Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Forbes Georgia | 2024 წლის იანვრის ნომერი

by Forbes.ge
February 27, 2024
in არქივი
0
Forbes Georgia | 2024 წლის იანვრის ნომერი
0
SHARES
0
VIEWS

გამოვიდა Forbes Georgia-ს 2024 წლის იანვრის ნომერი, რომლის გარეკანზეც იხილავთ:

სიცოცხლის შემქმნელთა გუნდი

აქ წარმატებას თავისი საზომი აქვს – ახალშობილთა რაოდენობა. ნინო მუსერიძის, გიორგი არჩვაძისა და გიორგი ჩაბაკაურის ხელმძღვანელობით, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი GGRC რეგიონულ გაფართოებას იწყებს.

პლასტიკური ქირურგია ახალი საოპერაციოდან

პლასტიკური ქირურგი, ბრენდად ქცეული სახელითა და გვარით, ალექსანდრე კალანტაროვი, პაციენტების ცხოვრების გალამაზებას საკუთარი კლინიკიდან განაგრძობს.

მოსაზრება და ფაქტები

საქართველო 2023 წლის რეიტინგებში | ავტორი: ბესო ნამჩავაძე

„იანვრის ნომერში „ფორბსი“ ტრადიციულად წარმოგიდგენთ, თუ როგორ შეიცვალა გასულ წელს საქართველოს პოზიცია 10 საერთაშორისო რეიტინგში. ესენია როგორც პირდაპირ ეკონომიკური შინაარსის მქონე რეიტინგები, ასევე კორუფციის, დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების დონის მაჩვენებელი რეიტინგები.“

საქართველო და რეგიონი: წმინდა უცხოური ინვესტიციები

განვითარებადი ქვეყნისთვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს არაერთი განზომილება აქვს. ისინი არა მხოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან პერიოდ­­შიც ეკონომიკური ზრდისთვის კრიტიკული მნიშვნელობის მქონეა.

მსოფლიო 2024 წლის ამერიკის არჩევნების მოლოდინში | ავტორი: გიორგი ცხადაია

„2024 წლის 5 ნოემბერს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ამ თარიღმა შესაძლოა ამერიკა და დანარჩენი მსოფლიო საფუძვლიანად შეცვალოს.“

წინ რთული წელია | ავტორი: აკა ზარქუა

„გიგანტურ ეკრანზე გამოტანილი ფრაზა „გამარჯვება ჩვენი იქნება” – ეს იყო ვლადიმირ პუტინის მთავარი გზავნილი მისი გენერლებისადმი 19 დეკემბერს გამართულ თავდაცვის გაფართოებულ კოლეგიაზე. და მართლაც, სრულმასშტაბიანი კამპანიის საწყისი ფაზის შემდეგ პირველად გაჩნდა განცდა, რომ რუსეთი თითქოს იმარჯვებს ომში უკრაინის წინააღმდეგ.“

DON’T CRY FOR PESO, ARGENTINA | ავტორი: გიორგი ბაქრაძე

„2023 წლის 10 დეკემბერს არგენტინის პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა ადამიანი, რომელიც, ზოგადად, ეწინააღმდეგება სახელმწიფოს არსებობას, თუმცა მისი პრეზიდენტობისას იქნება უბრალოდ მინარქისტი – მცირე მთავრობის მომხრე. ეს ადამიანია ხავიერ მილეი. თუმცა იმისთვის, რომ გავიაზროთ, თუ როგორ აირჩია ქვეყანამ ლიბერტარიანელი და ანარქო-კაპიტალისტი (წინასაარჩევნოდ მან სუპერგმირის – კაპიტან ანკაპის – კოსტიუმიც კი მოირგო), საჭიროა გადავხედოთ არგენტინის ეკონომიკის ისტორიას ბოლო ასი წლის მანძილზე..“

ნეტო-აღრიცხვა და მე-4 ენერგეტიკული პაკეტის მოთხოვნები | ავტორი: დავით ნარმანია

„მარეგულირებელი კომისიის ინტერესი და ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია, ხელი შეეწყოს განახლებადი ენერგიების ათვისებასა და განვითარებას. ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, გახდეს ელექტროენერგიის მწარმოებელი და ამავდროულად იყოს თავისივე გამომუშავებული ენერგიის მომხმარებელი, დღეისთვის 1000-მდე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურია ჩართული, რომელთა დადგმული ჯამური სიმძლავრე 60 მეგავატს აღემატება.“

