Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Forbes Science: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

by იზა გვარამაძე
April 6, 2022
in Forbes Science, მეცნიერება, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
Forbes Science: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან
0
SHARES
0
VIEWS

გასული კვირა მეცნიერების სფეროსთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენებით იყო დატვირთული. მათ შორის გამოსარჩევია ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ იუპიტერის ორბიტაზე მოძრავი, ე.წ. ტროელი ასტეროიდების შესასწავლად კოსმოსური ხომალდის, Lucy-ის გაშვება. გარდა ამისა, აღსანიშნავია აშშ-ის კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევა, რომლის თანახმადაც ბუჩქისძირას გვარის წარმომადგენელი მცენარის, Corydalis yanhusuo-ის ექსტრაქტს მორფინზე დამოკიდებულების პრევენცია შეუძლია.

მედიცინის დარგში კიდევ ერთი განსაკუთრებული მოვლენა მოხდა. ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მომუშავე ქირურგთა ჯგუფმა ისტორიაში პირველად ღორის თირკმელი ადამიანს წარმატებით გადაუნერგა. ბლოგში სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებზე მოგითხრობთ.

NASA-მ იუპიტერის ორბიტაზე მოძრავი ასტეროიდების შესასწავლად ხომალდი Lucy გაუშვა

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) იუპიტერის ორბიტაზე მოძრავი, ე.წ. ტროელი ასტეროიდების შესასწავლად ხომალდი Lucy გაუშვა. გეგმის მიხედვით, მისია, რომლის განსახორციელებლადაც თითქმის 1 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყო, 12 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

NASA-მ ხომალდი რაკეტა Atlas V-ის დახმარებით ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხზე განლაგებული კოსმოდრომიდან 16 ოქტომბერს გაუშვა. დაახლოებით ორი საათის შემდეგ აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ Lucy-მ დედამიწასთან კავშირი წარმატებით დაამყარა.

Credits: NASA/Goddard/University of Arizona/Lockheed Martin

NASA-ს ხომალდი დანიშნულების ადგილს 2025 წელს მიაღწევს. მანამდე აპარატი დედამიწას ორჯერ შემოუვლის და პლანეტის გრავიტაციას სწორი ტრაექტორიით გადაადგილებისთვის გამოიყენებს. კოსმოსური სააგენტოს ცნობით, Lucy მისიის ფარგლებში საერთო ჯამში რვა ასტეროიდის შესწავლას შეეცდება. აქედან შვიდი იუპიტერის ორბიტაზე მოძრაობს, ერთი კი ასტეროიდთა სარტყელში მდებარეობს. მეცნიერების ვარაუდით, ამ ობიექტების გამოკვლევა ჩვენი მზის სისტემის წარმოშობისა და განვითარების, კერძოდ კი პლანეტების ფორმირების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში დაგვეხმარება.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს NASA-ს კიდევ ერთი კოსმოსური ხომალდი, OSIRIS-Rex-ი ასტეროიდ ბენუს ზედაპირზე დაეშვა და იქიდან ნიმუშები შეაგროვა. გეგმის მიხედვით, აპარატი ობიექტიდან წამოღებულ გრუნტის ფრაგმენტებს ჩვენს პლანეტაზე 2023 წლის 24 სექტემბერს ჩამოიტანს.

მცენარეული ექსტრაქტით მორფინზე დამოკიდებულების პრევენციაა შესაძლებელი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ახლახან ჩატარებული კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ბუჩქისძირას გვარის წარმომადგენელი მცენარის, Corydalis yanhusuo-ის ექსტრაქტს მორფინზე დამოკიდებულების პრევენცია შეუძლია. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მათ მიერ გამოცემა Pharmaceuticals-ში გამოქვეყნებულ ნაშრომშია თავმოყრილი.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ოპიოიდების ზედოზირებით გამოწვეულმა გარდაცვალების შემთხვევებმა საგრძნობლად მოიმატა. კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუარესდა. კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტების განცხადებით, Corydalis yanhusuo-ის ექსტრაქტის გამოყენებით, შესაძლოა, აღნიშნული პრობლემა მყისიერად მოგვარდეს.

