Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

გაიცანით თიბისის ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ნომინაციაში „გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის“

by იზა გვარამაძე
January 25, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
გაიცანით თიბისის ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ნომინაციაში „გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის“
0
SHARES
0
VIEWS

თიბისის პროექტ ბიზნესდაჯილდოებას უკვე ჰყავს ფინალისტები, რომლებიც ჟიურიმ 400-ზე მეტ კანდიდატს შორის შეარჩია. ნომინაციაში „გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის“ გამარჯვებისთვის სამი კომპანია იბრძვის, ესენი არიან „ციმ.ციმ“, „ენთები“ და „აუკი“ .

„ენთები“ საბუღალტრო-ფინანსური სერვისების კომპანიაა, რომელიც ყოველდღიურად 500-ზე მეტ კომპანიას ემსახურება. „ენთები“ 2015 წელს დაარსდა და მომხმარებელს შესთავაზა ბაზრისთვის უცხო, განსხვავებული და გამარტივებული სერვისი.

როდესაც „ენთები“ ბაზარზე გამოჩნდა, არსებული საბუღალტრო კომპანიები აქცენტს აკეთებდნენ მსხვილ ბიზნესზე. საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობდა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი სერვისი. საბუღალტრო კომპანიების მიერ შეთავაზებული ფასი, პრაქტიკულად, მცირე და საშუალო ბიზნესს წვდომას უზღუდავდა. ეს იმ დროს, როცა დიდი ბიზნესების რაოდენობა საქართველოში რამდენიმე ასეულს არ აღემატება, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესების რაოდენობა 50 ათასს აჭარბებს.

„ენთებმა“ კი სწორედ ამ სეგმენტზე მორგებული სერვისი შექმნა, თანაც მარტივი მიდგომით: ტექნოლოგიების დახმარებით, ბუღალტერიისა და თანმდევი ტრანზაქციების ავტომატიზაციის გზით და მანუალური ინტერვენციის მინიმუმამდე დაყვანით. კომპანიამ, ერთი მხრივ, შეამცირა ხარჯები და მცირე და საშუალო ბიზნესს მისაღებ ფასად შესთავაზა მომსახურება და მეორე მხრივ, მოახდინა ბუღალტრული მომსახურების უდიდესი ნაწილის გაციფრულება.

„ფიზიკური საბუთები პრაქტიკულად სრულად ჩავანაცვლეთ ელექტრონული ინფორმაციის მიმოცვლით. მსხვილი ბიზნესის შემთხვევაში ბუღალტერიის ავტომატიზაცია და დისტანციური ინფორმაციის მიმოცვლა ნაკლებად შესაძლებელია, თუმცა მცირე და საშუალო ბიზნესის შემთხვევაში ეს სრულიად რეალურია და სწორედ ამ მიდგომით ვმუშაობთ ჩვენ“, – ამბობს ანი შენგელია, „ენთების“ ადმინისტარციული სამსახურის უფროსი.

გარდა იმისა, რომ 500-ზე მეტ კომპანიას თავიდან ააცილეს ქაღალდებთან ურთიერთობა, „ენთების“ გუნდი დიდ დროს და რესურსს უთმობს კლიენტების კმაყოფილებას. მომხმარებელთა კომფორტისთვის, „ენთებმა“ WhatsApp-ის ჩატი შექმნეს, სადაც კლიენტები პასუხი სწრაფად იღებენ და პრობლემის გადაჭრაც ეფექტურად ხდება.

„ჩვენ ვუსმენთ და ვითვალისწინებთ ჩვენი მომხმარებლების მოსაზრებებს, რისი გაუმჯობესება სურთ, რა მომსახურება მოსწონთ და რა არა. ამ მიზნით რეგულარულად ვიღებთ მათგან უკუკავშირს. მაგალითად, ყველა ახალ კლიენტს ყოველი თვის ბოლოს აუცილებლად გამოკითხვას ვუტარებთ, გენერალური გამოკითხვას კი 6 თვეში ერთხელ ვატარებთ. „ენთები“ ხარისხზე ორიენტირებული კომპანიაა, მიუხედავად იმისა, რომ სტაბილურად ვიზრდებით, ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტად მომსახურების ხარისხი რჩება და არა რაოდენობა“.

„ენთებისთვის“ თიბისის ბიზნესდაჯილდოების ფინალისტობა ნიშნავს აღიარებას და იმის დასტურს, რომ საქმეს კარგად აკეთებენ და სწორი გზით ვითარდებიან.

„ციმ.ციმ“-ი საბავშვო და საოჯახო ტექსტილის გალერეაა, სადაც გამორჩეული ხარისხითა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ამზადებენ ეკო პროდუქციას. „ციმ.ციმის“ საწარმოში საბავშვო, საოჯახო, კომერციულ და გარე გამოყენების ტექსტილის ნაწარმი მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, ბუნებრივი ქსოვილებით და ქარხნული სტილით იკერება.

„ციმ.ციმში“ ფერადი და გამორჩეულად ლამაზი ქსოვილისგან პროდუქციას უნარჩენო წარმოების პრინციპით ამზადებენ, ხოლო შესაფუთად მხოლოდ ქაღალდის ბაზისზე დამზადებულ ტარას იყენებენ.

