Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე“ სიახლეები

by Salo Papalashvili
November 16, 2022
in Forbes GREEN, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე“ სიახლეები
0
SHARES
0
VIEWS

არსებული ენერგოკრიზისის ფონზე, გასული კვირის მთავარ საკითხად Nord Stream-ის ორივე მილსადენიდან გაჟონვის ფაქტი იქცა, რამაც საერთაშორისო პოლიტიკური პირებისა და სხვადასხვა დარგის ექსპერტების ყურადღება დაიმსახურა. თუმცა პოლიტიკური ხასიათის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანი იმ კლიმატური საფრთხის შეფასება და გათვალისწინებაა, რომელიც შესაძლოა, ბალტიის ზღვაში ორი რუსული მილსადენიდან გაჟონვას მოჰყვეს. ექსპერტთა შეფასებით, მილსადენების ჩამოშლის შემთხვევაში კლიმატზე ზემოქმედება დამღუპველი და უპრეცედენტოც კი შეიძლება აღმოჩნდეს. მიმოხილვაში Nord Stream-ის შემთხვევას განვიხილავთ და წარმოგიდგენთ გლობალური დათბობისთვის მეთანის გაჟონვის საფრთხეებს.

გასულ კვირას რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. ერთ-ერთი იაპონიის მეთაურობით, მსოფლიოს ოცზე  მეტი ქვეყნის შეთანხმებას უკავშირდება, ათწლეულის ბოლომდე დაბალი ემისიის წყალბადის წარმოების ზრდასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, უნდა ვახსენოთ ენერგეტიკულ სფეროში ისეთი ფიგურა, როგორიც მილიარდერი გაუტამ ადანია და მისი $70-მილიარდიანი ინვესტიცია მწვანე ენერგეტიკის მიმართულებით.

ამ ყველაფერთან ერთად კი გასულ კვირას Global Witness-ის ახალი ანგარიშიც გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოში 1,700-ზე მეტი გარემოსდამცველია მოკლული. მოხსენება მთავრობებს გარემოსდამცველთათვის უსაფრთხო სამოქალაქო და სამუშაო სივრცის შექმნისკენ და მათ საქმიანობის განხორციელებაში ხელშეწყობისკენ მოუწოდებს.

Nord Stream: რუსული გაზსადენის გაჟონვამ შესაძლოა გარემოზე უპრეცედენტო ზემოქმედება იქონიოს

ბალტიის ზღვაში ორი რუსული მილსადენის გაჟონვა სათბური აირების გამოყოფის მიზეზი ხდება. შეფერხება შესაძლოა გაურკვეველი მასშტაბის კლიმატურ კატასტროფამდე მივიდეს. არცერთი მილსადენი არ იყო ექსპლუატაციაში, თუმცა ორივე შეიცავდა ბუნებრივ აირს. ის შედგება მეთანისგან, ძლიერი სათბური გაზისგან, რომელიც CO2-ის შემდეგ კლიმატური ცვლილებების გამომწვევი მეორე მთავარი მიზეზია.

ქიმიკოს დევიდ მაქკეიბის განცხადებით, ჯერჯერობით გაჟონვასთან დაკავშირებული მრავალი საკითხი გაურკვევლად რჩება, თუმცა მილსადენების ჩამოშლის შემთხვევაში კლიმატზე ზემოქმედება დამღუპველი და შესაძლოა უპრეცედენტოც კი აღმოჩნდეს. 20-წლიან პერიოდში მეთანით გამოწვეული დათბობის მაჩვენებელი ნახშირორჟანგისას 80-ჯერ აღემატება. მეცნიერების აზრით, მეთანის ემისიების მკვეთრი შემცირება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში სასიცოცხლო ბერკეტი იქნება კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად.

რატომაა რთული კლიმატზე Nord Stream-ის გაჟონვის გავლენის შეფასება?

მაქკეიბისა და სხვა ექსპერტთა განცხადებით, გაჟონვის მასშტაბის შეფასება ჯერ შეუძლებელია. ეს გამოწვეულია გაურკვევლობით ისეთი ფაქტორების გარშემო, როგორიცაა მილსადენში გაზის ტემპერატურა, გაჟონვის ტემპი და გაზის რაოდენობა, რომელიც მიკრობების მიერ ზედაპირზე ამოსვლამდე შეიწოვება. თუმცა, ვინაიდან ორივე მილსადენი ძირითადად მეთანს შეიცავდა, ემისიის გამოყოფით უმძიმესი შედეგის მიღების ალბათობა შემაშფოთებელია.

