramua
November 26, 2021
in ბიზნესი, ბიზნესი, ინდუსტრია, ინტერვიუ, კომპანიები, მენეჯერები, საქართველო, ყველა სიახლე
0
GGRC-ის სხვა მასშტაბი | ინტერვიუ ნინო მუსერიძესთან
0
SHARES
0
VIEWS

ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი საქართველოში ამ პროფილის პირველი კლინიკა გახდა, რომელმაც ISO-ს და ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA) ხარისხის სერტიფიკატები მოიპოვა. ორი წლის წინ დაარსებულ კლინიკას უკვე შთამბეჭდავი შედეგები აქვს როგორც ბიზნესის განვითარების, ასევე სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით. რეპროდუქციული მედიცინის ბიზნესისა და GGRC-ის სწრაფ ზრდაზე მის დამფუძნებელს და კლინიკურ დირექტორს, ნინო მუსერიძეს ვესაუბრეთ.

რა მაჩვენებლებით იზომება თქვენი, როგორც წარმატებული კლინიკის, მიღწევები?

წარმატების ყველაზე უტყუარი მაჩვენებელი მედიცინაში კმაყოფილი პაციენტია, ჩვენს დარგში კი ის უფრო კონკრეტულად, ციფრებით იზომება, რაც ახალი სიცოცხლის დაბადებას ასახავს. რეპროდუქციული მედიცინა ჩემთვის არასოდეს წარმოადგენდა ბიზნესის სფეროს, ორ ათეულ წელზე მეტია, ამ დარგს ვემსახურები და თითოეული უშვილო წყვილის ისტორია დღესაც გულს მიჩუყებს. ციფრები, რომლებსაც ვითვლი, ესაა ახალი სიცოცხლის დაბადება, სწორედ ამიტომ გაცილებით ადრე, ვიდრე კლინიკა დაიბადებოდა, დაიბადა უშვილო წყვილების დახმარების ფონდი „შენთვის“, რომლის დახმარებითაც უკვე 160 ბავშვი დაიბადა ქვეყანაში, სადაც უმძიმესი დემოგრაფიული ვითარებაა და უშვილობა მნიშვნელოვან სოციალურ პრობლემას წარმოადგენს. დავეხმარო ამ ოჯახებს – ესაა ის, რაც ყველაზე მეტად მეამაყება და მაძლევს სტიმულს და მოტივაციას, უფრო მეტი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგა ამ მიმართულებით, სწორედ ამ გეგმების ნაწილია GGRC – კლინიკა, სადაც ოცნებები ნამდვილად ხდება.

კლინიკის დაარსება იმ არაჩვეულებრივმა, პროფესიონალთა გუნდმა განაპირობა, ვისთან ერთადაც უკვე ბევრი წელია, რეპროდუქციული მედიცინის სფეროში ვარ. ამ გუნდმა წლებს გაუძლო და ჩამოყალიბდა კლინიკად, სადაც მაღალი ხარისხის სერვისს იღებს როგორც ქართველი, ისე უცხოელი პაციენტი. მოთხოვნიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ გაფართოება, ახალი შენობა შევიძინეთ, შესაბამისად გაიზარდა თანამშრომელთა რაოდენობაც – ოცი თანამოაზრით დავიწყეთ და უკვე ასზე მეტი „ჯიჯიარსიელი“ ვართ.

საკმაოდ წარმატებული სტარტი გვქონდა და ტემპს აუცილებლად შევინარჩუნებთ.

გარდა თბილისში გაფართოებისა, რეგიონებში ფილიალების გახსნას თუ აპირებთ?

სწორედ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გვაქვს რეგიონალური უფასო სამედიცინო აქციები ყოველთვიურად საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ამ პროექტის ფარგლებში ათასობით უშვილო წყვილმა მიიღო რეპროდუქტოლოგის უფასო კონსულტაცია, ჩაუტარდათ კვლევები და გვაქვს წარმატებული შედეგებიც. ვმუშაობთ, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც გვქონდეს ფილიალები. თავდაპირველად საქართველოს სამ დიდ ქალაქში – ბათუმში, ქუთაისსა და თელავში ვაპირებთ ფილიალების გახსნას. მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, გვინდა, ამ ქალაქებში ჩვენი ექიმების როტაცია განხორციელდეს, შესაბამისად, ადგილობრივ პაციენტებს აღარ ექნებათ თბილისში ჩამოსვლის საჭიროება. ასევე წელს გადაწყდება, გავხსნით თუ არა ფილიალს ყაზახეთში.

სუროგაცია და ხელოვნური განაყოფიერება ყველა ქვეყანაში ლეგალური არ არის. რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან თქვენს კლინიკაში პაციენტები ყველაზე ხშირად და რა შეთავაზებები გაქვთ მათთვის?

