Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გაიცანით „ტოტოს ლავანდები“, საქართველოს ბანკის პროექტის „უფასო ვებგვერდი ბიზნესის“ მონაწილე

by იზა გვარამაძე
ივნისი 21, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
გაიცანით „ტოტოს ლავანდები“, საქართველოს ბანკის პროექტის „უფასო ვებგვერდი ბიზნესის“ მონაწილე
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს ბანკი, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, მეწარმეობის განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების ხელშეწყობის მიზნით, რამდენიმე წელია, სავაჭრო სამრეწველო პალატის ინიცირებული პროექტის – „უფასო ვებგვერდი ბიზნესს“-ის მხარდამჭერია.

პროექტი, 300-მდე მეწარმისთვის როგორც ვებგვერდის დამზადებას, ასევე ვებგვერდის მართვის ტრენინგს და ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. პროექტში მონაწილეობა მიიღეს მეწარმეებმა, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან, რომლებიც საკუთარი პროდუქციის ონლაინ გაყიდვით არიან დაინტერესებულები.

პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა ნინო სანიკიძე, ქალი მეწარმე, რომელმაც 2020 წელს ლავანდების საკუთარი ბაღი გააშენა, საგურამოსთან ახლოს, ეკო ზონაში.

„ტოტოს ლავანდების შექმნის ინსპირაცია მოდის საფრანგეთიდან და ბრიტანეთიდან, სადაც მრავლად არის გაშენებული ლავანდის ბაღები. 2020 წელს ევროპიდან ჩამოვიტანეთ ბრიტანული ჯიშის ლავანდის ნერგები, რომლის გაშენებაც საგურამოსთან ახლოს ეკო-ზონაში დავიწყეთ“ – ამბობს ნინო

თავდაპირველად, მსგავსი ბიზნესის წამოწყება ერთგვარი ექპერიმენტი იყო და ამიტომ, ნინომ სატესტოდ ერთი ზოლი გააშენა, თუმცა მალევე გაფართოვების საჭიროება დადგა.

„თავდაპირველად გამოწერილი ნერგები სატესტოდ ერთ ზოლად გავაშენე საკუთარ ტერიტორიაზე, საგურამოს სოფელ არაშენდაში. შემდეგ კი, მე თავად ვისწავლე და გავამრავლე. დღეს უკვე 2,000 კვ.მ – ზე გვაქვს ლავანდის ბაღები გაშენებული. სამომავლოდ უფრო მეტად გაფართოებას ვგეგმავთ“, – ამბობს მეწარმე.

ლავანდების გაშენებასთან ერთად, ნინო მისი გამოყენების სხვადასხვა მიმართულებამ დააინტერესა.

„ბაღების გაშენების პარალელურად დავიწყე სხვადასხვა ინფორმაციის მოძიება, გავიარე ეთერზეთების წარმოების კურსი, გამოვიწერე ეთერზეთების სახდელი აპარატი და დავიწყე საკუთარი პროდუქციის გამოშვება. ამ ეტაპზე „ტოტოს ლავანდების“ ბრენდის ქვეშ ერთიანდება და ვაწარმოებთ სხვადასხვა აქსესუარებსა და სახლის დეკორატიულ ნივთებს, არომა პროდუქტებს, სხეულის მოვლის საშუალებებს, ეთერზეთებს, აბაზანის მარილს, მასაჟის ზეთს, სხეულის სკრაბსა და სხვა პროდუქტებს, რომლებიც აქტიურად გამოიყენება ველნეს და სპა მიმართულებით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვაწარმოებთ კულინარიულ ლავანდას, რომელსაც საკონდიტრო მიმართულებით იყენებენ და ლავანდის ჩაის, რომელსაც დამამშვიდებელი ეფექტი აქვს“ – აღნიშნავს ნინო.

ამ დრომდე პროდუქციის რეალიზებას ადგილობრივ ბაზარზე ახდენენ, პარტნიორობენ რამდენიმე კონცეპტუალურ მაღაზიასთან. თუმცა, ბიზნესის ზრდასთან ერთად, გაჩნდა ტექნოლოგიური განვითარების საჭიროებაც. „ჩვენი პროდუქციის მომხმარებლებს როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტები წარმოადგენენ. ვთანამშრომლობთ რამდენიმე კონცეპტუალურ მაღაზიასთან თბილისში. აგრეთვე გვაქვს პატარა მაღაზია საგურამოში, სადაც ადგილზე მოსულ დამთვალიერებელს საშუალებას ვაძლევთ, ლავანდის ბაღები დაათვალიერონ, შემდეგ კი სუვენირები შეიძინონ. წლიდან – წლამდე ჩვენი სტარტაპის განვითარებამ, ახალი პროდუქტების დამატებამ და მომხმარებლების გაზრდამ გააჩინა ტექნოლოგიური განვითარების საჭიროებაც. მოგეხსენებათ ონლაინ გაყიდვები ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური ხდება და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, მომხმარებლებისთვის მეტი კომფორტის შექმნის მიზნით, გადავწყვიტეთ მიგვეღო მონაწილეობა საქართველოს ბანკისა და სავაჭრო სამრეწველო პალატის ერთობლივ პროექტში – „უფასო ვებგვერდი ბიზნესს“. მისი მეშვეობით „ტოტოს ლავანდების“ შეძენა უკვე ონლაინ, ვებ-გვერდის მეშვეობით არის შესაძლებელი. როგორც იცით, ვებგვერდის დამზადება საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც მცირე მეწარმისთვის დიდი ფუფუნებაა. საკუთარი ვებ-გვერდი ბიზნესისთვის დიდ ბენეფიტებთან არის დაკავშირებული, გარდა იმისა, რომ გაცილებით ვუმარტივებთ და მეტ კომფორტს ვთავაზობთ მომხმარებლებს, ასევე ჩვენ, როგორც ბიზნესს, ჩვენი მომხმარებლების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას გვაძლევს, რაც სხვადასხვა მარკეტინული აქციების, კამპანიების დაგეგმვისა თუ მომხმარებლების ლოიალობის გასაზრდელად, საჩუქრების გაკეთების შესაძლებლობას გვაძლევს“ – ამბობს ის.

ნინო გაჩერებას არ აპირებს და უკვე არაერთი გეგმა აქვს „სამომავლოდ, ველის კიდევ უფრო გაფართოებას ვგეგმავთ, ზაფხულში ვაპირებთ სეზონური კაფის გახსნას, რომელიც ადგილზე მოსულ სტუმრებს მოემსახურება. გარდა ამისა, ახლახანს, საქართველოს ბანკისა და გაეროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გრანტი მოვიპოვეთ, რომლის ფარგლებშიც ახალ ტექნიკას შევიძენთ, რაც ადგილზე კაფის გამართვის საშუალებას მოგვცემს. გარდა ამისა, სამომავლოდ, აქტიურად ვგეგმავთ საერთაშორისო კონგრესებსა თუ გამოფენებზე მონაწილეობის მიღებას“, – გვიზიარებს ნინო. S

Previous Post

Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტიპენდიატები ცნობილია

Next Post

ამ თვეში ტრამპის ქონება $2 მილიარდზე მეტით შემცირდა

იზა გვარამაძე

Next Post
ამ თვეში ტრამპის ქონება $2 მილიარდზე მეტით შემცირდა

ამ თვეში ტრამპის ქონება $2 მილიარდზე მეტით შემცირდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Recent News

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result