Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

by იზა გვარამაძე
February 11, 2023
in Forbes Science, მეცნიერება, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან
0
SHARES
0
VIEWS

გასული ერთი კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეები მოხდა. განსაკუთრებით საყურადღებოა მედიცინისა და კოსმოსის ათვისების მიმართულება. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეცნიერებმა შექმნეს ნახევრად ცოცხალი „კიბორგი უჯრედები“, რომელთაც კიბოს მკურნალობის პოტენციალი აქვთ. გარდა ამისა, მკვლევრებმა ადამიანის ნეირონების ვირთხის ტვინთან ინტეგრირება წარმატებით შეძლეს. სოკოვან ინფექციებთან საბრძოლველად შექმნილმა ვაქცინამ კი ტესტირება გაიარა.

რაც შეეხება კოსმოსის ათვისების მიმართულებით გასული კვირის განმავლობაში მომხდარ სიახლეებს: მათ შორის გამოსარჩევია ასტრონომების მიერ პოტენციურად სიცოცხლისთვის თავსებადი პირობების მქონე ეგზოპლანეტის აღმოჩენა, დედამიწიდან სულ რაღაც 31 სინათლის წლის მანძილზე. ასევე, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ სპირალური გალაქტიკისთვის გადაღებული ფოტო, რომელიც ობიექტს დეტალურად გვიჩვენებს.

წინამდებარე მიმოხილვაში მეცნიერების სფეროს ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გაეცნობით.

მეცნიერებმა შექმნეს ნახევრად ცოცხალი „კიბორგი უჯრედები“, რომელთაც კიბოს მკურნალობის პოტენციალი აქვთ

აშშ-ში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ნახევრად ცოცხალი „კიბორგი უჯრედები“ შექმნეს. როგორც რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, მათ ცოცხალ უჯრედებთან ბევრი რამ აქვთ საერთო, თუმცა გამრავლება არ შეუძლიათ.

სპეციალისტების განცხადებით, „კიბორგი უჯრედების“ გამოყენება სხვადასხვა მიმართულებითაა შესაძლებელი, თერაპიული წამლების წარმოებიდან დაწყებული გარემოს დაბინძურების პრობლემის აღმოფხვრით დამთავრებული. აღნიშნულთან დაკავშირებით ნაშრომი Advanced Science-ში გამოქვეყნდა.

სინთეზური ბიოლოგია მიზნად ისახავს უჯრედების გენურ ინჟინერიას, რის შემდეგაც მათ ახალი ფუნქციების შესრულება შეეძლებათ. კვლევის ავტორების თქმით, პროცესში არსებითად ორი მიდგომა გამოიყენება: ერთი არის ცოცხალი ბაქტერიული უჯრედის აღება და მისი დნმ-ის გადაკეთება, ახალი ფუნქციების მისანიჭებლად; მეორე არის ხელოვნური უჯრედის შექმნა ნულიდან, სინთეზური მემბრანითა და ბიომოლეკულებით.

ფოტო: UC Davis

პირველი მიდგომით შექმნილ უჯრედებს გააჩნიათ მოქნილობა, მაგრამ ასევე შეუძლიათ საკუთარი თავის რეპროდუცირება, რაც შესაძლოა სასურველი არ იყოს. რაც შეეხება სრულიად ხელოვნურ უჯრედს, მას არ შეუძლია რეპროდუცირება, თუმცა შეუძლია დავალებების მხოლოდ შეზღუდული სპექტრის შესრულება.

ამის შემდეგ, მეცნიერებმა მესამე მიდგომა შეიმუშავეს: მათ ცოცხალ ბაქტერიულ უჯრედებში ხელოვნური პოლიმერის ძირითადი ელემენტები შეიტანეს. უჯრედში შესვლის შემდეგ, პოლიმერი ულტრაიისფერი შუქის ზემოქმედებით ჯვარედინად დაუკავშირდა ჰიდროგელის მატრიცას. მსგავსი მიდგომით შექმნილ უჯრედებს შეუძლიათ შეინარჩუნონ ბიოლოგიური აქტივობა, გამრავლების უნარი კი – არა.

