Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

by გიორგი არონია
May 2, 2022
in FORBES TECH, ბიზნესი, ბიზნესი, ინდუსტრია, ინტერნეტი, მეცნიერება, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები
0
SHARES
0
VIEWS

გასული კვირა დატვირთული აღმოჩნდა ინტერნეტის განვითარების შემდგომ ეტაპთან, Web 3.0-თან დაკავშირებული ტექნოლოგიური სიახლეებით: Coachella-მ NFT-ების გაყიდვა დაიწყო, Pinterest-მა AR-ტექნოლოგია კიდევ ერთ სერვისს დაუკავშირა, ხოლო ჩინეთის ხელისუფლებამ ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოცდა დაიწყო. ამასთანავე, ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში კიდევ ერთი მსხვილი გარიგება შედგა – Sony-მ $3.6 მილიარდად ამერიკული სტუდია Bungie შეიძინა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს ამ ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

რობოტი ძაღლები აშშ-ის სასაზღვრო პოლიციის წვრთნებში მონაწილეობენ

როგორც ჩანს, ოთხფეხა რობოტი ძაღლების, რომელთა ვიდეოებმა ინტერნეტი არაერთხელ მოიცვეს, საინტერესო გამოყენების არეალი გამოჩნდა: ისინი ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე, ამერიკის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გამართულ წვრთნებში მონაწილეობენ. მიუხედავად იმისა, რომ ცდებმა წარმატებით ჩაიარა, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის ვიხილავთ ამ რობოტებს ამერიკის თავდაცვის ძალებში.

„სამხრეთი საზღვარი ადამიანისა და ცხოველებისთვის არასტუმართმოყვარე ადგილია და ამიტომაც გვსურს, რომ დანადგარები იქ წარმატებული აღმოჩნდეს“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის კვლევითი განყოფილების თანამშრომელმა, ბრენდა ლონგმა. „ჩვენი განყოფილება ავტომატიზებული მიწისზედა სათვალთვალო სატრანსპორტო საშუალებებზე მუშაობს – მათ AGSV-ებს ვუწოდებთ და რეალურად… ისინი რობოტი ძაღლები არიან“.

ფოტო: Ghost Robotics

ზემოაღნიშნულ რობოტ ძაღლებზე ამერიკული კომპანია Ghost Robotics-ი მუშაობს – მათი ყველაზე პოპულარული მოდელი, Ghost Vision 60, სიმაღლეში 76 სანტიმეტრისაა, 32 კილოგრამს იწონის და ბატარეის ერთი დამუხტვით 12 კილომეტრს გადის. მიუხედავად იმისა, რომ ამ რობოტის მართვა დისტანციურადაც შეიძლება, ის, უმეტესწილად, ავტონომიურია. ამასთანავე რობოტი ძაღლები თერმული და ღამის ხედვის კამერებითა და დამატებითი მოწყობილობებით, მათ შორის იარაღებით არის აღჭურვილი.

ფოტო: Ghost Robotics

როგორც აშშ-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ბლოგიდან ირკვევა, რობოტ ძაღლებს განსაკუთრებული როლისთვის ამზადებენ: მათ საზღვრისპირა ადგილებში, წინასწარ დაგეგმილ მარშრუტზე პატრულირებისთვის გამოიყენებენ – რობოტი ძაღლები შეამოწმებენ მანქანებსა და სახლებს და იმ შემთხვევისთვისაც იქნებიან მზად, თუკი აგრესიულ და საზოგადოებისთვის საშიშ ადამიანს გადაეყრებიან.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტისთვის, რობოტი ძაღლები იმ კატეგორიის მოწყობილობებს მიეკუთვნებიან, რომელთაც საჰაერო დრონები – ისინი ადამიანებს საკუთარი მოვალეობის შესრულებას უმარტივებენ. „არ გაგიკვირდეთ, თუ მომავალში რობოტ ფიდოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის  გვერდით დაინახავთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

