Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

by იზა გვარამაძე
January 20, 2023
in Forbes Science, მეცნიერება, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან
0
SHARES
0
VIEWS

გასული კვირა მეცნიერების სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლით იყო გამორჩეული. NASA-მ მთვარისკენ დაგეგმილი Artemis 1-ის უეკიპაჟო მისია ორჯერ გადადო. ამის პარალელურად, აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ SpaceX-თან 1.4-მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა. ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა კი ჩვენი მზის სისტემის გარეთ მდებარე პლანეტის პირველი პირდაპირი გამოსახულება მოიპოვა.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს: ინდოეთში საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა შეიმუშავეს, რომელიც ბაზარზე რამდენიმე თვეში გამოჩნდება; კანადაში კი მეცნიერებმა შექმნეს ინსულინის აბი, რომლის პერორალურად მიღებაა შესაძლებელი – მეთოდის ეფექტი ისეთივეა, როგორიც ინიექციის შემთხვევაში; ამასთანავე, FDA-მ Moderna-სა და Pfizer-BioNTech-ის განახლებული ბუსტერული COVID-ვაქცინები დაამტკიცა.

აღნიშნულ სიახლეებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ბლოგში დეტალურად მიმოვიხილავთ.

NASA-მ Artemis 1–ის მისიის გაშვება ორჯერ გადადო

აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ, გასული კვირის განმავლობაში, მთვარისკენ დაგეგმილი Artemis 1-ის უეკიპაჟო მისია უკვე ორჯერ გადადო. შეგახსენებთ, NASA მეგარაკეტა SLS-ის დახმარებით Orion-ის სახელწოდებით ცნობილი კაფსულის ჩვენი პლანეტის ბუნებრივი თანამგზავრისკენ გაგზავნას თავდაპირველად 29 აგვისტოს, შემდეგ კი 3 სექტემბერს აპირებდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან 29 აგვისტოს დაგეგმილი გაშვებისას სპეციალისტების გუნდმა შენიშნა, რომ ოთხი RS-25-ძრავიდან ერთ-ერთი, რომელიც SLS-ის ძირითად საფეხურს ამუშავებს, სათანადოდ არ გაცივდა, ამიტომ მისია გაუქმდა. მოგვიანებით ანალიზმა აჩვენა, რომ პრობლემა ტემპერატურის გაუმართავ სენსორში მდგომარეობდა.

რაც შეეხება 3 სექტემბრისთვის გადადებულ გაშვებას, ამჯერად მისიის გაუქმება გადაჭარბებული წნევის გამო, რომელიც დასაშვებს სამჯერ აღემატებოდა, რაკეტის ძრავის განყოფილებაში წყალბადის გაჟონვამ გამოიწვია. NASA-ს ინჟინრებმა პრობლემის მოგვარება ვერ შეძლეს და გაშვება ჩაიშალა.

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, გამშვები სისტემის გამართვას შესაძლოა, რამდენიმე კვირა დასჭირდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ Artemis 1-ის მისიის განხორციელებას სექტემბრის ბოლომდე არ უნდა ველოდოთ.

ხომალდის გასაშვებად ხელსაყრელი პირობები 16 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე შეიქმნება. თუ აღნიშნულ პერიოდში მისია წარმატებით კვლავ ვერ განხორციელდება, NASA-ს მომდევნო ჯერზე ამის საშუალება 17 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრამდე მიეცემა.

აშშ-ის კოსმოსური სააგენტო რაკეტა SLS-ის შექმნასა და განვითარებაზე 2011 წლიდან მუშაობს. ამაში მას კომპანიები: Aerojet Rocketdyne-ი, Northrop Grumman-ი, Boeing-ი და United Launch Alliance-ი ეხმარებიან. აპარატი, რომლის სიგრძე 110 მეტრს შეადგენს, ორი ნაწილისგან შედგება. ბოლო ცნობებით, პროექტის ღირებულება 23 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

ცნობისთვის, NASA პროგრამა „არტემისის“ ფარგლებში მთვარისკენ ეკიპაჟიანი მისიის, Artemis 2-ის განხორციელებას, ბოლო ინფორმაციით, 2024 წელს აპირებს. მისიის ფარგლებში კოსმოსური ხომალდით ასტრონავტები ჩვენი პლანეტის ბუნებრივ თანამგზავრს შემოუვლიან და კვლავ დედამიწაზე დაბრუნდებიან.

ამის შემდეგ კი, წინასწარი ცნობით 2025 წლისთვის აშშ-ის კოსმოსური სააგენტო მისია Artemis 3-ის ფარგლებში მთვარის ზედაპირზე ორი ადამიანის დასმას ეცდება, რომელთაგან ერთი ქალი იქნება.

რევოლუციურმა აბმა შესაძლოა, მალე ინსულინის ინიექცია ჩაანაცვლოს

კანადაში მდებარე ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის (UBC) მკვლევრებმა შეიმუშავეს ინსულინის აბი, რომლის პერორალურად მიღებაა შესაძლებელი – მეთოდის ეფექტი ისეთივეა, როგორიც ინიექციის შემთხვევაში.