აღსანიშნავია, რომ კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ შექმნილმა „კიბორგმა უჯრედებმა“ ლაბორატორიაში გაზრდილ კიბოს უჯრედებში შეღწევა შეძლეს. მეცნიერები კვლევებს აგრძელებენ და ცდილობენ დაადგინონ, როგორ გამოიყენონ ახალი შესაძლებლობა კიბოსა და სხვა დაავადებების დიაგნოსტიკა-მკურნალობისთვის, ასევე გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

მკვლევრებმა ადამიანის ნეირონების ვირთხის ტვინთან დაკავშირება წარმატებით შეძლეს

პენსილვანიის უნივერსიტეტის ნეიროქირურგიის მიმართულების მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანის ნეირონების ვირთხების ტვინთან დაკავშირებაა შესაძლებელი. ამის შესახებ ნაშრომი ჟურნალში Cell Stem Cell-ში გამოქვეყნდა.

თუმცა, ადამიანის ორგანოიდების შესაძლებლობა ფუნქციურად ინტეგრირდნენ დაზიანებული ტვინის ვიზუალურ სისტემებთან, ჯერჯერობით უცნობია. ამჟამად მკვლევრები ცდილობენ გაარკვიონ, რამდენად წარმატებული იქნება აღნიშნული მეთოდის ნევროლოგიური დაავადებების სამკურნალოდ გამოყენება.

მეცნიერები ადამიანის ღეროვანი უჯრედებიდან მიღებულ ნეირონებს ლაბორატორიაში დაახლოებით 80 დღის განმავლობაში ამუშავებდნენ. ამის შემდეგ ისინი მღრღნელების ტვინში გადანერგეს, რომლებსაც მხედველობის ქერქში ჰქონდათ დაზიანებები. ცნობისთვის, მხედველობის ქერქი წარმოადგენს თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების ზონას კეფის წილში, რომელიც მხედველობითი ინფორმაციის გადამუშავებაზეა პასუხისმგებელი.

სპეციალისტების თქმით, გადანერგილი ორგანოიდები მღრღნელების ტვინში სისხლძარღვებად იქცნენ, აგზავნიდნენ ნერვულ პროექციებს და ქმნიდნენ სინაფსებს ვირთხების ნეირონებთან. დაკვირვების შედეგად მკვლევართა ჯგუფმა ვირთხების თვალის ბადურასა და გადანერგილ ორგანოიდებს შორის კავშირი აღმოაჩინეს.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ზემოხსენებული ნეირონები არა მხოლოდ ინტეგრირებულნი იყვნენ ვიზუალურ სისტემასთან, არამედ შეიძინეს მხედველობის ქერქის სპეციფიკური ფუნქციები. აღსანიშნავია, რომ ეს ინტეგრაცია სამ თვეში მოხდა.

მეცნიერების შემდგომი მიზანი ინტეგრაციის პროცესის უკეთ კონტროლი და დაჩქარებაა. გარდა ამისა, მათ სურთ გარკვევა, შესაძლებელია თუ არა ამ პროცესის ტვინის ქერქის სხვა უბნებში წარმატებით წარმართვა.

სოკოვან ინფექციებთან საბრძოლველად შექმნილმა ვაქცინამ ტესტირება გაიარა

აშშ-ში მდებარე ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტმა (UGA) სოკოვანი ინფექციებისგან დაცვის მიზნით ვაქცინა შექმნა. მას აქვს პოტენციალი, მსგავს ინფექციებთან საბრძოლველად კლინიკური გამოყენებისთვის დამტკიცებულ პირველ ვაქცინად იქცეს.