AR-ის დახმარებით Pinterest-ზე განთავსებული ავეჯის ნახვას წინასწარ შეძლებთ

გასულ კვირას Pinterest-მა საკუთარ მომხმარებელს საინტერესო ახალი ფუნქციონალი შესთავაზა: ამიერიდან პლატფორმაზე განთავსებული ავეჯის დათვალიერებისას, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, არჩეული ავეჯი საკუთარ ოთახში გაფართოებული რეალობის გამოყენებით გადმოიტანონ და შეხედონ, თუ როგორ მოერგება ესა თუ ის ავეჯი მათ სახლს.

https://newsroom.pinterest.com/sites/pinnews/files/mp4/2022-01/Try%20On%20for%20HomeDecor%20GIF_2.mp4

მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნოლოგია ახალი სულაც არ არის – კოსმეტიკური პროდუქტების შეძენისას მას Pinterest-ის მომხმარებლები უკვე დიდი ხანია, რაც იყენებენ – მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ნაბიჯით Pinterest-ი კიდევ უფრო ღრმად შედის ელექტრონული კომერციის ბიზნესში, რაც, თავისთავად, უაღრესად საინტერესო მოვლენაა.

ფოტო: Pinterest

როგორც Pinterest-ის განცხადებიდან ირკვევა, AR-ტექნოლოგიით 80 ათასზე მეტი ერთეული ავეჯის გადმოტანაა შესაძლებელი – მოგვიანებით, თუკი ესა თუ ის ავეჯი მოგეწონებათ, მის ყიდვასაც უმალვე შეძლებთ.

Coachella-ს უვადო ბილეთები NFT-ებად გაიყიდება

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ ამერიკული მუსიკალური ფესტივალის, Coachella-ს ისტორიაში პირველად, მუსიკის მოყვარულები ფესტივალის უვადო ბილეთის შეძენას შეძლებენ – ამისთვის მათ Coachella-ს მიერ გამოშვებული NFT უნდა შეიძინონ, რომელიც ამისთვის სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე უკვე იყიდება.

როგორც ირკვევა, ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა 10 NFT-საგან შემდგარი კოლექცია გამოუშვა, სახელწოდებით Coachella Keys Collection – აუქციონი უკვე დაწყებულია. თითოეული გასაღების მფლობელი, ფაქტობრივად, ფესტივალის VIP-სტუმარი ხდება, ოღონდ სამუდამოდ: გარდა იმისა, რომ NFT-ი მის მფლობელს საშუალებას აძლევს, Coachella-ს აბსოლუტურად ყველა ფიზიკურ და ვირტუალურ კონცერტს დაესწროს, მასში დამატებითი უამრავი მომსახურება შედის, როგორიცაა, მაგალითად, პოპკულტურის ვარსკვლავებთან ერთად ცნობილი შეფ-მზარეულების მიერ მომზადებულ ვახშამზე დასწრება და ფულადი ვაუჩერები.

ფოტო: Coachella

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ Coachella-ს მფლობელი კომპანიისგან, AEG-სგან ამგვარი გადაწყვეტილება მოულოდნელი სულაც არ არის, რადგან ისინი უკვე დიდი ხანია, რაც კრიპტოსამყაროს აქტიური წევრები არიან – ცნობისთვის, სწორედ AEG-ს ეკუთვნის ლოს-ანჯელესში მდებარე ისტორიული სპორტული ცენტრი, Staples Center-ი, რომელსაც ცოტა ხნის წინ Crypto.com Arena დაერქვა.

ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ NFT-ების გადაყიდვის შემთხვევაში, მისი შემქმნელები გარვკეულ საკომისიოს იღებენ, რაც Coachella-სთვის შემოსავლის დამატებით წყაროდ იქცევა. აღსანიშნავია, რომ ათი უვადო ბილეთის გარდა, Coachella-ს ორგანიზატორები დამატებით ათი ათასი სურათისაგან შემდგარ კოლექციას ყიდიან – თითოეული ასეთი NFT-ი $60 ღირს.

