Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გაუმართლებელი ინვესტიცია

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ინვესტიციები
0
გაუმართლებელი ინვესტიცია
0
SHARES
0
VIEWS

ამანდა მაგნუსს, სანამ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კოლეჯში სწავლას დაიწყებდა, კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ სწავლის წლიური საფასურის – $31 360-ის გადასახდელად დიდი ძალისხმევა დასჭირდებოდა. „ძალიან გავრისკე, როდესაც ძვირად ღირებულ სასწავლებელში გადავწყვიტე განათლების მიღება, – ამბობს იგი, – არ მინდოდა იმ სასწავლო დაწესებულებებისათვის მიმემართა, რომლებიც დაფინანსებას გთავაზობენ, რადგან ვფიქრობდი, რომ სახელგანთქმული უნივერსიტეტი მეტად დამეხმარებოდა სამსახურის შოვნაში”.

2009 წლის მაისში მან ჟურნალისტიკასა და კინემატოგრაფიაში ბაკალავრის ხარისხი მიიღო, მაგრამ ამ წარმატებას სამსახურებრივი შეთავაზებები არ მოჰყოლია. მის პროფესიასთან ყველაზე ახლოს მდგომი სამუშაო, რომლის გამოძებნაც შეძლო, არის Sirius Satellite Radio-ში დროებითი თანამშრომლის ადგილი, კვირაში ხუთსაათიანი სამუშაო გრაფიკით და სტაჟირება საზოგადოებრივ რადიომაუწყებელში, სადაც მისი დღიური ანაზღაურება $10-ს შეადგენს.

მაგნუსი აღიარებს, რომ დიდი შეცდომა დაუშვა. მას ჯერ კიდევ მძიმე ტვირთად აწევს $50 000-იანი სტუდენტური ვალი იმ ინსტიტუტში სწავლისათვის, რომელიც, მისი განცხადებით, რეზიუმეში ჩასაწერი მოდური დასახელება უფროა, ვიდრე რეალური განათლების მომცემი დაწესებულება. ვალის დასაფარავად ყოველთვიურად $350-ის გადახდის აუცილებლობამ იგი აიძულა საათობრივი დატვირთვით ემუშავა სანაპირო მაშველად, მიმტანად და სასურსათო მაღაზიის კლერკად. „კოლეჯში სწავლის დროსაც ღარიბი ვიყავი, მაგრამ მაშინ მეგონა, რომ ეს დროებითი იყო, – ამბობს იგი, – მჯეროდა, რომ ყველაფერი ისე დასრულდებოდა, როგორც გავთვალე. ახლა კი, უბრალოდ, გამოსავალს ვერ ვხედავ. ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდი”.

ერთი მხრივ რეცესიამ და მეორე მხრივ საგანმანათლებლო ინდუსტრიამ, რომელიც ფასთა კონკურენციას ყურადღებას სრულიად არ აქცევს, სტუდენტებს რადიკალური მოსაზრება ჩამოუყალიბა: იქნებ თაღლითობის მსხვერპლნი ვხდებით?
ძალიან ბევრი კურსდამთავრებული, რომელთაც მძიმე ვალი აწევთ, სამსახურებრივ პერსპექტივებს ვერ იუმჯობესებს.
პოლიტიკოსები სახარებასავით იმეორებენ მოსაზრებას, რომ კოლეჯში მიღებული განათლება მატერიალური კეთილდღეობის გარანტიაა. ფედერალური ხელისუფლება გულუხვად არიგებს გრანტებსა და საგადასახადო სუბსიდიებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის; პრეზიდენტმა ობამამ მიზნად დაისახა 2020 წლისათვის იმ ამერიკელთა ხვედრითი წილი, რომელთაც 2- ან 4-წლიანი კოლეჯის განათლება აქვთ, ამჟამინდელი 40%-იდან – 60%-მდე გაზარდოს. თუმცა შრომის ბაზარის დღევანდელი მდგომარეობა ცხადყოფს, რომ ეს ფუჭი ინვესტიციაა.

პროფესიული სწავლება – მაგალითად, სამედიცინო ან იურიდიული – შესაძლოა, ამართლებდეს გაწეულ ხარჯებსა და შრომას, მაგრამ რამდენად ძალუძს ზოგადსაგანმანათლებლო დისციპლინებში აღებულ ხარისხს ადამიანი უფრო პროდუქტიული გახადოს? – პასუხი ამ კითხვაზე ბუნდოვანია. ფართოდ რეკლამირებული განსხვავება ხარისხის მფლობელთა და მის გარეშე დარჩენილთა შემოსავლებს შორის (მთელი ცხოვრების მანძილზე დაახლოებით $500 000) რეალურად არაფერს ამტკიცებს. ამ განსხვავების ახსნა შესაძლებელია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა ინტელექტი და შეუპოვრობა – თვისებები, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლამდე გაცილებით ადრე, ბავშვობაში ყალიბდება. მაგალითად, ბილ გეიტსს არასრული განათლება აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ჰუმანიტარულ განათლებაში ჩადებული ინვესტიციის ამოღება სათუოა, კოლეჯები, სწავლების გადასახადის თვალსაზრისით, მეტად პრეტენზიული არიან. College Board-ის მონაცემების თანახმად, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში სწავლის ღირებულება, ინფლაციის დონის გათვალისწინებით, წლიურად საშუალოდ 4,9%-ით იზრდებოდა. ამჟამად ქვეყანა წელიწადში პროფესიულ და უმაღლეს განათლებაზე დაახლოებით $453 მილიარდს ხარჯავს, საიდანაც $85 მილიარდი – სესხია, რომელიც მძიმე ტვირთად აწვება სტუდენტებსა და მათ მშობლებს.

