Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

by დავით ბერაძე
January 20, 2023
in Forbes Auto, ბიზნესი, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან
0
SHARES
0
VIEWS

გასულ კვირას ავტოინდუსტრიაში ბევრი საინტერესო რამ მოხდა. Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ საავტომობილო ბლოგში კი ყველაზე საინტერესო მოვლენებს მოვუყარეთ თავი. აღნიშნულ მიმოხილვაში ისეთ სიახლეებს გაეცნობით, როგორიცაა Toyota-ს მიერ ახალი ავტომობილების უკან გამოხმობის მიზეზები, Vinfast-ის გეგმები ელექტროპიკაპის წარმოებასთან დაკავშირებით, Audi-ს გადაწყვეტილება ელექტრომობილების ბიზნესში შებიჯების შესახებ, Citroen-ის ახალ ავტომობილზე გაზრდილი მოთხოვნის მიზეზები და სხვა.

Toyota-მ პირველად წარმოებული ელექტრომობილების უკან გამოხმობის ბრძანება გასცა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა, Toyota-მ პირველი მასობრივი წარმოების ელექტრომობილების უკან გამოხმობის ბრძანება გასცა. კომპანია 2 700 ერთეულ ელექტრომობილს საბურავებთან დაკავშირებული პრობლემის გამო უკან აბრუნებს. გაყიდვებით მსოფლიოს უდიდესმა ავტომწარმოებელმა ავტომობილების უკან გაწვევის შესახებ განცხადება იაპონიის ტრანსპორტის სამინისტროს წარუდგინა. წარმოებული 2 700 ავტომობილიდან, 2 200 ევროპის ბაზარზე იძებნება, 260 შეერთებულ შტატებში, 10 კანადაში, 110 კი – იაპონიაში.

REUTERS/Mike Blake

საუბარია Toyota-ს მიერ წარმოებულ უახლეს ელექტრომობილზე, bZ4X მოდელზე. უკან გამოწვევის მიზეზი კი საბურავების მოშვების რისკია. საინტერესოა, რომ ზუსტად იმავე მიზეზით საკუთარ 2 600 ერთეულ ელექტრომობილს Subaru-ც უკან იხმობს. Subaru-ს შემთხვევაში იგივე პრობლემა ახალ Soltera მოდელებს შეექმნა.

იაპონიის საგზაო უსაფრთხოების მარეგულირებლის განცხადებით, დიდ მოსახვევში შესვლისას ან მკვეთრი მუხრუჭისას საბურავის დამჭერი მთავარი ჭანჭიკი შესაძლოა მოეშვას, რამაც საბურავის განცალკევება შეიძლება გამოიწვიოს. მარეგულირებლის ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. ორგანომ აღნიშნული ავტომობილების მძღოლებს მანქანის მართვისაგან თავის შეკავება ურჩია.

ავტომობილების უკან გაწვევის შემდეგ, პრობლემა აღმოიფხვრება და ახალი ელექტრომობილები მძღოლებს უკან დაუბრუნდებათ. შეგახსენებთ, რომ Toyota ერთ-ერთი ბოლო მსხვილი ავტომწარმოებელი გახლდათ, რომელმაც საკუთარი პირველი ელექტრომობილი წარადგინა. თუმცა, მომავალში კომპანია ელექტროინდუსტრიაში შებიჯებას უფრო აქტიურად განიხილავს.

Vinfast-ი ელექტროპიკაპის წარმოებას აანონსებს

ელექტრომობილების ვიეტნამური სტარტაპი, Vinfast-ი, მომავალში ელექტროპიკაპების ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ განცხადება კომპანიის ერთ-ერთმა აღმასრულებელმა პირმა გასულ კვირას გააკეთა.

REUTERS/David Swanson/

ცნობისათვის, Vinfast-ი, ვიეტნამური კონგლომერატის, Vingroup-ის ნაწილი გახლავთ, რომელიც წლის ბოლოსათვის ამერიკულ ბაზარზე საკუთარი ელექტრო SUV-ების გაყიდვების დაწყებას გეგმავს. თუმცა, კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, Vinfast-ის ელექტრომობილის პლატფორმა კომპანიას სხვა სახის ელექტრომობილების წარმოების შესაძლებლობასაც აძლევს.

„ჩვენ გვინდა, რომ ბაზრის მოთხოვნა სრულად ავითვისოთ“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. ამერიკულ ბაზარზე პიკაპებისა და ბოლო დროს განსაკუთრებით ელექტროპიკაპებისადმი უდიდესი მოთხოვნის გამო კი კომპანია მათი წარმოების დაწყებასაც განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ამერიკულ ბაზარზე ელექტროპიკაპებს Ford Motor-ი, Rivian-ი და General Motors-ი ყიდიან. Tesla კი საკუთარი ელექტროპიკაპის, CyberTruck-ის წარმოების დაწყებას 2023 წლის შუა პერიოდიდან გეგმავს.

