Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Forbes: F1-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი პილოტები

by Salo Papalashvili
ნოემბერი 30, 2023
in მსოფლიო, რეიტინგი, სპორტი, ყველა სიახლე
0
Forbes: F1-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი პილოტები
0
SHARES
0
VIEWS

Red Bull-ის ნიდერლანდელმა პილოტმა მაქს ფერსტაპენმა ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე დომინანტური სეზონი დაასრულა – 22 რბოლაში მოპოვებული რეკორდული 19 გამარჯვება და ვადაზე ადრე, 7 ოქტომბერს გაფორმებული მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. შესაბამისად, გასაკვირიც არაა, რომ ფორმულა 1-ის 2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი პილოტების რეიტინგსაც სწორედ 26 წლის სპორტსმენი ლიდერობს.

ფერსტაპენმა, რომელიც მიმდინარე სეზონში მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ უკვე მესამედ გახდა, Forbes-ის შეფასებით, $70 მილიონის გამომუშავება მოახერხა. მეორე წელია, რაც ნიდერლანდელი რეიტინგში უსწრებს Mercedes-ის პილოტ ლუის ჰამილტონს, რომელიც ათი წლის განმავლობაში Forbes-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ათლეტების რეიტინგშიც გვხვდებოდა. სამაგიეროდ, მიმდინარე წელს ფერსტაპენმა ყველაზე მაღალშემოსავლიან 25 წლამდე სპორტსმენებს შორის მესამე ადგილი მოიპოვა.

2023 წელს ლუისმა $55 მილიონი გამოიმუშავა – წმინდად ხელფასის სახით – ფერსტაპენის შემთხვევაში გამომუშავებული $70 მილიონიდან $45 მილიონი ხელფასზე, დანარჩენი კი ბონუსებზე მოდიოდა. ცნობისთვის, 38 წლის ბრიტანელი პილოტი ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთადერთია მიხაელ შუმახერთან ერთად, რომელიც შვიდჯერ გახდა ჩემპიონი, თუმცა წელს პოდიუმზე ასვლა მხოლოდ ექვსჯერ შეძლო – ყველაზე დაბალი შედეგი 2013 წლის სეზონის შემდეგ.

Forbes-ის 2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი პილოტების რეიტინგში ჰამილტონს Aston Martin-ის წარმომადგენელი, ესპანელი ფერნანდო ალონსო მოსდევს ($34 მილიონი), ხუთეულს კი ფერსტაპენის თანაგუნდელი სერხიო პერესი ($26 მილიონი) და Ferrari-ის პილოტი შარლ ლეკლერი ($19 მილიონი) ასრულებენ. საერთო ჯამში, ფორმულა 1-ის ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი პილოტის შემოსავალმა დაახლოებით $258 მილიონს მიაღწია, რაც 2022 წლის $264 მილიონთან შედარებით მცირედით ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ ფორმულა 1-ის პილოტების უმეტესობა დიდ ყურადღებას არ აქცევს გარიგებებს, რომლებიც უშუალოდ მათ კლუბს ან სპონსორს არ უკავშირდება. როგორც წესი, პილოტები ვალდებულნი არიან, გამოჩნდნენ თავიანთი გუნდისა და გუნდის პარტნიორების სახელით, თუმცა მათი უმეტესობა პირადი სპონსორების ძიებაში დიდ ძალისხმევას არ ხარჯავს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ რამდენიმე მათგანს აქვს ტრასის გარეთ $1 მილიონზე მაღალი შემოსავალი. ერთ-ერთი მათგანი ჰამილტონია, $10 მილიონით. ფერსტაპენის მიერ ტრასის გარეთ გამომუშავებული თანხა $4 მილიონს აღწევს, თუმცა ეს რიცხვები რეიტინგში გათვალისწინებული არაა.

ამის მიუხედავადაც, სპორტის პოპულარობა ბოლო პერიოდში საკმაოდ სწრაფად იზრდება, ფორმულა 1-ში ინვესტიციებით დაინტერესება მატულობს ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. Forbes-ის შეფასებით, მიმდინარე წელს ფორმულა 1-ის 10 წამყვანი გუნდის შემოსავალი საშუალოდ $380 მილიონს მიაღწევს, მაშინ როდესაც 2018 წელს გუნდები საშუალოდ $220 მილიონს გამოიმუშავებდნენ.

ფორმულა 1-ის 2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი პილოტების ათეული:

პილოტი გუნდი შემოსავალი ხელფასი ბონუსი ქვეყანა
მაქს ფერსტაპენი Red Bull Racing $70 მლნ $45 მლნ $25 მლნ ნიდერლანდები
ლუის ჰამილტონი Mercedes $55 მლნ $55 მლნ $0 მლნ გაერთ. სამეფო
ფერნანდო ალონსო Aston Martin $34 მლნ $24 მლნ $10 მლნ ესპანეთი
სერხიო პერესი Red Bull Racing $26 მლნ $10 მლნ $16 მლნ მექსიკა
შარლ ლეკლერი Ferrari $19 მლნ $14 მლნ $5 მლნ მონაკო
ლანდო ნორისი McLaren $15 მლნ $5 მლნ $10 მლნ გაერთ. სამეფო
კარლოს საინზი Ferrari $14 მლნ $8 მლნ $6 მლნ ესპანეთი
ჯორჯ რასელი Mercedes $9 მლნ $4 მლნ $5 მლნ გაერთ. სამეფო
პიერ გასლი Alpine $8 მლნ $5 მლნ $3 მლნ საფრანგეთი
ოსკარ პიასტრი McLaren $8 მლნ $3 მლნ $5 მლნ ავსტრალია

 

Previous Post

USAID-ისა და საქართველოს ბანკის ინიციატივით, ბიზნესასოციაციები და კლასტერები სრულად აღჭურვილი 4B სივრცეებით უფასოდ ისარგებლებენ

Next Post

2023 წელს საქართველო ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებით კავკასიის რეგიონში ლიდერი იქნება – გალტ & თაგარტი

Salo Papalashvili

Next Post
2023 წელს საქართველო ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებით კავკასიის რეგიონში ლიდერი იქნება – გალტ & თაგარტი

2023 წელს საქართველო ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებით კავკასიის რეგიონში ლიდერი იქნება - გალტ & თაგარტი

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Casinozer Casino – Quick‑Hit Slots & Rapid Wins for the Adrenaline‑Chaser

ივლისი 27, 2026

BC GAME – Tu Centro de Casino de Golpe Rápido para Victorias Rápidas

ივლისი 27, 2026

MegaSlot Casino: High‑Intensity Slots and Quick Wins for the Modern Player

ივლისი 27, 2026

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Recent News

Casinozer Casino – Quick‑Hit Slots & Rapid Wins for the Adrenaline‑Chaser

ივლისი 27, 2026

BC GAME – Tu Centro de Casino de Golpe Rápido para Victorias Rápidas

ივლისი 27, 2026

MegaSlot Casino: High‑Intensity Slots and Quick Wins for the Modern Player

ივლისი 27, 2026

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result