Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

by დავით ბერაძე
იანვარი 20, 2023
in Forbes Auto, ბიზნესი, ინდუსტრია, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან
0
SHARES
0
VIEWS

გასულ კვირას საავტომობილო ინდუსტრიაში ერთბაშად რამდენიმე საინტერესო რამ მოხდა. ავტომწარმოებელთა ნაწილმა ახალი პარტნიორობის შესახებ განაცხადა. ზოგმაც საკუთარი პირველი ელექტრომობილი წარადგინა და ელექტრიფიკაციისაკენ პირველი ნაბიჯი გადადგა. სამწუხაროდ, ერთ-ერთ ყველაზე საკულტო ავტომობილთან დამშვიდობების შესახებ ცნობაც შევიტყვეთ. სიახლეებია რუსულ საავტომობილო ბაზარზეც, სადაც დასავლური კომპანიებისაგან გამოთავისუფლებული ადგილის დაკავებას, ჩინური მწარმოებლები გეგმავენ. Volkswagen-ის, Stellantis-ის, Dodge-ის, Polestar-ისა და Chery-ის შესახებ გასული კვირის უმნიშვნელოვანეს საავტომობილო სიახლეებს ტრადიციულად Forbes Georgia-ს ავტო-ბლოგში გაეცნობით.

Volkswagen-ი და Mahindra ელექტრომობილების ნაწილებზე პარტნიორობას გააღრმავებენ

გერმანული Volkswagen-ი და ინდური Mahindra ელექტრომობილების ნაწილებზე თანამშრომლობას გააღრმავებენ. კომპანიებს შორის გაფორმებული უკანასკნელი ხელშეკრულება გერმანული ავტომწარმოებლის მიერ Mahindra-სთვის ელექტრომობილების ავტონაწილების მიწოდებას ითვალისწინებს.

REUTERS/Matthias Rietschel/File Photo

კომპანიების მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადების თანახმად, Volswagen-ი Mahindra-ს საკუთარი ელექტრომობილის პლატფორმის, MEB-ის ნაწილებს ახალი ელექტრომობილების პლატფორმისათვის, INGLO-სათვის მიაწვდის.

Mahindra-ს განცხადებით, ავტომწარმოებლის ელექტრომობილები სრულად INGLO-ს პლატფორმაზე აიწყობა. პლატფორმა ავტომობილს 60-80-კილოვატსაათიანი ელემენტით მოამარაგებს და 80%-მდე სწრაფი დამუხტვა 30 წუთში შეეძლება. სხვა ელექტრომობილების პლატფორმების გათვალისწინებით, ინდური ანალოგი ნამდვილად კონკურენტუნარიან შედეგებს გვთავაზობს.

ამჟამად ინდოეთის ელექტრომობილების ბაზარზე Tata Motors-ი დომინირებს. კომპანიის 40.5-კილოვატსაათიანი ელექტროძრავი ერთი სრული დამუხტვით 437 კილომეტრს გადის. შესაბამისად, Mahindra-ს პოტენციურად უფრო დიდი შედეგის დადება შეუძლია.

კომპანიების განმარტებით, თანამშრომლობა 2030 წლამდე 1 მილიონი ერთეული ელექტრომობილისათვის საჭირო ავტონაწილების მიწოდებას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების ფინანსური დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება, Volkswagen-ის მესვეურების განცხადებით, პარტნიორობა დიდ საოპერაციო მოგებას მოიტანს.

ცნობისათვის, ინფორმაცია Volkswagen-ისა და Mahindra-ს თანამშრომლობის შესახებ ჯერ კიდევ მაისში გავრცელდა. ახალი შეთანხმების შემდეგ, Mahindra გერმანული ავტომწარმოებლის MEB-ის პლატფორმის მეორე ყველაზე მსხვილი მომხმარებელი გახდა ამერიკული Ford-ის შემდეგ.