რთულია იმის დადგენა, რა რაოდენობის გაზი აღწევს ატმოსფეროში, თუ გავითვალისწინებთ წყალქვეშა მილსადენებიდან გაჟონვის შესახებ არსებულ მწირ მონაცემებს. ამ ეტაპზე ექსპერტები, „გაზპრომისგან“, რუსული ენერგოგიგანტისგან შესაბამისი ჯგუფის გაგზავნას ელიან, რომელიც შემთხვევის ადგილს შეისწავლის და მოვლენებს დააკვირდება.

რა რაოდენობის მეთანის გაჟონვაა შესაძლებელი Nord Stream-ის გაზსადენებიდან?

GHGSat-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, რომელიც ხელმისაწვდომ მონაცემებს ეფუძნება, გაჟონვების შედეგად ჯამურად საათში შესაძლოა საწყის ეტაპზე 500 ტონაზე მეტი მეთანი გამოთავისუფლებულიყო, წნევა და ნაკადი კი დროთა განმავლობაში შემცირდებოდა. შედარებისთვის, 2016 წელს აშშ-ში Aliso Canyon-ის გაზის გაჟონვის პიკის დროს, საათში დაახლოებით 50 ტონა მეთანი გამოიყოფოდა, რაც „ჩრდილოეთის ნაკადის“ შემთხვევას ბევრად უფრო მასშტაბურს ხდის.

Nord Stream 2-ის ერთ-ერთი გაჟონილი მილსადენის სპიკერის ინფორმაციით, ამ კვირაში სისტემაში დაახლოებით 300 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ინახებოდა. ამ რაოდენობის გაზის ატმოსფეროში გამოშვება დაახლოებით 200,000 ტონა მეთანის გამოყოფას გამოიწვევს.

მეთანის გაჟონვის გავლენა გლობალურ დათბობაზე

IPCC-ის გამოთვლებით, ასი წლის განმავლობაში ამ რაოდენობის მეთანით გლობალური დათბობის პოტენციალი, დაახლოებით 6 მილიონ ტონა ნახშირორჟანგს უტოლდება. ეს დაახლოებით ემთხვევა CO2-ის რაოდენობას, რომელიც გამოიყოფა მთელი წლის განმავლობაში ისეთი საშუალო ზომის ქალაქებიდან, როგორიცაა ჰავანა ან ჰელსინკი.

ევროკავშირის ენერგეტიკის საკითხების კაბინეტის ხელმძღვანელის სტეფანო გრასის აზრით, გაჟონვის საფრთხე კლიმატური და ეკონომიკური კატასტროფის რისკის შემცველია. „ჩვენ მიზეზების დასადგენად და გაჟონვის შესაჩერებლად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ვთანამშრომლობთ, რათა მსოფლიოს უარესი შედეგები ავაცილოთ თავიდან“, – წერს გრასი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა, 100-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად, რომელთა შორის აშშ, ბრაზილია, პაკისტანი და მექსიკაც არიან, 2030 წლისთვის მეთანის ემისიების 30%-ით შემცირების ვალდებულება აიღეს.

მეთანის გაჟონვის გავლენა წყალქვეშა სამყაროზე

მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის დაღვრამ შესაძლოა ველურ ბუნებაზე დაუყოვნებლივ იმოქმედოს და მისი საბოლოოდ განადგურების საშიშროებასაც ქმნის, სპეციალისტების განცხადებით, მილსადენის გაჟონვა შეზღუდულ საფრთხეს შეუქმნის მიმდებარედ არსებულ მცენარეებსა და ცხოველებს. გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაჟონვა მნიშვნელოვან საფრთხეს წყალქვეშ არსებული სიცოცხლისთვის არ წარმოადგენს, თუმცა Greenpeace-ი მიიჩნევს, რომ ბუნებრივმა აირმა შესაძლოა თევზებს სუნთქვაში ხელი შეუშალოს.

და მაინც, რამ გამოიწვია Nord Stream-ის გაზის გაჟონვა?

