Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

by დავით ბერაძე
March 27, 2023
in Forbes Auto, ბიზნესი, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან
0
SHARES
0
VIEWS

Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ საავტომობილო მიმოხილვაში სიახლეებს ისეთი ავტომწარმოებლების შესახებ გაეცნობით, როგორიცაა: Audi, Stellantis-ი, Fiat-ი, Mercedes-ი, Rivian-ი და Volkswagen-ი.

ჩიპების პრობლემის შემსუბუქების შემდეგ Audi დაბალბიუჯეტური მოდელების დაბრუნებას გეგმავს

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Volkswagen-ის მფლობელობაში არსებული Audi 2023 წელს შემოსავლების მნიშვნელოვნად ზრდას გეგმავს. კომპანიის მოლოდინი მიმდინარე წელს შემოსავლის 69-72 მილიარდი ევროთი გაზრდაა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 61.8 მილიარდ ევროს შეადგენდა. თუმცა საინტერესოა, რომ გერმანული ავტომწარმოებელი ამის მიღწევას დაბალბიუჯეტური ავტომობილების დაბრუნებით გეგმავს. ჩიპების დეფიციტის შემსუბუქების ფონზე, როგორც ჩანს, Audi-ს ამის შესაძლებლობა გაუჩნდა.

REUTERS/Victoria Klesty

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ნახევარგამტარების კრიზისის დროს Audi-მ უპირატესობა მაღალი ღირებულების მქონე პროდუქტების გაყიდვას მიანიჭა. ამჯერად კი საკუთარ სეგმენტს შედარებით დაბალი კომპლექტაციის მოდელებსაც დაუმატებს. შედეგად გერმანული ავტომწარმოებელი მოგების მარჟის 9-11%-მდე დაყვანას გეგმავს. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 12.2%-ს შეადგენდა.

თუმცა, გარდა ამისა, Audi კვლავ განაგრძობს ელექტრომობილების სექტორში საკუთარი პოზიციების გაუმჯობესებას და კონკურენტებისგან ჩამორჩენის შესამცირებლად 2025 წლამდე ბაზარზე 10-მდე ახალ ელექტრომობილს წარადგენს. როგორც ჩანს, გერმანული ავტომწარმოებლის მთავარი მიზანი ახლა პორტფოლიოს დივერსიფიცირებაა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მწარმოებელი ამჟამად საკუთარ ბოლო შიდაწვის ძრავის მოდელზე მუშაობს. წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ავტომობილების გამოშვებას კი გერმანული ბრენდი საბოლოოდ 2033 წლიდან შეწყვეტს.

Mercedes-ი ელექტრომობილების საწარმოებში მილიარდობით დოლარის ინვესტირებას იწყებს

გერმანული საავტომობილო ჟურნალის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Mercedes-ი ჩინეთში, გერმანიასა და უნგრეთში საკუთარი საწარმოების მოდერნიზებისათვის მილიარდობით დოლარის მოცულობის ინვესტირებას იწყებს. ელექტრომობილების წარმოებაზე მასობრივად გადასვლის წინ ავტომწარმოებელი საწარმოო შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე ფიქრობს და საწარმოების მიერ გამოყოფილი გამონაბოლქვის შემცირება სურს.

REUTERS/Arnd Wiegmann

შეგახსენებთ, რომ პარალელურად ევროკავშირი გამონაბოლქვების გამოყოფის სამიზნე რიცხვის შემცირებაზე მუშაობს, რაც სამგზავრო ავტომობილების მიერ სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში წარმოქმნილ ნახშირორჟანგის შემცირებაზე ფოკუსირდება. გარდა ამისა, პოლიტიკურ-ეკონომიკური გაერთიანება 2035 წლიდან წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვის აკრძალვის შეთანხმებაზეც მუშაობს. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Mercedes-ის ინვესტიციას გრძელვადიანი მიზნები აქვს.

კომპანიის განცხადებით, ბრენდი სრულად ელექტროწარმოებაზე გადასასვლელად მიმდინარე ათწლეულის დასასრულისათვის მზად იქნება. გამოყოფილი ინვესტიციებით პირველი გერმანული საწარმოს მოდერნიზება იგეგმება. ამავე საწარმოში კომპანია 2024 წლისთვის ახალი პლატფორმის გამოშვებაზე მუშაობს. თუმცა ამ ქარხანაში წარმოებული მოდელების რაოდენობა 7-დან 4-მდე შემცირდება.

