Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

Forbes-ის 2023 წლის მილიარდერების რეიტინგის ახალწვეულები სპორტული სფეროდან

by Salo Papalashvili
July 19, 2023
in მილიარდერები, მსოფლიო, რეიტინგი, სპორტი, ყველა სიახლე
0
Forbes-ის 2023 წლის მილიარდერების რეიტინგის ახალწვეულები სპორტული სფეროდან
0
SHARES
0
VIEWS

გასული წლის ივნისში კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსმა მილიარდერის სტატუსი მოიპოვა და თავი Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა სიაშიც დაიმკვიდრა. შედეგად, NBA-ის ვარსკვლავი, მასთან ერთად კი გოლფის მოთამაშე ტაიგერ ვუდსი, ისტორიაში პირველი სპორტსმენები არიან, რომელთა ქონებამაც ათნიშნა ღირებულებას აქტიური სპორტული კარიერის განმავლობაში მიაღწია.

ჯეიმსისა და ვუდსის მიერ ორი ათწლეულის განმავლობაში დაგროვებული ქონება მოიცავს როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ გამომუშავებულ თანხას. მათი სტატუსის  შესაბამისი წარმატებული კარიერა და სხვადასხვა ბრენდთან პარტნიორობები სპორტსმენებმა შთამბეჭდავი საინვესტიციო პორტფელის შესაქმნელად გამოიყენეს. ამჟამად კი, მათთან ერთად, Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების 2023 წლის რეიტინგს სპორტული სფეროდან ჯამში 12 ახალწვეული მილიარდერი ჰყავს, რომელთაც სტატუსის მოპოვება სპორტული კარიერით არა, თუმცა სპორტის მზარდი ბიზნესის წყალობით მოახერხეს.

რეიტინგში შესულ პირთა ქონების ზრდა დიდწილად მედიის უფლებებთან დაკავშირებული გარიგებების დამსახურებაა. მაგალითად, გასულ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში 100 ყველაზე ხშირად ნახვადი პირდაპირი გადაცემიდან 94 სწორედ სპორტული ღონისძიება იყო. თუმცა რეიტინგი არ ითვალისწინებს ახალი მედიის, მათ შორის Netflix-ის გავლენას, რომელმაც Mercedes-AMG Petronas-ს „ფორმულა 1“-ის გუნდის დირექტორი და თანამფლობელი ტოტო ვოლფი, დოკუმენტური ფილმების წყალობით, მილიარდერად აქცია.

რეიტინგში მოხვედრილი ადამიანების ნაწილისთვის კი სპორტული გუნდი საოჯახო დინასტიის მთავარი აქტივია. მემკვიდრეობით, Las Vegas Raiders-ი მარკ დევისს, Tennessee Titans-ი ემი ადამს სტრანკს, ხოლო New York Yankees-ი ჯორჯ სტეინბრენერის სამ შვილს გადაეცათ, რომელთაც წარმატებით შეძლეს მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება, რაც მათ მიერ მიღებულ მოგებებზეც აისახა.

Forbes-ის 2023 წლის მილიარდერების რეიტინგის ახალწვეულები სპორტული სფეროდან:

  1. რობერტ (ვუდი) ჯონსონი – $3.4 მილიარდი |New York Jets – ამერიკის შეერთებული შტატები

ჯონსონი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში, სამი წლით გაერთიანებულ სამეფოში ელჩად მსახურობდა, 2021 წელსკი აშშ-ში დაბრუნდა და ოჯახის აქტივების მართვაში ჩაერთო. ჯონსონის ოჯახის საკუთრებაა NFL-ის New York Jets-ი და ამერიკული კომპანია Johnson & Johnson-ი.

  1. ლარი ტანენბაუმი – $2 მილიარდი | Toronto Maple Leafs, Toronto Raptors, Toronto FC, Toronto Argonauts – კანადა

როგორც Maple Leaf Sports & Entertainment-ის მფლობელი, ტანენბაუმი ტორონტოს საუკეთესო გუნდების ნაწილს ფლობს, ესენია: Maple Leafs-ი (NHL), Raptors-ი (NBA), Toronto FC-ი (MLS) და Argonauts-ი (კანადის საფეხბურთო ლიგა). ასევე მის საკუთრებაშია სამშენებლო კომპანია Kilmer Van Nostrand-ი და უძრავი ქონების ფართო პორტფელი.

