Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Forbes-ი უმდიდრესი რუსი ბიზნესმენების სიას აქვეყნებს

by თინათინ ინაური
მაისი 5, 2021
in ბიზნესი, მსოფლიო, ქართულად, ყველა სიახლე
0
Forbes-ი უმდიდრესი რუსი ბიზნესმენების სიას აქვეყნებს
0
SHARES
0
VIEWS

გასული წლის განმავლობაში, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, Forbes-ის უმდიდრესი რუსი ბიზნესმენების სიის წარმომადგენლების მთლიანი ქონება $207 მილიარდით გაიზარდა. 2020 წელს რუსეთის მშპ 3.1%-ით შემცირდა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ კრიზისმა სახელმწიფოს ყველა სფეროზე ერთნაირად არ იმოქმედა.

ცნობისთვის, მეტალურგიული კომპანიების აქციების ფასებში ზრდა შეინიშნება, მათ შორისაა კომპანია PJSC Severstal-ი, რომლის აქციების ღირებულება 15%-ით გაიზარდა. შედეგად, კომპანიის მფლობელი ალექსეი მორდაშოვი Forbes-ის სიაში საპატიო პირველ ადგილს იკავებს $29.1 მილიარდით. სიის მეორე და მესამე ადგილები ასევე მეტალურგიული კომპანიების თანამფლობელებს ვლადიმირ პოტანინსა ($27 მილიარდი) და ვლადიმირ ლისინს ($26.2 მილიარდი) უკავიათ.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელი ინტერნეტკომპანიებისთვისაც დადებითი შედეგების მომტანი იყო. კომპანია Telegram–ის მფლობელის, პაველ დუროვის ქონება $3.4 მილიარდიდან $17.2 მილიარდამდე გაიზარდა, რის შედეგადაც ის Forbes-ის სიაში მე-9 ადგილი იკავებს. ცნობისთვის, რუსეთის ყველაზე მდიდარი ქალი ტატიანა ბაკალჩუკი, რომელიც სიაში მე-13 ადგილს იკავებს, ონლაინმაღაზია Wildberry-ის მფლობელია. ტატიანა ბაკალჩუკის ქონება 1200%-ით გაიზარდა და $13 მილიარდი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ Forbes-ის სიის ყველა კომპანია ფასდება საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით. Forbes-ის სიაში შედიან რუსეთის მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებმაც საკუთარი ქონება კერძო კომპანიების საშუალებით დააგროვეს (სიის წარმომადგენლები არ არიან დასაქმებულნი სამთავრობო სექტორში).

წარმოგიდგენთ 10 უმდიდრეს რუს ბიზნესმენს:

1.ალექსეი მორდაშოვი – PJSC Severstal– ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. ქონება: $29.1 მილიარდი. განათლება: ლენინგრადის საინჟინრო და ეკონომიკური ინსტიტუტი.

ალექსეი და მისი ვაჟები კომპანია Severstal–ის 30%-ს ფლობენ. აღსანიშნავია, რომ 2003 წელს მორდაშოვი გახდა Rossiya Bank-ის თანამესაკუთრე, რომლის უმსხვილესი აქციონერი  ვლადიმირ პუტინის დიდი ხნის მეგობარი იური კოვალჩუკია. 2008 წლიდან მორდაშოვი ფლობს წილებს ტელეარხებში REN TV, STS, 78. 2013 წელს მორდაშოვმა მობილური ოპერატორის, Tele2-ის აქციების 50% შეიძინა.

2.ვლადიმირ პოტანინი – Interros Holding-ისა და MMC Norilsk Nickel-ის პრეზიდენტი. ქონება: $27 მილიარდი. განათლება: მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი.

ვლადიმირ პოტანინი საბჭოთა კავშირის პერიოდში მუშაობდა სსრკ საგარეო ვაჭრობის სამინისტროში. საბჭოთა კავშირის დაშლამდე შექმნა Interros Holding-ი, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია. 1991 წლიდან მოღვაწეობდა მიხაილ პროხოროვთან ერთად, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ვლადიმირის ბიზნესპარტნიორი იყო. ვლადიმირ პოტანინი იყო 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის ერთ-ერთი ინიციატორი, რომელმაც სათხილამურო კურორტის მშენებლობაში 8.7 მილიარდი რუბლის ინვესტიცია განახორციელა.

