Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Forbes Georgia | 2024 წლის აპრილის ნომერი

by Forbes.ge
September 16, 2024
in არქივი
0
Forbes Georgia | 2024 წლის აპრილის ნომერი
0
SHARES
0
VIEWS

გამოვიდა Forbes Georgia-ს 2024 წლის აპრილის ნომერი, რომლის გარეკანზეც იხილავთ:

ბოთლში მოქცეული ისტორია

„ბადაგონი“, გიორგი სალაყაიას ხელმძღვანელობით, ქართული ვიტიკულტურის მდიდარ ისტორიას მსოფლიოს 35-ზე მეტ ქვეყანაში ექსპორტზე გატანილი 12,000,000 ღვინის ბოთლით ჰყვება.

ნომერში ასევე წაიკითხავთ:

მოსაზრება და ფაქტები

ღვინის კომპანიების რეიტინგი

ყურ­ძ­ნის ნა­ტუ­რა­ლუ­რი ღვი­ნო­ე­ბი საქართველოს უმსხვილესი ადგილობრივი საექსპორტო საქონელია. მაგალითად, 2023 წელს 257.7 მლნ ლარის ღირებულების, 89.4 მლნ ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. ეს კი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 9.2%-ია.

ტოპ-10 ინვესტორი ქვეყანა: რომელ დარგებში იდება ფული?

2023 წელს შემოსული ინვესტიციების 90% ათ ქვეყანაზე მოდის. აქედან გამომდინარე, სტატიაში განვიხილავთ საქართველოს ეკონომიკის რომელ დარგებში დებს ფულს ტოპ-10 ინვესტორი ქვეყანა.

მაკრონის „შემოტრიალება“ | ავტორი: გიორგი ცხადაია

„ისე ჩანს, რომ დასავლური პოლიტიკური და სამხედრო ისტებლიშმენტის ზოგიერთი წევრისთვის ნელ-ნელა აშკარა ხდება ის, რომ უკრაინის კონფლიქტის გადაჭრა მოითხოვს როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო და პოლიტიკური გამოსავლის მოძებნას. ამ მიზნით კი დრომოჭმული პოლიტიკური დოგმები და შეხედულებები ფრთხილად, მაგრამ აუცილებლად უნდა გადაისინჯოს.“

როგორ შევამციროთ კორუფცია? | ავტორი: ეგნატე შამუგია

„კო­რუფ­ცია უსა­მარ­თ­ლო­ა, უსამართლობა კი – კეთილდღეობისთვის საზიანო. რაც უფრო მაღალია კორუფცია, მით უფრო დაბალია სამართლის უზენაესობა, რადგან ამ დიადი სამართლებრივ-პოლიტიკური იდეალის არსებითად მნიშვნელოვანი პრინციპები – თანაბარი მოპყრობა და პროცედურული სამართლიანობა – ხელყოფილია. თუ ეს პრინციპები ირღვევა, მაშინ კორუფციისთვის ნაყოფიერი გარემოება ჩნდება.“

ღაზა და მერყევი შტატები: ბაიდენი ორ ცეცხლს შუა | ავტორი: აკა ზარქუა

„ღაზაში მიმდინარე ომის არეალის გაფართოება, კონფლიქტში ირანის ან სხვა მოთამაშეების პირდაპირი ჩართვა ბაიდენის კამპანიისთვის შესაძლოა ფატალური დარტყმა აღმოჩნდეს.“

ამერიკის დეკამილიარდერი ოჯახები | რედაქტორები: მეტ დუროტი და ანდრეა მერფი

მილიარდი დოლარი ის აღარაა, რაც ადრე იყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს მრავალ თაობას შორის ნაწილდება. ასე რომ, ჩვენ ვზრდით ფსონს. აშშ-ში უმდიდრესი ოჯახების ჩვენი ნახევრად რეგულარული რეიტინგის ამ გამოცემაში კვალიფიკაციის მისაღებად გჭირდებათ მინიმუმ $10 მილიარდის წმინდა ღირებულება. ორმოცდახუთი კლანი ახერხებს აქ მოხვედრას, მათ შორის, ისეთი ისტორიული სახელები, როგორიცაა როკეფელერები, ჰერსტები და ჰანტები. (მათი საერთო სიმდიდრე $1,3 ტრილიონია) მაგრამ სხვა ცნობილი დინასტიები – კენედები და გეტიები, მხოლოდ ორი რომ დავასახელოთ – უბრალოდ არასაკმარისად მდიდრები არიან.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეკონომიკა | ავტორი: ბესო ნამჩავაძე

