Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გააძლიერე ქალები

by Forbes.ge
February 28, 2021
in Forbes Woman
0
გააძლიერე ქალები
0
SHARES
0
VIEWS

ქალთა გაძლიერება თითქმის ყველა ქვეყნის დღის წესრიგში დგას. ზოგიერთ ქვეყანაში ამ მიმართულების განახლება და შემდგომი განვითარება ხდება, სხვა ქვეყნებში კი ეს თემა სრულიად ახალია და ქალთა გაძლიერების მიმართულებით მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამენ. ძლიერი ქალი ნიშნავს ძლიერ ეკონომიკას. ყოველდღე ქალის როლი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა არსებობს და, შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა სახის კონფერენციები და ღია დისკუსიები იმართება. ერთ-ერთი ასეთი კონფერენცია, რომელიც ქალთა გაძლიერების თემას მიეძღვნა, Wilton Park Conference იყო. მე პატივი მერგო, მონაწილეობა მიმეღო ამ კონფერენციაში 26 ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, რომელთა შორის იყვნენ როგორც ქალები, ასევე მამაკაცები. ცხადია, მე ინტერვიუ ვერავის ვერ ჩამოვართვი, თუმცა შევეცადე, ბევრ საინტერესო რესპონდენტს გავსაუბრებოდი.

ოლივია მერფი, Wilton Park-ის პროგრამის დირექტორის თანაშემწე, Wiston House

რას წარმოადგენს “ვილტონ პარკი” და რა მიზანს ემსახურება ქალთა ეკონომიკური გაძლიერების დღის წესრიგი?

“ვილტონ პარკი” არის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის აღმასრულებელი სააგენტო, რომელიც ყოველწლიურად სამოცზე მეტი ღონისძიების ორგანიზებას თაობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საერთაშორისო უსაფრთხოება, ეკონომიკური კეთილდღეობა და მართლმსაჯულება. “ქალთა ეკონომიკური გაძლიერების დღის წესრიგის გადაჭრა” არის ღონისძიებათა რიგით მეოთხე სერია. ყოველი მომდევნო ღონისძიება ემსახურება წინა ღონისძიებაზე აღებული ვალდებულებების გაგრძელებას, კრეატიული ქსელის შექმნისათვის სივრცის უზრუნველყოფას, იდეების გენერირებას და ქალთა გასაძლიერებლად გეგმების დასახვას. ბოლო ღონისძიებას საფუძვლად დაედო გაეროს გენერალური მდივნის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადებული ანგარიშები. სწორედ ამ ანგარიშების საფუძველზე შესაძლებელი გახდა შეთანხმების მიღწევა, დისკუსიის წარმართა და ასევე იმის განსაზღვრა, თუ როგორ შეიძლება აღნიშნული ანგარიშების გამოყენება სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული კონტექსტით. წელს ჩვენს ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა 26 ქვეყნის სხვადასხვა ბექგრაუნდის წარმომადგენელი. ღონისძიებამ ძალიან წარმატებულად ჩაიარა და ყველა მონაწილე სამშობლოში უამრავი იდეითა და ვალდებულებით დაბრუნდა.

მარგო ტომასი, მეცნიერებათა დოქტორი | ორგანიზაცია Women’s Economic Imperative-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

რა იქნება ამ კონფერენციის შედეგი?

“ვილტონ პარკის” შეხვედრის შედეგი ორ დონეზე უნდა განვიხილოთ. პირველ რიგში, შეხვედრა ემსახურება ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით სისტემური დაბრკოლებების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას, ცვლილებებისათვის საჭირო იდეებისა და რეკომენდაციების შესახებ დისკუსიის წარმართვას და მონაწილეთა მიერ კონკრეტული ზომების მიღების თაობაზე ვალდებულებების აღებას. საბოლოო ჯამში, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს 26 ქვეყნის წარმომადგენლებმა, რომელთაც ვალდებულება აიღეს, განახორციელონ თავიანთი პირადი ცხოვრების, პროფესიული და საზოგადოებრივი ქსელისა და ასევე ინსტიტუციური შესაძლებლობების კუთხით მიმართული კონკრეტული ღონისძიებები.

