Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

by იზა გვარამაძე
May 20, 2022
in Forbes Science, მეცნიერება, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან
0
SHARES
0
VIEWS

გასული კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. სიახლეებით განსაკუთრებით დატვირთული კოსმოსის ათვისების მიმართულება აღმოჩნდა. ასტრონომებმა ირმის ნახტომის გალაქტიკის ცენტრში მდებარე შავი ხვრელის პირველი გამოსახულება მოიპოვეს. NASA-ს კუთვნილმა აპარატმა, InSight-მა კი მარსზე რეკორდული სიმძლავრის მიწისძვრა დააფიქსირა. ამის პარალელურად, ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს როვერმა წითელ პლანეტაზე წყლის კვალს მიაგნო. გარდა ამისა, ამერიკელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მთვარის გრუნტში მცენარეები გაზარდეს.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს: მეცნიერებმა გარდაცვლილი ადამიანის თვალების სინათლისადმი მგრძნობიარე უჯრედები გააცოცხლეს; Pfizer-ი $11.6 მილიარდად ბიოფარმაცევტულ კომპანია Biohaven-ს ყიდულობს, რომელიც თავის ნერვული დაავადების, მიგრენის, იმავე შაკიკის სამკურნალო მედიკამენტს აწარმოებს.

მოცემულ ბლოგში გასული კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში მომხდარ სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გაეცნობით.

ასტრონომებმა ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარე შავი ხვრელის პირველი გამოსახულება მოიპოვეს

ჰავაიზე განლაგებული Event Horizon Telescope-ის (EHT) დახმარებით, ასტრონომებმა ირმის ნახტომის გალაქტიკის ცენტრში მდებარე შავი ხვრელის პირველი გამოსახულება მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ EHT-ის გუნდმა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნიდან 300-ზე მეტი მეცნიერი ერთიანდება, რამდენიმე წლის წინ მსგავსი ობიექტის ფოტო ისტორიაში პირველად დააფიქსირა. მაშინ ასტრონომებმა ზემოხსენებული ტელესკოპის დახმარებით Messier 87-ის სახელწოდებით ცნობილი გალაქტიკის ცენტრში მდებარე შავი ხვრელი გადაიღეს. ხანგრძლივი დამუშავების შემდეგ ფოტოსურათი 2019 წელს გასაჯაროვდა.

ფოტო: Event Horizon Telescope collaboration

რაც შეეხება ჩვენს გალაქტიკაში მდებარე Sagittarius A*-ის სახელწოდებით ცნობილ შავ ხვრელს, მისი გამოსახულება მეცნიერებმა სამხრეთ ნახევარსფეროში ასტრონომიული კვლევების ევროპული ორგანიზაციის, European Southern Observatory-ის (ESO) მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე, 12 მაისს წარმოადგინეს.

სპეციალისტების გამოთვლით, დაფიქსირებული ობიექტი ჩვენგან დაახლოებით 27 ათასი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. მეცნიერების თქმით, Sagittarius A*-ის მასა ჩვენი მზისას 4,3-მილიონჯერ აღემატება.

აღსანიშნავია, რომ ირმის ნახტომის გალაქტიკის ცენტრში ზემასიური შავი ხვრელი ჯერ კიდევ 1974 წელს აღმოაჩინეს, თუმცა ასტრონომებმა მისი ფოტოს დაფიქსირება მხოლოდ ახლა შეძლეს.

მეცნიერებმა გარდაცვლილი ადამიანის თვალების სინათლისადმი მგრძნობიარე უჯრედები გააცოცხლეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში მომუშავე მეცნიერების ჯგუფმა გარდაცვლილი ადამიანის თვალებში სინათლის მიმართ მგრძნობიარე ნეირონებს შორის კავშირისა და მათი აქტივობის აღდგენა შეძლეს. ამის შესახებ მკვლევართა მიერ გამოცემა Nature-ში გამოქვეყნებულ ნაშრომშია მოთხრობილი.

კვლევის დროს სპეციალისტები თვალის ბადურას უჯრედების აქტივობას როგორც თაგვებში, ასევე ადამიანებში მათი სიკვდილიდან უახლოეს პერიოდში დააკვირდნენ. შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჟანგბადის ნაკლებობა არის კრიტიკული ფაქტორი, რომელიც ფოტორეცეპტორებსა და ბადურას სხვა უჯრედებს შორის კომუნიკაციის დაკარგვას იწვევს.

მეცნიერებმა კვლევის შემდეგი ეტაპისთვის ორგანოს დონორის თვალები გამოიყენეს. მათ ტრანსპორტირებისთვის სპეციალური განყოფილება შექმნეს, რომელიც თვალებისთვის ჟანგბადისა და სხვა საჭირო ნივთიერებების მიწოდებას უზრუნველყოფდა. სპეციალისტებმა ასევე შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ბადურას ასტიმულირებს და მის ელექტრულ აქტივობას ზომავს.

ფოტო: Shutterstock

აღნიშნული მოწყობილობების გამოყენებით, მეცნიერების გუნდმა ბადურას სიკვდილის შემდგომ თვალებში სპეციფიკური ელექტრული სიგნალის აღდგენა შეძლო, რომელიც ცნობილია როგორც „b ტალღა“.

