Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

by იზა გვარამაძე
June 8, 2022
in Forbes Science, მეცნიერება, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან
0
SHARES
0
VIEWS

გასული კვირა მეცნიერების სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეებით იყო გამორჩეული. განსაკუთრებით აღსანიშნავია კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯები. მეცნიერებმა კლინიკური კვლევის ფარგლებში კიბოს უჯრედების განადგურების მიზნით ადამიანის ორგანიზმში ვირუსი შეიყვანეს, ახლა კი შედეგებს ელოდებიან. აშშ-ში მდებარე იუტის უნივერსიტეტში მომუშავე მკვლევრებმა კი ზღვის მარჯნებში მიაგნეს ნაერთს, რომელიც შესაძლოა, სიმსივნის სამკურნალო პრეპარატის შექმნაში დაგვეხმაროს. გარდა ამისა, სპეციალისტებმა შეიმუშავეს პეპტიდი, რომელმაც თაგვებში მელანომის ზრდისა და გავრცელების პროცესი შეანელა.

სიახლეებია კოსმოსის ათვისების მიმართულებითაც. ცნობილი გახდა, რომ NASA მთვარეზე მისიის განსახორციელებლად შექმნილ რაკეტას 19 ივნისს გამოცდის. ამის პარალელურად, აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ მარსზე გაშვებული ვერტმფრენის რეკორდული ფრენის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა.

გასული კვირის მეცნიერების სფეროს მიმოხილვა სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს აერთიანებს.

მეცნიერებმა კიბოს უჯრედების განადგურების მიზნით ადამიანის ორგანიზმში ვირუსი შეიყვანეს

კიბოს მკურნალობისა და კვლევის მიმართულებით მომუშავე ერთ-ერთმა უდიდესმა ორგანიზაციამ აშშ-ში, „იმედის ქალაქმა“ პრესრელიზი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მან სიმსივნის უჯრედების განადგურების მიზნით მოდიფიცირებული ვირუსით კლინიკური ცდის პირველი ფაზა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა მსგავს მეთოდს ადამიანის კიბოსგან განკურნებისთვის ისტორიაში პირველად მიმართეს.

მკურნალობის მეთოდი კი შემდეგნაირია: ტექნოლოგია კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად სხეულის იმუნური სისტემის გამოყენებას ისახავს მიზნად. თუმცა, ორგანიზმში სიმსივნის არსებობა აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ ეს უკანასკნელი დამოუკიდებლად საფრთხეს ვერ ამოიცნობს, ამიტომ მისი ხელოვნურად სტიმულირებაა საჭირო. ამგვარად, მკვლევრებმა იმუნური სისტემის გასააქტიურებლად ვირუსის გამოყენება გადაწყვიტეს.

ამისათვის კი მეცნიერებმა ვირუსის, ამ შემთხვევაში, პოქსვირუსის მოდიფიცირებული ვარიანტით ცდაში მონაწილე ერთ-ერთი პაციენტი უკვე დააინფიცირეს. მასპინძელ უჯრედში შეღწევის შემდეგ, მოდიფიცირებული ვირუსი მრავლდება, კიბოს უჯრედებისკენ მიიწევს და მათ ირგვლივ იყრის თავს. ეს, ასე ვთქვათ, სამიზნის მონიშვნას ემსახურება, რათა იმუნური სისტემა კიბოს უჯრედებს დაესხას თავს.

ფოტო: iStock

მკურნალობის მეთოდი, რომელიც ზემოხსენებულ კვლევაში გამოიყენება, ავსტრალიური კომპანია Imugene-ის მიერ არის შემუშავებული, მის მიერ შექმნილ პრეპარატს კი, რომელიც ვირუსს შეიცავს, CF-33-hNIS ან, უფრო მარტივად, Vaxinia ეწოდება. როგორც ორგანიზაცია „იმედის ქალაქის“ პრესრელიზში ვკითხულობთ, ლაბორატორიული ცდებისა და ცხოველებზე ჩატარებული კვლევებისას პრეპარატმა სხვადასხვა სახის სიმსივნეების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ეფექტიანობა გამოავლინა.

