Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Forbes Georgia | 2024 წლის ნოემბრის ნომერი

by Forbes.ge
December 26, 2024
in არქივი
0
Forbes Georgia | 2024 წლის ნოემბრის ნომერი
0
SHARES
0
VIEWS

გამოვიდა Forbes Georgia-ს 2024 წლის ნოემბრის ნომერი, რომლის გარეკანზეც იხილავთ:

მიმართულება: ციფრული ტრანსფორმაციის სამსახურში

გიორგი შონია 20 წლის იყო, როცა შვეიცარიელ პარტნიორთან ერთად Moncero დააფუძნა, რომელიც მსოფლიო ბაზრებზე კონკურენტუნარიან ციფრულ პროდუქტებს ქმნის. პორტფელის ახალწვეული Nordom-ის მეშვეობით იგი კრიპტოვაჭრობის გლობალური გამოცდილების შეცვლას აპირებს.

ნომერში ასევე წაიკითხავთ:

მოსაზრება და ფაქტები

დასავლეთის მიერ დაფინანსებული 10 უმსხვილესი მიმდინარე პროექტი

2025 წელს საქართველოში ინფრასტრუქტურული (კაპიტალური) პროექტების განხორციელებაზე 4 მლრდ ლარი უნდა დაიხარჯოს. 70 პროექტიდან 49 პროექტი საერთაშორისო დონორების, ანუ დასავლური ქვეყნების დაფინანსებით ხორციელდება, რომელთა ჯამური ღირებულება 13 მლრდ ლარია.

გარდაუვალი დონალდ ტრამპი

„დონალდ ტრამპმა დაამარცხა კლინტონები, ბუშები, ობამები, ბაიდენები და ორივე პარტიის მთელი ესტაბლიშმენტი. თეთრ სახლში სამმაგი გამარჯვებით დაბრუნებული დონალდ ტრამპი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე – რესპუბლიკური პარტიით, რომელიც სრულიად გადაწყობილია მასზე და რომელსაც დემორალიზებული და ლიდერისა და მკაფიო იდეოლოგიური იდენტობის გარეშე დარჩენილი დემოკრატიული პარტია უპირისპირდება.“

ავტორი: აკა ზარქუა

სად ვართ არჩევნების შემდეგ?

„თუ საქართველოში ვითარება თურქული სცენარის მიხედვით წარიმართება, შეიძლება ოპოზიციას შანსი გაუჩნდეს, რომ თბილისის მომავალ თვითმმართველობის არჩევნებზე გაიმარჯვოს. თუმცა, ამავე მაგალითით თუ ვიხელმძღვანელებთ, ეს რეჟიმს ბევრს ვერაფერს დააკლებს. არსებითად, ამ შესაძლო გამარჯვების ფონზეც კი არსებითად გაგრძელდება „ქართული ოცნების“ ავტორიტარული, პრორუსული მმართველობა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უფრო და უფრო მეტად გაძლიერდება.“

ავტორი: გიორგი ცხადაია

პოლიტიკა როგორც შემოსავლის წყარო

ბევრი მდიდარი ადამიანი ფულს თავის პოლიტიკურ კარიერაში დებს. მაგრამ არცერთ ამერიკელს არ გამოუყენებია პოლიტიკა იმდენი პირადი სიმდიდრის მოსახვეჭად, როგორც ეს დონალდ ჯ. ტრამპმა ქნა. იმ ხალხის სიმრავლით, ვისაც, ღირებულების მიუხედავად, დღეს მისგან თითქმის ყველაფრის, მათ შორის აქციების ყიდვა სურს, მან თავისი პოლიტიკური პოპულარობა მილიარდებად აქცია.

ავტორი: დან ალექსანდერი

The Forbes 300

ᲐᲛᲔᲠᲘᲙᲘᲡ 400 ᲣᲛᲓᲘᲓᲠᲔᲡᲘ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘ 2020იან წლებში დროს მხიარულად ატარებს. მთლიანობაში, მათი ღირებულება რეკორდულ $5.4 ტრილიონს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით თითქმის $1 ტრილიონით მეტია. ათობით მათგანს აქვს $100 მილიარდზე მეტი ქონება, რაც ასევე რეკორდულია. და ამ ელიტურ კლუბში შესვლა უფრო ძვირია, ვიდრე ოდესმე: საჭიროა, მინიმუმ, $3.3 მილიარდი, რაც 2023 წელთან შედარებით $400 მილიონით მეტია. მაღალი ბარიერის მიუხედავად, 23-მა ახალწვეულმა მოახერხა რეიტინგებში მოხვედრა, სხვადასხვა სექტორებიდან გაზრდილი ქონებით პლასტმასის მილებით დაწყებული, უახლესი ხელოვნური ინტელექტით დამთავრებული. წარმოგიდგენთ სიის ტოპ 25ს.

ავტორი: გარეტ უორდი, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი

საქართველოს როლი სანქციების თავიდან აცილებაში: რუსეთის სატრანზიტო კერა?