თუმცა „ციმ.ციმის“ სოციალური პასუხისმგებლობა აქ არ მთავრდება, საწარმოში უფასოდ ასწავლიან ჭრა-კერვას და წარმოების თანმდევ პროცესებს იმ ქალებს, რომელთაც პროფესია არ გააჩნიათ.

„ციმ.ციმი არ არის მხოლოდ ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებული საწარმო, კომპანიისთვის მთავარი ფასეულობა ადამიანური ღირებულებები და ურთიერთობები, კმაყოფილი თანამშრომლები და ბედნიერი მომხმარებლები არიან. სამი წელია რაც ბაზარზე შემოვედით და არც ერთი უკმაყოფილო მომხმარებელი არ გვყოლია. მაქსიმალური სიზუსტით ვასრულებთ ყველა შეკვეთას და ყველანაირად ვერგებით მომხმარებელს. თუ რაიმე მიზეზით შეფერხება შეექმნა შეკვეთის მიწოდებას, ვცდილობთ, რომ ეს დისკომფორტი მომხმარებელს სხვანაირად დავუკომპენსიროთ. ყველა მომხმარებელს ინდივიდუალურად ვუდგებით. იგივე მიდგომა გვაქვს თანამშრომლების მიმართაც – შევუქმნათ მათ მაქსიმალური კომფორტი და ოჯახური გარემო. ჩვენ გვჯერა, რომ კომპანიის წარმატების საფუძველს ბედნიერი თანამშრომელი და მომხმარებელი ქმნიან“, – ამბობს ანა აბაშიძე, „ციმ.ციმის“ დამფუძნებელი.

ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილეობამ კომპანიის ცნობადობა აამაღლა და მათ საქმიანობას სოლიდური იერი მისცა. პროექტში გამარჯვების შემთხვევაში „ციმ.ციმის“ დამფუძნებელი ფიქრობს, რომ სასურველ პრიზს აიღებს და კომპანიის ახალ ვებგვერდს დაამზადებს.

მესამე კომპანია, რომელიც მომხმარებელზე ზრუნვას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და ბიზნეს მოდელიც ამაზე დაფუძნებით აქვს შერჩეული, სივრცითი მოწყობის სერვის კომპანია „აუკია“.

„აუკი“ ადამიანებს სთავაზობს სრულ სპექტრს, დიზაინ კონცეფციიდან დაწყებული გასაღების ჩაბარებამდე. კომპანია უკვე 5 წელია ერთ-ერთ ყველაზე უსიამოვნო პროცესს იმგვარად გარდაქმნის, რომ მომხმარებელმა, მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საუკეთესო სახლში იცხოვრონ და თან ეს პერიოდი პოზიტიურ გამოცდილებად დაამახსოვრდეთ.

„მომხმარებლები წინასწარ განწყობილი არიან, რომ თავი იგრძნონ მოტყუებულად, უყურადღებოდ და საბოლოო პროდუქტით უკმაყოფილოც დარჩნენ. „აუკმა“ ამ პარადიგმის გადასატეხად ინდუსტრიაში სრული გამჭვირვალობის შემოტანა დაისახა მიზნად და იმ სივრცეში, სადაც ადამიანები ურთულეს კომუნიკაციის გამოცდილებას ელოდებიან, ინტეგრირება გაუკეთა მსოფლიოს საუკეთესო ციფრული პროექტების მენეჯმენტ ინსტრუმენტებს. ამ ინსტრუმენტების გამოყენებით კი მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ ცოცხალ რეჟიმში მიიღოს განახლებადი ინფორმაცია მიმდინარე პროგრესის შესახებ, ცვლილების საჭიროების შემთხვევაში კი ციფრულად ვთავაზობთ ალტერნატიულ ვერსიებს“, – ამბობს ანანო კახიანი, „აუკის“ თანადამფუძნებელი.

კომპანია აპლიკაცია Trello-ს დახმარებით მუშაობს, რომელიც მსოფლიოში 50 მილიონზე მეტ რეგისტრირებულ მომხმარებელს ეხმარება პროექტების მენეჯმენტსა და სამუშაოს უკეთ ორგანიზებაში.

Trello-ში „აუკის“ მომხმარებლებს შეუძლიათ თვალი ადევნონ მათ კუთვნილ სახლსა თუ ოფისში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, ნახონ შესრულებული სამუშაოს პროგრესი და ე.წ. რენდერები, თუ როგორი იქნება საბოლოო ჯამში მათი სივრცე. ამ ყველაფრის ნახვა მათ დისტანციურად, ონლაინ შეუძლიათ, ხოლო თუ ციფრულ სივრცეში არჩევანის გაკეთება გართულდება, ასეთ შემთხვევაში, „აუკის“ თანამშრომლებს მომხმარებელთან მასალა თუ პროდუქტის ვარიაციები ადგილზე მიაქვთ. S

Previous Post

საუდის არაბეთში, 70 წლის შემდეგ, ალკოჰოლური სასმელების პირველი მაღაზია იხსნება

Next Post

Microsoft-ი მეორე კომპანიაა, რომლის ღირებულებამაც $3 ტრილიონს გადააჭარბა

იზა გვარამაძე

Next Post
Microsoft-ი მეორე კომპანიაა, რომლის ღირებულებამაც $3 ტრილიონს გადააჭარბა

Microsoft-ი მეორე კომპანიაა, რომლის ღირებულებამაც $3 ტრილიონს გადააჭარბა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result