რაც შეეხება კლინიკური კვლევის პირველ ფაზას, საერთო ჯამში მასში აშშ-სა და ავსტრალიაში მცხოვრები, კიბოთი დაავადებული 100 მოხალისე მიიღებს მონაწილეობას. მეცნიერების მიზანი ადამიანებში Imugene-ის პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის განსაზღვრაა. როგორც ცნობილია, კვლევა ორ წელიწადს გასტანს.

NASA მთვარეზე მისიის განსახორციელებლად შექმნილ რაკეტას 19 ივნისს გამოცდის

ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის კოსმოსური სააგენტო (NASA) რაკეტის, სახელწოდებით Space Launch System (SLS) გამოცდას 19 ივნისს გეგმავს. შეგახსენებთ, რომ აპარატი პროგრამა „არტემისის“ ფარგლებში მთვარეზე დაგეგმილი მისიების განსახორციელებლად შეიქმნა.

NASA-ს ოფიციალური პირების განცხადებით, SLS-ს ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან გაუშვებენ. თუ ტესტირება წარმატებით ჩაივლის, აგვისტოში რაკეტას მისია Artemis 1-ის ფარგლებში მთვარის გარშემო უეკიპაჟო სადებიუტო ფრენისას გამოცდიან. ამ შემთხვევაში SLS-ს დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრისკენ Orion-ის სახელწოდებით ცნობილ კაფსულასთან ერთად გაუშვებენ.

ფოტო: arstechnica.com

აშშ-ის კოსმოსური სააგენტო რაკეტა SLS-ის შექმნასა და განვითარებაზე 2011 წლიდან მუშაობს. ამაში მას კომპანიები: Aerojet Rocketdyne-ი, Northrop Grumman-ი, Boeing-ი და United Launch Alliance-ი ეხმარებიან. აპარატი, რომლის სიგრძე 110 მეტრს შეადგენს, ორი ნაწილისგან შედგება. ბოლო ცნობებით, პროექტის ღირებულება 23 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

ცნობისთვის, NASA პროგრამა „არტემისის“ ფარგლებში მთვარისკენ ეკიპაჟიანი მისიის, Artemis 2-ის განხორციელებას 2024 წელს აპირებს. მისიის ფარგლებში კოსმოსური ხომალდით ასტრონავტები ჩვენი პლანეტის ბუნებრივ თანამგზავრს შემოუვლიან და კვლავ დედამიწაზე დაბრუნდებიან.

ამის შემდეგ კი, ბოლო ინფორმაციით 2025 წლისთვის აშშ-ის კოსმოსური სააგენტო მისია Artemis 3-ის ფარგლებში მთვარის ზედაპირზე ორი ადამიანის დასმას ეცდება – აღსანიშნავია, რომ მათ შორის ერთი ქალი იქნება.

მეცნიერებმა ზღვის მარჯნებში მიაგნეს ნაერთს, რომელიც კიბოს უჯრედებს ებრძვის

აშშ-ში მდებარე იუტას უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ზღვის მარჯნებში მიაკვლიეს ნაერთს, რომელიც სპეციალისტების თქმით, კიბოს უჯრედებს ებრძვის. აღსანიშნავია, რომ მის წყაროს მკვლევრები დაახლოებით 25 წლის განმავლობაში ეძებდნენ.

წყაროს იდენტიფიცირების შემდეგ სპეციალისტებმა გამოავლინეს დნმ-ის კოდი, რომელიც ზემოხსენებული ქიმიური ნაერთის სინთეზისთვის არის საჭირო. ამის დახმარებით კი მისი წარმოქმნა ლაბორატორიულ პირობებში შეძლეს.

ფოტო: Bailey Miller

ჯერ კიდევ 1990-იან წლებში მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ავსტრალიის მახლობლად არსებული მარჯნები ელეუთერობინს გამოყოფდნენ. ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ ქიმიურ ნაერთს კიბოს უჯრედებთან ბრძოლის დიდი პოტენციალი აქვს. ამის შემდეგ მკვლევრები ელეუთერობინის წყაროს რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ეძებდნენ, რათა ნაერთი მედიკამენტის შესაქმნელად გამოეყენებინათ, თუმცა საჭირო რაოდენობის მასალას ვერ მიაკვლიეს.