სოკოვანი ინფექციები ბოლო წლებში ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთ დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ამ მიზეზით ყოველწლიურად საშუალოდ 1.5 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება მსოფლიოში. გარდა ამისა, ეს ინფექციები მილიარდობით დოლარის ეკონომიკურ ხარჯს იწვევს. ამჟამად არ არსებობს ეფექტიანი ვაქცინა, რომელიც რისკ-ჯგუფებში შემავალ პაციენტებს სოკოვანი ინფექციებისგან დაიცავს.

ფოტო: Getty Images

ახლად შექმნილი ვაქცინა ყველაზე გავრცელებული, ფატალურ შემთხვევებზე პასუხისმგებელი, სამი სოკოვანი პათოგენის (Aspergillus, Candida, Pneumocystis) წინააღმდეგ საბრძოლველად არის გამიზნული. ვაქცინის ეფექტიანობა ცხოველებზე ოთხ პრეკლინიკურ კვლევაში შემოწმდა.

მეცნიერებმა პრეპარატი რამდენიმე მოდელის მიხედვით გამოცადეს, რომლებიც ადამიანთა მდგომარეობასთან იყო მიმსგავსებული. კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ UGA-ის ვაქცინას შეუძლია, ეფექტიანად წარმოქმნას დამცავი ანტისხეულები სოკოვანი ინფექციებით ინფიცირების რისკ-ჯგუფებში, მათ შორის ტრანსპლანტაციის მიმღებ, აივ-ინფიცირებულ და ონკოლოგიურ პაციენტებში. კვლევის შედეგები ჟურნალ PNAS Nexus-ში გამოქვეყნდა.

ასტრონომებმა პოტენციურად სიცოცხლისთვის თავსებადი პირობების მქონე ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მომუშავე ასტრონომების ჯგუფმა ეგზოპლანეტა Wolf 1069 b-ის არსებობა დაადასტურა. ის წითელი ჯუჯა ვარსკვლავის, Wolf 1069-ის გარშემო ბრუნავს და დედამიწიდან მხოლოდ 31 სინათლის წლის მანძილითაა დაშორებული.

ამ აღმოჩენას განსაკუთრებით საინტერესოს ხდის ის, რომ Wolf 1069 b, მეცნიერების ვარაუდით, კლდოვანი ციური სხეულია. ის საკუთარი ვარსკვლავის გარშემო სრულ ბრუნს 15 დღეზე ოდნავ მეტ დროს ანდომებს და სიცოცხლის არსებობისთვის ხელსაყრელ ზონაში მოძრაობს.

ფოტო: Kumaon Jagran

მეცნიერების განცხადებით, ეგზოპლანეტის მასპინძელი ვარსკვლავი ჩვენს მზეზე ბევრად პატარაა და Wolf 1069 b დედამიწასთან შედარებით მზის სხივების 35%-ით ნაკლებს იღებს. ეს მის სიცოცხლისთვის თავსებადობის პერსპექტივებს აუმჯობესებს, შედარებით სასურველი ზედაპირის ტემპერატურით, რომელიც მერყეობს მინუს 95.15 გრადუსი ცელსიუსიდან 12.85 გრადუს ცელსიუსამდე.

აღსანიშნავია, რომ Wolf 1069 b-ის ერთი მხარე ვარსკვლავის შუქით მუდმივად განათებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მხარეს ყოველთვის დღეა, მისი მოპირდაპირე მხარე კი ყოველთვის ჩაბნელებულია.

აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენს პლანეტასა და მას შორის შედარებით მცირე მანძილის გათვალისწინებით, Wolf 1069 b მეექვსე ყველაზე ახლომდებარე ეგზოპლანეტაა, რომელსაც დედამიწის მსგავსი მასა აქვს და სიცოცხლისთვის თავსებად ზონაში მდებარეობს.