მიუხედავად იმისა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზის გაჟონვის მიზეზები ჯერ დაუდგენელია, ბრიუსელიდან ბოლო მონაცემები „საბოტაჟისა“ და „განზრახ“ ქმედების ნიშნებზე მიუთითებს. პირველი გაჟონვა ორშაბათს, Nord Stream 2-ზე დაფიქსირდა, დანიის კუნძულ ბორნჰოლმის გარშემო. რამდენიმე საათში ორი გაჟონვა Nord Stream 1-ის ცალკეულ მონაკვეთებზე აღმოაჩინეს, რომელმაც ბალტიის ზღვის დანიისა და შვედეთის ეკონომიკურ ზონებს მიაღწია.

ევროკავშირსა და რუსეთს შორის გეოპოლიტიკური დაძაბულობის ცენტრში ინფრასტრუქტურაა. რუსეთს, დასავლეთის სანქციების საპასუხოდ, ბუნებრივი აირის მიწოდებით მანიპულირებაში ადანაშაულებენ. თავად ვლადიმირ პუტინმა კი Nord Stream-ზე მომხდარ ინციდენტს საერთაშორისო ტერორისტული აქტი უწოდა.

ქვეყნები 2030 წლისთვის დაბალი ემისიის წყალბადის გამომუშავების ზრდაზე შეთანხმდნენ

იაპონიის ხელმძღვანელობით, ოცზე მეტი ქვეყანა 2030 წლისთვის დაბალი ემისიის წყალბადის გამომუშავების ზრდაზე შეთანხმდა. სახელმწიფოთა მიზანი ათწლეულის ბოლოსთვის წლიური წყალბადის გამომუშავების 1 მილიონიდან 90 მილიონ ტონამდე ზრდაა.

ტოკიოში, ენერგეტიკის მინისტრთა შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმება ისეთ ქვეყნებსაც აერთიანებს, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია და ავსტრალია. სახელმწიფოთა დიდი ნაწილი, მათ შორის რესურსებით ღარიბი იაპონია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ ენერგოუსაფრთხოების ისტორიული რისკის წინაშე დგას, მიწოდება შეზღუდულია, ხოლო სპოტ-ფასები – ზედმეტად მაღალი.

წყალბადი, რომელიც მომავლის მწვანე საწვავად განიხილება, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისეთი ინდუსტრიების დეკარბონიზაციის პროცესში, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ქვანახშირის, ბუნებრივი აირისა და ნავთობის გამოყენებაზე. წყალბადის როლი საკმაოდ დიდია იაპონიის მიზანშიც, მიაღწიოს წმინდა ნულოვან ემისიებს 2050 წლისთვის. იაპონიას წყალბადის წლიური მიწოდების ზრდაც სურს, მათ შორის იმპორტის, არსებული 2 მილიონიდან, 2030 წლისთვის 3 მილიონ ტონამდე.

Adani Group-ი მომავალ ათწლეულში $100 მილიარდზე მეტის ინვესტირებას გეგმავს, $70 მილიარდი მწვანე ენერგეტიკას მოხმარდება

ინდოეთის Adani Group-ი მომდევნო ათწლეულის განმავლობაში $100 მილიარდზე მეტის ინვესტირებას გეგმავს. მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, გაუტამ ადანის განცხადებით, ინვესტირებიდან დაახლოებით $70 მილიარდი ჯგუფის მწვანე ენერგეტიკის ბიზნესისთვის გამოიყოფა.

სინგაპურში, Forbes-ის კონფერენციაზე, თავად ადანის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, მომდევნო ათწლეულში განხორციელებული ინვესტირებიდან $70 მილიარდი სწორედ ჯგუფის ენერგეტიკული ტრანზიციის მიზნებს მოხმარდება, რადგანაც მართალია, მზის ენერგიის ათვისების მიმართულებით Adani Group-ი უკვე მსოფლიოს უმსხვილესი მოთამაშეა, თუმცა უფრო ამბიციური გეგმები ამოძრავებს.

კონგლომერატის ამბიციური მიზნების მისაღწევად, გახდეს მწვანე წყალბადის შედარებით დაბალ ფასში მწარმოებელი, ასევე განავითაროს მზის მოდულებისა და ქარის ტურბინების წარმოება, სამი უზარმაზარი ქარხნის მშენებლობა იგეგმება. აღსანიშნავია, რომ ჯგუფის ძლიერი სწრაფვა მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლისკენ ემთხვევა ინდოეთის მთავრობის მიზნებს, მაქსიმალურად შეამციროს წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება.