ახლა კი იუტას უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ნაერთს ფლორიდის სანაპიროსთან არსებულ რბილ მარჯანში მიაგნეს. სპეციალისტების ახალი აღმოჩენით, ერთი მხრივ დადასტურდა, რომ რბილი მარჯნები ელეუთერობინის წყაროა, მეორე მხრივ კი დადგინდა, რომ ნაერთის წარმოება ლაბორატორიაშიც არის შესაძლებელი.

მეცნიერები ახლა ეფექტიანი მედიკამენტის შესაქმნელად მისი სხვა კომპონენტებით შევსებაზე მუშაობენ და კიბოს პოტენციური წამლის დიდი რაოდენობით წარმოებისთვის საუკეთესო გზას ეძებენ.

NASA-მ მარსზე გაშვებული ვერტმფრენის რეკორდული ფრენის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს (NASA) მიერ მარსზე გაშვებულმა ვერტმფრენმა, სახელწოდებით Ingenuity-მ რიგით 25-ე მისიის დროს ორი რეკორდი დაამყარა – ფრენის ხანგრძლივობისა და დისტანციის დაფარვის კუთხით. მისიის ამსახველი ვიდეო, რომელიც NASA-მ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, აპარატზე დამონტაჟებულმა სანავიგაციო კამერამ გადაიღო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Ingenuity-მ წყვეტის გარეშე 704 მეტრი მანძილი დაფარა, რა დროსაც 5,5 მ/წმ სიჩქარის განვითარება შეძლო. როგორც NASA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, აპარატმა ფრენის დროს 10 მეტრ სიმაღლეს მიაღწია. სანავიგაციო კამერის მიერ დაფიქსირებულ კადრებზე მარსის ზედაპირზე ვერტმფრენის ჩრდილი მოჩანს, ასევე წითელი პლანეტის უსწორმასწორო რელიეფია ნაჩვენები.

შეგახსენებთ, რომ NASA-მ ცოტა ხნის წინ Ingenuity-ს ექსპლუატაციის თარიღის მიმდინარე წლის სექტემბრამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც სააგენტოში იუწყებიან, ამის საფუძველს ვერტმფრენის მიერ მისიების შეუფერხებლად, წარმატებით განხორციელება იძლევა.

აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ Ingenuity, რომელიც NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიაში შეიქმნა (JPL), წითელი პლანეტისკენ ახალ მარსმავალ Perseverance-თან ერთად 2020 წელს გაუშვა. როვერის დავალება მარსზე სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოძიებაა, ვერტმფრენი კი მას ამისთვის საუკეთესო ადგილების შერჩევასა და იქამდე მისასვლელად ხელსაყრელი გზის მოძებნაში ეხმარება.

მეცნიერებმა შეიმუშავეს პეპტიდი, რომელმაც თაგვებში მელანომის ზრდა და გავრცელება შეანელა

მელანომა კანის კიბოს ყველაზე მომაკვდინებელი ფორმაა ორგანოებზე სწრაფად გავრცელების უნარის გამო. ბრაზილიელმა მკვლევრებმა შეიმუშავეს პეპტიდი, რომელიც, როგორც ისინი აცხადებენ, მელანომის ზრდისა და გავრცელების პროცესს ანელებს. მეცნიერებმა კვლევის დროს დაადგინეს, რომ ამ პეპტიდის გამოყენების შემდეგ დაავადებული თაგვების გადარჩენის მაჩვენებელი გაუმჯობესდა.