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათ წელიწადში საქართველოში სახელმწი­­­ფოს მხრიდან ჯანდაცვის დაფინანსება გაიზარდა, რამაც (ეკონომიკურ ზრდას­­­­­­თან ერთად) სამედიცინო მომსახურების მიმართ ხელმისაწვდომობა გაზარდა, სექ­­­­­­ტორში აშკარად ბევრი გამოწვევაა.“

ინტერვიუ და პროფილი

ბოთლში მოქცეული ისტორია | ავტორი: დავით ცირამუა

1,500-ზე მეტი „ბადაგონელი“ გიორგი სალაყაიას ხელმძღვანელობით ქართული ვიტიკულტურის მდიდარ ისტორიას მსოფლიოს 35-ზე მეტ ქვეყანაში ექსპორტზე გატანილი 12,000,000 ღვინის ბოთლით ჰყვება. კულტურული მემკვიდრეობის აღდგენისა და მეღვინეობის ტრადიციული მიდგომების განვითარების პარალელურად, „ბადაგონი“ სტუმარმასპინძლობის მიმართულებითაც აფართოებს საქმიანობას. შედეგებსა და სამომავლო გეგმებს კომპანიის დამფუძნებელი, გიორგი სალაყაია შეაჯამებს.

ხარისხი რაოდენობის ნაცვლად | ავტორი: კახი ჩაკვეტაძე

„კორპორაცია ქინძმარაული“, რომელიც ისტორიული ყვარლის ციხის ტერიტორიაზე მდებარეობს, ერთ-ერთი უძველესი მეღვინეობაა საქართველოში. კომპანიას 26-ზე მეტი სახეობის ალკოჰოლური სასმელი მსოფლიოს 26 ქვეყანაში გააქვს, სხვებისგან კი ის გამოარჩევს, რომ რუსულ ბაზარზე დამოკიდებული არაა და ხარისხს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. საწარმოს ისტორიის, ქართული ღვინის სექტორისა და სამომავლო გეგმების შესახებ მის დამფუძნებელ თამაზ კენჭოშვილს ვესაუბრეთ.

ქართული ღვინის გლობალური ელჩი | ავტორი: იზა გვარამაძე

ნიკა ზაუტაშვილის მიერ ათი წლის წინ თავისუფალ დროს გაშენებული ვენახი დღეს უკვე MTEVINO-ს მრავალჰექტარიან მევენახეობაში ერთიანდება. კომპანიის მისია ქართული ღვინის მსოფლიოს რაც შეიძლება მეტი ქვეყნისთვის გაცნობაა, რისთვისაც საზღვრებს გარეთ ექსპორტის, ქვეყნის შიგნით კი ტურიზმის მიმართულების გაფართოებაზე აქტიურად მუშაობს. MTEVINO-ს წარსულსა და მომავალზე ნიკა ზაუტაშვილთან ერთად კომპანიის ტურიზმის მიმართულების დირექტორს, ქეთი ხვედელიძეს ვესაუბრეთ.

ღვინით ნათქვამი სიმართლე | ავტორი: იზა გვარამაძე

ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში მიღებული გამოცდილების შემდეგ, ბენო ქაშაკაშვილმა ძალების მოსინჯვა ღვინის წარმოებისა და სტუმარმასპინძლობის ბიზნესში სცადა. ასე ჩაეყარა 2015 წელს საფუძველი VINOTEL-ის მარანს, მასთან აფილირებულ სასტუმროსა და რესტორანს და ღვინის კომპანია VINOTELLS-ს. ბენო ქაშაკაშვილმა სწორედ VINOTEL-ში გვიმასპინძლა და საკუთარი წარმოების ღვინის თანხლებით აღნიშნულ ბიზნესში შესვლის მოტივაციაზე, სექტორის გამოწვევებსა და კომპანიის მიღწევებზე გვესაუბრა.