მომავალი წლიდან შიდაწვის ძრავიანი Dodge Challenger-ისა და Charger-ის წარმოება შეწყდება

Stellantis-ის მიერ გასულ კვირას გავრცელებული განცხადების თანახმად, შიდაწვის ძრავიანი Dodge Challenger-ისა და Charger-ის ერა მომდევნო წლიდან დასრულდება. კომპანია წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ლეგენდარული ავტომობილების წარმოების შეწყვეტას გეგმავს. ეს კი იმის მიმანიშნებელია, რომ Dodge Challenger-ი და Charger-ი ელექტრიფიკაციის პროცესს გაივლის და მომხმარებლებს ახალი სახით დაუბრუნდება. თუმცა, დიდი ალბათობით, მათი ძრავის ხმას ვეღარ გავიგებთ.

Dodge Challenger

თუმცა Stellantis-ი ამ გადაწყვეტილებისაგან დიდი მოგების მიღებას გეგმავს. გასულ კვირას, ავტომწარმოებელმა დააანონსა, რომ ლეგენდარული ავტომობილების წარმოების შეწყვეტამდე მომხმარებელს შეზღუდული რაოდენობის შვიდ ვერსიას წარუდგენს, რომელთა შეძენაც მხოლოდ კონკრეტულ ავტოდილერებთან იქნება შესაძლებელი. დილერების შესახებ ინფორმაციას კი მომხმარებლებს წინასწარ მიაწოდებენ.

სპეცგამოშვების ბოლო შიდაწვის ძრავიან Dodge Challenger-ებსა და Charger-ებს მწარმოებელი დილერებს ერთიანად მიაწოდებს. შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ მათი ღირებულებაც განსხვავებული იქნება.

Dodge-ის აღმასრულებელი დირექტორების განცხადებით, მათ მიერ წარდგენილი ბოლო Challenger-ები და Charger-ები საკოლექციო ტიპის ავტომობილები იქნება, შესაბამისად მათში დამატებითი ღირებულების გადახდა ნამდვილად ღირს. როგორც ჩანს, Dodge-მა შიდაწვის ძრავიან ლეგენდარულ ავტომობილებთან დამშვიდობება მარკეტინგულ კამპანიად აქცია.

Polestar-მა ახალი ელექტრომობილი წარადგინა, თუმცა წარმოება 2026 წლამდე არ დაიწყება

შვედური ავტომწარმოებლის, Polestar-ის მიერ გასულ კვირას გავრცელებული განცხადების თანახმად, ცოტა ხნის წინ წარდგენილი ელექტრომობილის კონცეპტის მასობრივი წარმოება გადაწყდა. თუმცა, ავტომოყვარულებს ახალი მოდელის შესაძენად სამ წელზე მეტის დალოდება მოუწევთ. Polestar-ის ახალი ელექტრომობილი გაყიდვაში 2026 წლიდან ჩაეშვება.

Polestar

Polestar-ის O2 კონცეპტი ავტომწარმოებელმა პირველად მარტში ლოს-ანჯელესში წარადგინა. 2026 წლიდან კი ავტომობილი ოდნავ შეცვლილი სახის ვარიანტით, Polestar 6-ის სახელით გაყიდვაშიც ჩაეშვება. თუმცა, უცნაურია, რისთვის დასჭირდა ავტომწარმოებელს ახალი ელექტრომობილის 4 წლით ადრე წარდგენა, ან მის წარმოებაზე 4 წლით ადრე საუბარი. თუკი ეს მარკეტინგული ხრიკია, მაშინ Polestar-ის ახალმა ელექტრომობილმა ავტომოყვარულების გაოცება უნდა გამოიწვიოს.

Polestar-ის განცხადებით, ელექტრომობილის ელექტროძრავს 884 ცხენისძალის გამომუშავება შეეძლება. 0-დან 100-მდე აჩქარება კი 3.2 წამში იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, კომპანიის განცხადებით, ავტომობილი სწრაფი დამუხტვის ფუნქციითაც აღიჭურვება.

