Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

by იზა გვარამაძე
ნოემბერი 16, 2022
in Forbes Science, მეცნიერება, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან
0
SHARES
0
VIEWS

გასული კვირა მეცნიერების სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეებით იყო გამორჩეული. აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) AstraZeneca-ს მიერ შექმნილი ფილტვის კიბოს სამკურნალო პრეპარატები: Imfinzi და Imjudo დაამტკიცა. ამასთანავე, დასავლეთ შოტლანდიის უნივერსიტეტის (UWS) მეცნიერებმა შეიმუშავეს ინოვაციური ხელოვნური ინტელექტი (AI), რომელსაც ფილტვის დაავადებების დიაგნოზის დასმა ავტომატურად, 98%-იანი სიზუსტით შეუძლია. პარალელურად გამოქვეყნდა კვლევა, რომლის თანახმად, COVID-19-ით განმეორებით დაავადებისას ჰოსპიტალიზაციის, დაავადების გართულებისა და სიკვდილის რისკი, პირველად ინფიცირების შემთხვევასთან შედარებით მაღალია.

სიახლეებია კოსმოსის ათვისების მიმართულებით: NASA-ს მიერ მთვარისკენ გაშვებული კოსმოსური ზონდი, სახელწოდებით CAPSTONE დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ორბიტაზე წარმატებით შევიდა; გარდა ამისა, არაერთხელ გადადების შემდეგ, აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ მთვარისკენ მისია Artemis 1-ის განხორციელების თარიღად 16 ნოემბერი შეარჩია.

Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ მიმოხილვაში მეცნიერების სფეროში მომხდარი ამ და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ დეტალებზე მოგითხრობთ.

FDA-მ AstraZeneca-ს ფილტვის კიბოს სამკურნალო მედიკამენტები დაამტკიცა

ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) მის მიერ შექმნილი ფილტვის კიბოს სამკურნალო პრეპარატები: Imfinzi და Imjudo დაამტკიცა. წამლები განკუთვნილია ქიმიოთერაპიასთან კომბინაციით IV სტადიის წვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს მქონე ზრდასრული ადამიანების სამკურნალოდ.

FDA-მ გადაწყვეტილება კვლევის III ფაზის შედეგებზე დაყრდნობით მიიღო, რომელმაც აჩვენა, რომ მედიკამენტებმა და ქიმიოთერაპიამ ცდისპირებში სიკვდილის რისკი 23%-ით შეამცირა, ქიმიოთერაპიასთან კომბინაციით მკურნალობის სხვა მეთოდებთან შედარებით. რაც შეეხება მხოლოდ ქიმიოთერაპიასთან შედარებას, AstraZeneca-ს წამლების კომბინაციამ ამ შემთხვევაში დაავადების პროგრესირების ან სიკვდილის რისკის შემცირების კუთხით 28%-ით უკეთესი შედეგი აჩვენა.

ფოტო: parashospitals.com

ცნობისთვის, აშშ-ში ფილტვის კიბო მეორე ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებული სიმსივნეა. ყველაზე საშიში კი მეტასტაზური NSCLC-ია, რომლის აღმოჩენის შემთხვევაში პაციენტების დაახლოებით 8% ცოცხლობს დიაგნოზიდან ხუთი წლის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ AstraZeneca-ს მიერ ზემოხსენებული მედიკამენტებისთვის ავტორიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით მარეგულირებლებისთვის წარდგენილი განაცხადები ამჟამად ევროპაში, იაპონიასა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში განიხილება.

ტირანოზავრის თავის ქალა შესაძლოა, Sotheby’s-ის აუქციონზე $20 მილიონად გაიყიდოს

ტირანოზავრის ყველაზე სრულყოფილად შემონახული თავის ქალა შესაძლოა, მომდევნო თვეში Sotheby’s-ის აუქციონზე $20 მილიონად გაიყიდოს.

სპეციალისტების გამოთვლებით, თავის ქალა, რომელსაც სახელად „მაქსიმუსი“ შეარქვეს, 76 მილიონი წლის წინ მობინადრე ტირანოზავრ რექსს უნდა ეკუთვნოდეს. Sotheby’s-ის სააუქციონო სახლის განცხადებით, ის 90 კილოგრამზე მეტს იწონის. მისივე თქმით, „მაქსიმუსი“ აუქციონზე 9 დეკემბერს გამოჩნდება.