ისრაელიდან, ჩინეთიდან, აშშ­-­დან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, საფრანგეთიდან გვსტუმრობენ. ჩვენ ვთავაზობთ მაღალ ხარისხს, ლოიალურ კანონს და მისაღებ ფასს. მოგეხსენებათ, ზოგ ქვეყანაში აკრძალულია სუროგაცია, ზოგან ძალიან ძვირია ინ ვიტრო განაყოფიერება – მაგალითად, ამერიკაში, სადაც ფასები საქართველოსთან შედარებით ბევრად მაღალია. ასევე, უცხოელები აქ ჩამოდიან იმის გამო, რომ ჩვენთან ნაკლები ბიუროკრატიაა, კლინიკაში შეიძლება მიიღო როგორც სამედიცინო, იურიდიული, ასევე ტურისტული სერვისიც კი, ეს მათ ძალიან მოსწონთ და რეკომენდაციას გვიწევენ, როდესაც თავიანთ ქვეყანაში ბრუნდებიან. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ ჩვენი კონკურენტები ძირითადად რუსეთი და უკრაინა იყვნენ, თუმცა მათ ისეთი გამართული კანონმდებლობა არა აქვთ, როგორიც საქართველოს. ფასები კი დაახლოებით იგივეა.

იურიდიული სერვისი ახსენეთ, როგორ არის სუროგატი დედების უფლებები დაცული? თუ არსებობს რაიმე გარანტიები წყვილისა და სუროგატი დედისთვის?

საქართველოში ყველაფერი გაწერილია კანონმდებლობით. შესაბამისად, კლინიკა ვალდებულია, მხოლოდ თანამიმდევრულად მიჰყვეს ამ კანონს და შეასრულოს დაკისრებული პასუხისმგებლობა, ჩვენ ვუფორმებთ ხელშეკრულებას ყველა მხარეს, სადაც მაქსიმალურად დაცულია მათი უფლებები და გაწერილია მხარეების ვალდებულებები. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, თანხას მთლიანად თავიდანვე არავინ არ იხდის, გადახდა ყოველთვიურად ხდება. ბავშვის დაბადების შემდეგ ხდება სრული ანაზღაურება. ფაქტობრივად, გამორიცხულია ბუნდოვანება და რისკები.

კლინიკა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი დემოგრაფიული პროექტია ფონდის სახით, რა შედეგები აქვს ამ ფონდს და რის მიხედვით ხდება ბენეფიციარების შერჩევა?

როგორც მოგახსენეთ, ფონდი კლინიკაზე ერთი წლით უფროსია, მისი დაფუძნება განაპირობა იმ მრავალრიცხოვან უშვილო წყვილთა მთავარი პრობლემის გაცნობიერებამ, რომლებიც მოგვმართავდნენ ხოლმე სხვადასხვა კლინიკაში ჩვენი მუშაობის დროს, მე და ჩემი კოლეგები შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდით მათ, კლინიკებს ჰქონდა ფასდაკლებები, აქციები, მაგრამ ინ ვიტრო განაყოფიერება საკმაოდ ძვირად ღირებული სერვისია და ამ ადამიანებს უფრო ქმედითი დახმარება ესაჭიროებოდათ. მას შემდეგ, რაც კლინიკა შეიქმნა, მოგვეცა საშუალება, უშვილო წყვილებისთვის თანადაფინანსება შეგვეთავაზებინა ფონდიდან, რომელიც თავის მხრივ ძალიან საინტერესო ფორმით ივსება. მოგეხსენებათ, უცხოელი პაციენტები სამედიცინო სერვისში ადგილობრივ პაციენტებზე მეტს იხდიან, ამ თანხების 20% ფონდში ირიცხება, რომლითაც შემდეგ ქართველ პაციენტებს ვეხმარებით. ასე რომ, ჩვენი უცხოელი პაციენტები საქართველოში ქველმოქმედებასაც ეწევიან ქართული დემოგრაფიის ხელშეწყობის კუთხით.

რაც შეეხება დაფინანსების პირობებს, რამდენიმე ფაქტორს ვითვალისწინებთ: წყვილის შემოსავალი თვეში 3000 ლარს არ უნდა აჭარბებდეს, და მათი რეპროდუქციული ჯანმრთელობა უნდა იძლეოდეს ინ ვიტრო განაყოფიერების ჩატარების საშუალებას. დაფინანსების პროცენტიც ამაზეა დამოკიდებული, მაგალითად, თუ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა შვილის ყოლის 65%-იანი ალბათობა, ვაფინანსებთ ამდენივე პროცენტით. ჩვენი ბიზნესპარტნიორების დახმარებით ფონდმა არაერთი წყვილის ინ ვიტრო განაყოფიერება სრულად დააფინანსა. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა, რომ ვიყოთ კარგი მაგალითი სხვა კომპანიებისთვის და ხელი შევუწყოთ ჩვენი ერის გამრავლებას. ჩვენი კომპანიის სლოგანია „ერთად სიცოცხლის დასაწყისისთვის“ – ესაა საქმე, რომელიც თანადგომით გასაოცარ შედეგს იძლევა – ახალ სიცოცხლეს.

რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა პეტიცია უნაყოფობის მკურნალობის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის შექმნის მოთხოვნით. ეთანხმებით იმას, რომ ეს ნაწილობრივ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდეს?