მეორე მხრივ, აღნიშნული შეხვედრა უნდა განვიხილოთ როგორც ქალთა ეკონომიკური გაძლიერების დღის წესრიგისა და საერთო პლატფორმის მხარდამჭერთა ქსელის შენების შესაძლებლობა. ჩვენმა ორგანიზაციამ, Women’s Economic Imperative-მა (WEI) აიღო ვალდებულება, შექმნას ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პლატფორმა WEIForward-ი და და მხარი დაუჭიროს მას. ჩვენ უკვე შევკარით სამუშაო ჯგუფი აღნიშნული ინიციატივის განსახორციელებლად. ჩვენ ასევე ავიღეთ ვალდებულება, მოვამზადოთ პერიოდული ანგარიში, სადაც აღწერილი იქნება ჩვენ მიერ აღებული შესაბამისი ვალდებულებების შესრულების პროგრესი.

რა იყო ის ძირითადი რეკომენდაციები, რომლებიც სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადდა და რა მიმართულებით შეიძლება მათი განხორციელება?

სამუშაო ჯგუფები სამი ძირითადი თემის გარშემო მუშაობდნენ:

  • უარყოფითი ნორმები, რომლებიც გავლენას ახდენს ქალთა ეკონომიკურ ჩართულობაზე – დისკრიმინაციულ შეხედულებებთან და პრაქტიკასთან დაპირისპირება; 
  • ანტრეპრენიორობა, ფინანსური და ციფრული ინკლუზიურობა – ქალების მფლობელობაში და ქალების მიერ მართული საწარმოების წინაშე არსებული გამოწვევების განხილვა; 
  • საოჯახო/საყოფაცხოვრებო საქმე და ოჯახზე ზრუნვის ეკონომიკა – არაანაზღაურებადი სამუშაოსა და მზრუნველობის აღიარება, შემსუბუქება და სწორი გადანაწილება;

იხილეთ ჩემ მიერ 2017 წლის 6 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაცია ბლოგში (margothomasphd.com):

“მონაწილეთა რეკომენდაციებისა და ნაკისრი ვალდებულებების ზოგადი მიმოხილვა სამივე განხილულ თემასთან მიმართებით მოიცავს საკითხთა ფართო სპექტრს როგორც პირად, ინსტიტუციურ და არსებით, ასევე თვითდამკვიდრების კუთხით:

პირადი – რთულ ოჯახურ გარჩევებში მონაწილეობის მიღება, რაც მიზნად ისახავს იმ კულტურულ ტრადიცია/პრაქტიკასთან დაპირისპირებას, რომელიც დაუცველ ახალგაზრდა გოგონებსა და ბიჭებს ოჯახურ ყმობაში ამყოფებს;

ინსტიტუციური – ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით პოლიტიკის შეცვლისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ამ მიმართულებით გამოყოფა; ინსტიტუციურ დონეზე გენდერული წარმომადგენლობისა და კულტურის შეცვლის მხარდაჭერა;

არსებითი – უფრო მეტი ქვეყნის მთავრობის დარწმუნება “შინა მომსახურების კონვენციის” მიღების აუცილებლობაში;

თვითდამკვიდრება – #ThePowero­fOne, ტრანსფორმაციული ცვლილებების მხარდამჭერი მოძრაობის გაძლიერება; დედოფალ ელისაბედის ციტირება რომ მოვახდინოთ, “ზოგჯერ მსოფლიოს პრობლემები იმდენად დიდია, რომ ჩვენ გვგონია, ბევრს ვერაფერს გავაკეთებთ მათ მოსაგვარებლად… მაგრამ მცირედი ქმედებების ერთობლივი გავლენა იმაზე დიდი შეიძლება იყოს, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია”.

აღნიშნული ქსელი/პლატფორმა გამოყენებულ იქნება ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიშების წარსადგენად.

სინტია ლ. დრაკემანი, ფილოსოფიის დოქტორი, აღმასრულებელი დირექტორი

რა როლს ასრულებს კერძო სექტორი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით?

