Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გასული კვირის მნიშვნელოვანი კრიპტოსიახლეები

by Davit Tsiramua
აპრილი 21, 2022
in Forbes Crypto, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
გასული კვირის მნიშვნელოვანი კრიპტოსიახლეები
0
SHARES
0
VIEWS

გასული კვირა კრიპტოს მოყვარულებისთვის რამდენიმე სიახლით გამოირჩეოდა. მსოფლიოში ყველაზე დიდმა საბრძოლო ხელოვნების კომპანია UFC-მ, გამოაცხადა, რომ მებრძოლებს საბრძოლო ბონუსებს ბიტკოინით გადაუხდის. ბრაზილიის სენატმა განსახილველად მიიღო კრიპტოვალუტების მარეგულირებელი ახალი კანონი, რომელიც მსოფლიოში კრიპტოვალუტების ათვისების მასშტაბს გაზრდის. Bison Bank-ი გახდა პორტუგალიის პირველი ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც ეროვნული ბანკისგან კრიპტოვალუტებით ოპერაციების წარმოების ლიცენზია მიიღო. NBA-ის რამდენიმე მოთამაშემ შემოსავლის ნაწილის მიღება ბიტკოინით გადაწყვიტა. Beanstalk-ის კრიპტოვალუტების პროექტზე კიბერთავდასხმის შედეგად $182 მილიონის ღირებულების კრიპტოვალუტა დაიკარგა. ამ და სხვა სიახლეებს ჩვენს ყოველკვირეულ კრიპტობლოგში მოვუყარეთ თავი.

UFC-ი მებრძოლებს ბონუსებს ბიტკოინში უხდის

UFC-მ, Crypto.com-თან ახალი პარტნიორობის შედეგად, მებრძოლებისთვის ბონუსების ბიტკოინში გადარიცხვა დაიწყო.

ის, თუ რომელი მებრძოლები მიიღებენ ბონუსებს, სრულად მაყურებელზე იქნება დამოკიდებული, რომლებიც ხმის მიცემით გამოავლენენ მებრძოლთა პირველ სამეულს.

Crypto.com-ის განცხადებით, პირველი ადგილის მფლობელი მებრძოლი დაჯილდოვდება $30,000-ის, მეორე ადგილზე გასული – $20,000-ის, ხოლო მესამე – $10,000-ის ღირებულების ბიტკოინებით. პირველი ასეთი კენჭისყრის გამარჯვებულები (და, შესაბამისად, კრიპტობონუსების მიმღებები) არიან ხამზათ ჩიმაევი, ალექს ვოლკანოვსკი და პიოტრ იანი.

UFC-ის პრეზიდენტის, დეინა ვაიტის განცხადებით, Crypto.com-თან UFC უკვე ერთ წელზე მეტია, წარმატებით თანამშრომლობს და ბონუსების აღნიშნული სისტემის შემოღება Crypto.com-ის აზრი იყო.

ბრაზილიის სენატმა კრიპტოვალუტების მარეგულირებელი ახალი კანონი განსახილველად მიიღო

კანონს, რომელიც ხელს შეუწყობს კრიპტოვალუტების დარეგულირებას ბრაზილიაში, სენატი, დიდი ალბათობით, წლის პირველ ნახევარში მიიღებს.

აღნიშნული კანონი ბრაზილიის პრეზიდენტს საშუალებას მისცემს, მიიღოს გადაწყვეტილება კრიპტოვალუტების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუტის თაობაზე.

კანონპროექტის მიხედვით,  არალეგალური კრიპტოტრანზაქციების განხორციელებისა და აქტივების დამალვის პრევენციის მიზნით, პრეზიდენტის მიერ დანიშნული მარეგულირებლები განახორციელებენ საქმიანობას საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, ხოლო კანონსაწინააღმდეგო ქმედება დაისჯება ოთხიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

გარდა ამისა, უქმდება ASIC-ის მაინერების იმპორტზე დაწესებული გადასახადი,  რაც ბიტკოინის მაინერებს ბრაზილიაში მაინინგის დაწყების დამატებით მოტივაციას მისცემს.

Bison Bank-ი პორტუგალიის პირველი ფინანსური ინსტიტუტი გახდა, რომელმაც კრიპტოვალუტების შესყიდვის ლიცენზია მიიღო

პორტუგალიის ცენტრალური ბანკმა – Banco de Portugal-მა, გასცა კრიპტოვალუტის შესყიდვის პირველი ლიცენზია, რომელიც საშუალებას მისცემს კომერციულ ბანკ Bison Bank-ს, თავის მომხმარებელს ასეთი შესაძლებლობა შესთავაზოს.

