Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Forbes Tech: გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

by Davit Tsiramua
October 4, 2021
in FORBES TECH, ინდუსტრია, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
Forbes Tech: გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები
0
SHARES
0
VIEWS

რაც უნდა უცნაური იყოს, გასული კვირა განსაკუთრებით დახუნძლული აღმოჩნდა სახელმწიფოების მიერ ტექნოლოგიური ინდუსტრიების მიმართ ახალი რეგულაციებით: ჩინეთში კრიპტოვალუტებით ვაჭრობა აიკრძალა, ხოლო ევროკომისიამ USB-C დასამუხტი პორტების საყოველთაო სტანდარტად გამოაცხადა. თუმცა ამ კვირას არც სიახლეები მოგვაკლდა:  Unagi-მ ახალი ელექტროსკუტერი წარმოადგინა, ხოლო Amazon-მა განახლებული, ამ დრომდე საუკეთესო Kindle-ი გამოუშვა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს ამ ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

ჩინეთში კრიპტოვალუტებით ვაჭრობა აიკრძალა

ჩინეთის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, კრიპტოვალუტები არაკანონიერ საგადასახადო საშუალებად გამოცხადდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინანსური ინსტიტუტები კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ ბიზნესს ვეღარ წარმართავენ, ასეთ ვალუტებში ტრანზაქციებს ვეღარ გაატარებენ და ვერც სხვადასხვა ტოკენს გამოუშვებენ. „ბოლო წლებში გახშირდა ბიტკოინის მსგავსი ვირტუალური ვალუტებით სპეკულაცია, რამაც აღრია ეკონომიკური და ფინანსური წესრიგი, გააღვივა არალეგალური და კრიმინალური აქტივობები, მათ შორის ფულის გათეთრება, არალეგალური ფანდრაიზინგი, თაღლითობა და ფინანსური პირამიდები და სერიოზულ საფრთხეში ჩააგდო მოქალაქეთა საკუთრება“, – აღნიშნულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

ბიტკოინის ბაზრის რეაქცია ჩინეთის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ – წყარო: Bloomberg

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა – ქვეყანაში კრიპტოვალუტებს უკვე დიდი ხანია, ებრძვიან. კრიპტოვალუტებით ვაჭრობისა და მათი მაინინგის შესახებ პირველი გაფრთხილებები ჯერ კიდევ მაისში გამოჩნდა – მაშინ ეს რეგულაცია ქვეყნის ეკონომიკურ დასტაბილურებას ემსახურებოდა. მოგვიანებით, ივნისში, ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ფინანსურ ინსტიტუტებს ციფრულ ვალუტებში ტრანზაქციების გატარება აუკრძალა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა კრიპტოვალუტების ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა – აპრილში, მაგალითად, კემბრიჯის ბიტკოინის ელექტროენერგიის მოხმარების ინდექსის მიხედვით, კრიპტოვალუტების მაინინგის 46% სწორედ ჩინეთზე მოდიოდა. ცნობისთვის, აკრძალვის გამოცხადების შემდეგ, ერთ დღე-ღამეში, ბაზარი 111 ათასმა მომხმარებელმა დატოვა. მოგვიანებით, ჩინეთის უდიდესმა სავაჭრო პლატფორმებმა, Huobi-მ და Binance-მა კონტინენტურ ჩინეთში მყოფი მომხმარებლების რეგისტრაცია შეწყვიტეს.

ევროკომისია: ყველა მოწყობილობას USB-C ტიპის პორტი უნდა ჰქონდეს

ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ, ევროკომისიამ „რადიო მოწყობილობების შესახებ დირექტივაში“ შესატანი ცვლილებების პაკეტი წარმოადგინა, რომელთა მიღების შემთხვევაში, ევროკავშირის ბაზარზე არსებულ ყველა ტექნოლოგიურ კომპანიას, მათ სმარტფონებში, პლანშეტებში, კამერებში, ყურსასმენებში, დინამიკებსა და ხელის სათამაშო კონსოლებში ერთი და იმავე სტანდარტული პორტის – USB-C-ის გამოყენება მოუწევთ.