Sotheby’s-ის ინფორმაციით, თავის ქალა შესანიშნავ მდგომარეობაშია. სპეციალისტების შეფასებით, მის ყბებზე კბილის მატარებელი ყველა ელემენტი, თავის ქალის გარე ძვლების უმეტესობასთან ერთად, შენარჩუნებულია. ეს კი, სააუქციონო სახლის თქმით, „უკიდურესად იშვიათია“ ასეთი ნიმუშებისთვის.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ტირანოზავრის ჩონჩხი აუქციონზე პირველად 1997 წელს გაიყიდა. მასში $8.36 მილიონი გადაიხადეს. აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული დინოზავრის ჩონჩხის სტატუსი, მოცემული დროისთვის, სწორედ ტირანოზავრი რექსის სახეობის ბინადრის ნიმუშს ეკუთვნის – „სტენი“ 2020 წელს ნიუ-იორკში გამართულ აუქციონზე $31.8 მილიონად გაიყიდა.

შექმნეს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ფილტვის დაავადებებს 98%-იანი სიზუსტით ამოიცნობს

დასავლეთ შოტლანდიის უნივერსიტეტის (UWS) მეცნიერებმა შექმნეს ინოვაციური ხელოვნური ინტელექტი (AI), რომელსაც ფილტვის დაავადებების დიაგნოზის დასმა ავტომატურად, 98%-იანი სიზუსტით შეუძლია. ის ისეთ დაავადებებს ამოიცნობს, როგორიცაა პნევმონია და ტუბერკულოზი. სპეციალისტები აღნიშნულთან დაკავშირებით გამოცემა Computer Methods and Programs in Biomedicine-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში დეტალურად საუბრობენ.

ტუბერკულოზმა და პნევმონიამ შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს ფილტვებზე და ადამიანის ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას. აღსანიშნავია, რომ ფილტვის დაავადებების დასადგენად ჩვეულებრივ სხვადასხვა დიაგნოსტიკურ ტესტს მიმართავენ. ეს ხშირად მოიცავს რენტგენს, სისხლის ანალიზს, ულტრაბგერას და CT-სკანირებას. ტესტების შედეგების მისაღებად ხშირად დიდი დრო და ფინანსური ხარჯებია საჭირო.

დასავლეთ შოტლანდიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ინოვაციური ხელოვნური ინტელექტი თავდაპირველად რენტგენის სურათებიდან COVID-19-ის სწრაფად გამოსავლენად შექმნეს. მათ მიზანს პანდემიის პიკის დროს გადატვირთულ საავადმყოფოებში ვითარების შემსუბუქება წარმოადგენდა.

სადიაგნოსტიკო ტესტებისგან განსხვავებით, რომლებსაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შედეგების მისაღებად შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს, ახალი AI ფილტვის არაერთ დაავადებას რამდენიმე წუთში, დაახლოებით 98%-იანი სიზუსტით ამოიცნობს. ამისთვის სისტემა ერთმანეთს სხვადასხვა მონაცემს ავტომატურად ადარებს.

მეცნიერებს სურთ გაიგონ, შეძლებს თუ არა მათ მიერ შემუშავებული მეთოდი სხვა დაავადებების გამოვლენას.

NASA-ს კოსმოსური ზონდი CAPSTONE მთვარის ორბიტაზე შევიდა

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს (NASA) მიერ მთვარისკენ გაშვებული კოსმოსური ზონდი, სახელწოდებით CAPSTONE დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ორბიტაზე წარმატებით შევიდა. ამის შესახებ ინფორმაცია NASA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ცნობილია, 25 კილოგრამი წონის მქონე აპარატმა მანევრი კვირას, 13 ნოემბერს შეასრულა. ეს არის ელიფსური ორბიტა, რომელზეც მომავალში NASA-ს კოსმოსური სადგური Gateway განლაგდება.

ფოტო: NASA

ცნობისთვის, CAPSTONE არის CubeSat-ის ტიპის ხელოვნური თანამგზავრი, რომელიც აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ მთავრისკენ ამ უკანასკნელის ორბიტის სტაბილურობის შესამოწმებლად გაგზავნა. ეს Gateway-ის გაშვებამდე მოსამზადებელი მისიაა.

CAPSTONE მთავრისკენ მიმდინარე წლის 28 ივნისს გაუშვეს. ის ჩვენი პლანეტის ბუნებრივი თანამგზავრის გარშემო ექვს თვეზე მეტ ხანს იმოძრავებს.

კვლევა: კოვიდით განმეორებით დაინფიცირებისას ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკი იზრდება

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ კვლევაში გამოთქმული ვარაუდის თანახმად, COVID-19-ით განმეორებით დაავადებისას ჰოსპიტალიზაციის, დაავადების გართულებისა და სიკვდილის რისკი, ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად, პირველად ინფიცირების შემთხვევასთან შედარებით მაღალია.

„COVID-19-ით ხელახლა დაავადება ზრდის მწვავე შედეგების რისკის, ასევე ორგანიზმში ვირუსის არსებობის ხანგრძლივობას. ეს აშკარაა როგორც არავაქცინირებულ, ისე სტანდარტულად და ბუსტერული დოზით აცრილს ადამიანებში“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.