გასული წელი და 2024 წლის გამოწვევები | ავტორი: ბესო ნამჩავაძე

„2023 წლის მსგავსად, 2024 წელიც ბუნ­­დოვანი მომავლით იწყება, რადგან საქართველოს ეკონომიკური განვითა­რება მნიშვნელოვნად არის დამოკიდე­ბული რუსეთ-უკრაინის ომზე და არავინ იცის, ომი წელს დასრულდება თუ არა, ან რა შედეგით დასრულდება. გაურკ­­ვევლობას ზრდის ოქტომბერში საქარ­­თველოში გასამართი საპარლამენტო არჩევნები, რადგან არჩევნების წელს ყოველთვის მეტი პოლიტიკური მღელვა­რება და დესტაბილიზაციის გაზრდილი რისკი ახლავს.“

ცენტრალიზაცია ბაზრის წინააღმდეგ | ავტორი: ეგნატე შამუგია

„საქართველოს მძიმე წარსული აქვს. სამოცდაათწლიანი ცენტრალიზებული მმართველობის სისტემა ქვეყანას დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც მემკვიდრეობით გამოჰყვა. ამ მდგომარეობის რეალური ცვლილების ნება არცერთი პოლიტიკური ხელისუფლების პირობებში არ ყოფილა. პირიქით, ამ პერიოდში განხორციელებული ცვლილებების უმეტესობა ძალაუფლების მეტი ცენტრალიზაციისა და განმტკიცებისკენ იყო მიმართული. ასეთი რამ მოულოდნელი ნამდვილად არ არის, რადგან დეცენტრალიზაცია პოლიტიკური ძალაუფლების დათმობას ნიშნავს.“

Forbes-ის სამყარო

მთელ პლანეტაზე, ჩვენი 45 ლიცენზირებული გამოცემა ექვს კონტინენტს, 27 ენასა და 14 დროის სარტყელს მოიცავს. ყველა მათგანს ერთი მისია აქვს: ანტრეპრენიორული კაპიტალიზმის მხარდაჭერა მისი ყველა ფორმით.

ინტერვიუ და პროფილი

სიცოცხლის შემქმნელთა გუნდი | ავტორი: ნუნუკა ჭიღლაძე

აქ წარმატებას თავისი საზომი აქვს – მათ ხელში დაბადებულ ახალშობილთა რაოდენობა. ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი GGRC თავისი არსებობის მეხუთე წელს სიახლეებით იწყებს: 2024 წლის იანვრიდან ერევანში ახალი კლინიკაც გაიხსნება. GGRC ARMENIA საერთაშორისო გაფართოების პირველი ნაბიჯია და ეს კლინიკური დირექტორის, ნინო მუსერიძის, გენერალური დირექტორის, გიორგი არჩვაძის, ფინანსური დირექტორის, გიორგი ჩაბაკაურისა და ჯიჯიარსიელთა მორიგი გამარჯვებაა.

პლასტიკური ქირურგია ახალი საოპერაციოდან | ავტორი: ნუნუკა ჭიღლაძე

ოცდაათწლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე პლასტიკური ქირურგი, ბრენდად ქცეული სახელითა და გვარით – ალექსანდრე კალანტაროვი – გაზაფხულიდან საკუთარი კლინიკის საოპერაციოდან განაგრძობს პაციენტების ცხოვრების სრულყოფასა და გალამაზებას.

ევროპული ღირებულებები, დასავლური სტანდარტი და სპორტის მხარდაჭერა | ავტორი: ანდრია დიდიშვილი

FLUTTER ENTERTAINMENT-ის ჯგუფის წევრი ქართული ბრენდის, aPeople-ის 2023 წლის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს კომპანიის მარკეტინგის გუნდი აჯამებს.

საგანმანათლებლო ტრანსფორმაციის სათავეში | ავტორი: ანდრია დიდიშვილი

2001 წელს ნაქირავებ შენობაში სამი საბაკალავრო პროგრამით დაწყებული საგანმანათლებლო საქმიანობა, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს დამფუძნებელმა და რექტორმა, გია კავთელიშვილმა რეგიონის წამყვან კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუციად აქცია. SEU თანამედროვე კამპუსით, 41 000-ზე მეტი ქართველი და საერთაშორისო კურსდამთავრებულის წარმატებიის ისტორიითა და პროფესიონალთა გუნდით ამბიციური მომავლისთვის ემზადება.

ინოვაციურ არქიტექტურაში შენახული მემკვიდრეობა | ავტორი: იზა გვარამაძე

თბილისის პრესტიჟულ უბანში, ვერაზე, ბარნოვის 28/30-ში PREMIUM DEVELOPMENT-ის 7-სართულიანი პრემიუმ-კლასის საცხოვრებელი კომპლექსი შენდება. კომპანიამ, რომელიც მშენებლობის სექტორში 2019 წელს გამოჩნდა, პროექტში 10 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადო. ძირითადი სამუშაოები უკვე ჩატარებულია, საცხოვრებელი კომპლექსის ინტერიერისა და ფასადის მოწყობა კი 2024 წლის აპრილში დასრულდება.