„ჩვენ შევძელით გამოგვეღვიძებინა ფოტორეცეპტორული უჯრედები ადამიანის მაკულაში. ეს უკანასკნელი არის ბადურას ნაწილი, რომელიც ადამიანის მხედველობის ცენტრალურ არესა და დეტალებისა და ფერების დანახვის უნარზეა პასუხისმგებელი“, – განაცხადეს კვლევაში მონაწილე მეცნიერებმა.

მკვლევართა მიგნება აღნიშნული ორგანოს ტრასპლანტაციისა და თვალის დაავადების მქონე პაციენტებში მხედველობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა საბოლოო შედეგის მიღწევამდე მეცნიერებს კიდევ არაერთი კვლევის ჩატარება სჭირდებათ.

NASA-ს აპარატმა მარსზე რეკორდული სიმძლავრის მიწისძვრა დააფიქსირა

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) კუთვნილმა აპარატმა, InSight-მა მარსზე 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დააფიქსირა, რაც, მეცნიერების ჩანაწერების მიხედვით, პლანეტებისთვის რეკორდული მაჩვენებელია, თუ დედამიწას არ გავითვალისწინებთ.

აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდი 2021 წლის 25 აგვისტოს დამყარდა. მაშინ InSight-ზე დამონტაჟებულმა სეისმომეტრმა, SEIS-მა წითელ პლანეტაზე 4,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დააფიქსირა. მარსის სეისმურ აქტივობაზე დაკვირვება მეცნიერებს პლანეტის აგებულების, ასევე მისი ფორმირების შესწავლაში ეხმარება.

ფოტო: NASA

ცნობისთვის, NASA-მ InSight-ი მარსისკენ კალიფორნიის შტატში მდებარე კოსმოდრომიდან 2018 წლის 5 მაისს გაუშვა. აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ლენდერი წითელი პლანეტის ზედაპირზე დაახლოებით შვიდი თვის შემდეგ დაეშვა. 2018 წლიდან დღემდე NASA-ს აპარატმა მარსზე 1,300-ზე მეტი მიწისძვრა დააფიქსირა. აღნიშნული მონაცემი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წითელი პლანეტა სეისმურად საკმაოდ აქტიურია.

აქვე გეტყვით, რომ InSight-ზე დამონტაჟებული სეისმომეტრი საფრანგეთის კოსმოსური სააგენტოს მიერ შეიქმნა. რაც შეეხება თვითონ ლენდერს, ის ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის კოსმოსური სისტემების მწარმოებელმა დანაყოფმა დაამზადა. პროგრამას NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორია (JPL) ხელმძღვანელობს. მისიაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე, კოსმოსური კვლევების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები და სააგენტოები არიან ჩაბმულნი.

Pfizer-ი ბიოფარმაცევტულ კომპანია Biohaven-ს $11.6 მილიარდად შეიძენს

Pfizer-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკული გიგანტი Biohaven Pharmaceutical Holding Company-ის 11.6 მილიარდ აშშ დოლარად შეიძენს. როგორც ცნობილია, კომპანიებმა შესყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. აქვე გეტყვით, რომ 2016 წლის შემდეგ ეს Pfizer-ის მიერ განხორციელებული ყველაზე ძვირად ღირებული გარიგება იქნება.

აღსანიშნავია, რომ გარიგების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, 10 მაისს Biohaven-ის აქციების ფასი 70%-ით გაიზარდა და $142-ს გადააჭარბა. მცირედ მოიმატა Pfizer-ის აქციების ფასმაც.

ფოტო: The Street

Biohaven-ი თავის ნერვული დაავადების, მიგრენის, იმავე შაკიკის სამკურნალო მედიკამენტ Nurtec ODT-ის მწარმოებელია. გარდა ამისა, კომპანია ამ მიმართულებით კიდევ ექვსი პრეპარატის შექმნაზე მუშაობს. Pfizer-ის განცხადებით, Biohaven-ის წამლების წლიურმა გაყიდვებმა მომავალში შესაძლოა, 6 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბოს. ცნობისთვის, 2021 წელს $462.5 მილიონის ღირებულების Nurtec ODT გაიყიდა. Biohaven-ის პროგნოზით, 2022 წელს მედიკამენტის გაყიდვები 825-დან 900 მილიონ აშშ დოლარამდე შეადგენს.

გარიგების პირობების თანახმად, ამერიკული გიგანტი Biohaven-ის ყველა აქციას ნაღდი ანგარიშსწორებით შეიძენს. ცნობილია, რომ ის თითოეულ აქციაში დაახლოებით 148 აშშ დოლარს გადაიხდის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს 2016 წლის შემდეგ Pfizer-ის მიერ განხორციელებული ყველაზე ძვირად ღირებული გარიგება იქნება. ამერიკულმა გიგანტმა ზემოხსენებულ წელს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების მწარმოებელი კომპანია Medivation-ი 14 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა.

