Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გააზიარე წარმატება – “ბიზნესდაჯილდოება 2017” იწყება

by Forbes.ge
თებერვალი 28, 2021
in ქართულად
0
გააზიარე წარმატება – “ბიზნესდაჯილდოება 2017” იწყება
0
SHARES
0
VIEWS

#გააზიარეწარმატება – ამ სლოგანით საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოება, თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ორგანიზებით წელს უკვე მეორედ იმართება.

ბიზნესდაჯილდოების მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ახალი ბიზნესების შექმნას და მხარი დაუჭიროს არსებული ბიზნესების განვითარებას. დაჯილდოების მთავარი სლოგანი #გააზიარეწარმატება კვლავ ძალაშია, ორგანიზატორები პროექტში მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობას აძლევენ, თავიანთი წარმატების ისტორიები  სოციალური ქსელების და მედიის მეშვეობით მთელ  საქართველოს გაუზიარონ.  

წელს, განსაკუთრებული აქცენტი ბიზნესის კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე  გაკეთდება, რადგან თანამედროვე სამყაროში წარმატებული ბიზნესი, ფინანსურ  შედეგებთან  ერთად, საზოგადოებისთვის სასარგებლო და საინტერესო საქმის კეთებას ნიშნავს.  შესაბამისად, პროექტები, რომლებიც კომპანიებმა თავიანთი CSR-ის ფარგლებში განახორციელეს, საინტერესო ფორმით წარმოჩინდება და მიეწოდება საზოგადოებას.

მონაწილეობის მიღება შესაძლებელია შემდეგ ნომინაციებში:

  • წლის ინოვაციური ბიზნესი
  • წლის ტურისტული ბიზნესი
  • წლის აგრობიზნესი
  • წლის ქართული პროდუქტი
  • წლის მცირე ბიზნესი
  • წლის ბიზნესი
  • წლის სტარტაპერი

ასევე, წელს, ჯეოსელის პატრონაჟით, ინოვაციურ ბიზნეს-ნომინაციასთან ერთად,  განსაკუთრებული კომუნიკაცია გაკეთდება მთელ საქართველოში არსებულ  სოციალურ საწარმოებზე.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდზე www.businessaward.ge. სიახლეა რეგისტრაციისას, სურვილის შემთხვევაში, მონაწილე კომპანიებს შეუძლიათ ინფორმაცია წარმოადგინონ თავიანთი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ.

გამარჯვებულების გამოვლენაზე ჟიური იზრუნებს, რომელიც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისგან დაკომპლექტდება. ჟიურის ვინაობა დაჯილდოების ბოლომდე კონფიდენციალური დარჩება. ჟიურის თოთოეული წევრი დამოუკიდებლად შეაფასებს მონაწილე კომპანიას და მას ქულას დაუწერს. შეფასებისას განსაკუთრებული აქცენტი  შემდეგ კრიტერიუმებზე გაკეთდება:

  • საზოგადოებისთვის გარკვეული მატერიალური ან არამატერიალური სარგებლის მოტანის პოტენციალი; 
  • ინოვაციური პროდუქტების/მომსახურების განვითარება;
  • დადებითი გავლენა ბიზნესსა და სოციალურ გარემოზე;
  • ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • ინიციატივა, რომელიც ამაღლებს სამეწარმეო სულისკვეთებას;
  • ახალი ტენდენციების დანერგვა საზოგადოებაში. 

ყველა ნომინაციაში გამარჯვებულს ჟიური დაასახელებს, გამონაკლისია ნომინაცია „წლის სტარტაპერი“, სადაც გამარჯვებული საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება.

დაჯილდოებაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ კომპანიას, რომელიც ბიზნესსაქმიანობას ეწევა. საწარმო 2016 წლამდე უნდა იყოს რეგისტრირებული,  ხოლო ნომინაციაში „წლის სტარტაპერი“  მონაწილეობისთვის, კომპანია არ უნდა იყოს დარეგისტრირებული 2015 წლამდე. ასევე, ნომინაციებში „წლის სტარტაპერი“ და  „წლის მცირე ბიზნესი“ კომპანიის წლიური ბრუნვა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს. აღნიშნული წესები არ ვრცელდება ნომინაციაზე „წლის ინოვაციური ბიზნესი“.

ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა შეზღუდულია ისეთი საწარმოებისთვის, რომელთა საქმიანობა ეხება  საბანკო-საფინანსო სფეროს, საკონსულტაციო, აუდიტორულ და სანოტარო მომსახურებას, ასევე, სათამაშო ბიზნესს (აზარტული თამაშები), თამბაქოს წარმოებას და რეალიზაციას.

პროექტის მხარდამჭერები არიან „აწარმოე საქართველოში“  და EFSE („ევროპული ფონდი სახრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის“).

2016 წელს  ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა 523-მმა კომპანიამ მიიღო. ჟიურის რჩეულები ნომინაციების მიხედვით დაჯილდოების დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდა. თუმცა, პროექტის კულმინაციას წინ უძღოდა რამდენიმე თვიანი კამპანია, რომლის დროსაც თიბისი ბანკმა და ჯეოსელმა დაჯილდოების მონაწილეებისთვის სხვადასხვა პიარ და მარკეტინგული ღონისძიებები განახორციელეს.  შედეგად, სოციალური ქსელების მეშვეობით  ბიზნესდაჯილდოების შესახებ მილიონზე მეტმა ადამიანმა შეიტყო; ჰეშთეგი #გააზიარეწარმატება 100 000-მდე ადამიანმა გამოიყენა, ხოლო მედიასაშუალებებში პროექტისა და მონაწილეების შესახებ 200-ზე მეტი სტატია და რეპორტაჟი მომზადდა. 

Previous Post

მაისში კომერციული ბანკების მოგებამ 56.7 მილიონი ლარი შეადგინა

Next Post

ბოლო ერთ წელიწადში პროდუქციის წარმოება 9.4 პროცენტით გაძვირდა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ბოლო ერთ წელიწადში პროდუქციის წარმოება 9.4 პროცენტით გაძვირდა

ბოლო ერთ წელიწადში პროდუქციის წარმოება 9.4 პროცენტით გაძვირდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

ივლისი 12, 2026

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

ივლისი 11, 2026

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

ივლისი 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

ივლისი 10, 2026

Recent News

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

ივლისი 12, 2026

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

ივლისი 11, 2026

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

ივლისი 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

ივლისი 10, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result