Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

by Davit Tsiramua
June 22, 2022
in Forbes GREEN, ბიზნესი, ეკონომიკა, მსოფლიო, სტრატეგიები, ყველა სიახლე
0
გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“
0
SHARES
0
VIEWS

გასულ კვირას მეცნიერებმა ავსტრალიის სანაპიროებთან მსოფლიოში უდიდესი ზღვის მცენარე აღმოაჩინეს. მცენარე, რომელიც მანჰეტენზე სამჯერ დიდია, 4500 წლით დათარიღდა. ზღვის ბალახების როლი კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესია, რადგან სანაპიროებს ქარიშხლით მიყენებული დაზიანებისგან იცავს და ამასთან ერთად დიდი რაოდენობით ნახშირბადის შენახვაც შეუძლია.

რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მდგრადი განვითარების მიმართულებით ცალკეული ქვეყნების მთავრობებმაც მიიღეს. ბაიდენის ადმინისტრაციამ ფედერალურ მიწებზე მზისა და ქარის ენერგიის პროექტების მშენებლობისთვის ხარჯები შეამცირა, სამხრეთ ავსტრალიამ კი, წყალბადის წარმოების დასაჩქარებლად, კანონმდებლობა შეიმუშავა. უნდა აღინიშნოს ჩინეთის გადაწყვეტილებაც, რომელიც ნახშირბადნეიტრალიტეტის მისაღწევად ახალ ფინანსურ ინსტრუმენტებს შეიმუშავებს.

Forbes Green-ის გასული კვირის მიმოხილვაში Heinz-ის კეტჩუპის ქაღალდის ბოთლის შეფუთვა და FIFA-ს პირველი ნახშირბადნეიტრალური მსოფლიო ჩემპიონატის მიმართ გარემოსდამცველების კრიტიკაც მოხვდა.

ამერიკის შეერთებული შტატები საჯარო მიწებზე სუფთა ენერგიის პროექტებისთვის ხარჯებს შეამცირებს

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, ფედერალურ მიწებზე მზისა და ქარის ენერგიის პროექტების მშენებლობისთვის ხარჯები შემცირდება, რაც ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის განვითარებასა და კლიმატურ ცვლილებებთან ეფექტიან ბრძოლას.

REUTERS/Lucy Nicholson

ბაიდენის ადმინისტრაციის ახალი პოლიტიკა სუფთა ენერგიის დეველოპერების მხრიდან მრავალწლიანი ლობირების შედეგია. დეველოპერების განცხადებით, ინვესტიციების მოზიდვას ხელს ფედერალური მიწების ობიექტების იჯარაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები და მაღალი გადასახადები უშლის. შინაგან საქმეთა დეპარტამენტის განცხადებით,  მზისა და ქარის პროექტების ქირა და გადასახადი დაახლოებით 50%-ით შემცირდება.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაიზრდება განახლებადი ენერგიის გარემოსდაცვით მიმოხილვებზე მომუშავე ადამიანების რაოდენობაც. ეფექტიანი მუშაობისთვის საკოორდინაციო ოფისები გაიხსნება ვაშინგტონში, არიზონაში, კალიფორნიაში, ნევადასა და იუტაში. მოსალოდნელია, რომ ოფისები გააუმჯობესებენ კოორდინაციას სხვა ფედერალურ უწყებებთან, როგორიცაა გარემოს დაცვის სააგენტო და სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და თავდაცვის დეპარტამენტები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კონგრესის მანდატის დაკმაყოფილებას და 2025 წლისთვის ფედერალურ მიწებზე 25 გიგავატი განახლებადი ენერგიის დაშვებას გეგმავს. 25 გიგავატი განახლებადი ენერგია დაახლოებით 4,75 მილიონი სახლის უზრუნველყოფისთვის იქნება საკმარისი. აშშ-ის მიწის მართვის ბიურომ გასულ წელს 2,89 გიგავატი ენერგიის დაშვების უფლება გასცა, რაც წინა წელთან შედარებით 35%-ით მეტია.

ავსტრალიის შტატი წყალბადის წარმოების დასაჩქარებლად კანონების შემოღებას გეგმავს

სამხრეთ ავსტრალიის მთავრობამ, წყალბადის წარმოების დაჩქარების მიზნით, ახალი კანონმდებლობის შემუშავება დააანონსა. ახალი კანონმდებლობა შტატში წყალბადის წარმოების ლიცენზირებასა და დარეგულირებას უზრუნველყოფს.

წყალბადის ახალი კანონმდებლობა სამხრეთ ავსტრალიაში ნავთობის, ბუნებრივი აირისა და გეოთერმული მრეწველობისთვის არსებული ლიცენზირების წესდების მსგავსია. შემუშავებული კანონმდებლობა, წყალბადის წარმოების პროექტების ლიცენზირებისა და რეგულირებისთვის, მთავრობაში ერთიანი წვდომის პუნქტს უზრუნველყოფს. წესდება ყველა ფორმის, მათ შორის განახლებადი ენერგიისგან ნაწარმოებ მწვანე და მეთანისა და ნახშირბადის დაჭერის შერევით დამზადებულ ლურჯ წყალბადს შეეხება.

