Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გაიცანით თაბუაშვილის მარანი „დოესი“, რომლის პარტნიორია საქართველოს ბანკი

by იზა გვარამაძე
October 6, 2025
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
გაიცანით თაბუაშვილის მარანი „დოესი“, რომლის პარტნიორია საქართველოს ბანკი
0
SHARES
0
VIEWS

გიორგი თაბუაშვილმა მეურნეობა ოჯახთან ერთად 9 წლის წინ წამოიწყო. შიდა ქართლში, სოფელ დოესში ვენახიც გააშენა. მოგვიანებით, მარანი მოაწყო და გორული მწვანეს, ჩინებულისა და თავკვერის ჯიშის ყურძნისგან გამორჩეული ღვინის წარმოება დაიწყო.

“მეღვინეობისადმი ყოველთვის ძალიან დიდი ინტერესი მქონდა.  საქმე ძალიან შრომატევადია, ბაზარზე გასვლა ადვილი არ იყო, მაღალი ხარისხი უნდა დაიჭირო, რომ სხვებს კონკურენცია გაუწიო. თუმცა. ჩვენ ყველა ეტაპი შემართებით გავიარეთ – მეურნეობის დაწყებიდან ორ წელში კი კიდევ ერთი ვენახი გავაშენეთ”, – ამბობს გიორგი თაბუაშვილი.

მეწარმე ყურძნისა და ღვინის რეალიზაციას ახლა ადგილობრივ ბაზარზე ახდენს, თუმცა გეგმებში, სამომავლოდ, საერთაშორისო ბაზარზე გასვლაცაა.

თაბუაშვილებმა მეურნეობა საქართველოს ბანკის თანადაფინანსებით განავითარეს –  ფინანსური რესურსი ჯერ ვენახის ნერგების გაშენებისთვის, შემდეგ კი მარნის ასაშენებლად გამოიყენეს.

ახლა მარანში, საშუალოდ, 4 ტონა ღვინო იწარმოება. ჯამში, წელს, 20-25 ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან. სრული დატვირთვით კი მეწარმე მოსავლის 35 ტონამდე ზრდას ელის.

“სოფლები – დოესი, ხიდისთავი, ატენი, ხოვლე უნიკალური ზონაა ჩინებულისა და გორული მწვანესთვის. ჩვენს ღვინოზე მოთხოვნა დიდია. ღვინოს ბოთლებში ვასხამთ და თბილისში რამდენიმე მაღაზიაში შეგვაქვს” ,- ამბობს გიორგი თაბუაშვილი.

მარანი “დოესი” წელიწადში რამდენიმე ფესტივალზეა წარმოდგენილი. ისინი მუდმივად ეძებენ ახალ შესაძლებლობებს და ამაყობენ, რომ მათ დაწურულზე სხვები ხშირად აღნიშნავენ – “კარგი, ჯანმრთელი ღვინოაო”.

“ალბათ არცერთ დარგს სჭირდება ამდენი დრო, რომ ბაზარზე ადგილი დაიმკვიდრო”, – ამბობს გიორგი. თუმცა, მეწარმის საქმიანობა მხოლოდ ვენახითა და მეღვინეობით არ შემოიფარგლება – წელს, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით,  თაბუაშვილებმა მსხლის, ვაშლისა და ატმის ბაღებიც გააშენეს და ტექნიკა შეიძინეს.

“უკვე ძალიან კარგი შედეგი გვაქვს – ხილის ბაღები ჯამში 8 ჰექტარია, ეს კი დამატებითი 12 სამუშაო ადგილის შექმნას ნიშნავს. ჩვენ წლის განმავლობაში სულ მცირე 4-5 თვე რამდენიმე ადამიანს ვასაქმებთ, ხილის კრეფისა და რთველის პერიოდში კი მათი რიცხვი კიდევ იზრდება”, – განმარტავს გიორგი თაბუაშვილი.

მეწარმე რამდენიმე წელში ბაღებიდან 300-400 ტონამდე მოსავალს ელოდება. მომავალში ასევე სამაცივრე მეურნეობის მოწყობას გეგმავს.

“ამ საქმეში მთელი სული და გული ჩავდეთ, ყველა დეტალი სიღრმისეულად შევისწავლეთ. მეურნეობას მუდმივი ყურადღება სჭირდება. ამის მიღწევა კი ფინანსური მხარდაჭერის, თანადაფინანსების პროგრამის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა. მთავარი კი მაინც მონდომებაა – თუ ინტერესი და მოტივაცია გაქვს, ყველაფერი გამოგივა”, – ამბობს მეწარმე.

თაბუაშვილების მეურნეობა კი არ ჩერდება – მეწარმე მომავალში მოსავლის დაცვის სისტემების დანერგვას და საქმიანობის კიდევ უფრო განვითარებას გეგმავს.

S

Previous Post

საქართველოს ბანკის მობილბანკში East Point-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათი ხელმისაწვდომია

Next Post

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ გადადგა

იზა გვარამაძე

Next Post
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ გადადგა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ გადადგა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Hugo Casino: Quick‑Hit Slots & Fast‑Track Wins for Short‑Session Players

June 13, 2026

Bet On Red Casino: Quick Wins and High‑Intensity Slots for Rapid Play

June 12, 2026

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

Recent News

Hugo Casino: Quick‑Hit Slots & Fast‑Track Wins for Short‑Session Players

June 13, 2026

Bet On Red Casino: Quick Wins and High‑Intensity Slots for Rapid Play

June 12, 2026

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result