აღსანიშნავია, რომ უკვე წლებია, რაც მეცნიერები დიაბეტის სამკურნალოდ ინსულინის ინიექციის ალტერნატიული მეთოდის განვითარებას ცდილობენ. ამისთვის მათ ყლაპვადი აბები და დასალევი ინსულინიც კი შეიმუშავეს. თუმცა, ეს მცდელობები არც ისე წარმატებული აღმოჩნდა, ვინაიდან ამ გზებით მიღებული ინსულინის დიდი ნაწილი კუჭში გროვდება და დანიშნულების ადგილამდე ვერ აღწევს.

გარდა ამისა, იმისათვის, რომ ინსულინმა გლუკოზაზე ეფექტიანად იმოქმედოს, მან სწრაფად უნდა მიაღწიოს ღვიძლს. ზემოხსენებული მეთოდებით მიღებულ ინსულინს ორგანომდე მისაღწევად შეიძლება ორი-ოთხი საათი დასჭირდეს, რაც საკმაოდ დიდი დროა. ინიექციურ ინსულინს ღვიძლში მოხვედრა მიღებიდან დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში შეუძლია და ის ორგანოში ორი-ოთხი საათის განმავლობაში რჩება.

ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ტაბლეტები, რომელთაც ღვიძლამდე მისაღწევად საინიექციო ინსულინის მსგავსი დრო სჭირდება. აბები პირის ღრუში იხსნება და ლოყების შიდა მხარეს არსებული გარსის მიერ ათვისების შემდეგ ინსულინი, კუჭის გვერდის ავლით, პირდაპირ ღვიძლს მიეწოდება. ამ გზით კი დრო და ინსულინის რაოდენობა იზოგება.

მეცნიერებმა აბები ცხოველებზე წარმატებით გამოცადეს, ამჟამად კი კლინიკური ტესტირებისთვის ემზადებიან. ახალ მეთოდთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას სპეციალისტების მიერ Scientific Reports-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში გაეცნობით.

NASA-მ SpaceX-თან 1.4-მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა

NASA-სა და SpaceX-ს შორის ახლახან მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ილონ მასკის კომპანია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) დამატებით ხუთი ეკიპაჟიანი მისიის განხორციელების სანაცვლოდ 1.4 მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

ბოლო კონტრაქტის გათვალისწინებით, SpaceX-მა აშშ-ის კოსმოსური სააგენტოსთვის საერთო ჯამში 14 მისია უნდა შეასრულოს, რისთვისაც მთლიანობაში 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ილონ მასკის კომპანია ISS-ზე NASA-ს ასტრონავტების გაგზავნას სულ მცირე 2030 წლამდე უზრუნველყოფს.

SpaceX-ი 1.4 მილიარდ აშშ დოლარს მისიებისთვის – Crew-10, Crew-11, Crew-12, Crew-13 და Crew-14 – მიიღებს. როგორც ცნობილია, ფრენები კომპანიის რაკეტა Falcon 9-ითა და Crew Dragon-ის სახელწოდებით ცნობილი კაფსულით განხორციელდება. ამ უკანასკნელის ბორტზე ერთდროულად ოთხი ასტრონავტი თავსდება.

ინდოეთმა საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა შეიმუშავა

მსოფლიოში ვაქცინის უმსხვილესმა მწარმოებელმა, Serum Institute of India-მ (SII), საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო, ქვეყანაში პირველი საინიექციო პრეპარატი შეიმუშავა. კომპანიისა და მთავრობის ერთობლივი განცხადებით, ვაქცინა ბაზარზე უახლოეს პერიოდში გამოჩნდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საშვილოსნოს ყელის კიბო ქალებში მეოთხე ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა. გლობალურად, დაახლოებით 604,000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, 2020 წელს კი, აღნიშნული ტიპის სიმსივნის შედეგად გარდაცვალების 342,000 ფაქტი აღირიცხა. იმავე წელს, მსოფლიოში ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის დაახლოებით 90% დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში დაფიქსირდა.

ადამიანის პაპილომავირუსის ორი სახეობა, HPV 16 და HPV 18, საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების სულ მცირე 70%-ზეა პასუხისმგებელი. ინდოეთის ბიოტექნოლოგიური დეპარტამენტის განცხადებით, Serum Institute of India-ს ახალი ვაქცინა აღნიშნული სახეობების გარდა, HPV 6-სა და HPV 11-ზეც იმოქმედებს. აქვე გეტყვით, რომ HPV-ის ვაქცინების მთავარი მწარმოებლები Merck & Co და GSK Plc-ი არიან.

