Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე“ სიახლეები

by Salo Papalashvili
November 16, 2022
in Forbes GREEN, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე“ სიახლეები
0
SHARES
0
VIEWS

კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის წლის უმნიშვნელოვანესი კვირა მოდის. ეგვიპტეში გაეროს ყოველწლიური სამიტი COP27 იწყება, სადაც ქვეყნები კლიმატურ კრიზისთან საბრძოლველად უკვე გაწეულ ძალისხმევებს შეაფასებენ, განიხილავენ ყველაზე აქტუალურ, მათ შორის „ზარალისა და ზიანის“ კომპენსაციის საკითხებს და სამომავლო გეგმებს დასახავენ.

მანამ კი, სანამ სამიტი დაიწყება, მსოფლიოს იმ წამყვან ლიდერთა ჩამონათვალს გაგიზიარებთ, რომლებიც მიმდინარე  COP27-ს აუცილებლად დაესწრებიან. გავლენიანი სახეები კი სამიტზე, მსოფლიოს გამოწვევებთან ეფექტიანი ბრძოლის გეგმის შემუშავებისთვის, უმნიშვნელოვანესია. ამასთან ერთად კი გასული კვირის „მწვანე მიმოხილვაში“ რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს გაგაცნობთ და ყურადსაღებ და საკმაოდ უსიამოვნო კვლევებსაც წარმოგიდგენთ, რომლებიც UNESCO-მ და მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნეს.

ლიდერები, რომლებიც გაეროს COP27 კლიმატურ სამიტს დაესწრებიან

ნოემბერში, ეგვიპტეში, გაეროს უმნიშვნელოვანესი კლიმატური სამიტი იმართება, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი ლიდერები დაესწრებიან. COP27 სამიტზე ქვეყნები კლიმატურ კრიზისთან საბრძოლველად უკვე გაწეულ ძალისხმევებს შეაჯერებენ და, ბევრის მოლოდინით, გლობალური დათბობის შესაკავებლად, გასულ კლიმატურ სამიტზე აღებულ ვალდებულებებსაც გააძლიერებენ.

კლიმატურ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომლის წინაშეც დღეს მთელი მსოფლიო დგას, COP27-ზე სახელმწიფოთა წამყვანი ლიდერების დასწრება აუცილებელია. თუმცა კონკრეტულად რომელი ქვეყნიდან ვინ დაესწრება ეგვიპტის კლიმატურ სამიტს, ბოლომდე დაზუსტებული მაინც არაა და ამას ბრიტანეთის ახალი პრემიერის, რიში სუნაკის განცხადებებიც ადასტურებს.

ბრიტანეთის პრემიერმა, თავდაპირველად, გაეროს კლიმატის კონფერენციის გამოტოვება დააანონსა, ხოლო ცოტა ხანში, კლიმატის დამცველი აქტივისტებისა და ოპოზიციური ძალების კრიტიკის შემდგომ განაცხადა, რომ COP27-ს დაესწრებოდა. განცხადებიდან საკმაოდ მალევე სუნაკის Twitter-ზე ახალი პოსტიც გაჩნდა: „კლიმატურ ცვლილებებზე მუშაობის გარეშე, გრძელვადიანი კეთილდღეობა ვერ იარსებებს. ენერგოუსაფრთხოების მიღწევა კი განახლებად ენერგიაში ინვესტირების გარეშე შეუძლებელია“.

Rafael Henrique/Sopa/Rex/Shutterstock

ეგვიპტის ხელისუფლების ბოლო განცხადებით, შარმ ელ-შეიხში გამართულ სამიტზე დასწრება დაახლოებით 90-მა სახელმწიფო მეთაურმა დაადასტურა. თუმცა მთლიანობაში COP27-ზე 190-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელსა თუ ლიდერს ელოდებიან.

რომელი ევროპელი ლიდერები იქნებიან COP27-ზე?

G20-ის ქვეყნებზე სათბური აირების გლობალური ემისიის 80%-ზე მეტი მოდის, რის გამოც, მათი ყოფნა სამიტზე უმნიშვნელოვანესია. ერთ-ერთი, ვინც დაზუსტებით ესწრება COP27-ს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონია. როგორც წესი, ლიდერები კონფერენციის დასაწყისსა და დასასრულს გამოდიან, გაეროსთან განხილვის ნაწილს კი საკუთარ მომლაპარაკებლებს უტოვებენ.