Vinfast-მა ელექტრომობილების წარმოება ვიეტნამში გასული წლიდან დაიწყო. კომპანია სრულად ელექტროწარმოებაზე გადასვლას 2023 წლიდან გეგმავს. ამერიკაში, ჩრდილოეთ კაროლინის შტატში კი Vinfast-ი ელექტრომობილების წარმოებას 2024 წლიდან დაიწყებს. აღნიშნულ საწარმოში ყოველწლიურად 150 000 ერთეული VF8 და VF9 SUV-ი მოდელების წარმოება იგეგმება. ამჟამად კომპანიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით 50 000-მდე ელექტრომობილის ჯავშანი აქვს.

ზემოთ აღნიშნული მოდელების ღირებულება კი 40 700-დან 55 500 აშშ დოლარამდე მერყეობს.

Audi-ს CEO: კომპანია სრულად ელექტრომოდელების წარმოებას 2026 წლიდან დაიწყებს

გერმანული ავტომწარმოებლის, Audi-ს აღმასრულებელი დირექტორის, მარკუს დუსმანის მიერ გერმანული ჟურნალისათვის მიცემული ინტერვიუს თანახმად, ბრენდი ბაზარზე სრულად ელექტრომოდელების შემოყვანას მხოლოდ 2026 წლიდან გეგმავს. აღნიშნული ინტერვიუ ჟურნალში გასულ კვირას გამოქვეყნდა.

REUTERS/Ints Kalnins

დუსმანმა ასევე აღნიშნა, რომ კომპანია ნებაყოფლობით სრულად ელექტროწარმოებაზე მანამ არ გადავა, სანამ ამის გაკეთება რეგულაციების შესაბამისად არ მოუწევს. შესაბამისად, გერმანული ავტომწარმოებელი მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებას 2035 წლამდე არ გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებები გერმანულ ავტომწარმოებელს აქამდეც გაუვრცელებია. ზოგადად, გერმანული ავტოგიგანტები ელექტროინდუსტრიის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი. ერთ-ერთი მოწინავე გერმანელი ამ მხრივ Volkswagen-ი აღმოჩნდა, რომლის ელექტრომოდელმაც უკვე დიდი მოწონება დაიმსახურა. Volkswagen-ი ევროპულ ბაზარზე Tesla-ს დომინაციის ჩანაცვლებას გეგმავს.

Audi-ს მსგავსად, ელექტროწარმოებაზე გადასვლას არ ჩქარობს Mercedes-Benz-იც. მათგან განსხვავებით კი აზიური და ამერიკული ავტომწარმოებლები უკვე ასახელებენ იმ ვადას, რომელშიც შიდაწვისძრავიანი ავტომობილების წარმოებას შეწყვეტენ.

Citroen-ის ელექტრომობილის ლიმიტირებული ვერსია გაყიდვაში ჩაშვებიდან 18 წუთში გაიყიდა

Stellantis-ის განცხადებით, მისი შვილობილი ავტომწარმოებლის, Citroen-ის მინი ელექტრომობილების ლიმიტირებული ვერსია გაყიდვაში ჩაშვებიდან 18 წუთში ამოიწურა. ლიმიტირებულ ვერსიაში მხოლოდ 50 ერთეული მინი ელექტრომობილი შედიოდა. საინტერესოა, რომ Citroen-მა აღნიშნული შედეგის შემდეგ ილონ მასკს სახუმარო მესიჯიც გაუგზავნა.

REUTERS/Gilles Guillaume

„ბოდიში ილონ, ერთადერთი გზა, რომ Citroen-ის აღნიშნული მოდელი მიიღო, ჩვენი მთლიანად ყიდვაა“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გამოკრულ ბილბორდზე პარიზის ერთ-ერთ ქუჩაზე. როგორც კომპანიაში ამბობენ, ილონ მასკისადმი მიმართვის მიზანი მისი პერსონაჟის გაშარჟება იყო. მოგეხსენებათ, ილონ მასკს მსხვილ კომპანიებში მსუყე თანხის გადახდა ძალიან მოსწონს. მან Twitter-ის შესასყიდად $44 მილიარდიანი შეთავაზება გააკეთა.

Citroen-მა საკუთარი მინი ელექტრომოდელი, Ami 2020 წლის აპრილში გამოუშვა. გამოშვებიდან დღემდე კი მისი 22 000 ეგზემპლარია გაყიდული მაროკოში, თურქეთსა და ევროპაში. Ami ექსკლუზიურად მაროკოში იწარმოება და მის სამართავად მართვის მოწმობა საჭირო არ არის. Ami-ს შესყიდვა მხოლოდ ონლაინაა შესაძლებელი.

რაც შეეხება Ami-ს ლიმიტირებულ ვერსიას, My Ami Buggy განსხვავებული კორპუსის მქონე ელექტრომობილია. მისი ყიდვა კი 10 361 აშშ დოლარად იყო შესაძლებელი. ლიმიტირებული ვერსიის ყველაზე სწრაფი შესყიდვა კომპანიის განცხადებით, მხოლოდ 2 წუთსა და 53 წამში მოხერხდა.