უახლესი საკანონმდებლო ცვლილებით, ევროკომისია ელექტრონული ნარჩენების პრობლემის მოგვარებას და მომხმარებელთა ცხოვრების გამარტივებას გეგმავს. „დამტენებით ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან მოწყობილობებს ვმუხტავთ. უფრო და უფრო მეტ მოწყობილობასთან ერთად, უფრო და უფრო მეტი გამოუსადეგარი დამტენი იყიდება. ეს უნდა დავასრულოთ. ჩვენი შემოთავაზების მიხედვით, ევროპელი მომხმარებლები ყველა პორტატიული მოწყობილობისთვის ერთ დამტენს გამოიყენებენ – ეს წინ გადადგმული ნაბიჯია ნარჩენების შემცირებისა და ცხოვრების გამარტივებისაკენ“, – აღნიშნავს შიდა ბაზარზე პასუხისმგებელი ევროკომისარი, ტიერი ბრეტონი.

Are your chargers piling up in a drawer?

We propose a common charger for mobile phones and other similar electronic devices.

A single charger will be more convenient for people and will reduce electronic waste.

Read more: https://t.co/hkspfjwlhu #DigitalEU pic.twitter.com/ZhWZ8xSGKH

— European Commission (@EU_Commission) September 23, 2021

აღსანიშნავია, რომ საერთო დასამუხტი პორტის შემოღების გარდა, ევროკომისია ელექტრონულ მოწყობილობებთან ერთად დამტენების გაყიდვის აკრძალვასაც აპირებს, რადგან, მათი აზრით, ეს არასასურველი დამტენების რაოდენობას შეამცირებს. ევროკომისრების დათვლებით, ახალი დამტენების წარმოებისა და გაყიდვის შემცირება ელექტრონული ნარჩენების მოცულობას, ყოველწლიურად, თითქმის ათასი ტონით შეამცირებს.

ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა განმარტა, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება მხოლოდ კაბელიან მოწყობილობებს შეეხება და დასძინა, რომ „უკაბელო ტექნოლოგიების კუთხით, ინოვაციისთვის ფართო სივრცე რჩება“. ეს დეტალი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან შესაძლებელია, ამ რეგულაციამ უპორტო სმარტფონების წარმოება დააჩქაროს: უპორტო, სრულად უკაბელო iPhone-ების შესახებ მედიაში ჯერ კიდევ 2019 წელს იწერებოდა.

ფოტო: European Commission

ევროკომისიის ეს საკანონმდებლო ინიციატივა ევროპარლამენტის 2020 წლის გადაწყვეტილებას ეყრდნობა, რომლითაც ევროპარლამენტარებმა ერთიან დასამუხტ პორტზე გადასვლას მხარი დაუჭირეს და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადება ევროკომისიას დაავალეს. თუმცა იმისთვის, რომ ეს ცვლილებები „რადიომოწყობილობების შესახებ დირექტივაში“ აისახოს და იურიდიულად სავალდებულო გახდეს, ის ევროპარლამენტმა და ევროკომისიამ უნდა დაამტკიცონ. საკანონდებლო ცვლილებასთან სინქრონიზებისთვის, ინდუსტრიას ოცდაოთხი თვე ექნება.

აღსანიშნავია, რომ ასეთი საკანონმდებლო პროცედურა არახალია: ბოლო ათწლეულში, ევროკავშირის კანონმდებლებისა და ინდუსტრიის მოთამაშეების არაერთი შეთანხმების საფუძველზე, მობილურ ტელეფონებში არსებული დასამუხტი პორტები ოცდაათიდან სამამდე შემცირდა. Apple-ი Samsung-ი, Huawei და Nokia ჯერ კიდევ 2009 შეთანხმდნენ, რომ საერთო სტანდარტად Micro USB-ს გამოიყენებდნენ – მოგვიანებით, სტანდარტულ პორტად USC-C იქცა. აღსანიშნავია, რომ Apple-ი ერთადერთი კომპანია იყო, რომელსაც საკუთარი წარმოების სმარტფონებზე Micro USB პორტი არასდროს ჰქონია – ამის ნაცვლად მათ 30-პინიანი ადაპტერი შემოიღეს.