ნაშრომის ავტორების აზრით, ოპიოიდებზე დამოკიდებულების ზრდა გარკვეულწილად მედიცინაში მათი ტკივილგამაყუჩებლის დანიშნულებით გამოყენებამაც განაპირობა. აღსანიშნავია, რომ ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ ხშირად მორფინს მიმართავენ, ნივთიერების ხშირი მოხმარება კი მასზე დამოკიდებულებას იწვევს. ახალი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მორფინთან ერთად Corydalis yanhusuo-ის ექსტრაქტის მიღება აღნიშნულ ოპიოიდზე დამოკიდებულების რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს. გარდა ამისა, მკურნალობის საწყის ეტაპზე მათი ერთდროულად მოხმარების შემთხვევაში, ტკივილთან საბრძოლველად მორფინის ნაკლები დოზით გამოყენებაა საჭირო.

როგორც ცნობილია, მეცნიერებმა Corydalis yanhusuo-ის ექსტრაქტი ჯერ მხოლოდ ცხოველებში გამოცადეს. მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, სპეციალისტები კვლევის გაგრძელებას და მომავალში ცდების ადამიანებზე ჩატარებას გეგმავენ.

ისტორიაში პირველად ქირურგებმა ღორის თირკმელი ადამიანს წარმატებით გადაუნერგეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მომუშავე ქირურგთა ჯგუფმა, რომელსაც დოქტორი რობერტ მონტგომერი ხელმძღვანელობდა, ღორის თირკმელი ადამიანს წარმატებით გადაუნერგა, რაც ისტორიაში პირველი მსგავსი შემთხვევაა. სამეცნიერო ენაზე ოპერაციას, როდესაც პაციენტს ორგანოს ცხოველის ორგანიზმიდან უნერგავენ, ქსენოტრანსპლანტაცია ეწოდება.

New York Times-ის ცნობით, თირკმლის შესაფერის დონორს ამერიკაში ამ დროისთვის 90 ათასზე მეტი ადამიანი ელოდება. ორგანოს მოლოდინში კი ყოველდღიურად დაახლოებით 12 პაციენტი იღუპება. ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მომუშავე ქირურგების წარმატება დონორის რიგში მყოფი პირებისთვის დამაიმედებელია. პაციენტებისთვის თირკმლის ღორის ორგანიზმიდან გადანერგვით, ლოდინის პერიოდის შემცირება და ათასობით ადამიანის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაა შესაძლებელი.

Joe Carrotta/AP

ამ მიღწევამდე განვლილი გზა მარტივი არ ყოფილა. როგორც ცნობილია, ცხოველებიდან ორგანოების ადამიანებისთვის გადანერგვის იდეა ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში დაიბადა. ექიმებმა ბაბუინის გულის ქსენოტრანსპლანტაციაც სცადეს, თუმცა პაციენტი ოპერაციის შემდეგ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მოგვიანებით სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ დონორად ღორის გამოყენება ბევრად წარმატებული იქნება. თუმცა მეცნიერებმა მიზანს მხოლოდ მას შემდეგ მიაღწიეს, რაც გენმოდიფიცირებული ცხოველის ორგანო გამოიყენეს.

ბიოტექნოლოგიური კომპანია Revivicor-ში მომუშავე მეცნიერებმა ღორების გენეტიკა ისე შეცვალეს, რომ მათ არ ჰქონოდათ გენი, რომელიც ალფა-გალაქტოზაზეა პასუხისმგებელი. ამ უკანასკნელს ადამიანის ორგანიზმი ვერ ეთვისება. სპეციალისტებმა აშშ-ის აიოვის შტატში საერთო ჯამში ასი გენმოდიფიცირებული ცხოველი გაზარდეს. სწორედ ერთ-ერთი მათგანის თირკმელი გამოიყენეს ქირურგებმა ადამიანის ორგანიზმში გადასატანად. აღსანიშნავია, რომ Revivicor-ს ღორებისთვის გენის შეცვლის ნებართვა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოსგან (FDA) ჰქონდა მიღებული.

ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მომუშავე ქირურგების მიღწევა ქსენოტრანსპლანტაციის მიმართულებით უდავოდ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათ თირკმელი გარდაცვლილი პაციენტის ორგანიზმს დაუკავშირეს. სიკვდილის შემდეგ მისი სხეული სასუნთქ აპარატზე იყო შეერთებული. ასევე აღსანიშნავია, რომ თირკმელი პაციენტის ორგანიზმის გარეთ გამოტანილ სისხლძარღვებს მიუერთეს, რომლებიც ქსოვილებისა და ორგანოების სისხლით მომარაგებას უზრუნველყოფენ.