მკვლევრები ვარაუდს აშშ-ის ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტის (VA) მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით ავითარებენ. ეს მონაცემები 2020 წლის 1-ელი მარტიდან 2022 წლის 6 აპრილამდე პერიოდშია შეგროვებული. მასში შემავალ 443,588 პაციენტს SARS-CoV-2 ინფექცია ერთხელ ჰქონდა დადასტურებული, 40,947 პირს ორჯერ ან მეტჯერ, 5.3 მილიონი კი კოვიდით არც ერთხელ ყოფილა დაავადებული.

სპეციალისტებმა მონაცემთა ანალიზის შედეგად დაადგინეს, რომ ხელახლა ინფიცირებული პაციენტები იყვნენ სიკვდილის გაორმაგებული რისკის და ასევე ჰოსპიტალიზაციის სამჯერ მაღალი რისკის ქვეშ მათთან შედარებით, ვინც კოვიდით მხოლოდ ერთხელ დაინფიცირდა.

გამოცემა Nature Medicine-ში გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, მათ ასევე ჰქონდათ ფილტვების, გულის, სისხლის, თირკმელების, დიაბეტის, ფსიქიკური ჯანმრთელობის, ძვლებისა და კუნთების პრობლემების და ნევროლოგიური დარღვევების განვითარების მაღალი რისკი.

NASA მისია Artemis 1-ის განხორციელებას 16 ნოემბერს გეგმავს

არაერთხელ გადადების შემდეგ, აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ (NASA) მთვარისკენ მისია Artemis 1-ის განხორციელების თარიღად 16 ნოემბერი შეარჩია. ამის შესახებ ინფორმაცია NASA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

მისიის განხორციელებამდე აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ინჟინრები ხომალდის მდგომარეობას დეტალურად შეაფასებენ და კიდევ ერთხელ შეამოწმებენ, იგი ქარიშხალ „ნიკოლის“ შედეგად ხომ არ დაზიანდა.

შეგახსენებთ, NASA მეგარაკეტა SLS-ის დახმარებით Orion-ის სახელწოდებით ცნობილი კაფსულის ჩვენი პლანეტის ბუნებრივი თანამგზავრისკენ გაგზავნას თავდაპირველად 29 აგვისტოს აპირებდა, თუმცა ფრენა ჩაიშალა. უშედეგოდ დასრულდა სექტემბერში დაგეგმილი გაშვებებიც, რისი მიზეზიც SLS-ის ძრავის გაუმართაობა იყო.

აშშ-ის კოსმოსური სააგენტო აღნიშნული რაკეტის შექმნასა და განვითარებაზე 2011 წლიდან მუშაობს. ამაში მას კომპანიები: Aerojet Rocketdyne-ი, Northrop Grumman-ი, Boeing-ი და United Launch Alliance-ი ეხმარებიან. აპარატი, რომლის სიგრძე 110 მეტრს შეადგენს, ორი ნაწილისგან შედგება. ბოლო ცნობებით, პროექტის ღირებულება 23 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. რაც შეეხება კაფსულა Orion-ს, ის Lockheed Martin-ისა და Airbus Defence and Space-ის მიერაა დამზადებული.

NASA პროგრამა „არტემისის“ ფარგლებში მთვარისკენ ეკიპაჟიანი მისიის, Artemis 2-ის განხორციელებას, ბოლო ინფორმაციით, 2024 წელს აპირებს. მისიის ფარგლებში კოსმოსური ხომალდით ასტრონავტები ჩვენი პლანეტის ბუნებრივ თანამგზავრს შემოუვლიან და კვლავ დედამიწაზე დაბრუნდებიან.

ამის შემდეგ კი, წინასწარი ცნობით 2025 წლისთვის აშშ-ის კოსმოსური სააგენტო მისია Artemis 3-ის ფარგლებში მთვარის ზედაპირზე ორი ადამიანის დასმას ეცდება, რომელთაგან ერთი ქალი იქნება.

Previous Post

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე“ სიახლეები

Next Post

საწარმო, შოურუმი, ტრენინგცენტრები – „ლუკა პოლარეს” $1-მილიონიანი პროექტი

იზა გვარამაძე

Next Post
საწარმო, შოურუმი, ტრენინგცენტრები – „ლუკა პოლარეს” $1-მილიონიანი პროექტი

საწარმო, შოურუმი, ტრენინგცენტრები - „ლუკა პოლარეს" $1-მილიონიანი პროექტი

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

ივლისი 12, 2026

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

ივლისი 11, 2026

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

ივლისი 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

ივლისი 10, 2026

Recent News

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

ივლისი 12, 2026

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

ივლისი 11, 2026

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

ივლისი 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

ივლისი 10, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result