ცნობისათვის, Polestar-ს მე-6 მოდელის გამოშვებამდე 2025 წლის ბოლომდე მე-3, მე-4 და მე-5 მოდელების წარმოება აქვს დაგეგმილი. Polestar 3 წარმოებაში უკვე მიმდინარე წლის ბოლოდან ჩაეშვება. Polestar 4 და Polestar 5 კი 2025 წლამდე აიწყობა.

Dodge-ის პირველი ელექტრიფიცირებული ავტომობილი, ახალი ქროსოვერი Hornet-ი იქნება

გასულ კვირას Dodge-ის მიერ გავრცელებული გულდასაწყვეტი ამბის შემდეგ, ავტომწარმოებელმა მომხმარებლებისათვის სასიამოვნო სიახლის მიწოდებაც გადაწყვიტა. მართალია, შიდაწვის ძრავიანი Challenger-ი და Charger-ი მომავალი წლიდან მზის სინათლეს ვეღარ იხილავენ, თუმცა სანაცვლოდ, Dodge-მა საკუთარი პირველი ელექტრიფიცირებული ავტომობილი, ქროსოვერი Hornet-ი წარადგინა.

Dodge

ახალი ავტომობილი დამუხტვადი ჰიბრიდი იქნება. 2.0 ლიტრის მოცულობის ტურბო 4-ცილინდრიანი ძრავის მქონე ავტომობილის ღირებულება 30,000 აშშ დოლარიდან დაიწყება.  დამუხტვადი ჰიბრიდული ვერსიის ღირებულება კი 40,000 აშშ დოლარი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ Hornet-ი Dodge-ის სახასიათო მოდელს არ წარმოადგენს, ის ბრენდის გაყიდვებისა და ელექტრიფიკაციის სტრატეგიისათვის მაინც მნიშვნელოვანი ავტომობილია. შეიძლება ითქვას, რომ ის დაბალი ღირებულების სეგმენტში ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი სწრაფი ავტომობილი იქნება.

Dodge-ის განცხადებით, დამუხტვადი ჰიბრიდული ვერსიის ძრავას 285 ცხენისძალის გამომუშავება შეეძლება. მხოლოდ ჰიბრიდული ძრავით კი 50-მდე კილომეტრს გაივლის. ამ რესურსის ამოწურვის შემდეგ კი 1.3 ლიტრის მოცულობის ტურბო შიდაწვის ძრავა ჩაირთვება. რაც შეეხება GT მოდელს, მის 2.0 ლიტრის მოცულობის ტურბო 4-ცილინდრიან ძრავს 265 ცხენისძალის გამომუშავება შეეძლება. დამუხტვადი ჰიბრიდული ვერსია შესაძენად მომავალი წლის გაზაფხულიდან იქნება ხელმისაწვდომი.

ჩინური Chery რუსულ ქარხნებში ავტომობილების საწარმოებლად მოლაპარაკებებს მართავს

ჩინური კომპანია Chery რუსულ ქარხნებში ავტომობილების საწარმოებლად მოლაპარაკებებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედიასააგენტო Tass-ი ავრცელებს. როგორც ჩანს, Tass-ი Chery-ს რუსული დანაყოფის დირექტორის, ვლადიმირ შმაკოვის სიტყვებს ეყრდნობა.

REUTERS/Aly Song/File Photo

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენს გეგმებში რუსეთის ტერიტორიაზე წარმოების ლოკალიზებაა“, – აცხადებს ვლადიმირ შმაკოვი. გარდა ამისა, კომპანიის მიზანი 2022 წელს რუსეთში ავტომობილის გაყიდვების 80,000-დან 100,000 ერთეულამდე გაზრდაა.