მიუხედავად ამისა, მაკრონი სამიტზე, შვიდ და რვა ნოემბერს, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. საფრანგეთის ლიდერი, სენეგალის პრეზიდენტსა და ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრთან ერთად, აფრიკაში, კლიმატური ადაპტაციის დაჩქარების საკითხთან დაკავშირებულ ღონისძიებას გამართავს – რაც წლევანდელ COP-ზე მთავარი ნარატივია.

COP-ზე მიდის გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც და იტალიის საინფორმაციო სააგენტო ANSA-ის ინფორმაციით, იტალიის ახალი პრემიერი ჯორჯია მელონიც. ეგვიპტის COP-ს დაესწრება ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, რომელიც, ნიგერიასთან ერთად, გვალვებისადმი მდგრადობის შესახებ ინიციატივას წარადგენს.

სამიტზე აუცილებლად იქნება შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტურჯენიც, რომელიც შოტლანდიის ლიდერობის გამყარებას ისეთ საკითხებთან მიმართებით შეეცდება, როგორიც ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური „ზარალისა და ზიანის“ კომპენსაციაა. სამიტს დაესწრება დანიის ხელახლა არჩეული პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი შეგახსენებთ, რომ მაშინ როდესაც დაფინანსების დაპირებას თითქმის არავინ ასრულებს, დანიამ „ზარალისა და ზიანის“ კომპენსაციის ფარგლებში თანხის გამოყოფა დააანონსა. შესაბამისად, ქვეყანა გაეროს პირველი წევრი სახელმწიფო გახდა, რომელმაც აღნიშნული დაპირების სისრულეში მოყვანა განიზრახა.

COP27-ზე წამყვან როლს კი, რა თქმა უნდა, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი შეასრულებს.

REUTERS/Sayed Sheasha

ევროპის გარდა, მსოფლიოს რომელი ქვეყნების ლიდერები იქნებიან COP27-ზე?

მსოფლიო ლიდერებს შორის, რომლებიც სამიტზე იქნებიან, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიცაა, რომლის განცხადებითაც, საშინაო საკითხებმა – ამ შემთხვევაში, აშშ-ის შუალედურმა არჩევნებმა – კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა არ უნდა შეაფერხოს. „ამაზონის დამცველი“ და ბრაზილიის ახლად არჩეული პრეზიდენტი ლულა კი ეგვიპტეში ფართო წარმომადგენლობის გაგზავნის პირობას დებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ წარმომადგენლობას, პირველ იანვარს დაგეგმილ ინაუგურაციამდე, ოფიციალური დელეგაციის სტატუსი არ ექნება.

მაშინ, როდესაც ჩინეთი მსოფლიოში CO2-ით უმსხვილესი დამბინძურებელია, პრეზიდენტი სი ძინპინი, მიუხედავად კომუნისტური პარტიის ყრილობაზე გაკეთებული კლიმატური განცხადებებისა, დიდი ალბათობით სამიტს შარშანდლის მსგავსად მიმდინარე წელსაც გამოტოვებს. სამაგიეროდ, COP27-ზე სავარაუდოდ ინდოეთის პრემიერ-მინისტრ მოდის ვიხილავთ.

გაეროს კლიმატურ სამიტს დაესწრება ავსტრალიის პრეზიდენტი ენტონი ალბანიზი, Sydney Morning Herald-ის ინფორმაციით კი ქვეყნის დელეგაციას კლიმატის ცვლილებებისა და ენერგეტიკის მინისტრი უხელმძღვანელებს. COP27-ზე დამსწრეთა შორის იქნება G20-ის ქვეყნის, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს COP26-ის სამიტზე გაეროს წევრმა ქვეყნებმა ემისიების შემცირების გეგმების გაძლიერებისა და საუკუნის ბოლომდე გლობალური დათბობის 1.5 გრადუს ცელსიუსამდე შენარჩუნების ვალდებულება აიღეს. თუმცა ვალდებულებას მხოლოდ რამდენიმე მათგანი ასრულებს, ენერგეტიკულმა კრიზისმა და ცივი ზამთრის შიშმა კი მთავრობების ნაწილი წიაღისეული საწვავისკენაც დააბრუნა. შესაბამისად, არსებული დაძაბული გეოპოლიტიკური სიტუაციის ფონზე, რომელიც გავლენას წიაღისეულის საწვავისა და განახლებადი ენერგიის რესურსების გამოყენებაზე ახდენს, საინტერესოა, თუ რა განცხადებებს გააკეთებენ COP-ზე მსოფლიო ლიდერები და როგორ იმოქმედებს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები მსოფლიოს კლიმატის მომავალზე.