  1. დევიდ ბლიცერი – $1.9 მილიარდი | Cleveland Guardians, Real Salt Lake, Philadelphia 76ers, New Jersey Devils, Crystal Palace, Pittsburgh Steelers – ამერიკის შეერთებული შტატები

Blackstone-ის აღმასრულებელი დირექტორი, Apollo Global-ის თანადამფუძნებელ ჯოშ ჰარისთან პარტნიორობით წილებს ფლობს NBA-ის, NHL-ის, პრემიერ-ლიგისა და NFL-ის გუნდებში.

  1. მარკ დევისი – $1.9 მილიარდი | Las Vegas Raiders – ამერიკის შეერთებული შტატები

2011 წელს მამის, ალ დევისის გარდაცვალების შემდეგ, NFL-ის Las Vegas Raiders-ი მარკ დევისის საკუთრებაში გადავიდა. მფლობელობამდე, მარკი გუნდის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებდა.

  1. ემი ადამს სტრანკი – $1.7 მილიარდი | Tennessee Titans – ამერიკის შეერთებული შტატები

ემი ადამსი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქალთა შორის, რომელიც NFL-ის გუნდს ფლობს. ადამსის საკუთრებაში Tennessee Titans-ი 2015 წელს, მამის გარდაცვალებიდან ორ წელიწადში გადავიდა, მისი წილის ღირებულებაკი, ამ პერიოდიდან მოყოლებული, 50%-ით გაიზარდა.

  1. ირვინგ გრუსბეკი – $1.6 მილიარდი |Boston Celtics – ამერიკის შეერთებული შტატები

Continental Cablevision-ის თანადამფუძნებელი საინვესტიციო ჯგუფს, 2003 წელს, Boston Celtics-ის $360 მილიონად შეძენაში დაეხმარა. ახლა გრუსბეკის 30%-იანი წილი, $1.1 მილიარდადაა შეფასებული.

  1. ჰალ სტეინბრენერი, ჯენიფერ სტეინბრენერ სვინდალი და ჯესიკა სტეინბრენერი – $1.3 მილიარდი | New York Yankees – ამერიკის შეერთებული შტატები

ჯონ სტეინბრენერის სამ შვილს New York Yankees-ი 2010 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ გადაეცათ. იმ დროს, New York Yankees-ი მხოლოდ $1.6 მილიარდად იყო შეფასებული, ახლა კი მისი ღირებულება $7.1 მილიარდს აღწევს.

  1. ტაიგერ ვუდსი – $1.1 მილიარდი | გოლფი – ამერიკის შეერთებული შტატები

ტაიგერ ვუდსის ქონებამ სამი ათწლეულის განმავლობაში სპორტული კარიერიდან, ტურნირებიდან და პარტნიორობებიდან ათციფრიანი თანხა შეადგინა. შედეგად, გოლფის მოთამაშე მილიარდერი ჯერ კიდევ აქტიური სპორტული კარიერის განმავლობაში გახდა.

  1. ლებრონ ჯეიმსი – $1 მილიარდი | კალათბურთი – ამერიკის შეერთებული შტატები

გასული წლის ივნისში ლებრონ ჯეიმსი NBA-ის პირველი მოქმედი მოთამაშე გახდა, რომელმაც მილიარდერის სტატუსი მოიპოვა. თუმცა კალათბურთელის ქონების სოლიდური ნაწილი მოედანს გარეთ გამომუშავებულ თანხაზე მოდის. ჯეიმსი ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორიცაა Nike-ი, AT&T-ი და Pepsi.

  1. ტოტო ვოლფი – $1 მილიარდი | Mercedes-AMG Petronas – ავსტრია

ყოფილმა პილოტმა „ფორმულა 1“-ის გუნდი ჯერ კიდევ 2013 წელს შეიძინა. თუმცა Mercedes-AMG Petronas-ის ხელმძღვანელის ქონების დიდი ნაწილი Netflix-ის დოკუმენტურ სერიალს, Drive to Survive-ს უკავშირდება.

Previous Post

25 წელი ერთ გზაზე – „ბრიჯსტოუნი“ და „თეგეტა“ საიუბილეო თარიღს აღნიშნავენ

Next Post

2023 წლის I ნახევარში საქართველოში საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ $10 მილიარდს გადააჭარბა

Salo Papalashvili

Next Post
იანვარ-მაისში საქართველოში იმპორტი – 19.1%-ით, ექსპორტი კი 18.5%-ით გაიზარდა

2023 წლის I ნახევარში საქართველოში საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ $10 მილიარდს გადააჭარბა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result