Apple-ი არც ევროკომისიის ამ უკანასკნელი გადაწყვეტილებით დარჩა კმაყოფილი: „ვფიქრობთ, რომ მკაცრი რეგულაცია, რომელიც მხოლოდ ერთი ტიპის გადამყვანის გამოყენებას გვავალდებულებს, ინოვაციას სტიმულს კი არ აძლევს, არამედ ახრჩობს, რაც საბოლოო ჯამში, დააზიანებს არა მხოლოდ ევროპელ, არამედ  მთელი მსოფლიოს მომხმარებლებს“, – აღნიშნა Apple-ის წარმომადგენელმა Reuters-თან საუბრისას. ასეთ რეგულაციას Apple-ი მანამდეც ეწინააღმდეგებოდა, თუმცა სხვა საბაბით – მათი თქმით, ადამიანებისთვის Lightning აქსესუარებზე უარის თქმა კოლოსალური მოცულობის ელექტრონულ ნარჩენებს წარმოქმნის.

საკანონმდებლო ინიციატივასთან ერთად, ევროკომისია სტატისტიკურ მონაცემებსაც აქვეყნებს: საშუალოდ, ევროკავშირის მოქალაქეები ტელეფონის სამ დამტენს ფლობენ და მიუხედავად იმისა, რომ მათგან ორს რეგულარულად იყენებენ, მომხმარებელთა 38% აღნიშნავს, რომ ტელეფონის შესაბამისი დამტენის არქონის გამო, მის დამუხტვასთან დაკავშირებით პრობლემა ერთხელ მაინც შეექმნათ. ევროკომისიის განცხადებით, დამატებით დამტენებზე მომხმარებლები ყოველწლიურად €2.4 მილიარდს ხარჯავენ. მეტიც, გამოუსადეგარი დამტენები, ყოველწლიურად, თერთმეტ ათას ტონა ელექტრონულ ნარჩენებს წარმოშობს. ცნობისთვის, 2020 წელს ევროკავშირის ბაზარზე 420 მილიონი პორტატიული ელექტრონული მოწყობილობა გაიყიდა.

Unagi-მ უახლესი ელექტროსკუტერი, Model Eleven-ი წარმოადგინა

ამერიკულმა Unagi-მ, რომელიც ვიზუალურად ყველასაგან გამორჩეულ ელექტროსკუტერებს აწარმოებს, ახალი მოდელი, Model Eleven-ი წარმოადგინა, რომელიც საინტერესო დიზაინის გარდა, ტექნოლოგიურადაც საკმაოდ განვითარებულია: ცვლადი ელექტრობატარეების გარდა, სკუტერს მოძრაობის დეტექტორი, კამერებზე დაფუძნებული დამხმარე სისტემა და წინა და უკანა საკიდრები აქვს, რომელთა დახმარებით, სკუტერს გზაზე არსებული ორმოების გადავლაც უპრობლემოდ შეუძლია. თუმცა ეს ყველაფერი სკუტერის ფასზე აისახება – საბაზისო მოდელი $2440 ეღირება, ხოლო დამხმარე სისტემის მქონე მოდელი – $2860.

https://twitter.com/chasestubb/status/1441082772412506141

აღსანიშნავია, რომ Unagi-ს გადაწყვეტილი აქვს, ეს ელექტროსკუტერი მისი კომპანიის საკულტო მოდელად აქციოს: „ის ინდუსტრიული ხელოვნების შედევრია – ის პლანეტაზე ყველაზე მცირე ზომის სკუტერია, მაგრამ თან სრულყოფილი საქალაქო ტრანსპორტია“, – აღნიშნავს კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი დევიდ ჰაიმენი The Verge-თან საუბრისას. Model Eleven-ის დიზაინი ცნობილმა შვეიცარიელმა დიზაინერმა, ივ ბეჰარმა შექმნა, რომელსაც სხვადასხვა დროს Jawbone-ში, Herman Miller-ში, General Electric-სა და Puma-ში უმუშავია. ჰაიმენის თქმით, ივ ბეჰარმა ინდუსტრიული დიზაინის განყოფილება მას მერე გადაიბარა, რაც კომპანიამ მსხვილი ინვესტიცია მოიზიდა – გასულ წელს ვენჩურული ინვესტორებისგან Unagi-მ $23 მილიონი მიიღო. ამ სკუტერის დიზაინში ბეჰარმა შვეიცარიაში შექმნილი ახალი მასალა, ე.წ. „გრძელი ნახშირბადი“ გამოიყენა, რომელიც ნახშირბადისა და ნეილონის მსგავსი სხვადასხვა მასალის კომპოზიტია, რაც მის ყალიბში ჩამოსხმას შესაძლებელს ხდის.

