Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

„გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, „კრისტალმა“ საფონდო ბირჟაზე 25 მლნ ლარის ღირებულების გენდერული ობლიგაციები განათავსა

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
„გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, „კრისტალმა“ საფონდო ბირჟაზე 25 მლნ ლარის ღირებულების გენდერული ობლიგაციები განათავსა
0
SHARES
0
VIEWS

„გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ განხორციელებული ინვესტიციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალმა“ საფონდო ბირჟაზე ორწლიანი გენდერული ობლიგაციები განათავსა.

„საქართველოს ბანკის“, როგორც თანაინვესტორის და „აზიის განვითარების ბანკის“, როგორც მთავარი ინვესტორის მხარდაჭერით, ფასიანი ქაღალდების ჯამური ღირებულება 25 მილიონ ლარს შეადგენს. აზიის განვითარების ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 18.75 მილიონი ლარია, საქართველოს ბანკის წილი კი 6.25 მილიონ ლარს შეადგენს.

ეს არის პირველი შემთხვევა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და საქართველოში, როდესაც საფონდო ბირჟაზე გენდერული ობლიგაციების ჩაშვება განხორციელდა.

Crystal-ის გენდერული ობლიგაციები სოციალურ ხასიათის ატარებს და მის მიზანს გენდერული თანასწორობისა და ქალების გაძლიერების ხელშეწყობა წარმოადგენს. შესაბამისად, ობლიგაციები მიმართულია ქალების მიერ დაფუძნებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსებისა და მათი ეკონომიკური გაძლიერებისკენ.

გენდერული ობლიგაციების ბირჟაზე განთავსება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რადგან მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესები საქართველოს ეკონომიკაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ – ისინი ქვეყანაში ქმნიან სამუშაო ადგილების ნახევარზე მეტს. თუმცა, მათი ზრდა შეფერხებულია ფინანსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს კი ქალები წარმოადგენენ.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, თავის მხრივ, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მოწყვლადი ჯგუფებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის პროცესში, განსაკუთრებით, დაბალი შემოსავლების მქონე მსესხებლებისთვის, რომლებიც რურარულ გარემოში ცხოვრობენ.

„მოხარული ვარ გაცნობოთ „კრისტალსა“ და „აზიის განვითარების ბანკს“ (ADB) შორის პირველი პარტნიორობის შესახებ. „კრისტალი“ ყოველთვის იყო მდგრადი დაფინანსების და მცირე მეწარმეების აქტიური მხარდამჭერი, რაც დასტურდება მრავალი კორპორაციული ჯილდოთი და საინვესტიციო გარიგებებით. მოცემული ტრანზაქცია არის ADB-ს და ჩვენი საერთო ღირებულებების ნათელი მაგალითი და ემსახურება საქართველოში მეწარმე ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზანს. ასევე, მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს – „საქართველოს ბანკს“ და „Galt & Taggart“-ს ტრანზაქციის აქტიური მხარდაჭერისთვის. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, – აღნიშნა „კრისტალის“ უფროსმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ილია რევიამ.

“ადგილობრივი სავალუტო ობლიგაციები ემსახურება იმ ფინანსური ხარვეზების შევსებას, რომელიც ხელს უშლის განვითარებად ქვეყნებს, მიაღწიონ მდგრად და ინკლუზიურ განვითარებას. შესაბამისად, ზემოხსენებული ობლიგაციები ხელს უწყობს კერძო სექტორის მიერ კაპიტალის ეფექტურ მართვას. ამასთანავე, ეს ტრანზაქცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თემატური ობლიგაციების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით ხელს შეუწყობს საქართველოში კაპიტალის ბაზრის გაღრმავებას და ქალების მიერ მართული მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას“, – აღნიშნა ADB-ის კერძო სექტორის საფინანსო ინსტიტუტების განყოფილების დირექტორმა, კრისტინ ენგსტრომმა.

„მოხარული ვარ, რომ „გალტ & თაგარტი“ აქტიურად იყო ჩართული ასეთი უპრეცედენტო გარიგების წარმატებით განხორციელებაში, განთავსებისა და კალკულაციის აგენტის როლში. ეს ტრანზაქცია „კრისტალისა“ და „გალტ & თაგარტის“ მესამე ერთობლივი განთავსებაა, რაც მეტყველებს როგორც „კრისტალის“ სანდოობაზე, ასევე, ინვესტორების მხრიდან ზოგადად, მსგავს ტრანზაქციებზე ნდობის ზრდაზე. აღსანიშნავია გარიგების უნიკალური მახასიათებელი, რაც გულისხმობს პირველი გენდერული ობლიგაციების განთავსებას საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. ვიმედოვნებთ, მომავალში არა ერთი მსგავსი ტრანზაქცია განხორციელდება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლარის ობლიგაციების ემისიებისთვის. მსურს, მადლობა გადავუხადო და მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს მორიგი წარმატებული და საინტერესო გარიგებისთვის. „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბაზარზე წლებია წამყვანი საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან“, – განაცხადა ოთარ შარიქაძემ, „Galt & Taggart”-ის მმართველმა დირექტორმა.  S

Previous Post

საერთაშორისო ტექ-კომპანია Thoughtworks-ი რეგიონში პირველად თიბისი ჯგუფთან ითანამშრომლებს

Next Post

ახალგაზრდა პროფესორი პრორექტორის სტატუსით

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ახალგაზრდა პროფესორი პრორექტორის სტატუსით

ახალგაზრდა პროფესორი პრორექტორის სტატუსით

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result