AlixPartners: 2028 წლისთვის გლობალური გაყიდვების 33%-ს ელექტრომობილები შეადგენს

საკონსულტაციო კომპანია AlixPartners-ის განცხადებით, 2028 წლისთვის გლობალური გაყიდვების 33%-ს ელექტრომობილები შეადგენს. 2035 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 54%-ს გაუტოლდება. გასულ წელს ელექტრომობილებზე საერთო გაყიდვების მხოლოდ 8% მოდიოდა. 2022 წლის პირველ კვარტალში კი ამ რიცხვმა 10% შეადგინა.

REUTERS/Ivan Alvarado

ამ მიზნის მისაღწევად, ავტომწარმოებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინდუსტრიაში 526 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებენ. ეს კი თითქმის ორჯერ უფრო დიდი მაჩვენებელია, ბოლოს გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით. შესაბამისად, ელექტრომობილებზე მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

თუმცა, ამ მოთხოვნის სრულად ასათვისებლად ავტომწარმოებლებს ბევრი პრობლემის აღმოფხვრა მოუწევთ. პირველი და უმთავრესი პრობლემა ბუნებრივი რესურსების სიმცირე და მაღალხარჯიანობაა. მეორე პრობლემას კი ელემენტების ტექნოლოგიის დახვეწა და ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს. მთელ რიგ ქვეყნებში დიდ პრობლემას წარმოადგენს ელექტრომობილებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურაც. ამის აღმოსაფხვრელად კი დასავლური სახელმწიფოების მთავრობები სულ უფრო დიდი მოცულობით ინვესტიციებს ახორციელებენ.

ზოგიერთი კომპანია საკუთარი ბიზნესის დაყოფასაც განიხილავს. ბევრმა ავტომწარმოებელმა უკვე დაყო საკუთარი წარმოება შიდაწვისძრავიან და ელექტრო ავტომობილებად.

ჩინური CATL-ი მომდევნო თაობის ელემენტების წარმოებას 2023 წლიდან დაიწყებს

ელემენტების ჩინური გიგანტი CATL-ი საკუთარი ბოლო თაობის პროდუქტის, ელექტრომობილების ელემენტის მასობრივ წარმოებას მომავალი წლიდან დაიწყებს. კომპანიის განცხადებით, მათი ელემენტი ბაზარზე არსებულ კონკურენტებთან შედარებით გაცილებით ენერგოეფექტური იქნება. მისი დახმარებით, ავტომობილები ერთი დამუხტვით უფრო მეტი მანძილის გავლას შეძლებენ.

REUTERS/Jake Spring/File Photo

ელემენტების მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელი აღნიშნული ნაბიჯით კონკურენტებთან დისტანციის კიდევ უფრო მეტად გაზრდას ისახავს მიზნად. მისი სამიზნე კი ასევე ჩინური BYD-ია, რომელიც ცოტა ხანში ელემენტების Tesla-სათვის მიწოდებას დაიწყებს.

CATL-ის ახალ ელემენტს სახელად Qilin-ი ერქმევა და ის უტილიზაციის რაოდენობის მაჩვენებელს 72%-მდე გაზრდის, რაც აქამდე არსებული უდიდესი ნიშნულია. გარდა ამისა, კომპანიის მიერ შემუშავებული ტექნოლოგია ელემენტის ენერგოტევადობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

მიუხედავად აღნიშნული სიახლისა, კომპანიას ჯერ არ დაუსახელებია თუ რომელმა ავტომწარმოებელმა დაიწყო მასთან თანამშრომლობა ელემენტების მიწოდების კუთხით. CATL-ი ამჟამად ელემენტებით Tesla-ს, Volkswagen-ს, BMW-სა და Nio-ს ამარაგებს. კომპანიის სამომავლო გეგმები მოგების მარჟის გაზრდას და ამ გზით შემოსავლების მატებას ითვალისწინებს.

2022 წლის პირველ ოთხ თვეში კომპანიამ 41.5 გიგავატი-საათი სიმძლავრის ელემენტები გაყიდა.

Previous Post

გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის „დიდი შვიდეული“ $4.5 მილიარდს გამოყოფს

Next Post

თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას – Reuters

დავით ბერაძე

Next Post
თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას – Reuters

თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას - Reuters

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026

Gransino Casino : Rapid‑Fire Slots & Lightning Roulette pour des Gains Rapides

June 14, 2026

Любимый многими: кракен сайт наркотиков

June 14, 2026

Современное решение: kraken market для безопасных транзакций

June 14, 2026

Recent News

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026

Gransino Casino : Rapid‑Fire Slots & Lightning Roulette pour des Gains Rapides

June 14, 2026

Любимый многими: кракен сайт наркотиков

June 14, 2026

Современное решение: kraken market для безопасных транзакций

June 14, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result