Unagi-ის წინა მოდელთან შედარებით, Model Eleven-ი ტექნოლოგიურად საგრძნობლად გაუმჯობესდა: სახელურებს ქვევით არსებული მრავალლინზიანი კამერა საბორტო კომპიუტერს გზაზე არსებული საფრთხეების შესახებ ინფორმაციას გადასცემს, ხოლო ის ამის შესახებ მძღოლს ატყობინებს. ამ ფუნქციას Unagi-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი Tesla-ს ავტოპილოტს ადარებს და ამბობს, რომ მათ სკუტერს ადამიანის, საგზაო ნიშნის, შუქნიშნისა და სხვა საფრთხის ერთმანეთისგან გარჩევა შეუძლია და თუ მას აღმოაჩენს, მძღოლს უმალ შეატყობინებს როგორც ხმოვან, ისევე ვიზუალურ ფორმატში.

უსაფრთხოების გარდა, Model Eleven-ი ფუნქციურადაც საინტერესო სატრანსპორტო საშუალებაა: სკუტერში ჩაშენებული Bluetooth-ის მხარდაჭერის მქონე დინამიკის გამოყენებით მუსიკისა და Google Maps-ის ნავიგატორის რჩევების მოსმენა შეგიძლიათ.

Model Eleven-ს მგზავრობის ხუთი რეჟიმი აქვს, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 30 კმ/სთ-ია. სკუტერი მხოლოდ 14.5 კილოგრამს იწონის, ხოლო ელექტრობატარეების ერთი დამუხტვით ის 24 კილომეტრს გადის. Unagi-ის წინა მოდელისგან განსხვავებით, Model Eleven-ს ორი ძრავა აქვს, რომლებიც, ჯამში, 1100 ვატს გამოიმუშავებენ. თუმცა, რაც ყველაზე საინტერესოა, სკუტერის ელექტრობატარეები იცვლება, რაც მის მოხმარებას კიდევ უფრო მარტივს ხდის.

აღსანიშნავია, რომ ამ სკუტერის წარმოებისათვის ფინანსური რესურსის მოსაზიდად, Unagi ქრაუდფანდინგის რაუნდის გამართვას გეგმავს: „[კაპიტალის მოზიდვა] წინასწარი გაყიდვებით შეგვეძლო, მაგრამ ეს კომპანია ქრაუდფანდინგით აღმოცენდა – ასე დავიწყეთ და მისი გვჯერა“, – აღნიშნავს დევიდ ჰაიმენი.

Ford-მა ელექტრობატარეების გადამმუშავებელ კომპანიაში $50 მილიონი დააბანდა

Ford-მა ავტომობილების ელექტრობატარეების გადამმუშავებელ სტარტაპ Redwood Materials-ში $50 მილიონი დააბანდა – ამ თანამშრომლობით, Ford-ი ამერიკულ ბაზარზე არსებული აწ უკვე უვარგისი ელექტრობატარეების გადამუშავებას და ამ გზით დანახარჯების შემცირებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ Redwood Materials-ის თანადამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი ჯეიბი სტრაუბელია, რომელიც ადრე Tesla-ს ტექნოლოგიურ განვითარებას ხელმძღვანელობდა. Ford-ის ეს ინვესტიცია, Redwood Materials-ის საწარმოო პოტენციალის გაზრდას მოხმარდება.

