Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გარდაბნის რაიონში „ჩირინას“ ხორცპროდუქტების ახალი საწარმო გაიხსნება – პროექტის პარტნიორი საქართველოს ბანკია

by იზა გვარამაძე
ივნისი 14, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
გარდაბნის რაიონში „ჩირინას“ ხორცპროდუქტების ახალი საწარმო გაიხსნება – პროექტის პარტნიორი საქართველოს ბანკია
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით „ჩირინა“ გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში ხორცპროდუქტების ახალ საწარმოს გახსნის.

საწარმო 2600 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, თუმცა დამხმარე შენობებთან ერთად ის მთლიანობაში 2 ჰა მიწის ფართობს იკავებს. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 35 მილიონი ლარია. პროექტის თანადაფინანსება საქართველოს ბანკის, EBRD-ის და პროექტ „აწარმოე საქართველოს“ მიერ 10 მილიონი ლარის მოცულობით განხორციელდა.

„საწარმოს სრული მასშტაბით ამოქმედებას ივლისში ვგეგმავთ, თუმცა, ამ ეტაპზე უკვე მზადდება კონკრეტული პროდუქტები, რომლის რეალიზაციასაც სუპერმარკეტების ქსელებსა და „ბიუ ბიუს“ მაღაზიებში ვახდენთ, სამომავლოდ კი „ბიუ ბიუ გასტრონომის“ საფირმო მაღაზიებში მოვახდენთ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გვეძლევა შესაძლებლობა, მომხმარებელს ნედლი ქათმის ხორცისგან დამზადებული ხორცპროდუქტების ფართო ასორტიმენტი შევთავაზოთ. მნიშვნელოვანია, რომ „ჩირინას“ ახალი საწარმო იქნება პირველი ხორცის გადამუშავების საწარმო საქართველოში, რომელსაც აქვს საკუთარი ნედლეულის ბაზა. პირველად ჩვენ გვექნება წარმოება, რომელიც მოახდენს ხორცპროდუქტების ინდუსტრიულ წარმოებას ახალი, ნედლი ხორცისგან“, – განაცხადა ნინო ვაშაკიძემ, „ჩირინას“ დირექტორის მოადგილემ.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ ბიზნესს, გააფართოოს საქმიანობა ახალი საწარმოს გახსნით, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები. ჩირინას ამ ეტაპზე დასაქმებული ჰყავს დაახლოებით 500 ადამიანი, ამ ციფრებს კი ახალ საწარმოში დასაქმებულთა რიცხვიც შეემატება. საწარმო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი და სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო დონის სტანდარტებთან. ახალ საწარმოს აქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ მომხმარებელს გამორჩეული გემოვნური თვისებების, ჯანსაღი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი შესთავაზოს. საწარმო საკმაოდ დიდ მასშტაბებზეა გათვლილი. საწყის ეტაპზე წარმოების დღიური წარმადობა 7 ტონა იქნება. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას. გვჯერა, რომ ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეკონომიკის განვითარებაში“, – განაცხადა ნინო აფციაურმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

ინფორმაციისთვის, კომპანია „ჩირინა“ ბაზარზე 2013 წლიდან არის წარმოდგენილი. „ჩირინას“ ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური საწარმოო კომპლექსი აქვს, დღეისათვის მის მფლობელობაშია: სარემონტო-სადედე და ბროილერის ფერმები, კომბინირებული საკვები ქარხანა; ნედლეულის საშრობი ქარხანა, ხორცის დამუშავების საწარმო, ინკუბატორი, ცილოვანი საკვების ქარხანა, წყალგამწმენდი სადგური, ვაშლის ბაღები, ხილის სამაცივრე კომპლექსი, ვეტერინარულ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია “სანა”. კომპანია „ჩირინას“ მიერ გახსნილი ბრენდი „ბიუ-ბიუ“ დღეისათვის 60 ფილიალს აერთიანებს და 10 წელზე მეტს ითვლის. S

Previous Post

United Airlines-ი პილოტებისთვის $8-მილიარდიან შეთავაზებაზე მუშაობს

Next Post

კლიმტის ბოლო პორტრეტი შესაძლოა აუქციონზე $80 მილიონად გაიყიდოს

იზა გვარამაძე

Next Post
კლიმტის ბოლო პორტრეტი შესაძლოა აუქციონზე $80 მილიონად გაიყიდოს

კლიმტის ბოლო პორტრეტი შესაძლოა აუქციონზე $80 მილიონად გაიყიდოს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

LiraSpin Casino: Γρήγορα Κέρδη εν κινήσει για Mobile Gamers

ივლისი 27, 2026

Vegas Hero – Desata Ganancias Rápidas en una Explosión de Acción en Casino

ივლისი 27, 2026

Smokace Casino: Γρήγορα Κέρδη και Άμεση Δράση για Σύντομες Συνεδρίες Παιχνιδιού

ივლისი 27, 2026

Casinozer Casino – Quick‑Hit Slots & Rapid Wins for the Adrenaline‑Chaser

ივლისი 27, 2026

Recent News

LiraSpin Casino: Γρήγορα Κέρδη εν κινήσει για Mobile Gamers

ივლისი 27, 2026

Vegas Hero – Desata Ganancias Rápidas en una Explosión de Acción en Casino

ივლისი 27, 2026

Smokace Casino: Γρήγορα Κέρδη και Άμεση Δράση για Σύντομες Συνεδρίες Παιχνιδιού

ივლისი 27, 2026

Casinozer Casino – Quick‑Hit Slots & Rapid Wins for the Adrenaline‑Chaser

ივლისი 27, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result