Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

by იზა გვარამაძე
February 20, 2023
in Forbes Auto, ბიზნესი, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან
0
SHARES
0
VIEWS

ფინანსური წლის დასასრულის მოახლოებასთან ერთად, ავტომწარმოებლები საკუთარ ფინანსურ ანგარიშებს სულ უფრო აქტიურად აქვეყნებენ და გასული წლის დასაწყისში დასახული საწარმოო მიზნების სისრულეში მოყვანას ცდილობენ. ფისკალური წლის შედეგები კი, ბუნებრივია, მომდევნო წლის მოძრაობის ტენდენციაზეც აისახება. Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ საავტომობილო ბლოგში ისეთ სიახლეებს გაეცნობით, როგორიცაა: Toyota-ს მიერ ახალი Highlander-ის წარდგენა, Ford-ის ამბიციური გეგმები და ახალი საწარმო მიჩიგანში, Ferrari-ს 2022 წლის შედეგები და გეგმები 2023 წლისთვის, ახალი ძვირად ღირებული Jeep Wrangler-ის ტექნიკური მახასიათებლები და Lucid-ის მიერ საკუთარ ელექტრომობილებზე ფასების შემცირების მიზეზები.

Toyota-მ ახალი ჰიბრიდული Grand Highlander-ი წარადგინა

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იაპონური ავტომწარმოებელი Toyota საკუთარი ჰიბრიდული ავტომობილების ხაზს ზრდის. მწარმოებელმა 2024 წლის Grand Highlander მოდელი წარადგინა, რომელიც ორი სხვადასხვა კომპლექტაციით იქნება ხელმისაწვდომი.

ფოტო: TopGear

სიახლეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ Grand Highlander-ი უკვე არსებული Highlander მოდელებისაგან განსხვავებით უფრო დიდი გაბარიტების მქონე მოდელი იქნება. Toyota-ს ინფორმაციით, ახალი მოდელი სიგრძეშიც და სიგანეშიც უფრო დიდი და ტევადი იქნება.

სფეროს ანალიტიკოსების მოსაზრებით, ეს გადაწყვეტილება Toyota-ს მხრიდან ექსპერიმენტის განხორციელებაა, რომლის საშუალებითაც ისინი ამოწმებენ, თუ რამდენად მზად არიან მომხმარებლები დიდ ავტომობილებში კიდევ უფრო მეტი გადაიხადონ. ცნობისათვის, ამჟამინდელი ტენდენციით მომხმარებლები ახალ, უფრო დიდი მოცულობის ავტომობილებში დიდი რაოდენობით თანხას ხარჯავენ. შედარებისათვის, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, გასულ წელს ახალ ავტომობილში გადახდილი საშუალო ფასი 50,000 აშშ დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება Toyota-ს ახალ მოდელს, მწარმოებელს მისი ღირებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. თუმცა, ანალიტიკოსების მოსაზრებით, მანქანის ფასი 36,000 დოლარიდან 51,000 დოლარამდე შუალედში განისაზღვრება კომპლექტაციის შესაბამისად.

Toyota Grand Highlander-ი ამერიკულ ბაზარზე კონკურენციას ისეთ მოდელებს გაუწევს, როგორიცაა: Ford Explorer-ი, Chevrolet Traverse-ი და სხვა. ამგვარი დიდი ზომის ავტომობილებზე მოთხოვნა კი წლიდან წლამდე იზრდება. ზოგადად, Highlander-ი Toyota-ს საწარმოო ხაზის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია. გასულ წელს კომპანიამ 223,000 ერთეული Highlander-ი გაყიდა.

Ford-ი მიჩიგანში $3.5 მილიარდის ღირებულების ელემენტების საწარმოს გახსნას გეგმავს

ამერიკული მედიასაშუალებებისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, Ford Motor-ი მოკლე ვადაში მიჩიგანში ელემენტების ახალი საწარმოს გახსნის შესახებ გვამცნობს. წყაროების თანახმად, საუბარია 3.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ლითიუმის რკინის ფოსფატის ელემენტების ქარხანაზე.