ვეთანხმები პეტიციის მოთხოვნას. რეალურად სამი წლის წინ ფონდი სწორედ ამ მიზნით დავაარსეთ, რომ დაგვენახვებინა ყველასთვის – ქვეყანაში არის ამის საჭიროება. ჩვენ პირველი აგური დავდეთ. ხოლო თუ ჩვენ ეს შევძელით, სახელმწიფო ამას ბევრად უკეთესად და მასშტაბურად შეძლებს. ამიტომაც მე და ჩვენი კლინიკის თანამშრომლები ერთ­-ერთი პირველები ვიყავით, რომლებმაც ამ პეტიციას ხელი მოვაწერეთ. ვფიქრობთ, რომ დემოგრაფიას ყველამ ერთად უნდა მივხედოთ, მაგრამ ამ პროცესში სახელმწიფოს როლი დიდია.

საინტერესოა რეპროდუქციული მედიცინა ბიზნესისა და ქვეყნის ეკონომიკის ჭრილშიც. რა სარგებელი მოაქვს მას ქვეყნისთვის?

მოდი, მე აქცენტს ისევ უმნიშვნელოვანეს სოციალურ პრობლემაზე, დემოგრაფიაზე გავაკეთებ. რეპროდუქციული მედიცინა თუ იქნება ფინანსურად მხარდაჭერილი სახელმწიფოს და სადაზღვევო კომპანიების მხრიდან, ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს შობადობას და დაეხმარება ერს გამრავლებაში. სამედიცინო ტურიზმის კუთხით, უცხოეთიდან საქართველოში სწორედ რეპროდუქციული სერვისის მისაღებად შემოდის პაციენტთა დიდი ნაწილი, თავის მხრივ ეს ზოგადად ქვეყნის პოპულარიზაციასაც და ტურიზმის განვითარებასაც უწყობს ხელს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი ჩამოსვლა ჩვენი ფონდისთვისაც. უცხოელი პაციენტები ხომ ადგილობრივების დონორები, დამფინანსებლები ხდებიან.

ხედავთ თუ არა რეპროდუქციულ მედიცინაში კვალიფიციური კადრების ნაკლებობას? რა სჭირდება ჩვენს სამედიცინო პერსონალს?

დღეს ქართული რეპროდუქტოლოგია ნებისმიერ ევროპულ თუ ამერიკულ კლინიკას უწევს კონკურენციას სწორედ პროფესიონალი კადრების ხარჯზე, თუმცა კვალიფიციური კადრების სიმცირე მოთხოვნასთან მიმართებით ნამდვილად გვაქვს. აღსანიშნავია, რომ ეს არის საკმაოდ ძვირად ღირებული სერვისი და კვალიფიკაციის ამაღლებაც არაა იაფი. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ჩვენს თანამშრომლებს ჩავუტაროთ ტრენინგები, გავუშვათ კონფერენციებზე, ასევე ჩამოვიყვანოთ უცხოელები, რომლებიც ცოდნასა და გამოცდილებას გაგვიზიარებენ. გარდა ამისა, ახალგაზრდა კადრებს, ვისაც აინტერესებს რეპროდუქტოლოგია, მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს. კლინიკაში ახლაც გვყავს სტუდენტები, რომლებიც პრაქტიკას გადიან, როგორც ექიმის ასისტენტები. როდესაც გავფართოვდებით, ვაპირებთ, რომ გავხსნათ ტრენინგცენტრიც. ეს იქნება არა მარტო ადგილობრივი სტუდენტებისთვის, არამედ უცხოელებისთვისაც, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან ჩამოვლენ და ჩვენთან გაივლიან შესაბამის პროგრამებს. ჩვენ გვაქვს რესურსი იმისა, რომ კარგი კადრი მოვამზადოთ, ამიტომაც ამ რესურსის მაქსიმალურად გამოყენებას ვაპირებთ.

Previous Post

ახალი ლიბერთის პროექტი „შეხვედრები ახლებურად“ –  ახალგაზრდა  და უფროსი თაობების ურთიერთობისთვის

Next Post

როგორი გეგმა წარუდგინა გაერომ ილონ მასკს

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
როგორი გეგმა წარუდგინა გაერომ ილონ მასკს

როგორი გეგმა წარუდგინა გაერომ ილონ მასკს

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BDM Bet Casino: Rychlé napětí pro nadšence rychlé hry

June 14, 2026

Casinova: Quick‑Hit Slots per Vincite Rapide

June 14, 2026

Raz ed Casino: Quick Spin Wonderland for Crypto Enthusiasts

June 14, 2026

NV Casino – Quick‑Hit Slots and Rapid Play for the Modern Gamer

June 14, 2026

Recent News

BDM Bet Casino: Rychlé napětí pro nadšence rychlé hry

June 14, 2026

Casinova: Quick‑Hit Slots per Vincite Rapide

June 14, 2026

Raz ed Casino: Quick Spin Wonderland for Crypto Enthusiasts

June 14, 2026

NV Casino – Quick‑Hit Slots and Rapid Play for the Modern Gamer

June 14, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result