Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home არქივი

Forbes Georgia | 2023 წლის ნოემბრის ნომერი

by Forbes.ge
April 12, 2024
in არქივი
0
Forbes Georgia | 2023 წლის ნოემბრის ნომერი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

გამოვიდა Forbes Georgia-ს 2023 წლის ოქტომბრის ნომერი.

ყდაზე | ტრიო: კომფორტი, უსაფრთხოება, მრავალფეროვნება

$35 მილიონის საინვესტიციო ღირებულების „ლისი ტრიო“ შალვა ლიპარტელიანის სამარკო პროექტია, ხედვით – მაქსიმალური კომფორტი ერთ სივრცეში. Forbes-ი პროექტის დეტალებთან დაკავშირებით სასაუბროდ კომპანიის დამფუძნებელს პროექტის სამშენებლო მოედანზე შეხვდა.

ყდაზე | განვითარების უწყვეტი პროცესი

2008 წელს, როდესაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატები და ციფრული გადახდები სიახლეს წარმოადგენდა, საქართველოში TBC PAY დაარსდა. მას შემდეგ 15 წელია, კომპანია უწყვეტად ფართოვდება და დღეს ამ სექტორში წამყვანი ადგილი უჭირავს.

მოსაზრება და ფაქტები

The Forbes 400 – ამერიკის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგი

ამერიკის მდიდრები კვლავ ვარსკვლავებს წყვეტენ. გასულ წელს კოლექტიური $500 მილიარდის დაკარგვის შემდეგ, ქვეყნის 400-მა უმდიდრესმა ადამიანმა ეს ყველაფერი დაიბრუნა. ეს ელიტური ნაკრები ახლა მთლიანობაში $4.5 ტრილიონი ღირს, რაც 2021 წლის დამყარებული რეკორდის ტოლია, ხოლო Forbes 400-ში მოსახვედრად $2.9 მილიარდია საჭირო, რაც კიდევ ერთ რეკორდს იმეორებს.

კეთილდღეობა საფრთხეშია | სტივ ფორბსის საავტორო სვეტი

„პოლიტიკოსები ამას არასდროს გეტყვიან, მაგრამ საგარეო ვაჭრობა კი არ გვასუსტებს, არამედ გვაძლიერებს. სამწუხაროდ, ჩინეთის მზარდი აგრესია აძლიერებს პროტექციონისტთა შიშს, რის გამოც აშშ-ის კანონმდებლები და პოლიტიკოსები ერიდებიან გარიგებებს, რომლებიც შეამცირებს ბარიერებს სხვა ქვეყნებთან და რეგიონებთან.“

არ იტირო არგენტინისთვის | სტივ ფორბსის საავტორო სვეტი

„ცოტაოდენი გამამხნევებელი სიახლე ეკონომიკური თავისუფლებისა და საღი აზრის შესახებ მოდის, არც მეტი არც ნაკლები, არგენტინიდან. ეს ქვეყანა დიდი ხანია ცნობილია ძირგამომპალი ეკონომიკური პოლიტიკით – ძირითადად მაღალი გადასახადებით, გამანადგურებელი რეგულაციებითა და ყველაზე სამარცხვინო ჰიპერინფლაციის ქრონიკული შეტევებით.“

საქართველო და რეგიონი: ინსტიტუტების რეიტინგი | ავტორი: ეგნატე შამუგია

„აკადემიაში პოპულარულ კითხვაზე – რატომ არის ზოგიერთი ქვეყანა უფრო მდიდარი და ზოგიერთი უფრო ღარიბი? რიგი ეკონომისტების პასუხია – ინსტიტუტები. მეტიც, ინსტიტუციონალისტები ეკონომიკური ზრდის ფუნდამენტურ ფაქტორად არა ადამიანური და ფიზიკური კაპიტალის აკუმულირებას, განათლებას, ტექნოლოგიურ გაუმჯობესებას, არამედ ინსტიტუციურ განვითარებას მიიჩნევენ. მათთვის ზრდა ინსტიტუტების ხარისხის შედეგია.“

ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე 10 ქვეყანა | ავტორი: ბესო ნამჩავაძე

„2023 წლის ზრდას უკვე აღარ უკავშირდება პანდემიის გამო ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალის კომპენსირება და, შესაბამისად, საინტერესოა, წელს რომელი ქვეყნების ეკონომიკა იზრდება ყველაზე სწრაფად და რა არის ზრდის მთავარი მიზეზები.“

