Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

Georgia Global Utilities-მა $300 მილიონის მოცულობის მწვანე ობლიგაციები გამოუშვა

by იზა გვარამაძე
July 26, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
Georgia Global Utilities-მა $300 მილიონის მოცულობის მწვანე ობლიგაციები გამოუშვა
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოში არსებული წყალმომარაგებისა და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ-კომპანია GGU-მ 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის „მწვანე ობლიგაციები“ ირლანდიის საფონდო ბირჟაზე EURONEXT Dublin-ზე განათავსა.

GGU პირველი კომპანიაა, რომელმაც საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე 2024 წლის მაისსა და ივნისში შენელებული აქტივობის შემდეგ, კვლავ გახსნა ქართული კომპანიებისთვის საერთაშორისო კაპიტალის ბაზრები. ხუთწლიანი მწვანე ობლიგაციების სარგებელი 8.875%-ით განისაზღვრა, გამოშვებისა და განთავსების ფასი კი ნომინალური ღირებულების 100%-ით. უცხოელი და ქართველი ინვესტორების დაინტერესებამ დაახლოებით 60%-ით გადააჭარბა ემისიის მოცულობას.

აღნიშნული ტრანზაქციის განთავსების წამყვანი მენეჯერი J.P. Morgan-ია. თანამმართველი საინვესტიციო ბანკები თიბისი კაპიტალი და გალტ & თაგარტი არიან. გარიგებაში J.P. Morgan-ისა და GGU-ს იურიდიულ მრჩევლებს Latham & Watkins, Baker & McKenzie LLP-ი, BLC Law Office და Dentons წარმოადგენდნენ, ხოლო აუდიტორს – EY.

ობლიგაციის თანხა სრულად გადანაწილდება კომპანიის სტრატეგიულ მწვანე პროექტებზე, მიღებული სახსრები კი ახალი მწვანე კაპიტალური ინვესტიციების დაფინანსებასა და არსებული ვალდებულებების გადაფარვას მოხმარდება. GGU-ს მწვანე დაფინანსების ჩარჩო დებულება დაამტკიცა ESG კვლევისა და ანალიტიკის წამყვანმა კომპანიამ DNV-მ.

“მოხარული ვარ, გაცნობოთ რიგით მეორე საჯარო მწვანე ობლიგაციების წარმატებული ემისიის შესახებ. GGU პირველი კერძო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც 2020 წელს მწვანე ობლიგაციები გამოუშვა. ჩვენ ვაგრძელებთ ამ გზას და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობებისადმი ჩვენი ერთგულებით, ვინარჩუნებთ წამყვანი კომპანიის სტატუსს. ობლიგაციებიდან მიღებული სახსრები მოხმარდება GGU-ს არსებული საკრედიტო პორტფელის რეფინანსირებას, ასევე, წყალმომარაგების სექტორში კაპიტალური ინვესტიციების დაფინანსებას. აღნიშნული ტრანზაქცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კომპანიის ფინანსურ პროფილსა და ლიკვიდურობას, რაც დაგვეხმარება ჯანსაღი და მდგრადი ბიზნესის განვითარებაში.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, მხარდაჭერისთვის – საერთაშორისო ფინანსურ კორპორაციას (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD), აზიის განვითარების ბანკს (ADB) და გერმანიის განვითარების საფინანსო ინსტიტუტს (DEG) “ – განაცხადა GGU-ს გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოს გონსალესმა.

„ტრანზაქციის ზომა, ფასი და ინვესტორთა ბაზა GGU-ს ძლიერი ფინანსური მდგომარეობისა და ზრდის დიდი პოტენციალის დასტურია. კომპანიის ფასიანმა ქაღალდებმა დიდი დაინტერესება მოიპოვა საცალო ინვესტორებისგან და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისგან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. მოხარული ვარ, რომ გალტ & თაგარტი აქტიურად იყო ჩართული ასეთი აღსანიშნავი გარიგების წარმატებით განხორციელებაში. “- აღნიშნავს გალტ & თაგარტის დირექტორის მოადგილე, ქეთევან თოიძე ობლიგაციების გამოშვების შეფასებისას.

„ვულოცავთ GGU-ს მწვანე ობლიგაციების წარმატებით გამოშვებას და განთავსებას, რომელმაც საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია. მოხარული ვართ, რომ კომპანიის როგორც მეორე, ასევე პირველი მწვანე ევროობლიგაციების გამოშვების თანამმართველი საინვესტიციო ბანკი სწორედ თიბისი კაპიტალი იყო. საერთაშორისო ბაზარზე მეორე მწვანე ობლიგაციების განთავსება, ხაზს უსვამს GGU-ს გრძელვადიან ინტერესს მდგრადი განვითარების მიმართ. ობლიგაციების გამოშვების შედეგად მიღებული ფინანსური რესურსი, არა მხოლოდ გააუმჯობესებს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას, არამედ ხელს შეუწყობს ბაზარზე კიდევ უფრო მეტი მწვანე ინიციატივისა და პროექტის განხორციელებას” – მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.

სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შეფასებით GGU-ს რეიტინგია BB- (Outlook სტაბილური), ხოლო S&P Global-ის მიხედვით BB- (Creditwatch პოზიტიური).

Georgia Global Utilities (GGU) თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების სისტემებისა (GWP) და ენერგეტიკული ობიექტების მმართველი კომპანიაა. GGU ასევე ფლობს რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურს 149 MWh ჯამური დადგმული სიმძლავრით, მათ შორის, ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურს, რომელიც საქართველოში სიდიდით მეორეა წყალსაცავიან ჰიდროელექტროსადგურებს შორის. 2022 წლიდან კომპანიის 80%-იანი წილის მფლობელია ევროპის წყალმომარაგების ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი წარმომადგენელი ესპანური კომპანია FCC Aqualia, ხოლო 20%-ს საინვესტიციო ჰოლდინგი “საქართველოს კაპიტალი” ფლობს. S

Previous Post

Apple-ი ჩინეთში სმარტფონების ტოპ-5 გამყიდველს შორის ვერ მოხვდა

Next Post

ყველაზე ძლიერი პასპორტები | და რატომ არის რთული მათი აღება?

იზა გვარამაძე

Next Post
ყველაზე ძლიერი პასპორტები | და რატომ არის რთული მათი აღება?

ყველაზე ძლიერი პასპორტები | და რატომ არის რთული მათი აღება?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result