Nintendo Switch-მა გაყიდვებით Wii-ს გადაასწრო

გასულ კვირას Nintendo-მ 2021 წლის ბოლო კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, რომელთა თანახმად ირკვევა, რომ მიკროჩიპების გლობალური დეფიციტის მიუხედავად, გასული წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე კომპანიამ 10.67 მილიონი ერთეული Nintendo Switch-ი გაყიდა – საბოლოო ჯამში, ბოლო კვარტალის შედეგად, 103.54 მილიონი გაყიდული ერთეულით, Nintendo Switch-მა Nintendo Wii-ს გადაასწრო, რომლის სრულმა გაყიდვებმა 101.63 მილიონი ერთეული შეადგინა.

ფოტო: Vjeran Pavic / The Verge

როგორც ჩანს, მიწოდების ჯაჭვის პრობლემები Nintendo-ს ნაკლებად შეეხო, ვიდრე მის კონკურენტებს – კომპანიის გაყიდვებმა მხოლოდ 8%-ით იკლო, მაშინ როცა Sony-მ მხოლოდ 3.9 მილიონი PlayStation 5-ის გაყიდვა მოახერხა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ფისკალური წლის დასასრულამდე Nintendo-მ შესასრულებელი შეკვეთების პროგნოზი ერთი მილიონით, 23 მილიონ ერთეულამდე შეამცირა. ამ საპროგნოზო ნიშნულის შესასრულებლად, ამ კვარტალში, Nintendo-მ ოთხ მილიონ ერთეულზე ოდნავ მეტი კონსოლი უნდა გაყიდოს.

თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს Nintendo-ს ვიდეოთამაშების ბიზნესი, რომელმაც გასულ კვარტალში განსაკუთრებით კარგი შედეგი დადო: Pokémon-ის ფრენჩაიზის თამაშების, Brilliant Diamond-სა და Shining Party Superstars-ის გაყიდვებმა, ჯამში, 13.97 მილიონი ერთეული შეადგინა, Mario Party Superstars-ის – 5.43 მილიონი ერთეული, The Legend of Zelda: Skyward Sword HD-ის 3.85 მილიონი ერთეული, ხოლო Metroid Dread-ის – 2.47 მილიონი ერთეული. ისტორიულად ნიშური როლის მქონე თამაშებისთვის  ამგვარი შედეგები ფრიად გასაოცარია.

Sony ვიდეოთამაშების დეველოპერს, Bungie-ს $3.6 მილიარდად ყიდულობს

იაპონური ტექნოლოგიური გიგანტი და ვიდეოთამაშების გლობალური ბაზრის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, Sony ვიდეოთამაშების ამერიკულ დეველოპერს, Bungie-ს $3.6 მილიარდად ყიდულობს – ამგვარად, Bungie იაპონური გიგანტის მფლობელობაში არსებულ სხვა დეველოპერებს, Insomniac Games-ს, Naughty Dog-ს, Guerrilla Games-ს, Sucker Punch Production-სა და სხვებს შეუერთდება.

ფოტო: Sony

Bungie-სთვის ეს გარიგება კომპანიის ისტორიაში ახალი ერის დაწყებასთან ასოცირდება – საქმე ისაა,  რომ კომპანია სრულად შეინარჩუნებს შემოქმედებითი კონტროლის ბერკეტებს საკუთარ მფლობელობაში არსებულ ფრენჩაიზებზე და ვიდეოთამაშების წარმოებას რამდენიმე პლატფორმისთვის გააგრძელებს და არამხოლოდ Sony-სთვის. „თამაშების შექმნას და მათ გავრცელებას დამოუკიდებლად გავაგრძელებთ, რითაც ჩვენს საერთო კომუნას კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ჩვენი თამაშები იქნება იქ, სადაც ჩვენს კომუნას სურს, რომ ითამაშოს“, – ვკითხულობთ Bungie-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელის, პიტ პარსონსის ბლოგში.

