Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

განათლების გზაზე არ გაჩერდე – წიგნებით სავსე თაროების ლაბირინთში გზააბნეული მკითხველის განცდები

by Nina Getsadze
November 12, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
განათლების გზაზე არ გაჩერდე – წიგნებით სავსე თაროების ლაბირინთში გზააბნეული მკითხველის განცდები
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რომელთა ბენეფიციართა რაოდენობა 120 000-ს აჭარბებს. მათ შორის ერთ-ერთი თბილისის წიგნის დღეებია. საქართველოს ბანკი ფესტივალის გენერალური სპონსორია.  

თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში საინტერესო საკითხავის აღმოსაჩენად გაეცანით ანა კორძაია-სამადაშვილის რჩევებს. 

 

ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ უახლესი ლიტერატურული ტენდენციები არ მაღელვებს, მეოცე გვერდის გადაშლის მერე საყოველთაოდ აღიარებული რომანის წაკითხვა აღარ მომინდა და კი შემრცხვა, მაგრამ გადავდე, და ვერ გამიგია, ვინ და რატომ მიიღო ესა თუ ის სანუკვარი ჯილდო – უფრო სწორად, გავიგე, და ეს სრულიად უინტერესო ამბად მიმაჩნია. 

ამიტომ, ალბათ, აღარაფერი დამეჯერება. წარმოდგენა არა მაქვს, რა უნდა წაიკითხოს მოზარდმა, რომ კითხვა შეუყვარდეს. ადრე მეგონა, რომ „ტომ სოიერი“; მერე – „ჰარი პოტერი“; ახლა აღარაფერი მგონია, იმიტომ რომ ვერასოდეს მივხვდი, სად რა უნდა მიმეტანა, ვერცერთი ბავშვის გული ვერ მოვიგე და ჩემმა საჩუქრებმა არ გაამართლა. 

ეს – ბავშვები, თუ მოზარდები, როგორც გენებოთ.  

უფროსებთან უფრო გამომდის. ვისაც კი აკა მორჩილაძის „როძინა“ მივუტანე, ყველა მადლიერი დამირჩა, მას მერე, რაც „ჯაშუშობა ბოლო ჟამისა“ წავიკითხეთ, დიდი მიმოწერა ატყდა, ციტატებით ლაპარაკი და ავტორის დიდება. ისმაილ კადარეს „გახლეჩილი აპრილი“ და „მკვდარი არმიის გენერალი“ აქამდეც გვქონდა გასარჩევ-საკამათოდ, ახლა კი „სიზმრების სასახლეს“ ჩავუსხედით, და სხვების არ ვიცი, მე კი მგონია, რომ ისმაილ კადარეს წყალობაა, რომ, როგორც იქნა, მივხვდი, რატომ მიდიან ჩემი თანამემამულეები ომში.  

. . . 

რომანები მიყვარს. მომწონს ჩახლართული სიუჟეტი, ბევრი თავგადასავალი, მრავალი მოქმედი გმირი, სხვა დრო, სხვა საზოგადოება, სხვა ამბავი. ამიტომაც იყო, რომ ერთხელ, დიდი ხნის წინათ, დიდი ქალაქის განაპირას მცხოვრებმა ვიფიქრე: გრძელ გზაზე თავის შესაქცევად ამ ქუჩის მოვაჭრესთან რომანს ვიყიდი. ბარემ, რომანი იყოს.  

ქუჩაში იდგა ყუთი, ყუთში ეწყო წიგნები, ყუთის გვერდით, სკამზე კი ახალგაზრდა კაცი მზეს ეფიცხებოდა და დროდადრო ალმაცერად გადმომხედავდა ხოლმე, იმიტომ რომ მეტისმეტად დიდხანს ვიქექებოდი მის საგანძურში, თავი მოვაბეზრე. მერე ახალგაზრდა ოხვრით წამოიმართა და ჩემი ყველაზე საყვარელი ამბავი დაიწყო – ვაჭრობა: ორი ცალი ერთ ევროდ, კაცი არა ხარ? მაინც რად გინდა, ისევ შენ უნდა ჩაალაგო და უნდა ათრიო, თორემ, აბა, დაფიქრდი, ვინაა ამ შენი მაკულატურის მყიდველი. ვინაა მაკულატურა, შნიცლერი? ახალგაზრდამ თავი გაიბრაზა, მე თავი დავიმარცხე, ცოტა ვიყაყანეთ და ბოლოს მოვრიგდით, პრინციპით „არც შენი, არც ჩემი“, და ასე აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში არტურ შნიცლერის „ტერეზა“, რომელიც წავიკითხე, გადავიკითხე, კიდევ წავიკითხე, ვთარგმნე, დავისწავლე და არც კი ვიცი, რა ვთქვა. გადარევას ვარ. 

სინამდვილეში, არაფერი ამბავია. საერთოდ, არაფერი: იყო ერთი გოგო, და გოგოს ჰყავდა დედ-მამა და ძმა, და გოგო სწავლობდა, ოცნებობდა, შეყვარებული იყო, და მუშაობდა, მუშაობდა, მუშაობდა – როგორც წესი და რიგია. „ტერეზა“ ქალის ცხოვრების ქრონიკაა, არა ერთი კონკრეტული ქალის, არამედ, ზოგადად, ქალისა, და რამდენადაც ყველა ქალისთვის გასაგები და მნიშვნელოვანია, მამაკაცებსაც ვურჩევდი: წაიკითხეთ. გარდა იმისა, რომ დიდი მწერლის დაწერილია, ქალებს უკეთ გაიცნობთ. ხომ უნდა იცოდეთ, ვისთან გაქვთ საქმე, ბოლოს და ბოლოს. 

… 

რამე მირჩიე, მეგობარო, რა წავიკითხო? როგორი და აი, როგორიც კარლოს რუის საფონის „ქარის ჩრდილია“, ერთ წიგნში სამის წაკითხვა რომ შეგიძლია, დამთავრების მერე რომ ბევრად უფრო მდიდარი და ცოტა უფრო განათლებული ხარ და, რამე რომ იყოს, ბარსელონაში მეგზურად შეგიძლია მუშაობა.  

ისეთი წიგნი მინდა, როგორიც რობერტო ბოლანიოს „ველური დეტექტივებია“, გაკვირვებული რომ კითხულობ და ფიქრობ: ეს რა ხდება? ეს რა ამბავია, ასე წერა ვის გაუგია, ეს რა ყოფილა, ეს რა, ხუმრობაა, ბიჭებო? 

ისეთი წიგნი მინდა, რომ წავიკითხავ, დიდხანს ვიფიქრო. ასე ვიფიქრო: დიდი მწერალი რომ ვყოფილიყავი, ამას დავწერდი. მეგონოს, რომ ჩემზე დაწერეს. ისეთი იყოს, რომ ჩვენი ამბავი მეგონოს, შენი და ჩემი. 

განათლების გზაზე არ გაჩერდე – აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები ვებგვერდზე ganatleba.bog.ge 

Previous Post

საქართველოს ბანკის გათამაშებაში I ეტაპის გამარჯვებული ინდ. მეწარმეები გამოვლინდნენ

Next Post

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაესწროთ Touch Summit-ს წელს

Nina Getsadze

Next Post
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაესწროთ Touch Summit-ს წელს

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაესწროთ Touch Summit-ს წელს

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Recent News

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result