კერძო სექტორი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. კერძო კომპანიებს თავიანთი გლობალური ღირებულების მქონე ქსელების მეშვეობით წვდომა აქვთ მილიარდობით ადამიანთან მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. მიზანმიმართულ ძალისხმევას, რომელიც ემსახურება ამ ქსელში ქალთა ჩართვას, აქვს პოტენციალი, პოზიტიური ზეგავლენა მოახდინოს ისეთ სფეროებზე, როგორიცაა თანამშრომელთა სამუშაოდ აყვანის (რეკრუტინგის) დივერსიფიკაცია, განვითარების ხელშეწყობა (რაც, კვლევის თანახმად, ძალიან სასარგებლოა კომპანიისათვის) და ასევე შესყიდვებზე გაწეული ხარჯების დაბრუნების უკეთესი მაჩვენებელი. თავის მხრივ, ქალებს ეძლევათ მეტი შესაძლებლობა, იყვნენ დასაქმებული, ლიდერები, მმართველი საბჭოს წევრები, მომწოდებლები და ა.შ. შესაბამისად, ქალებს თავიანთი ნიჭითა და რესურსებით მეტი შანსი აქვთ, შეიტანონ წვლილი გლობალური ეკონომიკის განვითარებაში. თავისი ფართო წვდომისა და უზარმაზარი ეკონომიკური გავლენის წყალობით, კერძო სექტორს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაში.

მე ხშირად ვაწყდები არასწორ წარმოდგენას იმასთან დაკავშირებით, რომ კერძო სექტორი თითქოს სულაც არ არის დაინტერესებული (ან ეწინააღმდეგება კიდეც) ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. მე სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩემი ბიზნესპარტნიორის, პროფესორ ლინდა სკოტის მიერ მომზადებულ ახალ ანგარიშს, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა. აღნიშნულ ანგარიშში ნათლად ჩანს, რომ კერძო ბიზნესი ძალისხმევას არ იშურებს, რათა გაზარდოს ქალთა ჩართულობა. პროფესორ ლინდა სკოტის ანგარიშში აღწერილია მსოფლიოს ცხრა უმსხვილესი მულტინაციონალური კომპანია. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ კომპანიებს მსოფლიოს 132 ქვეყანაში აქვთ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამები და ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მათთან დასაქმებულ ქალბატონთა რიცხვმა 2004 წლის შემდეგ 18.5 მილიონს გადააჭარბა. ანგარიშში ასევე განხილულია, თუ როგორ და რატომ გადაწყვიტეს აღნიშნულმა კომპანიებმა ამ მიმართულებით მუშაობა და ასევე ძალზე სასარგებლო ინფორმაციას სთავაზობს სხვა კომპანიებს, რომელთაც ამ მიმართულებით მუშაობის სურვილი აქვთ. ანგარიშში აღწერილია ის გასაოცარი ღონისძიებები და ზომები, რომლებიც აღნიშნულმა კომპანიებმა გაატარეს კერძო სექტორში უფრო მეტი მანდილოსნის დასაქმების მიზნით. მათი მიზანი იყო როგორც სხვა კერძო კომპანიებისათვის მაგალითის მიცემა, ასევე საჯარო სექტორისათვის იმის დემონსტრირება, თუ როგორ შეიძლება დამატებითი ზომების მიღებით მთელ მსოფლიოში ქალებისათვის უფრო ხელსაყრელი გარემოს შექმნა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კერძო სექტორში მხოლოდ მსხვილი მულტინაციონალური კომპანიები როდი მოიაზრება. მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მცირე და საშუალო ბიზნესში არის დასაქმებული. გაეროს გენერალური მდივნის უმაღლესი საბჭოსათვის მომზადებულ ანგარიშში “როგორ შევცვალოთ ბიზნესის კულტურა და პრაქტიკა”, მე მაგალითად მოვიყვანე ჰაიტიში მოქმედი ხელნაკეთი ნივთების დამამზადებელი საწარმო Papillon Enterprise-ი. ამ კომპანიაში თავდაპირველად ოთხი მარტოხელა დედა იყო დასაქმებული, ამჟამად თანამშრომელთა რაოდენობა 200 ადამიანს შეადგენს, ხოლო წლიური შემოსავალი $1.5 მილიონს აჭარბებს. კომპანია დაარსების პირველივე დღიდან თანამშრომლებს უზრუნველყოფს შეღავათების სრული პაკეტით, რომელშიც შედის საარსებო მინიმუმი, ბავშვთა კვებისა და ასევე განათლებისათვის საჭირო თანხა. თუკი მცირე კომპანიას მსოფლიოს ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაში შეუძლია ასეთი წარმატების მიღწევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით, მაშინ ჩვენთვის ეს არამცთუ შესაძლებელი, არამედ უმარტივესად განხორციელებადია.