3.ვლადიმირ ლისინი – კომპანია Novolipetsk Metallurgical Plant-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. ქონება: $26.2 მილიარდი. განათლება: ციმბირის მეტალურგიული ინსტიტუტი.

1980-იანი წლების შუა პერიოდიდან სსრკ-ის დაშლამდე ლისინი მუშაობდა ყარაგანდის მეტალურგიულ ქარხანაში. 1996 წელს გავლენა მოიპოვა კომპანია Novolipetsk Metallurgical Plant-ში. 2009 წლიდან არის ევროპის სროლის კონფედერაციის (ESC) პრეზიდენტი, ხოლო 2018 წლიდან საერთაშორისო სროლის სპორტის ფედერაციის (ISSF) პრეზიდენტი. აღსანიშნავია, რომ ლისინმა ააშენა „ლისია ნორა“ – უდიდესი სპორტული და სროლის კომპლექსი ევროპაში.

4.ვაგიტ ალეკპეროვი – კომპანია NK “Lukoil”-ის პრეზიდენტი. ქონება: $24.900 მილიონი. განათლება: მ. აზიზბეკოვის სახელობის აზერბაიჯანის ნავთობისა და ქიმიის ინსტიტუტი.

ინსტიტუტის დამთავრებიდან ხუთი წლის შემდეგ ვაგიტ ალეკპეროვი ნავთობის საბადოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა აზერბაიჯანში. 1987 წელს Kogalymneftegaz-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა. 1992 წელს ჩამოყალიბდა NK “Lukoil” – რუსეთის უდიდესი კერძო ნავთობკომპანია. აღსანიშნავია, რომ ვაგიტ ალეკპეროვი აგროვებს ძველ მონეტებს. Forbes-ის თანახმად, ალეკპეროვის მიერ გახსნილი საერთაშორისო ნუმიზმატიკური მუზეუმის შენახვა-შევსებაში ის ყოველწლიურად $2-2,5 მილიონს ხარჯავს.

5.ლეონიდ მიხელსონი – PJSC Novatek– ის საბჭოს თავმჯდომარე. ქონება: $24.900 მილიონი. განათლება: კუიბიშევის სახელობის საინჟინრო ინსტიტუტი.

1987 წლიდან იგი ხელმძღვანელობდა Kuibyshevtruboprovodstroy-ს. 1991 წლიდან ფლობს PJSC Novatek-ის წილს. ასევე ლეონიდ მიხელსონი ფლობს წილს კომპანია  Sibur-ში. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მარტ-აპრილში მიხელსონმა თავისი წილი Sibur-ში 35,98%-მდე შეამცირა.

6.გენადი ტიმჩენკო – PJSC Novatek-ისა და Sibur-ის დირექტორთა საბჭოს წევრი. ქონება: $22.000 მილიონი. განათლება: ლენინგრადის ტექნიკური ინსტიტუტი.

80-იანი წლებიდან ტიმჩენკო მუშაობდა Kirishineftekhimexport-ის საგარეო სავაჭრო ასოციაციაში, რომელსაც ექსპორტზე გაჰქონდა ნავთობპროდუქტები Kirishi-ის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნიდან. აღსანიშნავია, რომ ტიმჩენკოს ამ პოზიციამ განსაზღვრა მისი მომავალი კარიერა. 2014 წლიდან ის PJSC Novatek-ის დირექტორთა საბჭოს წევრია. Novatek-ი „გაზპრომის“ შემდეგ რუსეთის მეორე უდიდესი კომპანიაა. ტიმჩენკო ასევე აკონტროლებს რუსეთის ერთ-ერთ წამყვან სამშენებლო კომპანია Stroytransgaz-ს. ცნობისთვის, გენადი ტიმჩენკო რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტია. 2023 წლისთვის ტიმჩენკო აპირებს „SKA კლუბის“ აშენებას. ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე დიდი ყინულის არენა.

7.ალიშერ უსმანოვი – კომპანია USM-ის დამფუძნებელი. ქონება: $18.400 მილიონი. განათლება: მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი.