UNESCO-ს ანგარიში: ცნობილი მყინვარები, მათ შორის დოლომიტის ალპები და იოსემიტი, 2050 წლისთვის გაქრება

UNESCO-ს ახალი ანგარიშით, მსოფლიოს ცნობილ მყინვართა ნაწილი, გლობალური დათბობის გავლენით, 2050 წლისთვის გაქრება. ორგანიზაცია იმ მყინვარებს შორის, რომელთაც გაქრობა ემუქრებათ, ასახელებს იტალიის დოლომიტებს, იოსემიტსა და კილიმანჯაროს ტანზანიაში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტო UNESCO, მსოფლიო მემკვიდრეობის 50 ტერიტორიაზე, 18,600 მყინვარს სწავლობს. როგორც ახალი ანგარიში მოწმობს, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა მესამედში, 2050 წლისთვის, მყინვარები გაქრება. მყინვართა დარჩენილი ნაწილის გადარჩენა, გლობალური ტემპერატურის მატების 1.5 გრადუსამდე შენარჩუნებით შესაძლებელია. თუმცა ემისიების მსგავსი გამოყოფით, მიმდინარე საუკუნის ბოლოსთვის, მსოფლიო მემკვიდრეობის მყინვართა ნახევარი გაქრება.

REUTERS/Denis Balibouse

„ანგარიში ქმედებისკენ მოწოდებაა. მხოლოდ CO2-ის ემისიების დონის სწრაფ შემცირებას შეუძლია მყინვარებისა და მათზე დამოკიდებული განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება“, – განაცხადა UNESCO-ს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულეიმ.

UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის მყინვარები, დედამიწის მყინვარების ტერიტორიის 10%-ს წარმოადგენს და ყველაზე ცნობილ მწვერვალებს აერთიანებს. შესაბამისად, ამ მყინვარების გაქრობა როგორც კლიმატური მდგომარეობისთვის, ასევე გლობალური ტურიზმისთვის იქნება შესამჩნევი.

მოხსენების ავტორის  ტეილზ კარვალიო რეზენდეს განცხადებით, მსოფლიო მემკვიდრეობის მყინვარები ყოველწლიურად საშუალოდ 58 მილიარდ ტონა ყინულს კარგავენ, რაც საფრანგეთსა და ესპანეთში ერთად გამოყენებული წყლის წლიური მოცულობის ეკვივალენტურია. გარდა ამისა, ყოველწლიურად მყინვარების დნობიდან მიღებულ წყალზე გლობალურად ზღვის დონის მატების 5% მოდის.

UNESCO მთავრობებს მყინვართან დაკავშირებული კვლევებისა და მონიტორინგის გაძლიერებისა და კატასტროფის რისკების შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებისკენ მოუწოდებს.

ბოლო სამ ათწლეულში ევროპაში დათბობის დონე ყველაზე მაღალია

ევროპაში დათბობის ტემპი, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, მსოფლიოს სხვა ნაწილთან შედარებით ორჯერ უფრო მაღალია, ამასთან ერთად კი რეგიონში, ნებისმიერ სხვა კონტინენტზე მაღალი ტემპერატურის მატება ფიქსირდება. ახალ მონაცემებს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (WMO) აქვეყნებს.

ევროპაში არსებული კლიმატური მდგომარეობის შესახებ ანგარიში კლიმატური კატასტროფებით განსაკუთრებით დატვირთული ზაფხულის შემდეგ გამოქვეყნდა. რეკორდულმა სიცხეებმა დიდ ბრიტანეთში ხანძრის კერები გააჩინა, ალპურმა მყინვარებმა კი უპრეცედენტო სიჩქარით დაიწყეს დნობა. 1991 წლიდან 2021 წლამდე, ევროპის მასშტაბით, წელიწადში ტემპერატურის საშუალოდ 0.5-გრადუსიანი დათბობა ფიქსირდებოდა, მაშინ როდესაც გლობალურად აღნიშნული მაჩვენებელი 0.2 გრადუსი იყო.

„ევროპა სამყაროს დათბობის ცოცხალ სურათს წარმოგვიდგენს და გვახსენებს, რომ კარგად მომზადებული საზოგადოებებიც არ არიან დაცულნი კლიმატური ცვლილებების ზემოქმედებისგან“, – განაცხადა WMO-ს გენერალურმა მდივანმა პეტერი ტაალასმა.

