Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გასული კვირის მნიშვნელოვანი კრიპტოსიახლეები

by Davit Tsiramua
July 11, 2022
in Forbes Crypto, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ფინანსები, ყველა სიახლე
0
გასული კვირის მნიშვნელოვანი კრიპტოსიახლეები
0
SHARES
0
VIEWS

გასული კვირა კრიპტოინდუსტრიისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლით გამოირჩეოდა. საათების მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია – Breitling, გადახდის მეთოდად კრიპტოვალუტებს მიღებას დაუშვებს; Microstrategy-მ, SEC-ის განცხადების შემდეგ დამატებით ბიტკოინები შეიძინა; BlockFi-ს გენერალური დირექტორი აცხადებს რომ $25 მილიონად კომპანია არ გაიყიდება; Binance-ი კრისტიანო რონალდოსთან და ხაბი ლეიმთან თანამშრომლობას გეგმავს; ბრიტანეთის ჯარის Youtube და Twitter ანგარიშები კი დაიჰაკა. ამ და სხვა სიახლეებს ჩვენს ყოველკვირეულ კრიპტო-ბლოგში მოვუყარეთ თავი.

საათების მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია – Breitling-ი, გადახდის მეთოდად კრიპტოვალუტების მიღებას დაუშვებს

კრიპტოვალუტების პოპულარობის ზრდასთან ერთად, გადახდის მეთოდად კრიპტოს უკვე ბევრი კომპანია ამატებს. მათ შორისაა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საათების მწარმოებელი კომპანია Breitling.

სხვა კომპანიების მსგავსად, Breitling-იც BitPay-ს მომსახურებას გამოიყენებს, რომელიც კრიპტოვალუტების გადახდის სერვისების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმწოდებელია მსოფლიოში. ამ პარტნიორობის შედეგად, მომხმარებლებს შეეძლებათ თერთმეტამდე კრიპტოვალუტით გადაიხადონ საათების საფასური. ამ კრიპტოვალუტების ჩამონათვალში შედის: ბიტკოინი, ეთერიუმი, ბიტკოინ ქეში, დოუჯქოინი, ლაითქოინი და სხვა კრიპტოვალუტები და სთეიბლკოინები.

მსურველებს Breitling-ის ვებგვერდზე ნებისმიერი საათის შეძენის შესაძლებლობა ექნებათ, ფასის, ან რამე სხვა შეზღუდვის გარეშე.

Microstrategy-მ SEC-ის განცხადების შემდეგ დამატებით ბიტკოინები შეიძინა

Microstrategy ბიზნესინფორმაციის პროგრამული ანალიზის და მართვის კომპანიაა, რომელიც მენეჯერებს გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. Microstrategy-ს მფლობელი და გენერალური დირექტორი – მაიქელ სეილორი, ბიტკოინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია, რაც კომპანიის მიერ ამ კრიპტოვალუტაში ინვესტიციების რაოდენობაზეც აისახა – დღეს Microstrategy-ს კომპანიებს შორის მსოფლიოში ყველაზე მეტი ბიტკოინი აქვს შეძენილი.

ამჯერად, Microstrategy-მ დაახლოებით 480 ბიტკოინი $10 მილიონად შეიძინა. ტრანზაქციის დროს ბიტკოინის ფასი $20,817 იყო.

ჯამში, კომპანიის მფლობელობაში დაახლოებით 129,699 ბიტკოინია, რომელშიც Microstrategy-მ თითქმის $4 მილიარდი გადაიხადა, რაც საშუალოდ თითო ბიტკოინში $30,644-ის გადახდას უტოლდება.

მაიქელ სეილორი თვლის, რომ ბიტკოინი არის ყველაზე ღირებული კრიპტოვალუტა და სხვა კრიპტოვალუტების წარუმატებლობა ბიტკოინის ფასზე არ უნდა აისახოს. „ჩვენ ამ ინვესტიციას გრძელვადიანად ვუყურებთ… ჩვენი სტრატეგიაა, ვიყიდოთ ბიტკოინი და შევინახოთ, შესაბამისად კონკრეტული სამიზნე ფასი არ გაგვაჩნია.“ მან ასევე აღნიშნა, რომ ბიტკოინი ფულის მომავალი იქნება და კომპანიაში ამ მომენტისთვის დაცდის საკმარისი მოთმინება გააჩნიათ.

BlockFi-ს გენერალური დირექტორი აცხადებს რომ $25 მილიონად კომპანია არ გაიყიდება

BlockFi-ს გენერალური დირექტორი ზაკ პრინცი კომპანიის $25 მილიონად გაყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. აღნიშნული განცხადება მან Twitter-ზე გაავრცელა და განაცხადა, რომ 100%-იანი დარწმუნებით საუბრობს ამ საკითხზე.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას BlockFi-ის პოტენციურ გასხვისებაზე გავრცელდა ინფორმაცია. CNBC-ის თანახმად, კომპანია ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიპტოვალუტების ბირჟა FTX-ის გენერალურ დირექტორ სემ ბენკმენ ფრიდს უნდა შეეძინა. ზაკ პრინცმა ეს განცხადება უარყო და ინფორმაცია „ბაზრის ჭორებს“ შეადარა. ამასთან, მომხმარებლებს ურჩია მხოლოდ იმ ინფორმაციას ენდონ, რომელსაც BlockFi-სგან გაიგებდნენ.