სპეციალისტები ქსენოტრანსპლანტაციის შედეგებს დაახლოებით 54 საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ. მათი თქმით, პაციენტის ორგანიზმმა თირკმელი მიიღო და ამ პერიოდის განმავლობაში ორგანო ფუნქციებს წარმატებით ასრულებდა.

Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინის ბუსტერული დოზის ეფექტიანობა 95.6%-ია

კლინიკური კვლევების პირველად შედეგებზე დაყრდნობით, ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ისა და გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ის თანამშრომლობით შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერული დოზის ეფექტიანობა 95.6%-ს შეადგენს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია Pfizer-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კომპანიებმა ვაქცინის ბუსტერული დოზა 16 წლისა და უფროსი ასაკის 10 ათასზე მეტ ადამიანზე გამოცადეს. კვლევაში მონაწილეობას ის პირები იღებდნენ, რომლებიც მანამდე Pfizer-BioNTech-ის პრეპარატით ორჯერ იყვნენ აცრილნი. სპეციალისტებმა ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან დაახლოებით 11 თვის გასვლის შემდეგ ცდისპირების ნაწილს ორგანიზმში მედიკამენტის ბუსტერული დოზა, ნაწილს კი პლაცებო შეუყვანეს.

Credits: Pfizer

კვლევის მიმდინარეობისას კორონავირუსის 5 შემთხვევა დაფიქსირდა იმ ცდისპირებში, რომლებსაც ბუსტერული დოზა ჰქონდათ გაკეთებული. იმ ადამიანებს შორის კი, რომლებმაც პრეპარატის ნაცვლად პლაცებო მიიღეს, დაავადება 109 პირს დაუდგინდა. როგორც ცნობილია, კვლევაში მონაწილეთა საშუალო ასაკი 53 წელს შეადგენდა. ცდისპირთა 55.5% – 16-იდან 55 წლამდე, 23.3% კი 65 წლის ან მეტი ასაკის იყო. პრეპარატის ეფექტიანობა თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დადასტურდა.

მიმდინარე წლის 22 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის ბუსტერული დოზის გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ნებართვა გასცა. FDA-ის რეკომენდაციით, პრეპარატის ინიექცია 65 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანებში, ასევე 18 წელს ზემოთ იმ პირებშია დასაშვები, რომლებიც ე.წ. რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან.

პრეპარატი მოლიდუსტატი დიაბეტის მქონე ადამიანებს გულის შეტევის შემდეგ, შესაძლოა, ორგანოს ფუნქციის აღდგენაში დაეხმაროს

დიდ ბრიტანეთში მდებარე ოქსფორდის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა მიაკვლიეს მედიკამენტს, რომელიც დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს გულის შეტევის შემდეგ, შესაძლოა, ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოს ფუნქციონირების გაუმჯობესებაში დაეხმაროს. სპეციალისტების ახალი მიგნების შესახებ ნაშრომი გამოცემა Diabetes-ში გამოქვეყნდა.

როგორც ვიცით, ინფარქტის დროს გულის სისხლით მომარაგება მცირდება ან სრულიად წყდება. შედეგად კი ჟანგბადის უკმარისობა, სამედიცინო ენაზე – ჰიპოქსია ვითარდება. დიაბეტის მქონე ადამიანის ორგანოს უჯრედები ამას რთულად უმკლავდებიან და შედარებით უფრო სწრაფად ნადგურდებიან.

Credit: Unsplash/CC0 Public Domain

მეცნიერების განცხადებით, პრეპარატი მოლიდუსტატი, რომელსაც ამჟამად თირკმლის ქრონიკული დაავადებით გამოწვეული ანემიის განკურნების მიზნით კლინიკური კვლევების ფარგლებში ცდიან, შესაძლოა, დიაბეტის მქონე ადამიანებში გულის უკმარისობის განვითარების პრევენციისთვის წარმატებით იქნას გამოყენებული. ახლახან ჩატარებული კვლევის შედეგად სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ აღნიშნულ მედიკამენტს ცილის დონის გაზრდა შეუძლია, რაც ჟანგბადის უკმარისობის დროს გულის უჯრედების გადარჩენას უზრუნველყოფს.