ახალი ბაზრების ათვისება | ავტორი: კახი ჩაკვეტაძე

ბოლო 25 წლის განმავლობაში „კორპორაცია ქართული ღვინო“ ადგილობრივ ბაზარსა და მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანას სხვადასხვა სახეობის ღვინით უზრუნველყოფს. ამ პერიოდში მეღვინეობამ მრავალი ჯილდო მიიღო, თავისი საქმიანობა გააფართოვა და ინდუსტრიის მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცა. კორპორაციის დამფუძნებელი დიმიტრი ნოზაძე კომპანიის ისტორიის, საქმიანობისა და გეგმების შესახებ გვესაუბრა.

ალტერნატიული სწავლების დაფინანსება | ავტორი: ემა უიტფორდი

სულ უფრო მეტი შტატი აძლევს ფულს მშობლებს, რომლებსაც ბავშვები საჯარო სკოლიდან გამოჰყავთ, და ასე იქმნება რეზერვი, რომელიც შეიძლება ონლაინსწავლებისა და მიკროსკოლების პროგრამებზე დაიხარჯოს.

რატომ გაკოტრდა კორნელ ვესტი? | ავტორები: ზაქ ევერსონი და ჯემიმა დენჰამი

განქორწინების დოკუმენტებში ვხედავთ „საიდუმლო ცხოვრების“ ბრალდებებს და ვიგებთ, თუ როგორ დარჩა თითქმის მშრალზე წლების განმავლობაში მილიონების მშოვნელი საპრეზიდენტო კანდიდატი.

მეფუნთუშე | ავტორი: ქლიო სორვინო

King’s Hawaiian-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ტაირამ მამის ბიზნესის კონტროლი თავის თავზე 1980-იან წლებში აიღო და დიდ რისკზე წავიდა, რამაც მაგრად გაამართლა – მცირე ოჯახური საცხობი $2-მილიარდიან ქონებაში გადაიზარდა. ახლა ის მეტ შესყიდვებზეა დაგეშილი.

როგორ დაგორავს იო გოტი | ავტორი: ჯაბარი იანგი

მემფისის რეპვარსკვლავი მართავს ერთ-ერთ უდიდეს მუსიკალურ ლეიბლს, ფლობს MLS-ის გუნდის ნაწილს და, მილი მილიარდერი მენტორი JAY-Z-ის მსგავსად, თავისი იმპერიის გაფართოებას ცდილობს. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ის მიდის ბიზნესის სკოლაში.

ისტორია

კაიროდან ვატერლოომდე: ქართველები ნაპოლეონის არმიაში | ავტორი: ნიკა ხოფერია

„ომებში, რომლებიც საფრანგეთის რევოლუციას მოჰყვა და 1815 წლამდე, იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტის საბოლოო გადადგომამდე გაგრძელდა, მრავალი ეროვნების ადამიანი მონაწილეობდა. ევროპის მასშტაბებში დაწყებული ეს სამხედრო დაპირისპირება გავრცელდა ამერიკასა და აზიაშიც და მთელი მსოფლიო მოიცვა. ნაპოლეონის არმიაში მებრძოლ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის იყვნენ ქართველებიც, რომლებიც ევროპის ისტორიის ამ გამორჩეულ ფიგურას პირველად ეგვიპტეში შეხვდნენ.“

Previous Post

The Georgian Business Maverick

Next Post

Portfolio Manager in the Land of Investment Funds

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
Portfolio Manager in the Land of Investment Funds

Portfolio Manager in the Land of Investment Funds

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026

Gransino Casino : Rapid‑Fire Slots & Lightning Roulette pour des Gains Rapides

June 14, 2026

Recent News

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026

Gransino Casino : Rapid‑Fire Slots & Lightning Roulette pour des Gains Rapides

June 14, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result