გასულ წელს, ამინდის ექსტრემალური მოვლენებით, რომლებიც ძირითადად წყალდიდობითა და ქარიშხლით გამოიხატა, ევროპას $50 მილიარდზე მეტის ზარალი მიადგა. ევროპის შედარებით უფრო სწრაფად დათბობის მიზეზი კონტინენტის მდებარეობაა. ევროპის დიდი ნაწილი სუბარქტიკაში და არქტიკაშია, რეგიონში, რომელიც ყველაზე სწრაფი დათბობით ხასიათდება. მაგალითად, ზაფხულის განმავლობაში, ევროპაში ღრუბლების ნაკლებობის გამო, კონტინენტზე უფრო მეტი მზის შუქი და სიცხე აღწევს.

მიუხედავად ტემპერატურის ზრდისა, ევროკავშირმა სათბური აირების გამონაბოლქვის 31%-ით შემცირება მაინც მოახერხა და ეს მხოლოდ 1990-2020 წლებში. 2030 წლისთვის ორგანიზაცია ემისიების 55%-ით შემცირებას გეგმავს.

აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტო ჰაერის ხარისხის მონიტორინგისთვის $50-მილიონიან გრანტს გასცემს

ამერიკის შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) განცხადებით, აშშ-ის მთავრობა შტატისა და ადგილობრივი მთავრობებისთვის, ასევე საბინაო და არაკომერციული ორგანიზაციებისთვის ჰაერის დაბინძურებასთან საბრძოლველად გრანტებს გამოყოფს. საერთო ჯამში, აღნიშნული პრიორიტეტული ჯგუფებისთვის, კოლექტიურად, $53.4 მილიონის ოდენობით, 132 ახალი გრანტი გაიცემა.

EPA-ის ინფორმაციით, $53.4 მილიონის გრანტები, სააგენტოს ისტორიაში, ჰაერის დაბინძურების მონიტორინგისთვის გამოყოფილი ყველაზე დიდი ინვესტიციაა. ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე ათწლეულია, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის დაფინანსებები მნიშვნელოვნად შემცირდა. ახლა კი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას კონკრეტული მიზანი აქვს: შეამციროს დაბინძურება ღარიბ და უმცირესობათა თემებში, რომლებიც სამრეწველო გამონაბოლქვით ძლიერ ბინძურდებიან.

37 შტატში განმცხადებლების უმრავლესობა $200,000-დან $500,000-მდე ოდენობის გრანტს მიიღებს. დაფინანსებით ბენეფიციარები ჰაერში ისეთი საშიში ნაწილაკების მონიტორინგს შეძლებენ, როგორიცაა წყალბადის სულფიდი და გოგირდის ოქსიდი, გამოყოფილი სამრეწველო წყაროებიდან, მათ შორის ნავთობისა და ბუნებრივი აირის ობიექტებიდან.

აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს განცხადებით, ამერიკელი საზოგადოების კეთილდღეობისთვის, უნდა გაიზარდოს ისეთი ტიპის აქტივობები, რომლებიც მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვაწვდიან ჰაერის მდგომარეობაზე. გრანტებში $30-მილიონიანი შენატანი ბაიდენის „ინფლაციის შემცირების კანონპროექტს“ ეკუთვნის.

შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვის სააგენტომ მიმდინარე წლის დასაწყისში ახალი ოფისი გახსნა, რომელიც დაბინძურებით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე იქნება ფოკუსირებული. ბაიდენის „ინფლაციის შემცირების კანონპროექტის“ ფარგლებში, ოფისის მიერ გაცემული გრანტები, ჯამში, $3 მილიარდს უტოლდება.

ლულამ, არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, ამაზონის ტყეების გაჩეხის დასრულების პირობა დადო

ლუის ინასიუ ლულა და სილვამ, ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ამაზონის ტყეების გაჩეხის დასრულების პირობა დადო. ულტრამემარჯვენე პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონალუზე გამარჯვების აღსანიშნავი გამოსვლისას ლულა ამომრჩევლებს მისი მმართველობისას გარემოსდაცვითი ქმედებების გაძლიერებას დაჰპირდა.

REUTERS/Amanda Perobelli

„მოდი, ვიბრძოლოთ ტყეების განადგურების საბოლოოდ შესაჩერებლად“, – განაცხადა ლულამ გამოსვლაში და დასძინა, რომ ბრაზილია მზადაა, შეასრულოს წამყვანი როლი კლიმატურ კრიზისთან ბრძოლის საკითხში და დაიცვას ქვეყნის ბიომრავალფეროვნება, განსაკუთრებით კი ამაზონის ტროპიკული ტყე. პრეზიდენტის თქმით, რომლის ინაუგურაციაც პირველ იანვარს იგეგმება, ქვეყანაში განახლდება ამაზონისა და ნებისმიერი უკანონო საქმიანობის მონიტორინგი და მდგრადი განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცევა.