ფოტო: Ford

„Ford-ისა და Readwood-ის მიზანია, ელექტრომანქანები უფრო მდგრადი გახდეს, ხოლო ბატარეების ღირებულება შემცირდეს, რაც, საბოლოო ჯამში, ელექტრომანქანებს ამერიკელებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის“, – ვკითხულობთ Ford-ის ოფიციალურ განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ მათი უნიკალური ტექნოლოგიის გამოყენებით, Redwood-ს ელექტრობატარეების შემადგენლობაში არსებული ნიკელის, კობალტის, ლითიუმისა და სპილენძის 95%-ის შენარჩუნება და ამ მეტალების ხელმეორედ გამოყენება შეუძლიათ. Ford-ი კი, რომელიც ამ გადამუშავებულ მეტალებს გამოიყენებს, იმპორტირებულ მოპოვებულ მეტალებზე დამოკიდებულებას შეამცირებს, რითაც ღირებულებასაც საგრძნობლად შეამცირებს.

აღსანიშნავია, რომ გარდა ამ ინვესტიციისა, Ford-ს სხვა მასშტაბური გეგმებიც აქვს: 2025 წლისთვის ამერიკული ავტომწარმოებელი საკუთარი მანქანების ელექტრიფიკაციაზე $30 მილიარდის დახარჯვას გეგმავს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ Ford-ი $250 მილიონს დახარჯავს პიკაპის ტიპის F-150 Lightning EV მოდელების შექმნაზე, რომელზეც მოთხოვნა ბოლო დროს მკვეთრად გაიზარდა.

Amazon-მა უახლესი, ამ დრომდე საუკეთესო Kindle-ი წარმოადგინა

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ Amazon-მა უახლესი Kindle-ი წარმოადგინა: Kindle Paperwhite-ს, რომელიც წინა თაობის ორი მოდელის, სტანდარტული Kindle-ისა და Kindle Oasis-ის ფუნქციონალს აერთიანებს, დიდი, 6.8-დუიმიანი ეკრანი და 300 ppi-იანი დისპლეი აქვს, რომლის დახმარებით სიბნელეში კითხვა აღარ გაგიჭირდებათ. აღსანიშნავია, რომ ეკრანის ზომის გაზრდის მიუხედავად, მოწყობილობის პარამეტრები არ შეცვლილა – ის ისეთივე ზომის დარჩა.

სხვა ყველაფერთან ერთად, Kindle Paperwhite-ი უახლესი USB-C პორტით არის აღჭურვილი, რომლითაც მოწყობილობის ელემენტების 25%-მდე დამუხტვას 15 წუთში, ხოლო სრულად დამუხტვას – ორსაათ-ნახევარ  შეძლებთ. თუმცა, ზოგადად, ელემენტის დამუხტვა არცთუ ისე ხშირად დაგჭირდებათ, რადგან, როგორც წესი, მან ათი კვირა უნდა გაძლოს. გარდა ამისა, Kindle Paperwhite-ის პროცესორი 20%-ით უფრო სწრაფია წინა თაობის Kindle-ბთან შედარებით და თან, ის წყალგაუმტარიცაა. Kindle Paperwhite-ს 8 გიგაბაიტის მოცულობის შიდა მეხსიერება და ბლუთუზის მხარდაჭერა აქვს, რაც ხმოვანი წიგნების კითხვაში შეგიწყობთ ხელს.

აღსანიშნავია, რომ Kindle-ის უახლესი სამომხმარებლო ინტერფეისი, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, სწორედაც რომ Paperwhite-ისთვის შეიქმნა – განახლებული ინტერფეისის, უფრო სწრაფი პროცესორისა და უფრო დიდი ეკრანის წყალობით, Kindle-ის დახმარებით წიგნების კითხვა ისე გაგიმარტივდებათ, როგორც არასდროს.

ფოტო: Amazon

არდა Kindle Paperwhite-ის საბაზისო მოდელისა, Amazon-ი ორ დამატებით მოდელს აანონსებს: Kindle Paperwhite Signature Edition-ს – 32-გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერებით, სინათლის შთამნთქავი ავტომატური სენსორითა და უკაბელო დამტენით, და Kindle Paperwhite Kids-ს, რომელზეც სრული ორწლიანი გარანტია ვრცელდება – თქვენი ბავშვის მოწყობილობას რაც უნდა მოუვიდეს, Amazon-ი ახალს გამოგიგზავნით.