პორტუგალიური მედიის, Sapo-ს ცნობით, ცენტრალურმა ბანკმა უფლება მისცა Bison Bank-ს, შეექმნა Bison Digital Assets-ი – კომპანია, რომელიც კრიპტოტრანზაქციებზე იქნება პასუხისმგებელი.

Bison Digital Assets-ის მიხედვით, მათი მთავარი ფოკუსი მაღალი შემოსავლის მქონე კლიენტები იქნებიან. კომპანიას არ დაუდასტურებია კლიენტების ვინაობა და ის, თუ რომელი კრიპტოვალუტების შეძენას შესთავაზებენ მათ.

NBA-ის ზოგიერთმა მოთამაშემ შემოსავლის ნაწილის ბიტკოინში მიღება გადაწყვიტა

NBA-ში რამდენიმე წარმატებულმა მოთამაშემ, მათ შორის „გოლდენ სტეიტ ვორიორსის“ ვარსკვლავებმა – კლეი ტომპსონმა და ანდრე იგუოდალამ, გადაწყვიტეს, შემოსავლის გარკვეული ნაწილი ბიტკოინში მიეღოთ.

მოთამაშეებმა განაცხადეს, რომ ტვიტერის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ჯეკ დორსის დახმარებით, Cash App-ს გამოიყენებდნენ მათი შემოსავლის ნაწილის სხვადასხვა კრიპტოვალუტის სახით ჩარიცხვის მიზნით და, ამავდროულად, გამომწერებისთვის $1 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტებს საჩუქრად გასცემდნენ.

Beanstalk-ის პროტოკოლი დაიჰაკა – ჰაკერმა $182 მილიონის ღირებულების კრიპტოვალუტა მიითვისა

 

ჰაკერმა შეძლო $182 მილიონის ღირებულების კრიპტოვალუტის მოპარვა Beanstalk Farms-იდან. ეს არის დეცენტრალიზებული პროექტი, რომელიც გადაწყვეტილებების მისაღებად უმრავლესობის ხმის პრინციპს იყენებს. როდესაც გადასაწყვეტია, ღირს თუ არა პროექტის კოდის კორექტირება, ხმის მიცემა იწყება.

ბლოკჩეინის ანალიტიკის კომპანია PeckShield-მა შენიშნა თავდასხმა, რომლის შედეგად, მათი ვარაუდით, ჰაკერმა საბოლოო ჯამში $80-მილიონიანი მოგების მიღება შეძლო. ხარჯვით ნაწილში ჰაკერს დასჭირდა $100 მილიონზე მეტი შეტევის განსახორციელებლად, რისთვისაც მან ე.წ. “flash loan” სესხი აიღო, რაც მოკლე ვადით კრიპტომომხმარებლებისგან თანხის მიღებას გულისხმობს. Flash loan-ი არ არის უზრუნველყოფილი სესხი და კრიპტომომხმარებელს საშუალებას აძლევს, ისესხოს დიდი რაოდენობის ფული სასურველი კრიპტოვალუტის ან სხვა რამის შესაძენად, უფრო მაღალ ფასად მისი შემდგომი რეალიზების მიზნით.

Previous Post

სერენა უილიამსსა და ლუის ჰამილტონს „ჩელსის“ წილის შეძენა სურთ

Next Post

ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის კორიდორი:  მნიშვნელოვანი, როგორც არასდროს

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის კორიდორი:  მნიშვნელოვანი, როგორც არასდროს

ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის კორიდორი:  მნიშვნელოვანი, როგორც არასდროს

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

TikiTaka Casino: Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Slot Actie

აგვისტო 17, 2026

Casinado Casino: Ganancias Rápidas y Emociones Instantáneas para Jugadores Modernos

აგვისტო 16, 2026

За 5 минут: как найти рабочую ссылку на Kraken onion

აგვისტო 15, 2026

В 2026 году: кракен даркнет и его особенности

აგვისტო 15, 2026

Recent News

TikiTaka Casino: Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Slot Actie

აგვისტო 17, 2026

Casinado Casino: Ganancias Rápidas y Emociones Instantáneas para Jugadores Modernos

აგვისტო 16, 2026

За 5 минут: как найти рабочую ссылку на Kraken onion

აგვისტო 15, 2026

В 2026 году: кракен даркнет и его особенности

აგვისტო 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result