FDA-მ კომპანია Gilead-ის ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტი დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) კომპანია Gilead Sciences-ის ძუძუს კიბოს სამკურნალო პრეპარატი Trodelvy დაამტკიცა. თერაპია ძუძუს კიბოს ყველაზე გავრცელებული ტიპის მქონე პაციენტებისთვის მკურნალობის კიდევ ერთ ვარიანტს წარმოადგენს.

პრეპარატი განკუთვნილია ძუძუს კიბოს ქვეტიპისთვის, რომელიც ცნობილია როგორც HR-დადებითი/HER2-უარყოფითი. ის გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტების ორგანიზმმა შეწყვიტა რეაგირება ჰორმონზე დაფუძნებულ თერაპიაზე და სულ მცირე ორ ადრეულ სისტემურ თერაპიაზე.

ფოტო: thelifestylemode.com

აღსანიშნავია, რომ Trodelvy აშშ-ში აქამდეც იყო დამტკიცებული ძუძუს კიბოს ზოგიერთი ტიპისა და შარდის ბუშტის სიმსივნის სამკურნალოდ. მისი გაყიდვები 2021 წლის 380 მილიონი დოლარიდან 2022 წელს თითქმის გაორმაგდა და 680 მილიონ დოლარამდე შეადგინა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Trodelvy-ის გაყიდვები 2023 წელს 955 მილიონ დოლარს გადააჭარბებს.

გაფართოებული ავტორიზაციის წყალობით, მოსალოდნელია, რომ პრეპარატზე ხელი ყოველწლიურად 6,000-8,000 ადამიანს მიუწვდება. Gilead-ის Trodelvy, სავარაუდოდ, კონკურენციას გაუწევს AstraZeneca-სა და Daiichi Sankyo-ს მედიკამენტ Enhertu-ს.

ცნობისთვის, Gilead-ის პორტფელში Trodelvy 2020 წელს ბიოტექნოლოგიური კომპანია Immunomedics-ის $21 მილიარდად შეძენის შემდეგ აღმოჩნდა.

ჯეიმს ვების ტელესკოპმა სპირალური გალაქტიკის დეტალური გამოსახულება დააფიქსირა

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ გადაღებული ახალი ფოტო გაავრცელა, რომლის ცენტრშიც სპირალური გალაქტიკა, LEDA 2046648 მოჩანს. ობიექტი ჰერკულესის თანავარსკვლავედში მდებარეობს და ჩვენგან 1 მილიარდი სინათლის წლით არის დაშორებული.

LEDA 2046648 ფოტოზე იმდენად დეტალურად არის აღბეჭდილი, რომ მისი თითოეული შვერილის გარჩევაა შესაძლებელი. სურათზე მის გარდა სხვა გალაქტიკები და ვარსკვლავებიცაა აღბეჭდილი.

ფოტო: NASA

ფოტო ჯეიმს ვების ტელესკოპზე დამონტაჟებული კამერა NIRCam-ით არის გადაღებული. აპარატმა სურათი თეთრ ჯუჯა ვარსკვლავზე, WD1657+343-ზე დაკვირვების დროს გადაიღო.

შეგახსენებთ, დაახლოებით 30-წლიანი დაგეგმვისა და საფუძვლიანი სამუშაოების შემდეგ აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ პარტნიორებთან ერთად $10 მილიარდის ღირებულების ტელესკოპი კოსმოსში 2021 წლის 25 დეკემბერს რაკეტა Ariane 5-ის დახმარებით გაგზავნა. მას ისეთი ვიზუალური მასალისა და ინფორმაციის მოპოვება შეუძლია, რომელიც ამ დრომდე არცერთი კოსმოსური ტელესკოპისგან არ მიგვიღია.

Previous Post

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე“ სიახლეები

Next Post

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

იზა გვარამაძე

Next Post
ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Безопасные способы входа на Kraken Darknet Market в 2026 году

June 9, 2026

Recent News

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Безопасные способы входа на Kraken Darknet Market в 2026 году

June 9, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result