BlockFi-ს $25 მილიონად გაყიდვა ნამდვილად იქნებოდა საინტერესო შემთხვევა, ვინაიდან კომპანიის ღირებულება 2021 წლის ივლისში, დაახლოებით $4.8 მილიარდი იყო. $25 მილიონად მისი გაყიდვა კი კომპანიის ღირებულების 99.5%-იან გაუფასურებას დაადასტურებდა. ცნობისთვის, კრიპტოვალუტა Terra-ს მიერ გამოწვეული კრიპტოვალუტის ბაზრის დაცემის შემდეგადაც კი კომპანიის ღირებულება $1 მილიარდს შეადგენდა.

Binance-ი კრისტიანო რონალდოსთან და ხაბი ლეიმთან თანამშრომლობას გეგმავს

ყველაზე დიდი კრიპტობირჟა მსოფლიოში – Binance, აანონსებს პარტნიორობას ყველაზე დიდ TikTok-ის ვარსკვლავთან – ხაბი ლეიმთან და ლეგენდარულ ფეხბურთელ კრისტიანო რონალდოსთან.

ხაბი, რომელსაც TikTok-ზე დაახლოებით 140 მილიონი გამომწერი ჰყავს, Binance-ის საერთაშორისო ამბასადორი გახდება. კომპანიამ ამის შესახებ განცხადება 30 ივნისს გააკეთა. ამ პარტნიორობის მიზანი Web 3-ის მიმართ ინტერესის ზრდა და პოტენციალის ათვისება იქნება. ხაბი Binance-ს სპეციალური NFT კოლექციის შექმნაშიც დაეხმარება.

კრისტიანო რონალდოსთან პარტნიორობა კი Binance-მა 23 ივნისს დააანონსა. თანამშრომლობის მიზანი ამ შემთხვევაშიც Web 3-თან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება და NFT-ების შექმნაში  Binance-ს ხელშეწყობა იქნება. მრავალწლიანი კონტრაქტის ფინანსური დეტალები უცნობია, თუმცა აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, ბაზრის ვარდნასთან ერთად, მარკეტინგის ბიუჯეტებიც შეამცირეს.

ბრიტანეთის ჯარის Youtube და Twitter ანგარიშები დაიჰაკა

ბრიტანეთის ჯარის Facebook და Twitter ანგარიშები დაიჰაკა. კიბერთავდამსხმელებმა ანგარიშების გამომწერთა დიდი რაოდენობა და სანდო იმიჯი კრიპტოვალუტებზე მათთვის სასურველი ინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენეს. კიბერშეტევის ზუსტი დრო უცნობია, თუმცა ანგარიშებზე წვდომის აღდგენა მალევე მოხერხდა.

ჰაკერებმა ბრიტანეთის ჯარის Twitter გვერდზე შეცვალეს პროფილის ფოტო, მოკლე ბიოგრაფია და ფონი, რომ მომხმარებლებისთვის სანდო NFT-ის პროექტის შთაბეჭდილება შეექმნათ. გარდა ამისა, ჰაკერებმა დაპინეს მთავარ გვერდზე ბმული, რომელსაც მომხმარებელი NFT-ების ყალბი მინთინგის საიტზე გადაჰყავდა – ამ გზით ჰაკერები ფულს იპარავდნენ.

პარალელურად დაიჰაკა Youtube არხიც და წაიშალა მასზე არსებული ყველა ვიდეო. ჰაკერებმა შეცვალეს არხის სურათი, სახელი და ფონი. მათ მიზნად ჰქონდათ, არხი „Ark Invest“ საინვესტიციო ფირმის არხისთვის დაემსგავსებინათ. წაშლილი ვიდეოები ჩანაცვლდა Tesla-ს გენერალური დირექტორის – ილონ მასკის და Twitter-ის ყოფილი გენერალური დირექტორის – ჯექ დორსის რედაქტირებული და არაავთენტური ვიდეოებით.

Previous Post

The Three Faces of Armazi

Next Post

Forbes Health Discussion Series on Tobacco Harm Reduction – A conversation with Dr. Gizelle Baker on Trust towards Data and Science

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
Forbes Health-ის დისკუსიების სერია თამბაქოს ზიანის შემცირების თემაზე – ნდობა მეცნიერებისა და მონაცემების მიმართ – ინტერვიუ ჟიზელ ბეიკერთან

Forbes Health Discussion Series on Tobacco Harm Reduction – A conversation with Dr. Gizelle Baker on Trust towards Data and Science

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

Recent News

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result