Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გალტ & თაგარტმა ღვინისა და სპირტიანი სასმელების სექტორზე პრეზენტაცია წარადგინა

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in საქართველო
0
გალტ & თაგარტმა ღვინისა და სპირტიანი სასმელების სექტორზე პრეზენტაცია წარადგინა
0
SHARES
0
VIEWS

გალტ & თაგარტმა ღვინისა და სპირტიანი სასმელების ინდუსტრიის კვლევის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დარგის სპეციალისტები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები, საქართველოს ბანკის კორპორატიული კლიენტები, მცირე და საშულო ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. 

გალტ & თაგარტის კვლევაში განხილულია ღვინის და სპირტიანი სასმელების სექტორში არსებული ვითარება და ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრების განვითარების პოტენციალი. კვლევაში ყურადღება გამახვილებულია სექტორის ძირითად ფინანსურ ინდიკატორებზე, საექსპორტო ბაზრებსა და მათზე დამოკიდებულებაზე, სექტორის ძირითად გამოწვევებსა და განვითარების პოტენციალზე. ასევე, გაანალიზებულია ქართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების პოზიციონირება ტოპ საექსპორტო ბაზრებზე და რუსეთზე დამოკიდებულების განმსაზღვრელი ფაქტორები. 

კვლევის მიხედვით, 2019 წელს მოსალოდნელია სექტორის დაახლოებით  10%-იანი წლიური ზრდა. ეს მოლოდინები 2018 წელს ყურძნის რეკორდული მოსავლიდან და ექსპორტის ზრდის ტენდენციებიდან გამომდინარეობს. კვლევაში საუბარია, რომ 2013-2018 წლებში ღვინის ექსპორტი  არატრადიციულ ბაზრებზე გასამმაგდა, რაც საკმაოდ კარგი მიღწევაა ამ ბაზრებზე ქართული ღვინის დაბალი ცნობადობის პირობებში. იმის გათვალისწინებით, რომ აზიაში ღვინის მოხმარება საკმაოდ მზარდია, ამ ბაზრების მიმართულებით შესაძლებელია ქართული ღვინის ექსპორტის 120 მლნ აშშ დოლარამდე ზრდა მომდევნო 5 წელიწადში, რაც გადააჭარბებს რუსეთიდან მიღებულ ამჟამინდელ შემოსავლებს. ამის მისაღწევად საჭიროა  ბრენდის პოპულარიზაციასა და სადისტრიბუციო ქსელების გაფართოებაზე კონცენტრირება. სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად იდენტიფიცირებულია შემდეგი გამოწვევები: თანამშრომლობის პლატფორმის/კლასტერების არარსებობა, ერთიანი სტრატეგიის არქონა საექსპორტო ბაზრებთან მიმართებაში და სუსტი კორპორატიული მმართველობა. სექტორის კონსოლიდაციისა და მასშტაბის ეკონომიის შემაფერხებელ ფაქტორებად კვლევაში სახელდება დაბალტექნოლოგიური საწარმოო მეთოდების გამოყენება, ყურძნის  წარმოების მაღალი თვითღირებულება, დაბალი მოსავლიანობა, ფასის და ხარისხის არათანმიმდევრულობა და ფრაგმენტული საწარმოო პროცესები. 

“ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბიზნესი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი სექტორია. 2013-18 წლებში სექტორის შემოსავლები თითქმის გაორმაგდა და დაახლოებით 870 მილიონი ლარი შეადგინა. ღვინო საქართველოს მე-4, ხოლო ბრენდი მე-8 უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტია. 2018 წელს საქართველომ ღვინისა და ბრენდის ექსპორტიდან 305 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ჩვენი გათვლებით, 2019 წელი სექტორისთვის სავარაუდოდ კიდევ ერთი კარგი წელი იქნება და შემოსავლები დაახლოებით 10%-ით გაიზრდება”, – განაცხადა “გალტ ენდ თაგარტის” მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ. 

პრეზენტაციაზემოწვეულ სტუმრებს ღვინის ბრენდინგთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრა სარეკლამო სფეროს წარმომადგენელი, გიორგი პოპიაშვილი. შეხვედრაზე იმ მეღვინეებმა, რომლებმაც საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით  ქალაქ ბორდოში, ღვინის საერთაშორისო ფესტივალში – “Vinexpo Bordeaux 2019”-ში მიიღეს მონაწილეობა, სტუმრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

Previous Post

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 5 პროცენტით გაიზარდა

Next Post

TBC: ივლისში საქართველოს 25 240–ით ნაკლები რუსი ვიზიტორი ეწვია, კლება 11.4%–ია

მაგდა დოლიძე

Next Post
TBC: ივლისში საქართველოს 25 240–ით ნაკლები რუსი ვიზიტორი ეწვია, კლება 11.4%–ია

TBC: ივლისში საქართველოს 25 240–ით ნაკლები რუსი ვიზიტორი ეწვია, კლება 11.4%–ია

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

September 5, 2025
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

September 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

July 11, 2026

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

July 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

July 10, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

September 5, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result