აღსანიშნავია, რომ Bungie-ს ფრიად საინტერესო ისტორია აქვს: 2000-2007 წლებში კომპანია Microsoft-ის საკუთრებაში იყო, მაგრამ მოგვიანებით კერძო კომპანიად გადაკეთდა, რომელიც 2010-2019 წლებში, Destiny-ს ფრენჩაიზთან დაკავშირებით, კომპანია Activision Blizzard-თან თანამშრომლობდა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ გარიგებით, ვიდეოთამაშების გლობალური ინდუსტრია ბაზრის კონსოლიდაციის ფაზაში შედის – Sony, Microsoft-ი და Tencent-ი შედარებით მცირე მასშტაბის დეველოპერებს ყიდულობენ, რათა საკუთარი საბაზრო წილი გააღრმაონ და მომხმარებლებს ექსკლუზიური, მხოლოდ მათ პლატფორმებზე ხელმისაწვდომი გამოცდილება შესთავაზონ.

საინტერესოა, რომ Sony Interactive Entertainment-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ჯიმ რაიანის თქმით, Sony-ს მიერ Bungie-ს შეძენა მხოლოდ დასაწყისია, რადგან ახლო მომავალში იაპონური გიგანტი კიდევ არაერთი შედარებით მცირე დეველოპერის შეძენას გეგმავს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამგვარ ტენდენციას სხვა გიგანტებიც მიჰყვებიან.

Microsoft-ის მიერ Activision Blizzard-ის შეძენას აშშ-ის ანტიმონოპოლიური ორგანო შეისწავლის

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ Microsoft-ის მიერ Activision Blizzard-ის შეძენას ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი ანტიმონოპოლიური ორგანო, ფედერალური სავაჭრო კომისია (FTC) შეისწავლის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი შემოწმება Microsoft-ისთვის იოლი არ იქნება, რადგან გასული წლიდან, მას მერე, რაც ფედერალურ სავაჭრო კომისიას სათავეში ლინა ხანი ჩაუდგა, ორგანომ უფრო აგრესიული პოლიტიკის გატარების გადაწყვეტილება მიიღო. გასული წლის დეკემბერში, მაგალითად, კონკურენციის შესუსტების მოტივით, ანტიმონოპოლიურმა ორგანომ NVIDIA-ს ARM-თან მიღწეული შეთანხმება დაბლოკა.

საქმე ისაა, რომ Activision Blizzard-ი ვიდეოთამაშების ფრენჩაიზებს, მათ შორის Call of Duty-ს, World of Warcraft-სა და Candy Crush-ს ფლობს და Microsoft-ის მიერ ამ ვიდეოთამაშების ექსკლუზიურად Microsoft-ის პლატფორმებზე არსებობამ შესაძლოა კონკურენტებს სერიოზული დარტყმა მიაყენოს, რაც მკვეთრად აისახება ბაზრის მდგომარეობაზე.

ცნობისთვის, Microsoft-სა და Activision Blizzard-ს შორის დადებული ეს გარიგება Microsoft-ის ისტორიაში უმსხვილესია და თან, გამომდინარე იქიდან, რომ ის სრულად ნაღდი ფულით შესრულდება – ის ამ კატეგორიაში ისტორიაში უმსხვილესი გახდება.

DeepMind-ის ახალი ნეირონული ქსელი საშუალო დონის დეველოპერს არაფრით ჩამოუვარდება

Alphabet-ის შვილობილმა კომპანიამ, DeepMind-მა ხელოვნური ინტელექტის სისტემა AlphaCode-ი შექმნა, რომელსაც კომპიუტერული პროგრამების დაწერა შეუძლია – სისტემის ეს უნარი იმდენად განვითარებულია, რომ ის არაფრით ჩამოუვარდება საშუალო დონის დეველოპერს. ნეირონული ქსელის დონის შესამოწმებლად DeepMind-მა მას კოდირების ის საკონკურსო დავალებები გააკეთებინა, რომელთაც ადამიანები ასრულებენ სხვადასხვა ჰაკათონზე – შედეგად, AlphaCode-ი დეველოპერების საუკეთესო 54%-ს შორის მოხვდა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ AlphaCode-ის მიერ მიღწეული შედეგი არ გულისხმობს იმას, რომ მას ყველა იმ პრობლემასთან შეუძლია გამკლავება, რომლებსაც საშუალოსტატისტიკური დეველოპერი აწყდება – თუმცა, მიუხედავად ამისა, ნეირონული ქსელის მიერ მიღწეული ეს შედეგი აღნიშვნის ღირსი ნამდვილად არის.