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ქარხნის ფლობასა და ოპერირებას Ford-ი თავის ჩინურ პარტნიორთან, CATL-თან ერთად გეგმავს. თავად ამერიკული ავტოგიგანტი საკუთარი გეგმების დადასტურებისაგან თავს იკავებს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს ჩინური CATL-იც.

ფოტო: REUTERS/Phil Noble

საწარმო დიდი ალბათობით მიჩიგანში, ქალაქ მარშალში გაიხსნება და თავდაპირველად 2,500 ახალ თანამშრომელს დაასაქმებს. ჩრდილოეთ ამერიკაში კიდევ ერთი დამატებითი ქარხნის გახსნის შესახებ ინფორმაცია Ford-მა პირველად გასული წლის ივლისში გაავრცელა. მაშინ კომპანიამ აღნიშნა, რომ 40 გიგავატსაათის სიმძლავრის ქარხანა ფუნქციონირებას 2026 წლიდან დაიწყებდა. გარდა ამისა, კომპანიამ ამავე პერიოდში ელექტრომობილების ელემენტების განვითარებისათვის ჩინურ CATL-თან პარტნიორობაც დააანონსა. ამას კი ამერიკულ პოლიტიკურ საზოგადოებაში დადებითი გამოხმაურება არ მოჰყოლია.

იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკის მთავრობა ჩინურ კომპანიებთან ადგილობრივი ფირმების თანამშრომლობის შემცირებას ცდილობს, Ford-ის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა. განსაკუთრებით კი გასული წლის აგვისტოში კონგრესის მიერ $430 მილიარდი დოლარის ღირებულების ინფლაციის შემცირების აქტის წარდგენის შემდეგ.

საინტერესოა, რა პერიოდში დაადასტურებს Ford-ი ამერიკულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას ახალი ქარხნის გახსნასა და ჩინურ CATL-თან თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

Ferrari-ს მოგებამ 2022 წელს 13% შეადგინა, 2023 წელს კომპანიას უკეთესი მოლოდინები აქვს

გასულ კვირას მდიდრული ავტომობილებისა და სუპერქარების მწარმოებელმა იტალიურმა Ferrari-მ წლის ფინანსური ანგარიშები გაასაჯაროვა. კომპანიის მოგებამ 2022 წელს 13% შეადგინა, 2023 წლისთვის კი კიდევ უფრო ძლიერი ზრდის მოლოდინები გამოკვეთა.

2022 წელს კომპანიის შემოსავალი 5.095 მილიარდი ევრო გახლდათ. აქედან კი მოგებამ 939 მილიონი ევრო შეადგინა. ორივე მაჩვენებელმა მოსალოდნელზე მაღალი შედეგი დააფიქსირა. შედეგებმა არა მხოლოდ ანალიტიკოსების მოლოდინებს, არამედ თავად კომპანიის მიზნებსაც გადააჭარბა. ეს კი კიდევ უფრო უკეთესი წლის შესაძლებლობას აჩენს.

ფოტო: aecilluminazione.com

საინტერესოა, რომ მიუხედავად ასეთი შედეგებისა, კომპანიის მოგების მარჟა მეოთხე კვარტალში 22.6%-დან 21.8%-მდე შემცირდა. რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა 2022 წელს ავტომობილების გადაზიდვის კუთხითაც. 2022 წელს ჯამში Ferrari-მ 13,221 ავტომობილი გადაზიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 19%-ით მეტია.

კომპანიის დადებით მოლოდინებს 2023 წელთან დაკავშირებით ახალი ავტომობილები და მათზე არსებული მოთხოვნა ქმნის. Ferrari-ს 2023 წელს მოგების მარჟის 26%-მდე გაზრდა ჯერ კიდევ გაყიდვაში ჩაუშვებელი ახალი SUV-ის, Purosangue-ისა და Daytona-ს დახმარებით სურს.

Jeep-მა ყველაზე ძვირად ღირებული, ახალი Wrangler-ი წარადგინა, რომლის ღირებულებაც $115,000 დოლარია

გასულ კვირას ამერიკულმა მწარმოებელმა Jeep-მა ყველაზე ძვირად ღირებული Wrangler-ი წარადგინა, რომლის ღირებულებაც 115,000 აშშ დოლარს შეადგენს. ლიმიტირებული გამოშვების 2023 წლის Wrangler Rubicon 392-ი ავტომობილის შექმნის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით იწარმოება.