რომელი სახელმწიფო კომპანიები ასაქმებენ ყველაზე მეტ ადამიანს? | ავტორი: ბესო ნამჩავაძე

„წარმოგიდგენთ, 10 ყველაზე მსხვილ დამსაქმებელ სახელმწიფო საწარმოს, რომლებიც ერთად 36 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებენ. ინფორმაციის წყარო აღნიშნული საწარმოების წლიური ფინანსური ანგარიშები და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების დოკუმენტებია.“

ქართული ბანკებისა და მიკროსაფინანსოების რეიტინგი | ავტორი: კახი ჩაკვეტაძე

„ქვეყანაში მოქმედმა 15-მა კომერციულმა ბანკმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა საქართველოს ეროვნულ ბანკს 2023 წლის პირველი ორი კვარტალის ფინან­­სური ანგარიშგებები უკვე წარუდგინა — გაეცანით, როგორია მათი წმინდა მოგება.“

უსამართლობა გვაღარიბებს | ავტორი: ეგნატე შამუგია

„სამართლის უზენაესობის ხარისხის არსებული მდგომარეობა არახელსაყრელია ეკონომიკური განვითარებისთვის. სამართლის უზენაესობის ხარისხის შემცირების ფასი კი გრძელვადიან პერიოდში სტაბილური და მაღალი ეკონომიკური ზრდის გაუარესებული პერსპექტივაა, რომლის მოლოდინი სიღარიბის შემცირებისა და ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესების უფრო დაბალი ტემპია.“

უკრაინის ახალი საგარეო პოლიტიკური გამოწვევა | ავტორი: გიორგი ცხადაია

„ის, რომ უკრაინის წარმატება რუსეთთან ომში, ნაწილობრივ მაინც, საგარეო მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, სიახლეს არ წარმოადგენს… დღეს უკრაინისთვის ახალი საგარეო გამოწვევა წარმოიშვა იქ, სადაც ამას კიევი ყველაზე ნაკლებად მოელოდა – აშშ-ის საშინაო პოლიტიკაში.“

რამ განაპირობა საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2023 წლის პირველ ნახევარში? | ავტორი: ბესო ნამჩავაძე

„2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.1%-ით გაიზარდა. 2023 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტემპმა კლება დაიწყო. 2023 წლის პირველ კვარტალში, 2022 წლის პირველ კვარტალთან შედა­რებით, საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით გაიზარ­­და, ხოლო მეორე კვარტალში – 7.5%-ით. ჯამში, წლის პირველ ნახევარში (იანვარ-ივნისში) ზრდამ 7.6% შე­ადგინა.“

ინტერვიუ და პროფილი

ტრიო: კომფორტი, უსაფრთხოება, მრავალფეროვნება — ინტერვიუ შალვა ლიპარტელიანთან | ავტორი: დავით ცირამუა

$35 მილიონის საინვესტიციო ღირებულების „ლისი ტრიო“ შალვა ლიპარტელიანის სამარკო პროექტია, ხედვით – მაქსიმალური კომფორტი ერთ სივრცეში. Forbes-ი პროექტის დეტალებთან დაკავშირებით სასაუბროდ კომპანიის დამფუძნებელს პროექტის სამშენებლო მოედანზე შეხვდა.

განვითარების უწყვეტი პროცესი – TBC PAY | ავტორი: კახი ჩაკვეტაძე

2008 წელს, როდესაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატები და ციფრული გადახდები სიახლეს წარმოადგენდა, საქართველოში TBC PAY დაარსდა. მას შემდეგ 15 წელია, კომპანია უწყვეტად ფართოვდება და დღეს ამ სექტორში წამყვანი ადგილი უჭირავს. განვლილ გზაზე, გადალახულ სირთულეებსა და სამომავლო გეგმებზე Forbes Georgia-ს კომპანიის დირექტორი ირაკლი ხატიაშვილი, ინფორმაციული ტექნოლოგიების და ფინანსური დირექტორები – გოჩა ღორთლიშვილი და ანა ფავლენიშვილი, ასევე, ადამიანური კაპიტალის მართვის განყოფილების უფროსი, ცისია გლურჯიძე ესაუბრნენ.

დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერისთვის — ინტერვიუ დავით მამულაიშვილთან | ავტორი: ანიტა მუსკარია

გმირებს, რომლებიც საქართველოს თავისუფლებას იცავენ, საზოგადოების ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდებათ. ამ მიზნით „სილქნეტმა“ 2018 წელს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ დააფუძნა, რომელიც დღეს კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

უნგრეთი: „ოცნების” გარიყული მეგობარი | ავტორი: ტატო კოკაია

სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი თვის თავზე უნგრეთის მინისტრთა კაბინეთი საქართველოს სრული შემადგენლობით ეწვია. დღესდღეობით საქართველოს და კონკრეტულად „ქართულ ოცნებას” ევროკავშირში უნგრეთზე გულმხურვალე მხარდამჭერი არ ჰყავს. ამავდროულად, უნგრეთი კანონის უზენაესობის არასახარბიელო მდგომარეობის, უკრაინაში მიმდინარე ომზე დაკავებული პოზიციისა და რუსეთთან კარგი ურთიერთობის გამო ბრიუსელთან და ევროკავშირის დანარჩენ წევრებთან მწვავე კონფლიქტშია. ამ საკითხებზე წინანდალში ვესაუბრეთ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პეტერ სიიარტოს.

უროლოგიის ახალი ჰორიზონტი — ინტერვიუ არჩილ ჩხოტუასთან| ავტორი: ნინო გიორგობიანი

ოქტომბრის დასაწყისში საქართველომ უროლოგთა საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლა. საქართველოს უროლოგთა ასოციაცია, რომელიც უროლოგიის მეცნიერების განვითარებას, დარგობრივი განათლების ხელშეწყობასა და პაციენტებზე ზრუნვის გაუმჯობესებას ემსახურება, უკვე თითქმის 24 წლისაა.

ზაკი ასაკში შედის | ავტორი: კერი ა. დოლანი

40-თან მიახლოების პარალელურად სოციალური მედიის თითით საჩვენებელ ბიჭს, თავისი ბილ გეიტსის მომენტები უჩნდება: რბილდება (ცოტათი), მწიფდება (ცოტა უფრო მეტად) და შემაძრწუნებელი თავდაჯერებულობით თავდაყირა აყენებს თავის კომპანიას. ესაა დიდი ფსონი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების მომავალზე – და მის მემკვიდრეობაზე.

ობლიგაციებით მოთამაშენი – მარკ ლარსი და სონია გარდნერი | ავტორები: მანიტ აჰუჯა და ჰენკ ტაკერი

მაროკოში დაბადებულმა სვავმა ინვესტორმა მარკ ლასრიმ და მისმა დამ, სონია გარდნერმა თავიანთ ინვესტორებს მილიარდები აშოვნინეს სესხებითა და საგადასახადო გირავნობის მსგავსი სხვა პრობლემური პროცენტიანი ვალდებულებებით. ახლა მათ სპორტისკენაც მოიხედეს და ეძებენ სარფიან საქმეებს ისეთ მოულოდნელ ადგილებში, როგორიცაა პიკლბოლის უმაღლესი და NBA-ის აფრიკის ლიგები.

სოიას სოუსის მეცნიერი – პეგი ჩერნგი | ავტორი: ჩეიზ პიტერსონ-უიტორნი

პეგი ჩერნგმა PANDA EXPRESS-ი ჩინური საკვების McDonald’s-ად თავისი საინჟინრო გამოცდილებისა და დიდი მონაცემების გამოყენებით გაყიდვების ექსპონენტური ზრდით აქცია, რამაც ის ყველაფერთან ერთად მულტიმილიარდერი გახადა.

ისტორია

ტრაპიზონი: შავი ზღვის მარგალიტი | ავტორი: ნიკა ხოფერია

ტრაპიზონი საუკუნეების მანძილზე, შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე საკვანძო პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი იყო. ქართველური ტომებით დასახლებულ ტერიტორიაზე ამ დიდი ქალაქის დამაარსებელი მილეტელი კოლონისტების შემდეგ, იმპერიათა ინტერესები იკვეთებოდა. დიდი სავაჭრო გზები ტრაპიზონამდე მოდიოდა, შემდეგ კი ზღვით აღწევდა შავიზღვისპირეთის თუ უფრო შორეულ ქვეყნებს. საქართველოს სამეფოს დახმარებით შექმნილმა ტრაპიზონის იმპერიამ კი ბიზანტიაზე უფრო დიდხანს იარსება და რომაული მემკვიდრეობა შემოინახა.

Tags: top
Previous Post

„აპარტ დეველოპმენტის“ განვითარების ახალი ეტაპი – ოპერირება „აპარტ ჯგუფის“ სახელით და მმართველობის ახალი სისტემა

Next Post

რა ქონებას ფლობენ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები?

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
რა ქონებას ფლობენ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები?

რა ქონებას ფლობენ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result