Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

„გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ 20 მლნ. აშშ დოლარისა და 5 მლნ. ევროს ობლიგაციების ემისიებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა

by იზა გვარამაძე
იანვარი 17, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
„გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ 20 მლნ. აშშ დოლარისა და 5 მლნ. ევროს ობლიგაციების ემისიებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა
0
SHARES
0
VIEWS

„გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ“, მულტი-სავალუტო პროგრამის ფარგლებში ობლიგაციების პირველი და მეორე ტრანშების წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით კონფერენცია გამართა. პროგრამის ფარგლებში, კომპანიას ჯამურად გამოშვებული და განთავსებული აქვს 20 მილიონი აშშ დოლარისა და 5 მილიონი ევროს ობლიგაციები.

2023 წლის დეკემბერში გამოშვებული პირველი ტრანში, 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, კომპანიის ისტორიაში მესამე კორპორაციული ობლიგაციების ემისიაა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის წინა ემისიასთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთები აშშ დოლარში გლობალურად საგრძნობლად გაიზარდა, ობლიგაციების საპროცენტო სარგებელი ისევ ფიქსირებული 8.50%-ით განისაზღვრა. აღნიშნულ ემისიაზე გადაჭარბებული მოთხოვნის გამო, 2024 წლის იანვარში მულტი-სავალუტო პროგრამის ფარგლებში, კომპანიამ დამატებით, პირველად გამოუშვა და სრულად განათავსა 5 მილიონი ევროს ობლიგაციები, რომლის საპროცენტო სარგებელმაც 7.00% შეადგინა. აღნიშნული ევროს გარიგება 2024 წლის პირველი ობლიგაციების განთავსებაა. ორივე ტრანშის ობლიგაციების ვადიანობა 2 წელია და ჯამში, ორივე ემისიის შედეგად, კომპანიას 140-მდე ინვესტორი ჰყავს.

„აი ჯი დეველოფმენტის“ დარჩენილი ტრანშების ემისია 2024 წლის განმავლობაში იგეგმება.

პრეს-კონფერენციას ესწრებოდნენ გარიგების განხორციელებაში ჩართული მხარეები და კაპიტალის ბაზრის ძირითადი მონაწილეები. პრეს-კონფერენციაზე სპიკერები იყვნენ:

  • ლევან შავკაციშვილი, „გალტ & თაგარტის“ გენერალური დირექტორი;
  • მინდია საბანაძე, „აი ჯი დეველოფმენტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
  • ეკატერინე მიქაბაძე, „საქართველოს ეროვნული ბანკის“ საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი.

სპიკერებმა და ღონისძიებაში მონაწილეებმა მიმოიხილეს გარიგებისა და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა შორისაც იყო გარიგების დანიშნულება და უპირატესობები კომპანიისთვის, „გალტ & თაგარტის“ როლი ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში, ასევე, ინვესტორების გარიგებით თუ ზოგადად, სავალუტო ობლიგაციებით დაინტერესება და კაპიტალის ბაზრის ძირითადი ტენდენციები.

მინდია საბანაძე, „აი ჯი დეველოფმენტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: „კომპანია „გალტ & თაგარტის“ დახმარებით საქართველოს კაპიტალის ბაზარზე უკვე მეოთხედ, ამჯერად ევროში დენომინირებულ ობლიგაციებს უშვებს. პირველად 2 წლის წინ, წარმატებით გამოვუშვით ჯამურად 30 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები არც თუ ისე მიმზიდველი ადგილობრივი თუ საერთაშორისო განვითარებების ფონზე. ამჯერად, ახალი 45 მლნ. აშშ დოლარის ეკვივალენტი პროგრამის ფარგლებში, კომპანიამ 2023 წლის დეკემბრის ბოლოს სრულად და უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში წარმატებით გამოუშვა და განათავსა 20 მლნ. აშშ დოლარის  ობლიგაციები. ინვესტორთა მოთხოვნის გამო კი, 2024 წლის იანვარში, იმავე პროგრამის ფარგლებში, გამოუშვა 5 მლნ. ევროს ობლიგაციები. „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ მუდმივად მზარდი კომპანიაა, რომელიც ინვესტიციას მასშტაბურ პროექტებში ახორციელებს, რისთვისაც კაპიტალის ალტერნატიული წყაროები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ, „გალტ & თაგარტთან“ ერთად ვავითარებთ საქართველოს კაპიტალის ბაზარს ამიტომ, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო „გალტ & თაგარტს“, რომელმაც უკვე ობლიგაციების ორი პროგრამის ფარგლებში შეძლო ჩვენი მიზნების განხორციელება. ასევე, მადლობა ყველა სხვა პარტნიორსა და ინვესტორს. დარწმუნებული ვართ, სამომავლო შეთავაზებებიც მსგავსი ინოვაციური ელემენტებით იქნება გამორჩეული.“

ლევან შავკაციშვილი, „გალტ & თაგარტის” გენერალური დირექტორი: „მოხარული ვარ, რომ „გალტ & თაგარტი“ „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ ობლიგაციების განთავსების პარტნიორია და აღნიშნული უკვე მეორე ერთობლივი ობლიგაციების პროგრამაა, რომელიც თავის მხრივ, ამ ეტაპისთვის ოთხ წარმატებულ გარიგებას მოიცავს. „გალტ & თაგარტი“ საქართველოს კაპიტალის ბაზარს სთავაზობს ინოვაციურ პროდუქტს – მულტი-სავალუტო ობლიგაციების პროგრამის სახით, რომელიც დღემდე პოპულარული და მოქნილი დაფინანსების შესაძლებლობაა ემიტენტებისთვის. ვიმედოვნებთ, მომავალში „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიასთან“ თანამშრომლობის ფარგლებში ბაზარს კიდევ არაერთ მსგავს ინოვაციურ გარიგებას და პროდუქტს შევთავაზებთ. ასევე, აღსანიშნავია, რომ „გალტ & თაგარტი“ ერთადერთი საინვესტიციო ბანკია საქართველოში, რომელსაც ევროში დენომინირებული ობლიგაციები აქვს გამოშვებული.“

S

Previous Post

UBS-მა Credit Suisse-ის ფულის გათეთრების საქმე მოიგო – ივანიშვილი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

Next Post

A Project Adapted to the Solar Cycle

იზა გვარამაძე

Next Post
A Project Adapted to the Solar Cycle

A Project Adapted to the Solar Cycle

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Sugar Casino: Quick Spin Thrills für High‑Intensity Gaming

ივლისი 24, 2026

Legacy of Dead: Schnelle Gewinne und Hoch‑Intensiv‑Action in einem alten ägyptischen Slot

ივლისი 24, 2026

BillyBets Casino: Rychlé automaty a okamžité výhry pro milovníky vzrušení

ივლისი 24, 2026

RTbet Casino: Azione Veloce con Slot per il Giocatore Moderno

ივლისი 24, 2026

Recent News

Sugar Casino: Quick Spin Thrills für High‑Intensity Gaming

ივლისი 24, 2026

Legacy of Dead: Schnelle Gewinne und Hoch‑Intensiv‑Action in einem alten ägyptischen Slot

ივლისი 24, 2026

BillyBets Casino: Rychlé automaty a okamžité výhry pro milovníky vzrušení

ივლისი 24, 2026

RTbet Casino: Azione Veloce con Slot per il Giocatore Moderno

ივლისი 24, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result