Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Forbes Georgia | 2024 წლის დეკემბრის ნომერი

by Forbes.ge
February 14, 2025
in არქივი
0
Forbes Georgia | 2024 წლის დეკემბრის ნომერი
0
SHARES
0
VIEWS

გამოვიდა Forbes Georgia-ს 2024 წლის დეკემბრის ნომერი, რომლის გარეკანზეც იხილავთ:

მომავლის დასახლებების დეველოპერი

„მეტროპოლის“ მმართველი პარტნიორი გიორგი მხეიძე მრავალფეროვანი საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტებით საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მომავალს ქმნის. ამ ეტაპზე კომპანიის მშენებლობების ჯამური ფართი 545,000 კვ/მ-ზე მეტია, ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 1,050,000,000 ლარს აღწევს.

ნომერში ასევე წაიკითხავთ:

მოსაზრება და ფაქტები

გვსურს საქართველო ევროპაში და ევროპა საქართველოში! — Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის, შოთა დიღმელაშვილის საავტორო სვეტი.

„სა­ქარ­თ­ვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა ქვეყ­ნის კონ­ს­ტიტუ­ცი­ით და­ცუ­ლი ზე­პარ­ტი­უ­ლი, სა­ერ­თო-ეროვ­ნუ­ლი მის­წ­რა­ფება­ა. ევროპული კავშირის წევრობა ჩვენთვის ასევე ვაჭრობის, ინვესტიციების, კეთილდღეობისა და დემოკრატიული განვითარების გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს გულისხმობს. ამ პროცესის შეჩერება და დასავლური ალიანსებისგან დაშორება მძიმე და გრძელვადიან ეკონომიკურ შედეგებში ითარგმნება.“

რომელ პროგრამებში ხარჯავს ბიუჯეტი ყველაზე მეტს?

„2025 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს ბიუჯეტიდან 27 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს. აღნიშნული თანხა სხვადასხვა პროგრამაზე ნაწილდება, რომელთა შესრულებაზე სახელმწიფო დაწესებულებები არიან პასუხისმგებელი, ძირითადად – სამინისტროები.“

რომელი სახელმწიფო კომპანიები ასაქმებენ ყველაზე მეტ ადამიანს?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასული წლის ბოლოს საქართველოში დაქირავებით დასაქმებული იყო 920 ათასი ადამიანი. მათგან321 ათასი ადამიანი სახელმწიფო სექტორში იყო და ში იყო დასაქმებული, რაც დაქირავებით დასაქმებულების 35%-ია.

უმსხვილესი და ყველაზე მოგებიანი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების ტოპ-20

საქართველოს შრომის ბაზრისთვის სამშენებლო სექტორი მნიშვნელოვანია, რადგან ის 117.9 ათას ადამიანს ასაქმებს, რაც დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 8.8%-ია. სამშენებლო სექტორს ეკონომიკის მთლიან გამოშვებაში 12%-იანი წილი უჭირავს. ამდენად, Forbes-ი წარმოგიდგენთ სამშენებლო სექტორიდან ყველაზე მსხვილ დეველოპერულ კომპანიებს.

ყველაზე მსხვილი გადამხდელები

ვინ იხდის ყველაზე მეტს საქართველოს ბიუჯეტში უძრავი ქონების მმართველ უმსხვილეს კომპანიებს შორის?

სირიის გეოპოლიტიკური მიწისძვრა

სამხედრო აეროდრომზე ორწლიანი სამხედრო ოპერაციის შედეგად „ტერორისტების წინააღმდეგ მიღწეული ბრწყინვალე გამარჯვების” გამოსაცხადებლად ჩავიდა. „თუკი ტერორისტები ისევ წამოყოფენ თავს, ჩვენ მათ ისეთ დარტყმებს მივაყენებთ, აქამდე რომ არ უნახავთ”, – ამბობდა რუსეთის პრეზიდენტი.

ავტორი: აკა ზარქუა

ესკალაცია რუსეთ-უკრაინის ომში: როგორ იცვლება დასავლური პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით?

„ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ რუ­სე­თის ტერი­ტო­რი­ა­ზე უკრაინის ჯარის წინააღმდეგ საომრად 15 ათასამდე ჯარისკაცი გაგზავნა. საპასუხოდ, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას უფლება მისცა, ამერიკის არმიის ტაქტიკური რაკეტებით (ATACMS) რუსეთის კურსკის ოლქი დაებომბა. კრემლი დაიმუქრა, რომ თუ დასავლური იარაღით მოხდებოდა რუსეთის ტერიტორიაზე შეტევა, ეს გაუტოლდებოდა „აშშ-ისა და მისი სატელიტების“ თავდასხმას რუსეთზე.“

ავტორი: გიორგი ცხადაია

ხარკოვი: მარტოობის ციხესიმაგრე

ყოვლისმომცველი ომის მესამე წლის დასასრულის მოახლოებასთან ერთად, რთული ზამთრის წინაშე სითბოსა და ელექტროენერგიის გარეშე მდგარს, თავისი ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად უკრაინას უკიდურესად სჭირდება F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავები და საზენიტო რაკეტები.

ᲐᲕᲢᲝᲠᲘ: ᲙᲐᲢᲘᲐ ᲡᲝᲚᲓᲐᲙᲘ Forbes-ის საერთაშორისო გამოცემების სარედაქციო დირექტორი

ეროვნული ბანკი, სავალუტო რეზერვები და არჩევნები

არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ეროვ­ნუ­ლი ბანკის მი­ერ გა­ტა­რე­ბუ­ლი ფუ­ლად-საკრედიტო პოლიტიკა პოლიტიკური აქტორების განხილვის საგანი გახდა. ამის მიზეზი სავალუტო ინტერვენციების მასშტაბურობის გამო რეზერვების შემცირება აღმოჩნდა.

ავტორი: ეგნატე შამუგია

საქართველოს მშენებლობისა და უძრავი ქონების სექტორის ტენდენციები

მშე­ნებ­ლო­ბისა და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სექ­ტორს ეკო­ნო­მი­კა­ში სი­ნერ­გი­ის როლი აქვს. ამ სექტორში ბუმს შეუძლია, ქვეყნის ეკონომიკური ბუმი გამოიწვიოს და პირიქით, როდესაც ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდაა, მშენებლობისა და უძრავი ქონების სექტორებიც სწრაფად იზრდება.

ავტორი: ბესო ნამჩავაძე

ინტერვიუ და პროფილი

მომავლის დასახლებების დეველოპერი

„მეტროპოლის“ მმართველი პარტნიორი გიორგი მხეიძე მრავალფეროვანი საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტებით საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მომავალს ქმნის. ამ ეტაპზე კომპანიის მშენებლობების ჯამური ფართი 545,000 კვ/მ-ზე მეტია, ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 1,050,000,000 ლარს აღწევს. მიმდინარე პროექტებს შორის განსაკუთრებით საინტერესო შინდისის სააგარაკე პროექტია, რომელიც კერძო სახლებზე გაზრდილ მოთხოვნას თბილისის შემოგარენში თანამედროვე დასახლების შექმნით პასუხობს. Forbes Georgia გიორგი მხეიძეს კომპანიის განვლილ გზასა და განვითარების სტრატეგიაზე ესაუბრა.

ავტორი: ანინა ტეფნაძე

ბაკურიანი 2025: ოლიმპიური ნახტომი ციფრულ მომავალში

2025 წლის ბაკურიანის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადება დასკვნით ფაზაში შედის. ოლიმპიური შეჯიბრებების ისტორიაში პირველად, ფესტივალს ხელოვნური ინტელექტის, Midjourney-ის მიერ შემუშავებული თილისმა ეყოლება, ხოლო მონაწილეებისა და სტუმრების გამოცდილების გაუმჯობესებაზე ChatGPT-ასისტენტი იზრუნებს. Forbes Georgia-ს კითხვებს ფესტივალის მოსამზადებელი პერიოდისა და ციფრული ინფრასტრუქტურის შესახებ ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, მამუკა ხაბარელმა და IT-ისა და აკრედიტაციის დეპარტამენტის უფროსმა, ზურაბ ტუსკიამ უპასუხეს.

ავტორი: ანინა ტეფნაძე

განათლება როგორც სტრატეგიული მიმართულება

„თიბისისთვის“ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამის პროექტებზე უმსხვილესი ფინანსური ბრენდის გამოცდილებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელს, მაკუნა თავბერიძეს ვესაუბრეთ.