Amazon-ის Kindle-ების უახლესი თაობის მოწყობილობების წინასწარი გაყიდვა უკვე დაწყებულია: სტანდარტული Kindle Paperwhite $139 ღირს, Kindle Kids – $159, ხოლო Signature Edition – $189.

Kindle-ის უახლესი მოდელის გამოსვლასთან ერთად, უპრიანი იქნებოდა ეს ინდუსტრია მიმოგვეხილა: აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ელექტრონული წამკითხველების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება – 2020 წელს ასეთ მოწყობილობებს 93.7 მილიონი ამერიკელი იყენებდა, ხოლო 2014-ში – მხოლოდ 80 მილიონი. გარდა ამისა, სწრაფად იზრდება ელექტრონული წიგნების გამოყენებაც: Statista-ს დათვლებით, 2023 წელს ელექტრონული წიგნების მომხმარებელთა რაოდენობა 1.1 მილიარდს მიაღწევს.

Kazakhstan Growth Forum-ზე მიხეილ ლომთაძე საუკეთესო CEO-დ აღიარეს

Kazakhstan Growth Forum-ზე გამართული დაჯილდოებისას, რომელზეც, ყოველწლიურად, ყაზახეთის საუკეთესო კომპანიებს და მათ ხელმძღვანელებს ასახელებენ, ყურადღების ცენტრში კვლავაც ქართველი ანტრეპრენიორი, მიხეილ ლომთაძე მოექცა – ის წლის საუკეთესო მთავარ აღმასრულებელ ხელმძღვანელად აღიარეს. აღსანიშნავია, რომ მიხეილ ლომთაძის გარდა, ორი ჯილდო მისმა დაარსებულმა კომპანიამაც მიიღო: კლიენტთა განახლებული გამოცდილების შექმნისთვის Kaspi „წლის ტრანსფორმატორად“ აღიარეს, ხოლო კომპანიის გასვლა ლონდონის საფონდო ბირჟაზე, „წლის მთავარ გარიგებად“ შეაფასეს.

ფოტო: Forbes

საუკეთესო კომპანიებსა და ხელმძღვანელებს Kazakhstan Growth Forum-ის ექსპერტთა საბჭო ყოველწლიურად ირჩევს – აღსანიშნავია, რომ წლევანდელ კონკურსში 500 ყაზახური კომპანია მონაწილეობდა.

„დიდი მადლობა ჟიურის ამ გადაწყვეტილებისთვის. Kaspi.kz-ის გუნდის სახელით დიდ მადლობას გიხდით ჩვენს თითოეულს მომხმარებელს, რადგან ჩვენს სერვისებს იყენებთ და  მუდმივი განახლებებისა და ინოვაციების აუცილებლობას შთაგვაგონებთ. ჩვენ კი გპირდებით, რომ ყაზახებს კიდევ უფრო გავაოცებთ იმ ინოვაციური სერვისებით, რომელთაც ჩვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია. მოდი, ერთად დავანახვოთ მსოფლიოს, რომ ინოვაციური ტექნოლოგიური კომპანიების დაარსება და განვითარება ყაზახეთშიც შესაძლებელია“, – აღნიშნა Kaspi-ს დამაარსებელმა, მიხეილ ლომთაძემ.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ ლომთაძე პრესტიჟული ყაზახური ბიზნესდაჯილდოებების ლაურეატი აქამდეც არაერთგზის გამხდარა. ამა წლის აპრილში, CEO Survey-ის მიხედვით, რომელსაც მსხვილი საკონსულტაციო კომპანია PricewaterhouseCoopers-ი (PwC) ატარებს, მიხეილ ლომთაძე საუკეთესო CEO-დ ზედიზედ მესამედ დაასახელეს.

Previous Post

ჩინეთში კრიპტოვალუტების ყველა ტრანზაქცია არალეგალურად გამოცხადდა

Next Post

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Recent News

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result