თუმცა ინდოეთში მწვანე ენერგიის მიმართულებით Adani Group-ს Reliance Industries-ის სახით მნიშვნელოვანი კონკურენტი ჰყავს. კომპანიის ხელმძღვანელი, მილიარდერი მუკეშ ამბანი „ენერგიის წარმოების ახალი ეკოსისტემის შესაქმნელად“ აღებული ვალდებულების შესასრულებლად ინვესტიციის $9 მილიარდამდე გაორმაგებას გეგმავს.

გაუტამ ადანის ინვესტირების ინტერესები კი მწვანე ენერგიას სცილდება და მოიცავს ლოგისტიკის, ინფრასტრუქტურისა და სამომხმარებლო საქონლის სფეროებს. შეგახსენებთ, ადანიმ მაისში, ინდოეთში შვეიცარიული სამშენებლო კომპანია Holcim-ის ცემენტის ბიზნესიც შეიძინა და სურს, ქვეყანაში ცემენტის მეორე უმსხვილესი მწარმოებელი გახდეს.

Global Witness: ბოლო ათწლეულში 1,700-ზე მეტი გარემოსდამცველი მოკლეს

ახალი კვლევის თანახმად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საშუალოდ ყოველ ორ დღეში ერთ გარემოსდამცველ აქტივისტს კლავენ. Global Witness-ის ახალი ანგარიშით, 2012-2022 წლებში, მოკლული გარემოსდამცველების რაოდენობა 1,733-ს აღწევს. სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი შემთხვევები ბრაზილიაში, კოლუმბიაში, ფილიპინებში, მექსიკასა და ჰონდურასში ფიქსირდება.

არასამთავრობო ორგანიზაციამ გარემოსდამცველების მკვლელობებზე მოხსენების გამოქვეყნება 2012 წელს, კამბოჯელი აქტივისტის ჩუტ უუტის მკვლელობის შემდგომ დაიწყო, რომელიც Global Witness-ის CEO-სთან ერთად ტყის უკანონო ჭრის გამოძიებაზე მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად, გარემოსდამცველთა მკვლელობამ პიკს (227) სწორედ 2020 წელს მიაღწია.

მკვლელობის მამოტივირებელ ფაქტორებს შორის ყველაზე ხშირი სამთო და მოპოვებითი მრეწველობა, ხე-ტყის ჭრა და აგრობიზნესი იყო. 2012-2021 წლებში ტყეების, მდინარეებისა და სხვა ეკოსისტემების დამცველთა მკვლელობის ორ მესამედზე მეტი ლათინურ ამერიკაში მოხდა, აქედან 342 დაიღუპა ბრაზილიაში, 322 – კოლუმბიაში, 270 გარემოსდამცველი კი ფილიპინებზე.

ავტორების გაფრთხილებით ანგარიში პრობლემის მასშტაბურობას სრულად ვერ გადმოსცემს, თუმცა საყურადღებოა, რომ სიკვდილიანობა ხშირია ეკოსისტემებში, რომლებიც გადამწყვეტია კლიმატის ცვლილებების ყველაზე მძიმე შედეგების თავიდან აცილების საკითხში. 2021 წელს დაღუპულ 200 ადამიანს შორის რვა კონგოს ეროვნული პარკის რეინჯერია, ასევეა საკუთარი სახლის წინ კენიაში დახვრეტილი აქტივისტი ფერმერები, გასულ წლის ზაფხულში, ამაზონში მოკლული ბრაზილიელი ექსპერტი და მასთან ერთად მომუშავე ჟურნალისტი, რომელთა მკვლელობაზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

Global Witness-ის ანგარიში მთავრობებს გარემოსდამცველთათვის უსაფრთხო სამოქალაქო სივრცის შექმნისაკენ მოუწოდებს, გარდა ამისა, კომპანიებს იურიდიული ანგარიშვალდებულების ხელშეწყობას სთხოვს, რაც აქტივისტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობისაკენ ნულოვან ტოლერანტობას უზრუნველყოფს.

Previous Post

პუტინმა უკრაინის 4 ოლქის რუსეთისთვის მიერთებას ხელი მოაწერა

Next Post

PSP ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია

Salo Papalashvili

Next Post
PSP ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია

PSP ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Recent News

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result