ჰელენ უოლბი, მცირე ბიზნესის ფედერაციის ჯანდაცვისა და ინკლუზიური პოლიტიკის თავმჯდომარე

როგორ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ხელისუფლებაში ჩვენს ხმას ძალა ჰქონდეს?

ვიდრე გაერთიანებულ სამეფოში ქალი ანტრეპრენიორების რიცხვი არ გაუთანაბრდება მათი მამაკაცი კოლეგების რიცხვს, ჩვენ ძალიან დიდ პოტენციურ ნიჭსა და იდეებს ვკარგავთ. ამ პრობლემის მოგვარება მოითხოვს მხარდაჭერას ხელისუფლების ყველა დონეზე. აუცილებელია, რომ პოლიტიკოსებმა მოისმინონ მოქმედი და პოტენციური ბიზნესის მფლობელი ქალბატონების ხმა.

მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებების მიმღებმა პირებმა გააცნობიერონ, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ იმისათვის, რომ ხელი შეუწყონ წარმოებაში ქალთა მეტ ჩართულობას. ამის განხორციელების უამრავი გზა არსებობს და, საბედნიეროდ, ბევრი რამ უკვე კეთდება ამ მიმართულებით.

გაერთიანებული სამეფოს დონეზე – ვესტმინსტერში, მცირე ბიზნესების ფედერაცია მჭიდროდ თანამშრომლობს მმართველ პოლიტიკურ პარტიებთან, მათ შორის მრავალპარტიულ საპარლამენტო ჯგუფთან “ქალები და წარმოება”, რომელშიც, ჩემდა სასიხარულოდ, ქალბატონებთან ერთად მამაკაცი პოლიტიკოსებიც შედიან. აღნიშნული ჯგუფის საქმიანობა მიზნად ისახავს გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის მიერ ბიზნესის სფეროში ქალების წინაშე არსებული გამოწვევების შესწავლასა და შესაძლებლობების ხელშეწყობას.

სოციალური მედია ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს აღნიშნული საკითხის მიმართ ცნობიერების ამაღლების კუთხით. ჩვემ ვამაყობთ იმით, რომ მონაწილეობა მივიღეთ Facebook-ის კამპანიაში სახელწოდებით “She Means Business” (“ქალი ნიშნავს ბიზნესს”). აღნიშნული კამპანიის ფარგლებში წარმოდგენილი იყვნენ ბრიტანელი ქალბატონები, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს მცირე ბიზნესის როლს. გაერთიანებული სამეფოს მცირე ბიზნესის მინისტრმა მარგო ჯეიმსმა, რომელიც თავად იყო წარსულში მცირე ბიზნესის მფლობელი, სპეციალურად სოციალური მედიისათვის ამ საკითხთან დაკავშირებით ვიდეოკლიპი ჩაწერა.

ერთ-ერთი პრაქტიკული საკითხი, რომელსაც ჩვენ ამ ეტაპზე ვლობირებთ, არის თანაბარი წვდომა ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებაზე თვითდასაქმებული ქალებისათვის. ოჯახის შექმნის შემთხვევაში ნაკლები შემოსავლის ალბათობა არ უნდა იქცეს დაბრკოლებად იმ ქალებისათვის, ვისაც საკუთარი ბიზნესის დაწყება სურს. ტრადიციული გენდერული ბარიერების გადასალახად, ურიგო არ იქნებოდა, რომ თვითდასაქმებული მამებისთვისაც დაწესდეს დეკრეტული ანაზღაურება.

ჩემს მშობლიურ უელსში, მთავრობასთან წარმატებული ლობირების შედეგად, ქალთა საწარმოების ეროვნული ჩარჩოს კონცეფცია შევიმუშავეთ, თითქმის ისეთივე, როგორიც 2014 წელს შოტლანდიაში შეიქმნა. ამჟამად მე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე ვარ. აღნიშნული საბჭო აერთიანებს კორპორაციულ პარტნიორებს, ანტრეპრენიონერს, მეცნიერებსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს. ჩვენი მიზანია, ერთად მოვიფიქროთ, რისი გაკეთება შეიძლება ამ მიმართულებით და რა იქნება ჩვენი მიზნის მიღწევისათვის საუკეთესო საშუალება.

