Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გაეცანით თიბისის შეთავაზებებს აგრო მეწარმეებისთვის

by იზა გვარამაძე
August 30, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
გაეცანით თიბისის შეთავაზებებს აგრო მეწარმეებისთვის
0
SHARES
0
VIEWS

თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შესთავაზონ.

პროექტი „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს, მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობას იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით. შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცემა ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოების გაფართოებისთვის, ახალი მრავალწლოვანი კულტურების გაშენებისთვის, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და ხე-ტყის დამამზადებელი მექანიზაციისთვის, მესაქონლებოის მაღალპროდუქტიული ჯიშის ფერმებისთვის.

შოთა გონგლაძე, სახელმწიფო პროექტების მართვის გუნდის ხელმძღვანელი თიბისი ბანკში, ხაზს უსვამს, რომ ის, რაც, აგრომიმართულებით, თიბისის სხვა ბანკებისაგან გამოარჩევს, სტარტაპ მიდგომებია.

„სტარტაპ აგროსესხს მხოლოდ თიბისი სთავაზობს მომხმარებელს აგრობიზნესის თითქმის ყველა მიმართულებით. თიბისის ინდივიდუალური მიდგომა ქართულ საბანკო სექტორში უნიკალურია – ბანკი არ ამოდის არსებული შემოსავლიდან, შესაბამისად, მსესხებელს მასზე დაყრდნობით არ უწესებს შეზღუდვას დასაფინანსებელი პროექტისთვის საჭირო თანხის ოდენობაზე. ვისაც სურს, დაიწყოს ახალი საქმიანობა აგრობიზნესში და ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება, თიბისი სთავაზობს სესხს გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდით, დასაფინანსებელი პროექტიდან მომავალში მისაღები შემოსავლების გათვალისწინებით. მსგავსი სტარტაპ მიდგომა სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს: მრავალწლიანი კულტურების გაშენებას, გადამამუშავებელ მიმართულებას, მაღალპროდუქტიული ჯიშის მეცხოველეობის ფერმების მოწყობას. სტარტაპ მიდგომით აგრო ტურიზმიც კი ფინანსდება. სტარტაპ მიდგომა თიბისიმ 2016 წლის შემოდგომის სეზონზე დაიწყო. მას მერე 120 მილიონ ლარზე მეტია ინვესტირებული“.

ბიზნეს უნივერსალის პროგრამა საშუალებას აძლევს მეწარმე სუბიექტებს გამოიყენონ თანხა ბიზნესში ძირითადი და საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად და მიიღონ სახელმწიფოსგან სესხის პროცენტის თანადაფინანსება. აქ სესხის მიზნობრიობა მოიცავს, როგორც ახალი საწარმოს შექმნას, არსებული საწარმოების გაფართოებას, ისე წარმოებისათვის საჭირო კაპიტალური დანახარჯებისა და პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის რეფინანსირებას.

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის სახელმწიფო პროგრამას, ბიზნეს უნივერსალის მსგავსად, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს. პროგრამა მიზნად ისახავს, გაზარდოს ბიზნეს სესხებზე ხელმისაწვდომობა იმ ბენეფიციარებისთვის, რომელთაც არ აქვთ საკმარისი უზრუნველყოფა. საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში, საკრედიტო გარანტია გაიცემა კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 80%-ის ოდენობისა. სესხის მინიმუმ 80% მიმართული უნდა იყოს კაპიტალური დანახარჯებისთვის, ხოლო არაუმეტეს 20%-ისა საბრუნავი საშუალებების შესაძენად. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ იმ ბენეფიციარებს, რომელთა წლიური რეალიზაცია 20 000 000-ს არ აღემატება. საკრედიტო გარანტიის მაქსიმალური ვადა 10 წელს შეადგენს.

გარდა ამ პროგრამებისა, თიბისი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან. თიბისი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მომხმარებელს სთავაზობს ბიზნეს სესხს ძირითადი საშუალებების დასაფინანსებლად, საიდანაც, პროექტის ვერიფიკაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სესხის მთლიანი თანხის 10%-დან 15%-მდე მსესხებელს უკან უბრუნდება. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროკავშირის სავაჭრო სტანდარტების დანერგვას სხვადასხვა, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მიმართულებით.

სხვადასხვა დონორებთან აქტიური მუშაობა თიბისის კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანია. მაგალითად, ბანკი მონაწილეობს DFC-ს (აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის) საგარანტიო პროგრამაში, ისევე, როგორც EIB-ს (ევროპული საინვესტიციო ბანკის) ფინანსური მხარდაჭერის და SIDA-ს (შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს) საგარანტიო პროგრამებში, რომელთა მიზანია სტარტაპების, მწვანე დაფინანსების, რეგიონებში ბიზნესების და ბიზნესში ქალების მხარდაჭერა. ამ მიმართულებების განვითარებას თიბისი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება.

კერძო და იურიდიული პირების თიბისისთან თანამშრომლობის უპირატესობა სწორედ ამ მრავალრიცხოვან და საქმიანობის ფართო სპექტრის მომცველ პროგრამებში ერთდროულად ჩართვის შესაძლებლობაა – სესხის მისაღებად მისულ მსესხებელს ბანკი (სესხის მიზნობრიობიდან გამომდინარე) დასაფინანსებელი პროექტისთვის შესაფერის რამდენიმე პროგრამაში კომბინირებულად ჩართვას სთავაზობს, რაც – სესხის პირობებისა და შეღავათების მხრივ – უნიკალურ შეთავაზებას წარმოადგენს. S

Previous Post

500 Global in Eurasia სტარტაპებისთვის B2B გაყიდვების მასტერკლასს გამართავს

Next Post

საქართველოს ბანკის 2024 წლის სტიპენდიატები Chevening-ის პროგრამაში ცნობილია

იზა გვარამაძე

Next Post
საქართველოს ბანკის 2024 წლის სტიპენდიატები Chevening-ის პროგრამაში ცნობილია

საქართველოს ბანკის 2024 წლის სტიპენდიატები Chevening-ის პროგრამაში ცნობილია

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Recent News

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result