ბუნებასთან ჰარმონიაში | ავტორი: იზა გვარამაძე

თბილისის ცენტრიდან 7 წუთის სავალზე, ზღვის დონიდან 920 მეტრზე, კერძო საცხოვრებელი უბანი „წავკისი პანორამა“ შენდება. პროექტი, რომელშიც $30 მილიონზე მეტის ინვესტიცია ჩაიდო, ეკოლოგიურად სუფთა გარემოსა და თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურას აერთიანებს. „წავკისი პანორამა“ უბნის მშენებლობსა და გაყიდვებს დაგეგმილზე თითქმის ორი წლით ადრე ასრულებს, რის განმაპირობებელ ფაქტორებზეც, ასევე პროექტის შესახებ მნიშვნელოვან დეტალებზე კომპანიის მმართველი პარტნიორი გეგი ვასაძე საუბრობს.

მეწარმეთა შესახებ კანონის გზამკვლევი | ავტორი: ანიტა მუსკარია

„ასათიანი და ადვოკატების“ უფროსი ადვოკატი, სასამართლო მედიატორი ქეთევან ანდღულაძე მეწარმეთა შესახებ ახალმიღებულ კანონზე საუბრობს.

მისტერ ჩაი | ავტორი: მონიკა ჰანტერ-ჰარტი

მოდურ ბაზარზე, სადაც ხმაური ხშირად მეტია, ვიდრე გემო, AriZona Beverages-ის მილიარდერი დონ ვულტაჯო სანაძლეოს დებს, რომ მისი ახალი ალკოჰოლური სასმელები Twisted Tea-ს, უბრალოდ, უკეთესი გემოთი დაჩაგრავს.

ბაჭიას ფული | ავტორი: მარია გრასია სანტილინა ლინარესი

ბენიტო ანტონიო მარტინეს ოკასიომ პროფესიონალურად გამოიყენა მუსიკის სტრიმინგისა და სოციალური მედიის ძალა, რათა გამხდარიყოი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკოსი. გართობის, მოდისა და სპორტის სფეროებში იმპერიის ასაშენებლად „Bad Bunny“ ახლა თავის გლობალურ გავლენას იყენებს.

მაქინატორი | ავტორი: კენრიკ ქაი

ალექს ბუაზიზის HR-კომპანია სილიკონის ველის ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდი პროგრამული უზრუნველყოფის სტარტაპი გახდა დაპირებით, რომ მოაგვარებდა საზღვარგარეთ პერსონალის დაქირავების პრობლემას. მაგრამ მარეგულირებლები შიშობენ, რომ $12 მილიარდის შეფასებისკენ სწრაფვისას ის შესაძლოა ასცდა შესაბამისობის პარამეტრებს, რომლებსაც სავარაუდოდ უნდა ინარჩუნებდეს.

მებრძოლის შანსი | ავტორი: ბრეტ ნაიტი

ის სიღარიბეში გაიზარდა და დააგროვა $275 მილიონის ქონება, როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო მოკრივემ მსოფლიოში. თავისი ბიზნესიმპერიის შენების პროცესში, მილიარდერად გახდომის სურვილით, 33 წლის ჩემპიონი კანელო ალვარესი კიდევ ერთხელ გადის თავისი წონითი კატეგორიის მიღმა.

ისტორია

კონტინენტური სისტემა: ნაპოლეონი ბრიტანეთის წინააღმდეგ | ავტორი: ნიკა ხოფერია

„ნაპოლეონის მიერ კონტინენტური სისტემის შემოღება საფრანგეთის რევოლუციისა და ნაპოლეონის პერიოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. კონტინენტურ ევროპაში ძლიერების პიკზე მყოფი ფრანგთა იმპერატორი, რომელსაც არ შეეძლო, იარაღის ძალით გადაეწყვიტა ინგლისთან ომის ბედი, შეეცადა ეკონომიკურად გაენადგურებინა ანტიფრანგული კოალიციების ეს მთავარი დამფინანსებელი. „მინდა ზღვა ხმელეთის ძალით დავიპყრო“ – უთქვამს ნაპოლეონს. მაგრამ როგორ განხორციელდა ამ მასშტაბის პროექტი და რა შედეგები მოჰყვა მას?“

Previous Post

თბილისში, მცხეთასა და რუსთავში წყლის კომერციული ტარიფი იზრდება

Next Post

ფილმები, რომელთა გამოსვლასაც 2024 წელს უნდა ველოდოთ

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ფილმები, რომელთა გამოსვლასაც 2024 წელს უნდა ველოდოთ

ფილმები, რომელთა გამოსვლასაც 2024 წელს უნდა ველოდოთ

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

September 5, 2025
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

September 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

July 12, 2026

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

July 11, 2026

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

July 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

July 10, 2026

Recent News

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

July 12, 2026

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

July 11, 2026

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

July 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

July 10, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result