მკვლევრებმა პრეპარატის ეფექტიანობა თავდაპირველად ადამიანის გულის უჯრედებზე დაკვირვებისას შენიშნეს. ამის შემდეგ მათ ცდების ვირთხებზე ჩატარება დაიწყეს. სპეციალისტების მიზანი ინფარქტის შემდეგ გულის ფუნქციონირებაზე მოლიდუსტატის გავლენის ნათელყოფა იყო, როგორც ჯანმრთელ, ასევე მე-2 ტიპის დიაბეტით დაავადებულ მღრღნელებში.

დიაბეტით დაავადებულ ვირთხებში გულის შეტევიდან მალევე ჟანგბადის უკმარისობა განვითარდა და ორგანოს ფუნქციონირება საგრძნობლად შესუსტდა. მას შემდეგ, რაც მღრღნელებს პრეპარატი მოლიდუსტატი მისცეს, გულმა ფუნქციონირება შეუფერხებლად, ისეთივე ხარისხით განაგრძო, როგორითაც ეს ჯანმრთელი ვირთხების შემთხვევაში მოხდა.

მეცნიერები კვლევების გაგრძელებას გეგმავენ და იმედოვნებენ, რომ მომავალში მოლიდუსტატი დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს ინფარქტის შემდგომი გართულებების თავიდან არიდებაში დაეხმარება.

ახალი კვლევის თანახმად, მზის სისტემა მაგნიტური გვირაბით არის გარშემორტყმული

კანადაში მდებარე ტორონტოს უნივერსიტეტში მომუშავე ასტრონომების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ჩვენი მზის სისტემა მაგნიტური გვირაბით არის გარშემორტყმული. ამის შესახებ ნაშრომი გამოცემა Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

ტორონტოს უნივერსიტეტთან არსებულ დანლეპის სახელობის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის ინსტიტუტში მომუშავე მკვლევარი, ჯენიფერ ვესტი ამტკიცებს, რომ ცაზე ურთიერთსაპირისპირო მხარეს განლაგებული ორი კაშკაშა სტრუქტურა, რომელთაც აქამდე ცალკეულ ობიექტებად მიიჩნევდნენ, ერთმანეთთან ძაფების მსგავსი წარმონაქმნებით არის დაკავშირებული. ეს კი მაგნიტური  გვირაბის ფორმირებას განაპირობებს. მისი დანახვა იქიდან მომავალი რადიოტალღების მეშვეობით არის შესაძლებელი.

Credit: Dominion Radio Astrophysical Observatory/Villa Elisa telescope/ESA/Planck Collaboration/Stellarium/Jennifer West

აღნიშნულ სტრუქტურებს, რომლებსაც „ჩრდილოეთის პოლარული შვერილისა“ და „მარაოს რეგიონის“ სახელით მოიხსენიებენ, მეცნიერები უკვე ათწლეულებია, იკვლევენ. აქამდე მათ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღიქვამდნენ და ასე სწავლობდნენ. ტორონტოს უნივერსიტეტში მომუშავე ასტრონომები მიიჩნევენ, რომ ისინი პირველი მკვლევრები არიან, რომლებმაც ობიექტები ერთმანეთთან დააკავშირეს. იმის გასარკვევად, თუ როგორ გამოჩნდებოდა მაგნიტური გვირაბი დედამიწიდან, ჯენიფერ ვესტმა კოლეგებთან ერთად კომპიუტერული მოდელი შექმნა.

ახალ კვლევაში მეცნიერების მიერ ერთ მთლიან ობიექტად წარმოდგენილი „ჩრდილოეთის პოლარული შვერილი“ და „მარაოს რეგიონი“ დამუხტული ნაწილაკებისა და მაგნიტური ველისგან შედგებიან, რომელსაც გრძელი თოკების ფორმა აქვს. სპეციალისტების გამოთვლებით, ისინი ჩვენგან დაახლოებით 350 სინათლის წლით არიან დაშორებულნი, მათი სიგრძე კი 1000 სინათლის წელს შეადგენს. ჯენიფერ ვესტის განცხადებით, მაგნიტური გვირაბის დანახვას მთელ ცაზე შევძლებდით, თუ ჩვენს თვალებს რადიოგამოსხივების აღქმის უნარი ექნებოდა.

Previous Post

EFSE და TBC ლიზინგი აერთიანებენ ძალებს საქართველოში  მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდის მხარდასაჭერად

Next Post

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

იზა გვარამაძე

Next Post
ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Recent News

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result