ჩვენ უელსის მასშტაბით კვლევა ჩავატარეთ და 2018 წლის ზაფხულში ვგეგმავთ ჩარჩოს ინიციირებას. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რამხელა ძალა აქვს ჩვენს ხმას და რომ ამ ხმას შეუძლია გააერთიანოს სხვებიც, რათა ჩვენ ერთად დავუჭიროთ მხარი ეფექტიან ცვლილებებს. ამ ინიციატივამ გაეროს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების უმაღლეს საბჭოსთან დაახლოების საშუალება მოგვცა, რაც ჩვენ დაგვეხმარება, უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ანტრეპრენიორულ საქმიანობაში ქალთა ჩართულობას როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.

მე მოუთმენლად ველი იმ დროს, როდესაც ის, თუ რას საქმიანობ ბიზნესში, უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ის, თუ ვინ მართავს ამ ბიზნესს. მსურს, რომ ჩვენი საქმიანობა აღარ იყოს ასე ფოკუსირებული ინკლუზიურობასა და მრავალფეროვნებაზე, რადგან ჩვენ ისედაც ვართ ინკლუზიური და მრავალფეროვანი. ასეთ შემთხვევაში საზოგადოების ყველა წევრი თანაბრად შეძლებს იმ სტიმულითა და უპირატესობებით სარგებლობას, რომელთაც მცირე ბიზნესი გვთავაზობს.

ნიკოლ პიტერ პატერსონი, ‘SheLeadsIt’ პარტნიორი

რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქალები გაძლიერდნენ?

ქალთა გაძლიერებისათვის აუცილებელი წინაპირობაა, რომ მივცეთ მათ საშუალება, სრულად გამოიყენონ თავიანთი ეკონომიკური პოტენციალი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმ შეზღუდვებისა და გამოწვევების აღმოსაფხვრელად, რომელთა წინაშეც ქალები დგანან როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში.

მაკინზის გლობალური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლისათვის გლობალური მშპ შეიძლება $13 ტრილიონით გაიზარდოს, თუკი ქალთა თანასწორობის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ. შესაბამისად, ისმის კითხვა, როგორ მივიდეთ ამ წერტილამდე?

გაეროს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების უმაღლესი საბჭოს წევრმა ქვეყნებმა უნდა გადადგან ქმედითი ნაბიჯები, რაც ემსახურება იმ სოციალური და კულტურული ნორმების დარეგულირებას, რომლებიც საფუძვლად უდევს ქალთა და გოგონათა მიმართ დისკრიმინაციას; ქალებისათვის უზრუნველყოფილ უნდა იქნას თანასწორი წვდომა განათლებაზე; შეიქმნას ისეთი პირობები და კანონმდებლობა, რომელიც დაეხმარება ქალებს თავიანთი უნარების გაუმჯობესებაში და გაზრდის მათ ფინანსურ ინკლუზიურობას. ქალებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი სოციალური და ეკონომიკური უფლებებითა და ასევე ლიდერობის შესაძლებლობით სარგებლობის საშუალება.

ქალებს სჭირდებათ მხარდაჭერა, რათა “უხილავი სოციალური და ეკონომიკური მოთამაშის” პოზიციიდან აქტიურ ეკონომიკურ მოთამაშეებად გარდაიქმნან, რომელთაც ძლიერი ხმა ექნებათ. ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას აქვს გადამდები ეფექტი, რომლის სარგებელი არა მხოლოდ ქალებზე, არამედ უფრო ფართო საზოგადოებაზეც აისახება. ეს სარგებელი უფრო საგრძნობი იქნება, როდესაც ქალები დაიწყებენ რეინვესტირებას საზოგადოებაში და წვლილს შეიტანენ თავიანთი ქვეყნების ეკონომიკაში.

იმისათვის, რომ სრულ პოტენციალს მივაღწიოთ, საჯარო და კერძო სექტორმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს და გააძლიეროს ქალის როლი საზოგადოებაში, სამუშაო ადგილას და დასაქმების ბაზარზე.

Previous Post

კონტრაქტები, კონტრაქტები, კონტრაქტები

Next Post

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.5 პროცენტით გაიზარდა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.5 პროცენტით გაიზარდა

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.5 პროცენტით გაიზარდა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Recent News

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result