„საქართველოს დელიკატური გეოპოლიტიკური პოზიციონირება ორმაგ გამოწვევას წარმოადგენს: რუსეთთან ვაჭრობის შედეგად მიღებული ეკონომიკური სარგებლის დაბალანსება დასავლეთის სანქციების პოლიტიკას თან შეთანხმების საჭიროებასთან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ გამოაცხადა აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების სრული დაცვა, მას არ დაუწესებია საკუთარი სანქციები რუსეთის – მსოფლიოში ყველაზე სანქცირებული – ქვეყნის წინააღმდეგ. ამან გამოიწვია ეჭვი, რომ საქართველო შეიძლება გახდეს სანქცირებული საქონლის სატრანზიტო პუნქტი, ავტომობილების რეექსპორტი კი ამ საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია.“

ავტორები: ვახტანგ ფარცვანია, ერეკლე პირველი

რამ განაპირობა საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2024 წლის პირველ ნახევარში?

გასული წლების მსგავსად, 2023 წელსაც ეკონომიკის ზრდაში რუსეთი დან შემოსულ ფულს და უკრაინა-რუსე თის ომის შედეგად გამოწვეულ ცვლი ლებებს ჯერ კიდევ მაღალი წვლილი შეაქვს. იგივე ხდება საქართველოს მეზობელ ქვეყანაში, სომხეთში, სადაც 2022 წელს ეკონომიკა 12.6%-ით გაი ზარდა, 2023 წელს – 8.3%-ით, ხოლო 2024 წელს, სავალუტო ფონდის პროგ ნოზით, 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდებიან.

ავტორი: ბესო ნამჩავაძე

ინტერვიუ და პროფილი

ციფრული ტრანსფორმაციის სამსახურში

22 წლის გიორგი შონია ტექნოლოგიური სტარტაპის, MONCERO-ს დამფუძნებელი და დირექტორია. ქართულ-შვეიცარიული კომპანია ქართული და უცხოური მსხვილი კომპანიებისთვის მოსახერხებელ, ადამიანებზე მაქსიმალურად მორგებულ ციფრულ პროდუქტებს ქმნის. ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი კრიპტოპლატფორმა NORDOM-ია, რომელიც, გიორგის თქმით, კრიპტოინდუსტრიის გლობალურ ლანდშაფტს შეცვლის.

ავტორი: ანინა ტეფნაძე

ვიდეოშედევრების პროდიუსერი ახლო კადრით

2019 წელს კიევში დაარსებული ვიდეოწარმოების კომპანია SHELTER.FILM-ი დღეს მსოფლიოს უდიდეს ბრენდებსა და ცნობილ მუსიკოსებთან თანამშრომლობს. კომპანიის დამფუძნებელი ახალგაზრდა ქართველი პროდიუსერი ალბერტ ზურაშვილია, რომლის ხედვამაც Shelter.film-ი — შემოქმედებითი ინდუსტრიის მნიშვნელოვან მოთამაშედ, საქართველო კი მსოფლიო ბრენდებისთვის მიმზიდველ გადასაღებ ადგილად აქცია.

ავტორი: ანინა ტეფნაძე

ყველაფერი ბიზნესისთვის

წლებია, საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი, „თიბისი“ ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ზრუნავს. სწორედ ამას ემსახურება ახალი „ყველაფერი ბიზნესისთვის“, რომელიც სექტორის ხელშეწყობას და მისთვის როგორც ტრანზაქციული, ისე ფინანსური დანახარჯების შემცირებას ისახავს მიზნად. კამპანიის დეტალებზე „თიბისის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ვეფხია ლომინაშვილი გვესაუბრა.

ავტორი: კახი ჩაკვეტაძე

ხელოვანი ესთეტიკურ მედიცინაში

მაია მალიანოვა ესთეტიკურ მედიცინაში დაახლოებით ათი წლის წინ გამოჩნდა, როდესაც ეს დარგი ქვეყანაში პოპულარობას იკრებდა. სხვადასხვა კლინიკაში მუშაობით დაგროვებულმა ცოდნამ და გამოცდილებას მას ინდივიდუალური მიდგომა ჩამოუყალიბა, რომელსაც პაციენტებისთვის საუკეთესო გადაწყვეტების შესათავაზებლად იყენებს. მაია კარიერულ გზაზე, საკუთარ ხედვასა და გეგმებზე გვესაუბრა.

ავტორი:იზა გვარამაძე

დროის მანქანა მარკეტინგის შესაძლებლობით

ქართველმა სტარტაპერებმა, რომა გუჯაბიძემ და გაბრიელ მელივამ ეფექტური გზა იპოვეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანისათვის შეეხსენებინათ ფოტოების გადაღებისა და დაბეჭდვის ბედნიერება. მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა Printomato მომხმარებელს უფასო ფოტოებს, ბრენდებს კი — უნიკალურ სარეკლამო შესაძლებლობას სთავაზობს.