წყალბადის განვითარება ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი სფეროა, რომელსაც ქვეყნის პოლიტიკოსების ორივე მხარე უჭერს მხარს. შტატის ლეიბორისტულმა მთავრობამ მისი ახალი წყალბადის ნაგებობის მშენებლობისთვის პროექტებისა და მიწოდების კონცეფციის უზრუნველყოფა მოითხოვა.

სამხრეთი ავსტრალია, რომლის ენერგიის 60%-ზე მეტს ქარისა და მზისგან გამომუშავებული ენერგია შეადგენს, 2030 წლამდე განახლებადი ენერგიის წილის 100%-მდე გაზრდას და მსოფლიოში სუფთა წყალბადის მაღალი დონის მიმწოდებლად ქცევას გეგმავს.

ჩინეთი ნახშირბადნეიტრალიტეტისთვის ახალი ფინანსური ინსტრუმენტების შემუშავებას აანონსებს

ნახშირბადნეიტრალიტეტის მისაღწევად, ჩინეთის მთავრობა ახალი ფინანსური ინსტრუმენტების შემუშავებას აანონსებს. გარდა ამისა, მთავრობის მხრიდან ფისკალური და საგადასახადო პოლიტიკის გამოყენების გაძლიერებაც იგეგმება.

REUTERS/David Gray

გარდა ამ ყველაფრისა, ჩინეთი, მწვანე და დაბალი ნახშირბადის შემცველი პრაქტიკის წასახალისებლად და ადგილობრივი ხელისუფლების გასააქტიურებლად „სტიმულირებისა და შეკავების მექანიზმის“ შექმნასაც განიხილავს. რეკომენდაციების მიხედვით, ახალი საგადასახადო სისტემა ენერგიისა და წყლის შენახვის ხელშეწყობისა და ემისიების შემცირებისთვის უფრო შეღავათიან პოლიტიკაზე იქნება მორგებული. ხოლო იმპორტის ტარიფები დაბალი ნახშირბადის განვითარების მოთხოვნების შესაბამისად დარეგულირდება.

სათბური გაზების უმსხვილესი მწარმოებელი 2030 წლამდე ნახშირბადის ემისიების პიკის, ხოლო 2060 წლამდე ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევას გეგმავს. ჩინეთი 2026 წლიდან ნახშირის მოხმარების შემცირებას დაიწყებს და ათწლეულის ბოლოსთვის ქარისა და მზის ენერგიას 1200 გიგავატამდე გააორმაგებს.

Heinz-ი კეტჩუპს ქაღალდის ბოთლის შეფუთვით გამოუშვებს

ამერიკული კომპანია Heinz-ი კეტჩუპის ქაღალდის ბოთლის შეფუთვით გამოშვებას გეგმავს. კეტჩუპის ბოთლი მთლიანად მდგრადი ხის რბილობისგან იქნება დამზადებული. EcoWatch-ის თანახმად, Heinz-ი Pulpex-თან თანამშრომლობით, განახლებადი, გადამუშავებადი და 100%-ით ქაღალდის ბოთლის წარმოებაზე მუშაობს.

Kraft Heinz-ი ბოლო პერიოდში მდგრადი მიმართულებით სწრაფად ვითარდება. კომპანია 2050 წლისთვის წმინდა ნულოვანი ემისიის მიღწევას გეგმავს, ხოლო 2025 წლამდე სურს მისი პროდუქტი გადამუშავებად, ხელახლა გამოსაყენებელ ან კომპენსირებად შეფუთვებში აწარმოოს. კომპანიის განცხადებით, Heinz-ი ადრე ძირითადად მინას იყენებდა, რაც ხელახალი გადამუშავებისა და გამოყენების შესაძლებლობის გამო, მდგრად შეფუთვად ითვლება.

შესაბამისად, Heinz-ს ახლა სურს, ძველ პრაქტიკას დაუბრუნდეს და მისი შეფუთვა სრულად გაათავისუფლოს პლასტმასისგან. გარდა ამისა, ქაღალდი, რომლის გამოყენებასაც ამჟამად კომპანია შეფუთვისთვის გეგმავს, 30%-ით ნაკლებ ნახშირბადის კვალს ტოვებს, ვიდრე მინა. თუმცა Heinz-ის კეტჩუპები ახალი შეფუთვით მაღაზიებში შედარებით მოგვიანებით გამოჩნდება, ვინაიდან კომპანია, Pulpex-თან ერთად, ჯერჯერობით საკვებისთვის შესაბამისი ბოთლის პროტოტიპზე მუშაობს.

Heinz-ის კეტჩუპი პირველი სოუსი იქნება, რომელიც ქაღალდის შეფუთვით გამოვა ბაზარზე. თუმცა ეკოლოგიური მიმართულებით სხვა კომპანიებიც აქტიურად ვითარდებიან. მაგალითად, Alter Eco შოკოლადები იყიდება კომპოსტირებად შესაფუთებში, ხოლო Don Maslow Coffee იყენებს კომპოსტირებად ჩანთებს.