რა სარგებელს იღებს ქვეყანა ადამიანურ კაპიტალში განხორციელებული ამ ინვესტიციებით? ზოგჯერ არაფერს ხელჩასაჭიდს. აშშ-ის განათლების დეპარტამენტის თანახმად, ხუთი სტუდენტიდან საშუალოდ ორი ვერ იღებს ბაკალავრის ხარისხს ექვსი წლის განმავლობაში. ისინი, ვინც სწავლას ასრულებენ, როგორც ყველა სხვა, სუსტი შრომითი ბაზრის პირისპირ აღმოჩნდებიან ხოლმე. ამჟამად, მხოლოდ აშშ-ში, დაახლოებით 2,3 მილიონი ბაკალავრი ეძებს სამუშაოს. 2010 წლის კურსდამთავრებულთათვის საშუალო საწყისი ხელფასი $48 700 იყო, რაც, კოლეჯებისა და დამსაქმებლების ნაციონალური ასოციაციის მონაცემთა თანახმად, 1,3%-ით არის შემცირებული.

პრობლემა: ახლად შექმნილი სამუშაო ადგილების უმეტესობას, უბრალოდ, არ სჭირდება კოლეჯის კურსდამთავრებულები. იმ 30 პროფესიიდან, რომელთა ზრდაც, სავარაუდოდ, ყველაზე სწრაფი იქნება 2008 წლიდან 2018 წლამდე, მხოლოდ რვა მოითხოვს ბაკალავრის ან უფრო მაღალ ხარისხს. ყველაზე სწრაფად განვითარებადი პროფესია – დიპლომირებული მედდა – მხოლოდ სამედიცინო ასოციაციის ხარისხს მოითხოვს. ხოლო ყველაზე მოთხოვნადი ათი პროფესია (მათ შორის: დამხმარე სამედიცინო პერსონალი სახლში მომსახურებით, კლიენტთა მომსახურების წარმომადგენლები, საცალო გაყიდვების სპეციალისტები და ოფისის კლერკები) მხოლოდ და მხოლოდ მოკლევადიან ტრენინგებს საჭიროებს.

მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული ამ დისბალანსის შედეგი ადვილად მისახვედრია: ისტორიის მაგისტრის ხარისხის მფლობელი გაზონის მკრეჭელები, მათემატიკის მაგისტრის ხარისხის მფლობელი ბუხრის მწმენდავები… რატომ უნდა აფინანსებდეს საზოგადოება ადამიანების ხუთ ან ექვსწლიან სწავლას, თუ ისინი კოლეჯის დამთავრების შემდეგ მუშაობენ პროფესიებით, რომლებიც მხოლოდ საშუალო სასკოლო განათლებასა და ადგილზე გადამზადებას მოითხოვს?

დიპლომის ინფლაცია სრული ძალით მოქმედებს. როდესაც აპლიკანტთა 90%-ს დიპლომი აქვს, უდიპლომო 10% იჩაგრება – იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მათი კვალიფიკაცია სამუშაოს შეესაბამება. ამბობენ, რომ კოლეჯში მიღებული განათლება დამსაქმებელს ერთგვარ სიგნალს აძლევს, ვინ არის საუკეთესო. ეს საკმაოდ ძვირად ღირებული სიგნალია. მეტიც, შრომისმოყვარეობა თითქოს აუცილებელი აღარც არის: შრომის სტატისტიკის ბიუროს ყოველწლიური გამოკითხვით, რომელიც ამერიკელთა მიერ დროის გამოყენებას შეისწავლის, ირკვევა, რომ კოლეჯის სტუდენტი სწავლას კვირაში 30 საათზე ნაკლებს უთმობს. დღეს კოლეჯთა უმეტესობა ერთმანეთთან კონკურირებს არა აკადემიური მოთხოვნების გამკაცრებით, არამედ გოლფის მოედნებით, ალპინისტთა კედლებითა და კომფორტული საერთო საცხოვრებლებით.

ეს გაუაზრებელი ინვესტირება დიპლომებში ძალიან ემსგავსება იმ თავგადასავალს, რომელიც ჩვენს ეკონომიკას უძრავი ქონების ბაზარზე გადახდა და შედეგად სესხებით გაბერილი აქტივების ბუშტი მივიღეთ. შესაძლოა საპნის ბუშტის გასკდომით გამოწვეულ სავალალო მდგომარეობაში კიდევ ერთხელ აღმოვჩნდეთ.

რიჩარდ ვედერი ოჰაიოს უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი და კოლეჯის ხელმისაწვდომობისა და პროდუქტიულობის ცენტრის დირექტორია.

 

Previous Post

დროებით მიუწვდომელია

Next Post

მასწავლებელი არ არის პასუხი

მაგდა დოლიძე

Next Post
მომდევნო ტალღა

მომდევნო ტალღა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Recent News

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result