ცნობისათვის, Chery ჩინეთში მეცხრე ყველაზე მსხვილი ავტომწარმოებელია. 2021 წელს კომპანიამ საერთო ჯამში 959,000 ერთეული ავტომობილი გაყიდა. ევროპული ბიზნესების ასოციაციის მონაცემებით კი, აქედან რუსულ ბაზარზე მხოლოდ 40,874 ერთეული გაიყიდა.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ ოკუპანტი ქვეყანა თითქმის ყველა მსხვილმა ავტომწარმოებელმა დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ავტომწარმოებლებს რუსეთში მილიარდობით დოლარის მოცულობის ინვესტიციები ჰქონდათ განხორციელებული, მათ საკუთარი აქტივები გაასხვისეს და ბაზრიდან გავიდნენ. ავტომწარმოებლების გარდა, რუსული ბაზარი ავტონაწილებისა თუ საბურავების მწარმოებელმა კომპანიებმაც დატოვეს.

როგორც ჩანს, დასავლური ავტომწარმოებლების შემდეგ დარჩენილი სივრცის შევსებას რუსეთი ჩინური კომპანიების წახალისებით გეგმავს. ომის დაწყების შემდეგ, რუსეთისა და ჩინეთის პარტნიორობა არამხოლოდ საავტომობილო ინდუსტრიაში გაიზარდა. ჩინური Chery-ს რუსულ ბაზარზე ზრდაც სწორედ ამ არგუმენტით შეგვიძლია ავხსნათ.

ორგანიზატორები: მომავალი წლის ჟენევის საერთაშორისო ავტო-შოუ გაუქმდა

გასულ კვირას ორგანიზატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომავალ წელს, თებერვალში დაგეგმილი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჟენევის საერთაშორისო ავტო-შოუ უკვე მეოთხედ გაუქმდა.

REUTERS/Denis Balibouse

ორგანიზატორების განცხადებით, ჟენევაში დაგეგმილი საავტომობილო შოუს ნაცვლად ახლა ისინი უფრო მეტად 2023 წლის ბოლოსათვის, კატარში დაგეგმილ ავტო-შოუზე კონცენტრირდებიან.

„გლობალურ ეკონომიკასა და გეოპოლიტიკაში არსებული გაურკვევლობების ფონზე, ასევე პანდემიის განვითარებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ 2023 წლის ბოლოს კატარში დაგეგმილ ავტო-შოუზე ფოკუსირდნენ და ჟენევის ავტო-შოუ გააუქმონ“, – ვკითხულობთ ჟენევის საერთაშორისო ავტო-შოუს მუდმივი კომიტეტის განცხადებაში.

ცნობისათვის, 2023 წლის ნოემბერში დოჰაში დაგეგმილი ავტო-შოუ ჟენევის ავტო-შოუს გაგრძელება უნდა ყოფილიყო.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო ჟენევის ავტო-შოუ ბოლო სამი წელია არ ჩატარებულა.

Previous Post

Adidas-ის ინფორმაციით, კომპანიის CEO თანამდებობას ტოვებს

Next Post

ბრაზილიაში მსოფლიოში უდიდესი ურბანული ბაღი გაშენდება

დავით ბერაძე

Next Post
ბრაზილიაში მსოფლიოში უდიდესი ურბანული ბაღი გაშენდება

ბრაზილიაში მსოფლიოში უდიდესი ურბანული ბაღი გაშენდება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Инструкция для новичков: https://kra070.com

ივლისი 30, 2026

Уникальность зеркал Kraken: безопасный вход в даркнет

ივლისი 30, 2026

Профессиональные настройки и безопасность на https://kra070.com

ივლისი 30, 2026

Эффективное использование кракен даркнет маркет

ივლისი 30, 2026

Recent News

Инструкция для новичков: https://kra070.com

ივლისი 30, 2026

Уникальность зеркал Kraken: безопасный вход в даркнет

ივლისი 30, 2026

Профессиональные настройки и безопасность на https://kra070.com

ივლისი 30, 2026

Эффективное использование кракен даркнет маркет

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result