მეცნიერებმა მთვარეზე შეგროვებულ გრუნტში მცენარეები გაზარდეს

აშშ-ში მდებარე ფლორიდის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერი აცხადებენ, რომ მთვარის გრუნტის ნიმუშებში, რომლებიც 1969-1972 წლებში განხორციელებული „აპოლოს“ სამი სხვადასხვა მისიის განმავლობაში შეგროვდა, მცენარეები გაზარდეს. ამის შესახებ მკვლევრები გამოცემა Nature-სა და Communications Biology-ში გამოქვეყნებულ ნაშრომებში დეტალურად საუბრობენ.

როგორც ირკვევა, მეცნიერების ჯგუფმა კვლევისას მისიების – Apollo 11-ის, Apollo 12-ისა და Apollo 17-ის ფარგლებში მოპოვებული გრუნტი გამოიყენა. მათ, შესადარებლად, მცენარეების გაზრდა დედამიწაზე არსებულ ვულკანური წარმოშობის ნიადაგშიც სცადეს. მკვლევრები ნიადაგის ნიმუშებს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სწავლობდნენ და მცენარეების ზრდის პროცესს ყურადღებით აკვირდებოდნენ.

ფოტო: Tyler Jones

აღმოჩნდა, რომ მცენარე, ლათინური სახელწოდებით Arabidopsis thaliana, რომელიც სპეციალისტებმა კვლევისას გამოიყენეს, ვულკანურ ფერფლში უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე მთვარის გრუნტში. ამის მიუხედავად, ის ფაქტი, რომ ჩვენს ბუნებრივ თანამგზავრზე შეგროვებულ ნიმუშებში მცენარეების ზრდის პროცესი ნელა, თუმცა წარმატებით წარიმართა, ძალზე მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ მკვლევრებმა ზრდის პროცესის დასაჩქარებლად და ხელშესაწყობად სპეციალური მკვებავი ხსნარი გამოიყენეს – ორივე სახის ნიადაგში თანაბარი დოზით.

ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერების განცხადებით, მსგავსი კვლევები მთვარეზე ხანგრძლივი ეკიპაჟიანი მისიების განხორციელებისთვის მოსამზადებლად მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სპეციალისტების თქმით, მათი აღმოჩენა მიანიშნებს, რომ ჩვენი პლანეტის ბუნებრივ თანამგზავრზე მცენარეების გასაზრდელად მთელი რესურსის დედამიწიდან მობილიზება საჭირო არ იქნება, ეს კი ხარჯებს საგრძნობლად შეამცირებს.

ჩინურმა მარსმავალმა წითელ პლანეტაზე წყლის კვალს მიაგნო

ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს მიერ მარსზე გაგზავნილმა როვერმა, სახელწოდებით Zhurong-მა, წითელ პლანეტაზე წყლის კვალს მიაგნო. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემა Science Advances-ში გამოქვეყნებულ ნაშრომშია თავმოყრილი.

მეცნიერებმა ჩინური როვერის მიერ მოპოვებული მტკიცებულება შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მარსის ზედაპირიდან თხევადი წყალი იმაზე გვიან გაქრა, ვიდრე მკვლევრები ვარაუდობდნენ.

ფოტო: CNSA

სპეციალისტების განცხადებით, 3 მილიარდი წლის წინ მარსი სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ამ ელემენტით მდიდარი პლანეტა იყო. თუმცა ამ დრომდე ისინი ვარაუდობდნენ, რომ მალევე წყალმა სწრაფი ტემპით დაშრობა დაიწყო და შედეგად, მარსი მშრალ ციურ სხეულად გადაიქცა. Zhurong-ის უახლესმა აღმოჩენამ კი ეს თარიღი მნიშვნელოვნად გადმოსწია. ჩინური როვერის მიერ მოპოვებული მტკიცებულების მიხედვით, მარსზე წყალი თხევადი სახით 700 მილიონი წლის წინაც არსებობდა.

Zhurong-მა წყლის კვალს მარსის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარე უტოპიის დაბლობის სახელწოდებით ცნობილ რეგიონში მიაგნო, სადაც ის 2021 წლის 15 მაისს დაეშვა. ცნობისთვის, მოცემულ არეალს აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს აპარატიც იკვლევდა. ლენდერი Viking 2 იქ 1976 წელს დაჯდა.

Previous Post

აშშ-სა და რუსეთის ყველაზე დიდი პარტნიორები იარაღით ვაჭრობაში

Next Post

კრედო ბანკი სტუდენტებს განათლების ხელმისაწვდომობის უპრეცენდენტო შესაძლებლობას სთავაზობს

იზა გვარამაძე

Next Post
კრედო ბანკი სტუდენტებს განათლების ხელმისაწვდომობის უპრეცენდენტო შესაძლებლობას სთავაზობს

კრედო ბანკი სტუდენტებს განათლების ხელმისაწვდომობის უპრეცენდენტო შესაძლებლობას სთავაზობს

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Безопасные способы входа на Kraken Darknet Market в 2026 году

June 9, 2026

Recent News

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Безопасные способы входа на Kraken Darknet Market в 2026 году

June 9, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result