მკვლევრებმა პეპტიდი, სახელწოდებით Rb4 ლაბორატორიაში გამოყვანილ მელანომის უჯრედებზე ჩატარებულ ტესტებში გამოცადეს. აღმოჩნდა, რომ პეპტიდის ზემოქმედების შედეგად მათ გამრავლება შეწყვიტეს. როგორც ჩანს, ის პირდაპირ მოქმედებს სიმსივნეებზე და იწვევს ნეკროზს, უჯრედის სიკვდილის ერთგვარ ტიპს, რომელიც ქსოვილში სისხლის ნაკადის ნაკლებობის გამო ვითარდება.

ფოტო: Depositphotos

მომდევნო ტესტირების დროს მეცნიერების ჯგუფმა მელანომის უჯრედები თაგვების ორგანიზმში შეიყვანეს, შემდეგ კი მათ 10 დღის განმავლობაში Rb4-ის ხუთი ინიექცია გაუკეთეს. სიმსივნის ზრდა 40 დღით შეფერხდა და მნიშვნელოვნად შეამცირა ცხოველების ფილტვებში მეტასტაზური კვანძების რაოდენობა. მკურნალობამ ასევე 25%-ით გაზარდა მღრღნელების გადარჩენის შანსი.

გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ მკვლევრების თქმით, პეპტიდით მკურნალობას თაგვებში უკუჩვენებები არ მოჰყოლია. მიღებული შედეგებით, მეცნიერების ჯგუფი არ გამორიცხავს, რომ Rb4 კიბოს სამკურნალო პერსპექტიულ პრეპარატად იქცეს.

InSight-მა მარსზე უკანასკნელი სელფი გადაიღო – NASA-ს ლენდერი მისიას ასრულებს

აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ მარსზე გაშვებული ლენდერის, InSight-ის მიერ გადაღებული სურათი გამოაქვეყნა, რომელზეც ნაჩვენებია, რომ აპარატი მარსის მტვრით არის დაფარული. NASA-ს წარმომადგენლების განცხადებით, დიდი ალბათობით, ეს InSight-ის მიერ წითელ პლანეტაზე გადაღებული უკანასკნელი სელფია, ვინაიდან დამტვერილ მზის პანელებს ენერგიის გამომუშავება უჭირს, რაც სისტემის ფუნქციონირებას აფერხებს.

იმის მიუხედავად, რომ მისიის განმავლობაში შეგროვებული მონაცემები მუდმივად იქნება ხელმისაწვდომი, აპარატი სამეცნიერო საქმიანობას შეაჩერებს, რათა ენერგია მაქსიმალურად შეინარჩუნოს. შეგახსენებთ, 17 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე სააგენტომ განაცხადა, რომ InSight-ი მისიის საწყის ეტაპზე მზის პანელების დახმარებით 5,000 ვტ/სთ ენერგიას იღებდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი 10-ჯერ არის შემცირებული.

ფოტო: NASA

NASA-მ ლენდერი InSight-ი, რომელიც კომპანია Lockheed Martin-ის კოსმოსური სისტემების მწარმოებელმა დანაყოფმა დაამზადა, მარსისკენ პლანეტის სეისმურ აქტივობაზე დასაკვირვებლად 2018 წელს გაუშვა. აპარატმა წითელ პლანეტაზე 1,300-ზე მეტი მიწისძვრა დააფიქსირა.

InSight-მა საზოგადოების ყურადღება ცოტა ხნის წინაც მიიპყრო – ლენდერზე დამონტაჟებულმა სეისმომეტრმა, SEIS-მა 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დააფიქსირა, რაც, მეცნიერების ჩანაწერების მიხედვით, პლანეტებისთვის რეკორდული მაჩვენებელია, თუ დედამიწას არ გავითვალისწინებთ.

Previous Post

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Ibis Budget-ი გაიხსნა

Next Post

What is Behind Glovo’s Georgian Success? | Interview with Sacha Michaud

იზა გვარამაძე

Next Post
What is Behind Glovo’s Georgian Success? | Interview with Sacha Michaud

What is Behind Glovo’s Georgian Success? | Interview with Sacha Michaud

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Безопасные способы входа на Kraken Darknet Market в 2026 году

June 9, 2026

Recent News

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Безопасные способы входа на Kraken Darknet Market в 2026 году

June 9, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result