ამ თარიღთან დაკავშირებით კომპანია მხოლოდ 150 ერთეულ Wrangel Rubicon 392-ს აწარმოებს, რაც მის სიძვირეს განაპირობებს. Jeep-ის მოდელების მფლობელები ინდუსტრიაში სხვა ავტომობილების მფლობელებისაგან იმით განსხვავდებიან, რომ შეძენამდე ავტომობილებს სხვადასხვა მოდიფიკაციასა და კომპლექტაციას უმატებენ. ეს კი ავტომობილის მნიშვნელოვნად გაძვირებას იწვევს.

ფოტო: Aaron Turpen / New Atlas

ახალი ავტომობილი 8-ცილინდრიანი ძრავით იქნება აღჭურვილი და 470 ცხენის ძალის გამომუშავება შეეძლება. მანქანა 0-დან 100-მდე 4.5 წამში აჩქარდება, რაც მისი გაბარიტების მქონე მოდელისათვის კარგი შედეგია.

ყველაზე დაბალი კომპლექტაციის მქონე მოდელის ღირებულება 95,000 აშშ დოლარი იქნება, სრული კომპლექტაციის ფასი კი – 115,000 დოლარი. რაც შეეხება დამუხტვად ჰიბრიდულ ვერსიას, მისი ღირებულება 71,380 დოლარს შეადგენს. Jeep-ის ინფორმაციით, აღნიშნული საიუბილეო მოდელის წინასწარი შეკვეთების მიღება მომდევნო თვიდან დაიწყება.

Tesla-ს მსგავსად საკუთარი მოდელების ფასებს Lucid-იც შეამცირებს

ამერიკული ავტომწარმოებლის, Tesla-ს მიერ დაწყებულ ფასების შემცირების უწყინარ დაპირისპირებაში ელექტრომობილების კიდევ ერთი მწარმოებელი Lucid-იც ჩაერთო. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Lucid-ი საკუთარ მომხმარებლებს კონკრეტულ მოდელებზე 7,500-დოლარიან ფასდაკლებას სთავაზობს. კომპანიის განმარტებით, აღნიშნული შემცირება Air-ის რამდენიმე მოდელს შეეხება.

ელექტრომობილებზე ფასების შემცირების გადაწყვეტილება თავდაპირველად Tesla-მ მიიღო. შემდეგ კი იგივე ელექტრომობილების თითქმის ყველა მწარმოებელმა გაიმეორა. გასულ კვირას საკუთარი მოდელების ფასები Rivian-მაც შეამცირა. გარდა ამისა, დაახლოებით 6,000 დოლარით შეამცირა Mustang Mach-E-ს ფასი Ford-მაც. თუმცა Rivian-ისა და Lucid-ის მსგავსი სტარტაპებისათვის მსგავსი გადაწყვეტილების მიღება არც ისე მარტივია.

ფოტო: Lucid Motors

შეგახსენებთ, რომ Lucid-ის მოდელების მაღალი ღირებულების გამო, ამერიკელი მომხმარებლები მთავრობისაგან 7,500 დოლარის სუბსიდიას ვერ იღებენ. კომპანიამ კი გადაწყვიტა, საკუთარ მომხმარებლებს აღნიშნული დანაკლისი შეუვსოს. ამის მიზეზი, Lucid-ის განცხადებით, მომხმარებლების მიერ არჩევანის ელექტრომობილებზე შეჩერებაა.

იმის გასაგებად, თუ როგორ იმოქმედებს Tesla-ს მიერ წამოწყებული ტენდენცია ავტომწარმოებლების შემოსავლებსა თუ გაყიდვებზე, ცოტა ხნით მოცდა მოგვიწევს.

Previous Post

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

Next Post

Banks or Crypto?

იზა გვარამაძე

Next Post
Banks or Crypto?

Banks or Crypto?

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Recent News

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result