1994-1998 წლებში უსმანოვი ხელმძღვანელობდა საინვესტიციო და საფინანსო კომპანია Interfin-ს. აღსანიშნავია, რომ 2005 წელს უსმანოვმა ვასილ ანისიმოვთან ერთად შეისყიდა Mikhailovsky GOK-ი, რომელიც იმ დროისთვის ბორის (ბიძინა) ივანიშვილის მფლობელობაში იყო. ცნობისთვის, Mikhailovsky GOK-ი არის ერთ-ერთი უდიდესი რკინის მადნის მომპოვებელი და გადამმუშავებელი ობიექტი რუსეთში. 2012 წელს უსმანოვის ყველა აქტივი ერთ კომპანიაში, YueSem Holding Company-ში, გაერთიანდა. აღსანიშნავია, რომ 2008 წლიდან ალიშერ უსმანოვი ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) პრეზიდენტია.

8.ანდრეი მელნიჩენკო – Eurochem-ისა და SUEK-ის დირექტორთა საბჭოს წევრი. ქონება: $17.900 მილიონი. განათლება: რუსეთის ეკონომიკის აკადემია.

2000 წელს მელნიჩენკო სერგეი პოპოვთან ერთად გახდა MDM ჯგუფის მეწილე. 2000-2002 წლებში მელნიჩენკომ და პოპოვმა მთელი რიგი საწარმოო აქტივები შეიძინეს. შედეგად, შეიქმნა SUEK-ის, Pipe Metallurgical Company (TMK) და Eurochem-ის კომპანიები. ცნობისთვის, Forbes-ის თანახმად, მელნიჩენკოს იურიდიულად გადასახადების გადახდა რუსეთში არ მოეთხოვება.

9.პაველ დუროვი – კომპანია Telegram-ის დამფუძნებელი. ქონება: $17.200 მილიონი. განათლება: სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში პაველ დუროვმა შექმნა ე.წ. ფორუმი სტუდენტებისთვის, რომელიც მომავალში გადაიქცა სოციალურ ქსელ Vkontakte-ად. 2021 წლის მონაცემების მიხედვით, კომპანია Telegram-ს ყოველთვიურად 500 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. . 2021 წლის მარტში დუროვმა $1 Telegram-ის საშუალებით მილიარდი გამოიმუშავა.

10.სულეიმან ქერიმოვი – ოქროს მომპოვებელ კომპანია Polyus-ის 76,3% წილის მფლობელი. ქონება: $15.800 მილიონი. განათლება: დაღესტნის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სულეიმან ქერიმოვი 2017 წელს დააკავეს ნიცის აეროპორტში. ის ეჭვმიტანილი იყო გადასახადების თავიდან აცილებაში, Cap d’Antibes-ის უძრავი ქონების ყიდვასა და ფულის გათეთრებაში. აღსანიშნავია, რომ ქერიმოვი Makhachkala International Airport-ის მფლობელია.

Previous Post

რომელი ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ ყველაზე ძლიერი პასპორტები?

Next Post

მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა კრიპტომილიარდერი Ethereum-ის თანადამფუძნებელია

თინათინ ინაური

Next Post
მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა კრიპტომილიარდერი Ethereum-ის თანადამფუძნებელია

მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა კრიპტომილიარდერი Ethereum-ის თანადამფუძნებელია

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Casino Lab Casino: Quick‑Hit Slots, Live Thrills, and Instant Wins for the Modern Player

ივლისი 23, 2026

BetLabel Casino: Vincite Veloci e Azione Intensa per gli Appassionati di Rapid-Play

ივლისი 23, 2026

Sevenplay Casino: Quick Wins, Big Fun – Your Guide to Fast-Paced Slots & Live Action

ივლისი 23, 2026

JackTop Casino: Snel‑Gokspel voor de Sensatiezoeker

ივლისი 23, 2026

Recent News

Casino Lab Casino: Quick‑Hit Slots, Live Thrills, and Instant Wins for the Modern Player

ივლისი 23, 2026

BetLabel Casino: Vincite Veloci e Azione Intensa per gli Appassionati di Rapid-Play

ივლისი 23, 2026

Sevenplay Casino: Quick Wins, Big Fun – Your Guide to Fast-Paced Slots & Live Action

ივლისი 23, 2026

JackTop Casino: Snel‑Gokspel voor de Sensatiezoeker

ივლისი 23, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result