ავტორი:ანინა ტეფნაძე

კეთილი იყოს თქვენი ფეხი Zyn City-ში

PHILIP MORRIS INTERNATIONAL-ი ახდენს ნიკოტინის იმიჯის რეაბილიტაციას თავისი უაღრესად პოპულარული არომატული ქისებით, რომელსაც რომელთაც ცნობილი ადამიანები, მეწარმეები და ვარსკვლავი სპორტსმენები იყენებენ. უაღრესად ადიქციური სტიმულატორი მილიარდებს შოულობს, მაგრამ არის თუ არა ის კარგი ვინმესთვის, გარდა PMI-სა?

ავტორი: უილ იაკოვიცი

თითქმის შეუძლებელი მისია

ერენ ოზმენის Sierra Nevada Corp.-ი წლების განმავლობაში იბრძოდა $13-მილიარდიანი კონტრაქტისთვის, რათა აეშენებინა ბირთვული თავდასხმის მოსაგერიებლად მზადყოფნაში მოყვანილი თვითმფრინავები Doomsday. დღეს მილიარდერის რეპუტაცია და მისი ფირმის ფინანსები დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა ის აერონავტიკაში ურთულესი მანევრის განხორციელებას: კომპლექსური, საიდუმლო სახელმწიფო პროექტის დროულად და ბიუჯეტის დაცვით შესრულებას.

ავტორი: მონიკა ჰანტერ-ჰარტი

კრიპტოს ფილოსოფოსი ხელმწიფე

Coinbase-ის ბრაიან არმსტრონგმა შექმნა კრიპტოვალუტის ერთ-ერთი ცენტრალური მოთამაშე, ფულის მქვრეველი მფრქვეველი მონსტრი, რომელიც ამჟამად ფლობს ოდესმე გამომუშავებული ბიტკოინის მეათედზე მეტს. მაგრამ „დეცენტრალიზაციის“ გამო დღეს ის სარისკო გზას ადგას. ადვილია იყო იდეალისტი, როცა მილიარდერი ხარ.

ავტორები: ხავიერ პაზი და სტივენ ერლიხი

$6-მილიარდიანი გარიგება

Wall Street-ზე ურისკო ინვესტიციები წმინდა გრაალია, ამიტომ NFL-ის გუნდის შესაძენად არცერთი მათგანის ფასი არ ითვლება ზედმეტად ძვირად. დღეს ვაშინგტონის მეთაურ ჯოშ ჰარისის მსგავსი კერძო მფლობელების ახალი ტალღა თამაშში შემოდის ფულის მთებით – და მათ დასაკარგი არაფერი აქვთ.

ავტორები: მანიტ აჰუჯა და ჰენკ ტაკერი

სნუპ დოგი დიდ ფსონს დებს – საკუთარ თავზე

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მისი შესანიშნავი გამოსვლის შემდეგ, ჰიპ-ჰოპის ლეგენდა კიდევ ერთი რენესანსით ტკბება. ამ შემოდგომაზე ის შეუერთდება The Voice-ს და გამოუშვებს Dr. Dre-ის პროდიუსირებულ ახალ ალბომს, და ამავდროულად, მოიძიებს ახალ ერთობლივ საწარმოებს, მათ შორის ისეთებს, როგორსაც თქვენ ამუშავებთ, რომელიც მის შვილიშვილებს სიცოცხლის ბოლომდე არჩენს. უბრალოდ, ნუ მოსთხოვთ მას ლოკოკინების ჭამას.

ავტორი: მეტ კრეიგი

Previous Post

ნახე, სად დაიბრუნებ 50%-მდე ქეშბექს საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათით Black Friday-ის კვირეულში

Next Post

კონტენტის შექმნის ოთხი მასტერკლასი საქართველოს ბანკისგან Businesscourse.ge-ზე

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
კონტენტის შექმნის ოთხი მასტერკლასი საქართველოს ბანკისგან Businesscourse.ge-ზე

კონტენტის შექმნის ოთხი მასტერკლასი საქართველოს ბანკისგან Businesscourse.ge-ზე

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024
Companies earning billions selling weapons

Companies earning billions selling weapons

February 28, 2021
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Slota: Quick-Play Slots for Short, Intense Gaming Sessions

July 8, 2026

Roobet – Juego Rápido para Ganancias Rápidas

July 8, 2026

Vinci Spin Casino: Domina las Ganancias Rápidas Con Cada Giro

July 8, 2026

AllySpin Casino: Una Emocionante Experiencia en Slots para Ganancias Rápidas

July 7, 2026

Recent News

Slota: Quick-Play Slots for Short, Intense Gaming Sessions

July 8, 2026

Roobet – Juego Rápido para Ganancias Rápidas

July 8, 2026

Vinci Spin Casino: Domina las Ganancias Rápidas Con Cada Giro

July 8, 2026

AllySpin Casino: Una Emocionante Experiencia en Slots para Ganancias Rápidas

July 7, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result