რაც შეეხება ინდოეთში შექმნილ ახალ ვაქცინას, ის გაყიდვაში რამდენიმე თვეში ჩაეშვება და საწყის ეტაპზე ადგილობრივ, შემდგომ კი გლობალურ ბაზარზეც გამოჩნდება. როგორც Reuters-ი წერს, ვაქცინის სავარაუდო ღირებულება $2.51-$5.03-ია. მომავალ ორ წელიწადში კომპანია მედიკამენტის დაახლოებით 200 მილიონი დოზის წარმოებას გეგმავს.

ინიექციის გზით ვაქცინის ორი დოზის მიღება 9-დან 14 წლამდე ასაკის პირებისთვის, ხოლო სამი დოზის – 15-დან 26 წლამდე ადამიანებისთვის იქნება ნებადართული.

ჯეიმს ვების ტელესკოპმა ეგზოპლანეტის პირველი პირდაპირი გამოსახულება მოიპოვა

ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ჩვენი მზის სისტემის გარეთ მდებარე პლანეტის პირველი პირდაპირი გამოსახულება მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ვიზუალურ მასალასთან ერთად აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ (NASA) გაავრცელა.

როგორც NASA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, ვების ტელესკოპის მიერ გადაღებულ ფოტოზე აირის გიგანტია ნაჩვენები, რომელსაც მყარი ზედაპირი არ აქვს. გამოსახულება ოთხი სხვადასხვა ფილტრითაა დაფიქსირებული. NASA-ს მიერ გავრცელებული სურათი ჯეიმს ვების ტელესკოპის შესაძლებლობებს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ინფორმაციით, ვების ტელესკოპის ობიექტივში მოქცეული ეგზოპლანეტა HIP 65426 b-ია, რომლის მასაც იუპიტერისას დაახლოებით 12-ჯერ აღემატება. ის დედამიწასთან შედარებით საკმაოდ ახალგაზრდაა და 15-დან 20 მილიონ წლამდე ითვლის. შეგახსენებთ, ჩვენი პლანეტა 4,5 მილიარდი წლისაა.

HIP 65426 b ასტრონავტებმა 2017 წელს, ჩილეში მდებარე Very Large Telescope-ზე დამონტაჟებული ხელსაწყოს, SPHERE-ის დახმარებით აღმოაჩინეს. ეგზოპლანეტა მასპინძელი ვარსკვლავიდან 100-ჯერ უფრო შორს მდებარეობს, ვიდრე დედამიწა მზიდან. შესაბამისად, ვების ტელესკოპმა მისი მნათობისგან განცალკევებით დაფიქსირება ადვილად შეძლო.

NASA-მ ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ გადაღებული პირველი, სამეცნიერო ხარისხის სურათები ივნისში გამოაქვეყნა. ამის შემდეგ კი აპარატის მიერ დაფიქსირებული არაერთი შთამბეჭდავი ფოტო გაასაჯაროვა.

შეგახსენებთ, დაახლოებით 30-წლიანი დაგეგმვისა და საფუძვლიანი სამუშაოების შემდეგ აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ პარტნიორებთან ერთად $10 მილიარდის ღირებულების ჯეიმს ვების ტელესკოპი კოსმოსში გასული წლის 25 დეკემბერს რაკეტა Ariane 5-ის დახმარებით გაგზავნა. მას ისეთი ვიზუალური მასალისა და ინფორმაციის მოპოვება შეუძლია, რომელიც ამ დრომდე არცერთი აპარატისგან არ მიგვიღია.

FDA-მ Moderna-სა და Pfizer-BioNTech-ის განახლებული ბუსტერული COVID-ვაქცინები დაამტკიცა

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) Moderna-სა და Pfizer-BioNTech-ის განახლებული ბუსტერული COVID-ვაქცინები დაამტკიცა. თითოეული მედიკამენტის ინიექცია ვაქცინის ბოლო დოზის მიღებიდან მინიმუმ ორი თვის გასვლის შემდეგ არის რეკომენდებული.

აღსანიშნავია, რომ განახლებული ბუსტერული ვაქცინები როგორც SARS-CoV-2-ის საწყისი შტამის, ასევე ომიკრონის BA.4 და BA.5 ვარიანტების წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა.

FDA-მ Moderna-ს განახლებული ბუსტერული ვაქცინის გამოყენება 18 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის დაუშვა. რაც შეეხება Pfizer-ისა და BioNTech-ის ერთობლივი წარმოების ბუსტერულ პრეპარატს, ის ხელმისაწვდომი 12 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის იქნება.

Previous Post

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე“ სიახლეები

Next Post

ქართველმა მომხმარებლებმა კრიპტოაქტივები გაასმაგებული ღირებულებით გაყიდეს – Coinbase-ის პასუხი

იზა გვარამაძე

Next Post
Coinbase Admits Glitch Allowing Georgian Users to Cash Out for 100x Value

ქართველმა მომხმარებლებმა კრიპტოაქტივები გაასმაგებული ღირებულებით გაყიდეს – Coinbase-ის პასუხი

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Безопасные способы входа на Kraken Darknet Market в 2026 году

June 9, 2026

Recent News

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Безопасные способы входа на Kraken Darknet Market в 2026 году

June 9, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result