ცნობისთვის, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ბოლსონარუ პასუხისმგებელია 400,000 ჰექტარი ტყის გაჩეხაზე, რაც 2019 წლიდან ტყის განადგურების 88%-იან ზრდას გულისხმობს. ბოლსონარუს გასამართლების მოთხოვნით გასულ წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიმართეს. პრეზიდენტს „კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში სდებდნენ ბრალს“. საჩივარი უშუალოდ ამაზონის განადგურების საკითხს ეხებოდა, რაც პირველი საქმე იყო, როდესაც ტყის განადგურება ადამიანთა სიცოცხლის მოსპობას პირდაპირ უკავშირდებოდა.

რაც შეეხება ლულას, ის ტყის განადგურების ტემპის მკვეთრ შემცირებას თანამდებობაზე ყოფნის პერიოდშიც აკონტროლებდა, მისმა გამარჯვებამ კი, მეცნიერთა შეფასებით, ტყეების განადგურების მაჩვენებელი შესაძლოა, 90%-ით შეამციროს. აქედან გამომდინარე, ექსპრეზიდენტის თანამდებობაზე დაბრუნებას ანალიტიკოსები ტყის გადასარჩენად გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად აფასებდნენ.

ფერწერულ ტილოზე, „გოგონა მარგალიტის საყურით“, თავდასხმისთვის, კლიმატის დამცველ აქტივისტებს პატიმრობა შეეფარდათ

კლიმატის დამცველ ორ ბელგიელ აქტივისტს, რომლებიც გასულ კვირას იან ვერმეერის ცნობილ ნახატს „გოგონა მარგალიტის საყურით“ დაესხნენ თავს, სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. გალერეის თანამშრომლების განცხადებით, ნამუშევარი აქტივისტების თავდასხმის შედეგად არ დაზიანებულა.

იმის დასადასტურებლად, რომ განადგურებული ნამუშევრისა და განადგურებული პლანეტის ხილვა ერთნაირ განცდებს აჩენს, ერთ-ერთმა აქტივისტმა თავი ცნობილი ნახატის მინაზე მიიკრა. „გამოფენილი ნამუშევარი, რომელიც ყველა ჩვენგანს სიამოვნებას ანიჭებს, შელახეს აქტივისტებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი გზავნილი ყველაფერზე უპირატესია“, – განაცხადა პროკურორმა.

პროკურორმა მსჯავრდებულთათვის 4-თვიანი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, თუმცა, როგორც მოსამართლემ განაცხადა, მას არ სურდა, მის გადაწყვეტილებას სხვა ადამიანების დემონსტრაციისთვის ხელი შეეშალა. ორივე აქტივისტი სასამართლოზე „ნახატის განადგურების მცდელობისა და ღია ძალადობის“ ბრალდებით წარდგა. კიდევ ერთი დაკავებული აქტივისტი სასამართლოს წინაშე პარასკევს წარდგება.

დაკავებული აქტივისტებიდან სამივე Just Stop Oil Belgium-ის კლიმატური ჯგუფის წევრია. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციას კავშირი არა აქვს ბრიტანულ Just Stop Oil-თან. აქტივისტთა ჯგუფმა სასამართლოს განაჩენს, „დაგმოს დედამიწაზე სიცოცხლის მასობრივი განადგურების არაძალადობრივად შეკავების მცდელობა“, ირონიული უწოდა.

მიმდინარე წელს კლიმატის დამცველი აქტივისტების მხრიდან მსოფლიო ხელოვნების ნიმუშებზე თავდასხმის ფაქტები გახშირდა. მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ, Just Stop Oil-ის წარმომადგენლებმა პომიდვრის წვნიანი ვან გოგის „მზესუმზირებს“ შეასხეს. აღნიშნული ფაქტიდან ერთ კვირაში კი Letzte Generation-ის კლიმატის დამცველი აქტივისტები კლოდ მონეს „თივის ზვინებს“ დაესხნენ თავს.

Previous Post

ანა რობაქიძის სტარტაპმა, Theneo-მ Web Summit-ის კონკურსში გაიმარჯვა

Next Post

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

Salo Papalashvili

Next Post
გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

Recent News

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result