სულ მცირე რამდენიმე მილიარდი დოლარი გერმანიაში მდებარე სამ საწარმოში სამღებრო სისტემების მოდერნიზებისათვის დაიხარჯება. მოდერნიზაციის მთავარი მიზანი წყლისა და ენერგიის მოხმარებისა და სამღებრო სისტემების მიერ გაზის მოხმარების შემცირებაა.

Stellantis-ი ალჟირში Fiat-ის მოდელების წარმოებისათვის 200 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიციას ახორციელებს

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავტომწარმოებელი Stellantis-ი ალჟირში Fiat-ის მოდელების წარმოების დასაწყებად 200 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიციას გამოყოფს. კომპანიის განმარტებით, ალჟირში დაგეგმილი საწარმოს აშენება აგვისტოში იგეგმება. ქარხანა კი პირველ Fiat 500-ს წლის ბოლოს გამოუშვებს. 2026 წლისთვის საწარმოს უკვე 2,000-მდე ადგილობრივი ეყოლება დასაქმებული და წარმოების მოცულობას წელიწადში 90,000 ერთეულამდე გაზრდის.

REUTERS/Gonzalo Fuentes/File Photo

Stellantis-ის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს ავტომწარმოებლების სურვილსა და გეგმებს საკუთარი წარმოების დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით. მიწოდების ჯაჭვის პრობლემების ფონზე სულ უფრო მეტად ჩნდება აუცილებლობა, ავტომწარმოებლებს საკუთარი ქარხნები სხვადასხვა რეგიონში ჰქონდეთ. გარდა მიწოდების ჯაჭვის პრობლემების აღმოფხვრისა, ეს ყველაფერი ავტომობილების ღირებულებაზეც მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს.

ცნობისათვის, Stellantis-ი არ გახლავთ პირველი და ერთადერთი ავტომწარმოებელი, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო.

Fiat-ი Stellantis-ის საკუთრებაში არსებული იტალიური ავტომწარმოებელია, რომელიც საკუთარი კომპაქტური მოდელებითაა ცნობილი.

Rivian-ი ელექტროსატვირთოების თაობაზე Amazon-თან გაფორმებულ ექსკლუზიურ შეთანხმებას გადახედავს

კომპანიის სპიკერის მიერ გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Rivian-ი და Amazon-ი მათ შორის გაფორმებული ექსკლუზიური შეთანხმების პირობებს გადახედავენ. შეგახსენებთ, რომ შეთანხმება Rivian-ის მიერ Amazon-ისათვის ელექტროსატვირთოების მიწოდებას ითვალისწინებს, რომელსაც ეს უკანასკნელი ტვირთის გადასაზიდად გამოიყენებს.

Rj Sangosti | Denver Post | Getty Images

Rivian-ისათვის მთავარ ამოცანას ხელშეკრულების ექსკლუზიურობის გაუქმება წარმოადგენს. ასე კომპანიას საშუალება ექნება, Amazon-ის გარდა სხვა მომხმარებლებსა და პარტნიორებზეც გავიდეს, ვინაიდან მწარმოებელი ელექტროფურგონების, R1-სერია ელექტროპიკაპებისა და SUV-ების წარმოების გაზრდას გეგმავს. გარდა ამისა, კომპანია მომდევნო თაობის R2-მოდელზე მუშაობასაც იწყებს, რისთვისაც ინვესტიციები ესაჭიროება.

Rivian-ის პრესსპიკერის განმარტებით, აღნიშნულ მოვლენა კომპანიის Amazon-თან ურთიერთობაზე არანაირ გავლენას არ მოახდენს. შეგახსენებთ, რომ შეთანხმება Rivian-სა და Amazon-ს შორის 2019 წელს გაფორმდა და ელექტრონული კომერციის გიგანტისათვის 100,000 ერთეული ელექტროსატვირთოს მიწოდებას ითვალისწინებდა. საინტერესოა, რომ Amazon-ი Rivian-ის ყველაზე დიდი მეწილეცაა. ამერიკულმა გიგანტმა Rivian-ს წელს 10,000 ერთეული სატვირთოს მიწოდება მოსთხოვა.

გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს Amazon-იც და აღნიშნავს, რომ Rivian-თან 10,000 ელექტროსატვირთოს მიწოდების შესახებ შეთანხმება უცვლელი დარჩება.

Volkswagen-ი ელექტრომობილებში $193 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

Volkswagen-ი მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ელექტრომობილების განვითარების, მათ შორის ბატარეების წარმოების მიმართულებით $193 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. ინვესტირება ჩრდილოეთ ამერიკასთან დაკავშირებულ გეგმებსაც შეეხება, თუმცა, ავტომწარმოებლის განცხადებით, ხარჯვის ტემპი 2025  წლიდან შემცირებას დაიწყებს.

Filip Singer/EPA, via Shutterstock

ელექტრომობილების განვითარების მიმართულებით ინვესტირების გეგმა კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ევროპის უმსხვილესმა ავტომწარმოებელმა ელექტრომობილების პიონერ Tesla-სთან არსებული „უფსკრულის“ აღმოფხვრა განიზრახა. Volkswagen-ის მიზანი ბატარეებზე მომუშავე ავტომობილების ბაზარზე საკუთარი წილის ზრდაა და კომპანია გეგმავს კიდეც, რომ 2030 წლისთვის მისი გლობალური გაყიდვების 50%-ს EV-ები შეადგენდეს. ხუთწლიანი საინვესტიციო ბიუჯეტის ორი მესამედი ელექტრიფიკაციასა და დიგიტალიზაციაზე დაიხარჯება, როდესაც შარშანდელი გეგმით ამ მიმართულებისთვის მხოლოდ 56% იყო გამოყოფილი.

გეგმების შეცვლა პირველ რიგში ბატარეების ბიზნესში, ნედლ მასალასა და Scout-ის ბრენდის $2-მილიარდიან ქარხანაში გაზრდილი ინვესტიციებითაა განპირობებული. Volkswagen-ის მთავარი ფინანსური დირექტორის, არნო ანტლიცის განცხადებით, კომპანიის მოლოდინით, 2025 წლიდან ახალ გაყიდვებში ელექტრომობილების წილი 20%-ს მიაღწევს, თუმცა კომპანიას შიდაწვის ძრავებში კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაც სჭირდება, რაც ავტომწარმოებლისთვის ორმაგი ტვირთია.

Volkswagen-ის ინფორმაციით, სრულდება მუშაობა მაღალეფექტიან პროგრამულ უზრუნველყოფაზეც ავტომწარმოებლების მდიდრული და პრემიუმ-ბრენდებისთვის. თუმცა საშუალოვადიან პერსპექტივაში Volkswagen-ი მის გამოყენებას, პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილება Cariad-ში თავისი ოპერაციების გასაუმჯობესებლად, კომპანიის მასშტაბითაც გეგმავს.

ავტომწარმოებლის ბოლო გეგმით, ბატარეების ქარხნებისა და ნედლი მასალებისთვის 15 მილიარდი ევრო უნდა გამოყოფილიყო. საბჭოს წევრ თომას შმალის განცხადებით, Volkswagen-მა ევროპაში თავისი საჭიროებები სამი ქარხნით დაფარა, ამ ეტაპზე კომპანია დამატებითი ლოკაციის შერჩევას არ ჩქარობს. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ Volkswagen-მა კანადაში, თავისი პირველი ჩრდილოამერიკული ქარხნის მშენებლობაც დააანონსა, რომელიც წარმოებას 2027 წლიდან დაიწყებს.­

Previous Post

განახლებადი ენერგიები და საქართველო

Next Post

Goal.com-მა „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა რეიტინგი განაახლა – რომელ ადგილზეა ხვიჩა კვარაცხელია?

დავით ბერაძე

Next Post
Goal.com-მა „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა რეიტინგი განაახლა – რომელ ადგილზეა ხვიჩა კვარაცხელია?

Goal.com-მა „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა რეიტინგი განაახლა - რომელ ადგილზეა ხვიჩა კვარაცხელია?

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

Recent News

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result