მეცნიერებმა ავსტრალიაში მსოფლიოში უდიდესი ზღვის მცენარე აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ავსტრალიის სანაპიროებთან, მსოფლიოში უდიდესი ზღვის მცენარე აღმოაჩინეს. „შარკის ყურის“ მსოფლიო მემკვიდრეობის ზონაში არსებული მცენარე, 200 კვადრატულ კილომეტრზეა გავრცელებული, და სავარაუდოდ 4,500 წელზე მეტი ხნის წინ აღმოცენდა.

Rachel Austin / University of Western Australia

დასავლეთ  ავსტრალიის უნივერსიტეტისა და ფლინდერსის უნივერსიტეტის მეცნიერები თავდაპირველად მცენარეს, რომელიც ზომით მანჰეტენზე სამჯერ დიდია, რამდენიმე სახეობის ზღვის ბალახად განიხილავდნენ. თუმცა დნმ-ის გაანალიზების შემდგომ დადგინდა, რომ 180 კილომეტრზე ერთი მცენარე იყო გავრცელებული, რაც მას გამორჩეულსა და მსოფლიოში უდიდეს მცენარედ აქცევს. კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები და ახლად აღმოჩენილი მცენარის გამძლეობა მეცნიერებს იმედს უტოვებს, რომ მსოფლიოს ახალი უდიდესი მცენარე კიდევ მრავალ წელს იარსებებს.

„შარკის ყურეში“ აღმოჩენილი მცენარე ფესურის გაფართოებით, წელიწადში დაახლოებით 35 სანტიმეტრის სიჩქარით იზრდება, რის გამოც კვლევის ავტორებმა მცენარის ასაკი მინიმუმ 4,500 წლით შეაფასეს. დასავლეთ ავსტრალიაში აღმოჩენილი მცენარე 400-ჯერ აღემატება 43 ჰექტარზე გაშენებულ ასპენის ხეებს იუტაში, რომელსაც ადრე მსოფლიოს უდიდეს მცენარედ ასახელებდნენ.

კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციისა და ბრძოლის პროცესში, ზღვის ბალახების შენარჩუნებასა და აღდგენას უდიდესი როლი აკისრია. ზღვის ბალახები იცავს ჩვენს სანაპიროებს ქარიშხლის დაზიანებისგან, ინახავს დიდი რაოდენობით ნახშირბადს და უზრუნველყოფს ველური ბუნების მრავალფეროვნებას. თუმცა ზღვის ბალახები არ არიან დაცული კლიმატის ცვლილების ზემოქმედებისგან: ტემპერატურის დათბობისგან, ოკეანის მჟავიანობისა და ამინდის ექსტრემალური მოვლენებისგან.

კლიმატის დამცველები ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის ნახშირბადნეიტრალურობას ეჭვქვეშ აყენებენ

გასულ კვირას გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, კლიმატის დამცველები ყატარის განცხადებას, ფეხბურთის პირველი ნახშირბადნეიტრალური მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით, ეჭვქვეშ აყენებენ. წესით, ნახშირბადნეიტრალური მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ემისიების კომპენსირებასა და აღმოფხვრას ითვალისწინებს.

Carbon Market Watch-ის მოხსენებით, ქვეყნის წარმომადგენლები არ ითვალისწინებენ სათბური აირების ნაწილს და ნახშირბადნეიტრალიტეტის მისაღწევად ნახშირბადის სუსტ კომპენსაციებს დაეყრდნობიან.  თავის მხრივ, ყატარის ტურნირის ორგანიზატორებმა უარყვეს  დასკვნები და განაცხადეს, რომ ემისიები, ტურნირის დასრულების შემდგომ, დაანგარიშდება „საუკეთესო  პრაქტიკის“ მეთოდების გამოყენებით, რათა დარწმუნდნენ, რომ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ყველა ქმედება რეალურ აქტივობებზე დაყრდნობითაა ჩატარებული.

Carbon Market Watch-ის განცხადებით, ნახშირბადის ნეიტრალიტეტის კომპენსირების შეძენის გარეშე ნეიტრალიტეტის მიღწევა შეუძლებელია, შესაბამისად, ყატარმა სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა უნდა შეადგინოს. ყატარელმა ორგანიზატორებმა ხაზი გაუსვეს ტურნირის ნახშირბადის შეზღუდვის მცდელობებს, როგორიცაა მზის ენერგიაზე მომუშავე კონდიცირების სისტემები მოედნებზე, გადაზიდვის კონტეინერებისგან მრავალჯერადი გამოყენების სტადიონის აშენება და ის ფაქტი, რომ გულშემატკივრებს არ სჭირდებათ ერთი მატჩიდან მეორეზე ფრენა.

ყატარი, მსოფლიოში ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებელი, 11 წელზე მეტხანს გამოთქვამდა პრეტენზიას ტურნირის ჩასატარებლად. უფლების მოპოვების შემდგომ კი  ნახშირბადნეიტრალური მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების პირობა დადო.

Previous Post

როგორ გავხდეთ მილიარდერი 87 წლის ასაკში – ჯუზეპე კრიპას ამბავი

Next Post

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Recent News

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result