„AlphaCode-ის პოტენციალს გრძელვადიან პერსპექტივაში ვაკვირდებით – გვგონია, რომ ის პროგრამისტებსა და არაპროგრამისტებს კოდის დაწერაში დაეხმარება, რითაც პროდუქტიულობას გაზრდის და პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის ახლებურ გზებს დაუდებს სათავეს“, – განაცხადა DeepMind-ის უფროსმა მეცნიერმა, ორიო ვინიალისმა The Verge-თან საუბრისას.

AlphaCode-ის დონის გასარკვევად, მას Codeforces-ის ვებგვერდზე განთავსებული ის ათი დავალება შეასრულებინეს, რომლებიც, საერთო ჯამში, ხუთი ათასმა ადამიანმა შეასრულა. შედეგად, AlphaCode-ი საუკეთესო 54.3%-ს შორის მოხვდა, ხოლო უშუალოდ ვებგვერდმა ის 1238 ქულით შეაფასა, რითაც AlphaCode-ი უკანასკნელ ექვს თვეში მიღებული შედეგებით, საუკეთესო 28%-ში მოხვდა.

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ AlphaCode-ის მიერ მიღწეულმა შედეგებმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა“, – განაცხადა Codeforces-ის დამფუძნებელმა, მაიკ მირზაიანოვმა. „სკეპტიკურად განვეწყვე, რადგან მარტივი საკონკურსო დავალებები მოითხოვს როგორც ალგორითმის გამოყენებას (და ეს ყველაზე რთული ნაწილია), ასევე მის შექმნას. AlphaCode-მა თავი ისე გამოიჩინა, როგორც დიდი პოტენციალის მქონე ახალმა კონკურენტმა“.

DeepMind-ის თქმით, იმ უნარების გამოყენება, რომლებიც AlphaCode-ს დღეს აქვს, მხოლოდ საკონკურსო პროგრამირების კონტექსტში შეიძლება, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია – მომავალში ამ სფეროში უამრავი სხვა ხელსაწყო გაჩნდება, რომლებიც პროგრამირებას სრულად ავტომატიზებულს გახდის.

ჩინეთის ხელისუფლება ბლოკჩეინ–ტექნოლოგიის გამოცდას იწყებს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებამ 15 ქალაქი და 164 კომპანია, უნივერსიტეტი, საავადმყოფო და ინდუსტრიული ჯგუფი შეარჩია, რომელთა დახმარებით ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოცდას დაიწყებს, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციის თქმით, ეს პროგრამა „მიმართულია იმისკენ, რომ ბლოკჩეინ-ტექნოლოგიამ შესძლოს, საკუთარი როლი ითამაშოს როგორც მონაცემთა მიმოცვლის კუთხით, ასევე ბიზნესპროცესების დახვეწაში, დანახარჯების შემცირებაში, სინერგიის გაუმჯობესებასა და სანდო სისტემების შექმნაში“.

როგორც ირკვევა, სხვა ქალაქებთან ერთად, კვლევები პეკინში, გუანჟოუსა და გიიანგში ჩატარდება, რა დროსაც ჩინეთის ხელისუფლება შეისწავლის ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოყენების შედეგებს როგორც წარმოების, ასევე ენერგეტიკის, სამართლის, ინტელექტუალური საკუთრების, ფინანსების, განათლებისა და ჯანდაცვის მიმართულებებით.

Previous Post

Top 5 Things to Watch in Markets in the Week Ahead

Next Post

Visa უკვე 65 კრიპტოპლატფორმის პარტნიორია

გიორგი არონია

"მიმოვიხილავ ეკონომიკურ საკითხებს, კერძოდ კი - საყოველთაო საბაზისო შემოსავალს. ვარ IE University-ს პოლიტიკის, სამართლისა და ეკონომიკის ბაკალავრი."

Next Post
Visa უკვე 65 კრიპტოპლატფორმის პარტნიორია

Visa უკვე 65 კრიპტოპლატფორმის პარტნიორია

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Recent News

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result