ავტორი: კახი ჩაკვეტაძე

იდეიდან – ენდოკრინოლოგიის ინსტიტუტამდე

საზღვარგარეთ განათლების მიღების შემდეგ ელენე გიორგაძე სამშობლოში დაბრუნდა და ენდოკრინოლოგიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა განიზრახა. დიდი მიზნები დაუღალავ შრომასა და გამოწვევებთან ბრძოლას მოითხოვდა, თუმცა იდეისთვის ხორცის შესასხმელად მრავალწლიანმა გარჯამ შედეგი გამოიღო და 2011 წელს მან, მეუღლესა და მეგობართა ერთად, ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი დააფუძნა. ელენე გიორგაძე წარსულის რთულ გზასა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა.

ავტორი: იზა გვარამაძე

გზა კოლეჯიდან – უნივერსიტეტამდე

სალომე პირველმა „თბილისის თავისუფალი აკადემიის“ რექტორის პოსტი 2019 წლის ბოლოს ჩაიბარა, როდესაც კოლეჯს ჯერ კიდევ უმაღლესი სასწავლებელი „ჯორჯია“ ერქვა. რებრენდინგისა და თითქმის ოთხწლიანი შრომის შემდეგ მან კოლეჯს უნივერსიტეტის სტატუსი მოაპოვებინა, რომელიც ახალი მიზნებისკენ სვლას ახალი სახელით „NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი“ განაგრძობს. სალომე პირველი გადალახულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა.

ავტორი: ანიტა მუსკარია

ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო

ელექტრონულ სატრანსპორტო საშუალებებს უამრავი დადებითი თვისება და ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა აქვთ — ლითიუმის ბატარეები ხანდახან სპონტანურად ალდება. ქართულ-ამერიკულ კომპანია ELVEN TECHNOLOGIES-ს ამ გამოწვევასთან გამკლავება შეუძლია. მის მიერ შექმნილი მატერია საათების განმავლობაში უძლებს 2000°C ტემპერატურის ცეცხლს და წარმატებით ახერხებს ლითიუმის ბატარეის აალებით გამოწვეული ხანძრის სრულ ლოკალიზებას. კომპანია ახლა ესტონეთში განაგრძობს საკუთარ პროდუქტებზე მუშაობას, მის მიერ ნაჩვენებ შედეგებს კი მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებლები ელიან.

ავტორი:ანინა ტეფნაძე

FINRA-ს გადამწყვეტი დღეები

ფასიან ქაღალდებში კანონდარღვევის, ბუნდოვანი ბიზნესპრაქტიკისა და ინვესტორების მილიონობით დანაკარგების მიუხედავად, ბროკერი ჯონ ჯოზეფ ჰარი ცდილობს თავისი ინდუსტრიის გათავისუფლებას მარეგულირებელი შერიფის კონტროლისგან. აქა ამბავი კარგი, ცუდი და საზიზღარი ქცევისა.

ავტორები: სერგეი კლებნიკოვი და მეტ შიფრინი

ისტორია

ეგრის-ლაზიკის სახალხო კრება

VI საუკუნეში, ბიზანტიისა და სასანური ირანის იმპერიების მასშტაბური ომების არეალში ლაზიკის სამეფოც მოექცა. ქრისტიანნი და ბერძნულ-რომაულ კულტურას ნაზიარები ლაზები ბიზანტიისკენ იხრებოდნენ, თუმცა 555 წელს, მას შემდეგ, რაც მათი მეფე გუბაზი ბიზანტიელმა სარდლებმა მოკლეს, ხელახლა ამოტივტივდა პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი და ბიზანტიისა და ლაზიკის მოკავშირეობა კითხვის ქვეშ დადგა.

ავტორი: ნიკა ხოფერია

Previous Post

5 ფაქტორი, რომლებიც 2025 წლის ფინანსურ ბაზრებზე გავლენას მოახდენს – ანალიტიკოსების მოლოდინი

Next Post

Forbes Georgia in English – Issue N35

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
Forbes Georgia in English – Issue N35

Forbes Georgia in English – Issue N35

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Recent News

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result